გაზ. „დროება“, 1883, 17 აპრილი, № 78, გვ. 4. პირთა ანოტაციები: ჯაკომეტი პაოლო (1816-1882) იტალიელი მწერალი და დრამატურგი. შექმნა 120-ზე მეტი დრამატული ნაწარმოები. 1859
წელს მისი თხზულებები დაიბეჭდა რვა ტომად. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 480, ანაწ. 1, საქმე 655, გვ. 120-124. გაზ. „ივერია“, 1886, № 82, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი,
2005, გვ. 547. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 641-642, გაზ. „ივერია“, 1887, 17 აპრილი, № 74, გვ. 1; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 245. „საისტორიო მოამბე“, ტ. 3. 1947, გვ. 241-242. გაზ. „ივერია“, 1897, 17 აპრილი, № 72, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
13, 2007, გვ. 330, 334. პირთა ანოტაციები: წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის”
დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი. გაზ. „კვალი“, 1897, № 17, გვ. 328-330. პირთა ანოტაციები: წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის”
დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, უბის წიგნაკი № 2, ავტოგრაფი № 57, ფ. 1. გაზ. „ივერია“, 1905, 17 აპრილი, № 55, გვ. 1, 4; გ. აბაშიძე, ილია
ჭავჭავაძე, ცხოვრება და ღვაწლი, 2005, გვ. 103-104; ი. ჭავჭავაძე,
თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, ტ.XIV, 2007, გვ. 531. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. №
669. პირთა იდენტიფიკაცია: ქანანოვის სახელი დეპეშაში მითითებული არ არის.
პირთა ანოტაციები: ქანანოვი ნიკოლოზ დავითის ძე ჟურნალისტი, თანამშრომლობდა ჟურნალ „ივერიასთან“. ილია ჭავჭავაძე
ენდობოდა, ფსევდონიმით „დავითიშვილი“ მასზე მიანიშნებდა და ნიღბავდა
საკუთარ ავტორობას.
1883
17 აპრილი
გაზეთ „დროებაში“ ქვეყნდება განცხადება, რომ 24 აპრილს საზაფხულო თეატრში
ილია ჭავჭავაძის მეთაურობით წარმოდგენილი იქნება პაოლო ჯაკომეტის დრამა „დამნაშავის
ოჯახი“
წყარო:
1885
17 აპრილი
საცენზუროდ წარადგენს გაზეთ „ივერიას“, რომელშიც უნდა დაბეჭდილიყო მისი „შინაური
მიმოხილვა“ („ერთხელ და ერთხელ შემოღებულია...“), მაგრამ ცენზორი ნებართვას
არ გასცემს.
წყარო:
1886
17 აპრილი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
16 აპრილს“ („ცოტას დარჩა და საქმემ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში
იბეჭდება სათაურით „საბერძნეთი და ევროპის ქვეყნები“.
წყარო:
1887
17 აპრილი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
16 აპრილი“ („საფრანგეთის მეცნიერი, სახელგანთქმული რენანი...“). მწერლის
თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ზნეობრივი სიწმინდის მნიშვნელობა
ერის მერმისისათვის“.
წყარო:
1896
17 აპრილი
კავკასიის საცენზურო კომიტეტი მთავარმართებლის კანცელარიის დირექტორს
საიდუმლოდ ატყობინებს, რომ თებერვალში გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა „ტენდენციური“
ფელეტონი „სურათები მოწაფეთა ცხოვრებიდამ“ და მოითხოვს გაზეთის მიმართ
ადმინისტრაციული სანქციის გამოყენებას.
წყარო:
1897
17 აპრილი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
16 აპრილი“ („ჩვენ მოგვივიდა თითო-ოროლა წერილი ლანძღვისა...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბ-ნ გ. წერეთლის წერილის გამო“.
აქვე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას სათაურით „პატარა საუბარი“ („წაიკითხავდით
„კავკასში“ ერთ ამბავს...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად
დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1897
20 აპრილი
გაზეთ „კვალში“ სათაურით „ღია წერილი თ. ილია ჭავჭავაძეს“ იბეჭდება გიორგი
წერეთლის პასუხი გაზეთ „ივერიის“ 17 აპრილის მეთაურზე, რომელიც მისდამი იყო
მიმართული.
წყარო:
1904
17 აპრილი
უბის წიგნაკში იწერს, ვის რა თანხა გადაუხადა.
წყარო:
1905
17 აპრილი
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება მისი „წერილი რედაქციის მიმართ“ („.ბატონო
რედაქტორო! ჟურნალ „მოგზაურში“...“). პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ჟურნალ „მოგზაურში“
გამოქვეყნებული კორესპონდენცია „საგურამოს და ჭოპორტის საზოგადოება (გლეხთა
მდგომარეობა და ილია ჭავჭავაძე)“ სრული ცილისწამებაა და ამზადებს მის
გამაბათილებელ ვრცელ პასუხს.
წყარო:
1906
17 აპრილი
ნიკოლოზ ქანანოვი დეპეშით ულოცავს სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევას.
წყარო: