კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 318; გაზ. „ივერია“, 1886, 20 მაისი, № 107, გვ. 1; ი.
ჭავჭავაძე, ნაწერების სრული კრებული (შემდგ. პ. ინგოროყვა, ალ. აბაშელი), ტ. 10,
1929; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, თბილისი, 2007, გვ. 35. პირთა ანოტაციები: გლადსტონი უილიამ (1809-1898) ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე, სხვადასხვა დროს ვაჭრობის, კოლონიების, ფინანსთა
მინისტრი და პრემიერმინისტრი. გაზ. „ივერია“, 1887, 20 მაისი, № 98, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9,
თბ., 2006, გვ. 326. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 834-844; გაზ. „ივერია“, 1888, 20 მაისი, № 104, გვ. 1-2 (ცენზურის
ნებართვა 1888, 19/ V); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 422. გაზ. „ივერია“, 1891, № 104-109. პირთა ანოტაციები: შარაძე მაქსიმე როსტომის ძე (1859-1908) „ივერიის“ რედქციის მოლარე, ცნობილი მესტამბე და საზოგადო მოღვაწე. 1891-1900
წწ-ში „ივერია“ იბეჭდებოდა მის სტამბაში. გაზ. „ივერია“, 1894, 20 მაისი, № 105, გვ. 1-2. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო
ბანკის დირექტორი. ჩიქოვანი ილია მანუჩარის ძე (დაბ. 1866) - ქართველი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, წერდა „პონტელის“
ფსევდონიმით. გაზ. „ივერია“, 1894, 22 მაისი, № 107, გვ. 3. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო
ბანკის დირექტორი. ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის,
თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების
ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. გაზ. „ივერია“, 21 მაისი, 1895, № 105. ა. თელია, „ქართული სათავადაზნაურო ბანკი და ილია ჭავჭავაძე“, თბ., 1989, გვ.
204. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო
ბანკის დირექტორი. გაზ. „ივერია“, 1898, 19 მაისი, № 103, გვ. 1; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1898, №
537; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, 113. პირთა ანოტაციები: ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე ალექსი დავითის ძე) (1824-1907) ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის
არქიმანდრიტი, ქართლ-კახეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი. გაზ. „ივერია“, 1904, № 121; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1904, № 2498-1500. ავტოგრაფი, ლონდონი, ოქსფორდის ბოდლის ბიბლიოთეკის საცავი, უორდროპის ფონდი d
20-15; დ. ბარეტის ბიბლიოგრაფია; გაზ. „კომუნისტი“, 1981, 29 მარტი, გურამ შარაძის
პუბლიკაცია; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 249, 498. პირთა ანოტაციები: უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909) ინგლისელი მთარგმნელი, ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი, ფლობდა
7 ენას. გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი.
1886
20 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
19 მაისს“ („გლადსტონის პროექტი ირლანდიის პარლამენტის გამო...“). მწერლის
თხზულებათა ათტომეულში სხვა წერილებთან გაერთიანებულია სათაურით „ინგლის-ირლანდიის
ურთიერთობის გარშემო“, ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბრძოლა პარლამენტში
გლადსტონის პროექტის გამო“.
წყარო:
1887
20 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
19 მაისი“ („მას შემდეგ, რაც პრუსიამ საფრანგეთი დაამარცხა...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის მბრძანებლობას
ევროპაში აღსასრული დაუდგა“.
წყარო:
1888
20 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას
მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 19 მაისი“(„ჩვენა ვსთქვით, რომ ჩვენის
ახალითაობის შექმნაში...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება
სათაურით „თერგ–დალეულნი“ და „ახალი თაობა“.
წყარო:
1891
20 მაისი
გაზეთ „ივერიის“ ბეჭდვას იბარებს მაქსიმე შარაძე. სტამბა მოწყობილია ილია
ჭავჭავაძის სახლის სარდაფში.
წყარო:
1894
20 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ „ილ. პონტელის“ ფსევდონიმით იბეჭდება ილია ჩიქოვანის
წერილი ბანკის კრებებთან დაკავშირებით, რომელშიც ნაჩვენებია ივანე მაჩაბლის
მომხრეთა უსუსური ბრალდებები. სტატიაში ნათქვამია, რომ ილია ჭავჭავაძე არის
საბანკო საქმის საუკეთესო მცოდნე, ღრმად განათლებული და ნიჭიერი ადამიანი
და ბანკის მმართველის თანამდებობაზე მას კონკურენციას ვერავინ გაუწევს. _
1894
წყარო:
20 მაისი
სიტყვით გამოდის თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებლის შეუძლებელ მოსწავლეთა
დამხმარე საზოგადოების კრებაზე. ვრცლად პასუხობს შეკითხვას, მართლა აპირებს
თუ არა სააზნაურო სკოლის დახურვას. ამ სკოლისადმი საკუთარი დამოკიდებულების
საილუსტრაციოდ კითხულობს ამონარიდებს ბანკის სხდომათა ოქმებიდან, საიდანაც
ჩანს მისი რეგულარული მხარდაჭერა სკოლისადმი. შემდეგ დამსწრეთ განუმარტავს,
რომ ამ სასწავლებლისთვის აუცილებელია დამოუკიდებლობა, რაც მას ბანკის
დახურვის შემთხვევაშიც კი, შეაძლებინებს არსებობას. დამსწრენი ოვაციებით
ხვდებიან მის სიტყვებს. ივანე მაჩაბელი ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ
საზოგადოების განსაწყობად, დამსწრეთ შეახსენებს, რომ იგი თავისი პამფლეტით
„გამოცანები“ დაუპირისპირდა თავადაზნაურობის თვალსაჩინო წარმომადგენლებს და
ისე გამოჰყავს, თითქოს მასში დიმიტრი ყიფიანიც იყო გაკიცხული. ეს
განცხადება დამსწრეთა საპირისპირო რეაქციას იწვევს, მომხსენებლის
საწინააღმდეგოდ.
წყარო:
1895
20 მაისი
ესწრება თსს ბანკის წლიურ კრებას, რომელიც განიხილავს რევიზიის შედეგებს.
წყარო:
1896
20 მაისი
თსს ბანკის კრებაზე ხმის უმრავლესობით ირჩევენ მმართველობის თავმჯდომარედ,
ივანე მაჩაბელს კი - დირექტორად.
წყარო:
1898
19-20 მაისი
გაზეთებში იბეჭდება უსამღვდელოესი ალექსანდრეს გურია-სამეგრელოს
ეპისკოპოსად კურთხევის ცერემონიაზე ილია ჭავჭავაძის მიერ წარმოთქმული
სიტყვა („თქვენო ყოვლად უსამღვდელოესობავ...“). მწერლის თხზულებათა
ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სიტყვა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსად
უსამღვდელოესი ალექსანდრეს კურთხევის ცერემონიაზე“.
წყარო:
1904
18-20 მაისი
მონაწილეობს თსს ბანკის რწმუნებულთა წლიური კრების მუშაობაში. განიხილავენ
განვლილი წლის ანგარიშს, გაუყიდავად დარჩენილი მამულებისა და ზედამხედველი
კომიტეტის რეორგანიზაციის საკითხებს.
წყარო:
1906
20 მაისი
მარჯორი უორდროპს ატყობინებს, რომ სიამოვნებით იღებს მის მიწვევას და 21
მაისს ესტუმრება, მაგრამ მეუღლის გარეშე, რადგან ოლღა შეუძლოდ არის.
წყარო: