1883 | ||
28 ნოემბერი | ||
ნიკო ნიკოლაძეს პეტერბურგში წერილთან ერთად უგზავნის „გლეხთა განთავისუფლების დროინდელ სცენების“ და „კაცია – ადამიანის?!“ გამოცემებს. შესჩივის, რომ კარგი მთარგმნელის შოვნა თბილისში ძნელია და თან ძვირი ჯდება. სთხოვს, შეატყობინოს, რა თხზულებების გამოქვეყნება იქნება უფრო საინტერესო რუსული ჟურნალებისთვის და რა დაჯდება მათი თარგმნა. |
წყარო:
ვლადიმერ ზამბახიძის საოჯახო არქივი; ჟურნ. „დროშა“, 1957, № 8, ვლ. ზამბახიძის პუბლიკაცია; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 47; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 97-98, 410-411. პირთა ანოტაციები: ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. |
|
1886 | ||
28 ნოემბერი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 27 ნოემბერი“ („იმის შიში, რომ ქართველებს მონასტრები იერუსალიმში...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ათონის ქართული სავანის შესახებ“. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1886, 28 ნოემბერი, № 258, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ. VIII, 1957, გვ. 317; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 549. |
|
1889 | ||
28 ნოემბერი | ||
ქშწ-კგ საზოგადოება წერილობითი თხოვნით მიმართავს, რომ მცხეთის ახლოს არქეოლოგიური კვლევის ჩასატარებლად დიმიტრი ბაქრაძისათვის მისი ინიციატივით გამოყოფილი თანხა შეავსოს 25 მანეთით. |
წყარო:
საქართველოს ეროვნული არქ. ფ. 481, აღწ. 1, საქ. 217. პირთა ანოტაციები: ბაქრაძე დიმიტრი ზაქარიას ძე (1826-1890) ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, გამომცემელი. მისი ინიციატივით შეიქმნა საეკლესიო მუზეუმი. გამოაქვეყნა იოანე ბატონიშვილის “კალმასობა”. |
|
1893 | ||
28 ნოემბერი | ||
გაზეთ ივერიის რედაქცია გადადის ნიკოლოზის ქუჩის 21 ნომერში. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1893, № 258. |
|
1898 | ||
28 ნოემბერი | ||
თბილისის სასამართლო პალატა იხილავს თედო სახოკიას საჩივარს ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ მისი რედაქტორობით გამომავალ გაზეთში „ჩიორას“ ფსევდონიმით არტემ ახნაზაროვის მიერ გამოქვეყნებული წერილის გამო. მომჩივანის მტკიცებით სტატია შეიცავდა მის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს. რედაქტორის ბრალეულობა არ დასტურდება და სასამართლო პალატა ილია ჭავჭავაძეს უხსნის ბრალდებას. |
წყარო:
გაზ. „ივერია” 1898, 29 ნოემბ. № 255, გვ. 3-4; „საისტორიო მოამბე“, ტ. 25–26, 1971, გვ. 339-340. პირთა ანოტაციები: სახოკია თედო ტიმოთეს ძე (1868-1956) მწერალი, ლექსიკოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა „ივერიასთან“, იყო საფრანგეთში გამომავალ გაზეთ „საქართველოს“ თანარედაქტორი. 1908 წელს ციმბირში გადაასახლეს და მხოლოდ 8 წლის შემდეგ დაბრუნდა. ახნაზაროვი არტემ მიხეილის ძე (1866-1942) მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. თანამშრომლობდა „ივერიაში”. იბეჭდებოდა “ორანის”, “ჩიორას”, ”მანოელიძის”, “ალფას”, “დუშიკოს” ფსევდონიმებით. |
|
1905 | ||
28 ნოემბერი | ||
კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიიდან იღებს მივლინებას პეტერბურგში გასამგზავრებლად და გრაფ დიმიტრი სოლსკის თავმჯდომარეობით დაგეგმილ განსაკუთრებულ თათბირში მონაწილეობის მისაღებად. შეკრების მიზანია კავკასიის ადგილის განსაზღვრა რუსეთის საკონსტიტუციო წყობილებაში და სახელმწიფო სათათბიროში დეპუტატთა არჩევის დებულების შემუშავება. | ||