საქ. სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული საარქივო სამმართველო, „საისტორიო
მოამბე“, № 25-26, თბ. 1971. პირთა ანოტაციები: სტაროსელსკი დიმიტრი სვიმონის ძე (1832-1884) გენერალი, სენატორი, ილია ჭავჭავაძის ქვისლი. 1872-1876 წლებში ბაქოს
გუბერნატორი. 1876 წელს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი
სამმართველოს დეპარტამენტის დირექტორად, 1878 წელს კი – იმავე სამმართველოს
სამოქალაქო ნაწილის უფროსად. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 364. დათარიღება: თარიღები მინიშნებულია მეუღლისთვის 1882 წლის 23 ოქტომბერს გაგზავნილ
წერილში. გაზ. „ივერია“, 1886, 24 ოქტომბერი, № 229, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 477. გაზ. „ივერია“, 1886, 24 ოქტომბერი, № 229, გვ. 2-3 (ცენზურის ნებართვა
1886, 23/X); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, 1991, გვ. 262. გაზ. „ივერია“, 1888, 24 ოქტომბერი, № 222, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 353.
გაზ. „ივერია“, 1889, 24 ოქტომბერი, № 225, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 338. ამონაწერები ზაქარია ყიფშიძის კერძო წერილებიდან, ლიტერატურის
მატიანე,1940, წ. 1-2, გვ. 185-190. პირთა ანოტაციები: კალატოზიშვილი აბელ აბელის ძე ( გარდ. 1920) სოფელ წვერის მემამულე, წერდა ლექსებს, იბეჭდებოდა „ივერიაში“. კალატოზიშვილისა იულია მელქისედეკის ასული (გარდ. 1920) მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, აბელ კალატოზიშვილის მეუღლე. ყიფშიძე ალექსანდრე თევდორეს ძე (1862-1916) ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მთარგმნელი.
გაზ. „საქართველოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი. წერდა ფსევდონიმით „ფრონელი”.
ბაგრატიონ-გრუზინსკი პეტრე ალექსანდრეს ძე (1857-1922) კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს საგანგებო დავალებათა მოხელე, თსს
ბანკის ზედამხედველი კომიტეტისა და ქართული დრამატული საზოგადოების
კომიტეტის წევრი. ბაგრატიონ-გრუზინსკი მიხეილ ალექსანდრეს ძე (1860-1935) ბაგრატ ბატონიშვილის შთამომავალი, პეტრე და გიორგი გრუზინსკების ძმა,
თბილისის საგუბერნიო ბანკის ერთ-ერთი დირექტორი. გაზ. „ივერია“, 25 ოქტომბერი, 1895, № 230, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 172, 453. პირთა ანოტაციები: ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული
საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1899, № 948, 949; გაზ. „ივერია“, 1899, № 230;
გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის
პირადი საარქივო ფონდი, 13447; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007,
292. პირთა ანოტაციები: მარკოვი ევგენი ლევის ძე (1835-1903) რუსი მწერალი, ეთნოგრაფი, ავტორი წიგნისა „Очерки кавказа“. ბარონ დე ბაი ამურ ოგიუსტ ლუი ჟოზეფ ბერტელო (1853-1931) ცნობილი ფრანგი არქეოლოგი, ავტორი წიგნისა „პრეისტორიული არქეოლოგია“.
1897 წელს დაინტერესდა საქართველოთი და არაერთი ნაშრომი გამოაქვეყნა ჩვენი
ქვეყნის შესაახებ. ველიჩკო ვასილ ლვოვის ძე (1860-1903) პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. რედაქტორი გაზეთებისა „კავკაზ“
(1897-დან), „რუსსკი ვესტნიკ“ (1901-დან). სარაჯიშვილი დავით ზაქარიას ძე (1848-1911) მეწარმე და მეცენატი, ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი.
განათლება მიიღო პეტერბურგის, მიუნხენისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში.
1885 წელს თბილისში ააგო კონიაკის დასაძველებელი საწყობი. მამაცაშვილი კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე (1818-1900) საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი, მემუარისტი, რუსეთის არმიის
გენერალ-ლეიტენანტი, თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებლის ერთ-ერთი
დამაარსებელი. ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია.
