1881 | ||
25 სექტემბერი | ||
საგურამოში მასპინძლობს დავით ჩუბინაშვილს, ალექსანდრე ცაგარელს და სხვა საზოგადო მოღვაწეებს. |
წყარო:
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 203-204. დათარიღება: დრო მითითებულია მეუღლისთვის მიწერილ ბარათში, რომელსაც ჩვენ 19 სექტემბრით ვათარიღებთ. პირთა ანოტაციები: ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891) მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში. ცაგარელი ალექსანდრე ანტონის ძე (1844-1929) ფილოლოგი, ისტორიკისი, პეტერბურრგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლობდა გერმანიასა და ავსტრიაში. 1872 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგებდა ქართული ენის კათედრას. 1922 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი. |
|
1885 | ||
25 სექტემბერი | ||
კავკასიის საცენზურო კომიტეტისგან ითხოვს დადასტურებას, რომ აქვს ჟურნალ „ივერიის“ გამოცემის ნებართვა. |
წყარო:
საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 480, საქმე 123, ფ. 1 (რუსული ენაზე); ა. იოვიძე, ილია ჭავჭავაძე – დოკუმენტალური მასალები, „საისტორიო მოამბე“, 1947, № 3, გვ. 215; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 112, 416. |
|
1886 | ||
25 სექტემბერი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე სტატიისა თარიღით „ტფილისი, 24 სექტემბერი“ („ინგლისის ქვედა პალატაში დიდი ლაპარაკი გაიმართა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „განხეთქილება პარლამენტში საგარეო პოლიტიკის გამო“. |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 321; გაზ. „ივერია“, 1886, 25 სექტემბერი, № 207, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 669; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 393. |
|
1894 | ||
25 სექტემბერი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 25 სექტემბერი“ („ჩვენმა მიწათმოქმედებამ რომ მიმართულება შეიცვალოს...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მიწათმოქმედების სწორად წარმართვისათვის“. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1894, 25 სექტემბერი, № 204, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 48. |
|
1903 | ||
25 სექტემბერი | ||
თავის დას – ელისაბედს უხდის ვალის ნაწილს - 300 მანეთს. |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 692. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925) ილია ჭავჭავაძის უმცროსი და. |