1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან -
თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული
გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის
აგების საქმეს. ახნაზაროვი არტემ მიხეილის ძე (1866-1942) მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. თანამშრომლობდა
„ივერიაში”. იბეჭდებოდა “ორანის”, “ჩიორას”, ”მანოელიძის”, “ალფას”,
“დუშიკოს” ფსევდონიმებით. ლ. ფერაძე, ალექსანდრე სარაჯიშვილი, 1983, გვ. 16. პირთა ანოტაციები: სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914) მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს
საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03
წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. №
514. პირთა ანოტაციები: ვირსალაძე სპირიდონ სიმონის ძე (1868-1930), მეცნიერული თერაპიისა და
ტროპიკული მედიცინის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, პროფესორი.
პირველი ქართული სამედიცინო ჟურნალ „ექიმის“ რედაქტორი.
1878
24 ოქტომბერი
კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველო,
სამოქალაქო საქმეთა მიმართულების უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ დიმიტრი
სტაროსელსკის ხელმოწერით, განცხადებით მიმართავს კავკასიის საცენზურო
კომიტეტს 1879 წლიდან ილია ჭავჭავაძისათვის გაზეთ „ივერიის“ ყოველთვიურ
ჟურნალად გადაკეთების ნებართვის მიცემის შესახებ
წყარო:
1882
20-24 ოქტომბერი
მუშაობს ახალი წესდების პროექტზე.
წყარო:
1886
24 ოქტომბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
23 ოქტომბერი“ („რუსეთის გაზეთები თითქმის ერთხმად ამტკიცებენ...“).
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „რუსეთის ინტერესები
ბულგარეთისადმი“.
წყარო:
24 ოქტომბერი
გაზეთ „ივერიის“ რუბრიკაში „ქართული თეატრი“ აქვეყნებს ხელმოუწერელ
რეცენზიას („ორშაბათს, ამ 22 ოქტომბერს ქართულმა დრამატულმა დასმა
წარმოადგინა ერთი კამედია...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება
სათაურით „ცოლი-მეუღლე“ ქართულ სცენაზე“.
წყარო:
1888
24 ოქტომბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
23 ოქტომბერი“ („თუმცა ყველგან და ყოველის მხრით იძახიან...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პოლიტიკური ვნებათაღელვა
ევროპაში“.
წყარო:
1889
24 ოქტომბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად
აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 23 ოქტომბერი“ („ინგლისი დღევანდელ
პოლიტიკის...). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპა
გაყოფილია ორ ბანაკად“.
წყარო:
1893
24 ოქტომბერი
იწვევენ სოფელ წვერის მემამულეების აბელ და
იულია კალატოზიშვილების ოჯახში. მასთან ერთად არიან ალექსანდრე ყიფშიძე,
პეტრე და მიხეილ გრუზინსკები და სხვ. შეხვედრის დროს საუბრობს სინდისის
შესახებ.
წყარო:
1895
24 ოქტომბერი
გაზეთ „ივერიაში“ ქვეყნდება ქშწ-კგ საზოგადოების ადრესი რაფიელ
ერისთავისადმი მისი ლიტერატურული მოღვაწეობის 50 წლისთავის გამო, რომელსაც
გამგეობის წევრებთან ერთად ხელს აწერს საზოგადოების თავმჯდომარე ილია
ჭავჭავაძე.
წყარო:
1899
24 ოქტომბერი
მონაწილეობს ფრანგი არქეოლოგის ბარონ დე ბაისა და რუსი მწერლის ევგენი
მარკოვის საპატივცემულოდ „ფანტაზიის“ ბაღში გამართულ ნადიმში. წვეულებას
ესწრებიან: ვასილი ველიჩკო, დავით სარაჯიშვილი, კონსტანტინე მამაცაშვილი,
ნიკო ცხვედაძე, არტემ ახნაზაროვი და სხვები. ილია ჭავჭავაძე სიტყვით
მიმართავს უცხოელ სტუმრებს. ბარონი დე ბაი ამბობს სამადლობელ სიტყვას.
წყარო:
1901
24 ოქტომბერი
გაზეთ „ივერიის“ გამომცემელთა ამხანაგობის სხდომაზე განიხილავენ ალექსანდრე
სარაჯიშვილის წინადადებას. იგი ილია ჭავჭავაძეს სთავაზობს 3000 მანეთს
გაზეთ „ივერიის“ გამოცემის უფლებისა და რედაქტორობის მისთვის გადაცემაში და
თანხის გადახდის ვადად ითხოვს ექვს თვეს.
წყარო:
1905
24 ოქტომბერი
სპირიდონ ვირსალაძე იწვევს 25 ოქტომბერს თბილისის სამეურნეო ბანკში ქართველ
პროგრესისტთა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის განხილვაში
მონაწილეობის მისაღებად.
წყარო: