The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


16.01

1846    
    
16 იანვარი   
    
    
საქართველო-იმერეთის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი გრიგოლ ჭავჭავაძის სახელზე გასცემს სიღარიბის მოწმობას, რომელშიც აღნიშნულია, რომ მას საკუთარი სახსრებით არ შეუძლია მცირეწლოვან შვილს – ილიას მისცეს შესაფერისი აღზრდა  წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 163.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე გრიგოლ პაატას ძე (1811-1852)

ილია ჭავჭავაძის მამა. 17 წლისამ დაიწყო სამხედრო სამსახური ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომში, თავი გამოიჩინა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის აღებაში, იბრძოდა ტაო-კლარჯეთში. 1845 წ. დაინიშნა კახეთის ათასკაციანი მილიციის უფროსად და იგერიებდა ლეკთა შემოტევებს.

    
1858    
    
 16 იანვარი   
    
პეტერბურგის უნივერსიტეტის სწავლა-განათლების მზრუნველი აკმაყოფილებს მის თხოვნას ლექციებზე დასწრების გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ.  წყარო:

„ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 560.

    
1863    
    
16 იანვარი   
    
ხელმოწერით „И. Ч.“ მოკლე ბარათს უგზავნის ოლღა გურამიშვილს. სთავაზობს შეხვედრას, მაგრამ სთხოვს, რომ ერთი დღით ადრე აცნობოს დრო.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 220; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 90; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 399; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 13, 323.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
1878    
    
 16 იანვარი   
    
წევრად ირჩევენ თბილისის ცხოველთა დაცვის საზოგადოებაში.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 257, 3.

    
1880    
    
16 იანვარი    
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს „ერთს პატარა შემთხვევაზე“ („დღევანდელ ნომრის ახალ ამბებში...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 16 იანვარი, № 11, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 38.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 633

    
1886    
    
16 იანვარი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 16 იანვარს“ („დღე-დღეზედ მოველოდებით დეპეშას...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პარნელი და ირლანდიის საკითხი“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, № 11, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 281.

პირთა ანოტაციები:

პარნელი ჩარლზ სტიუარტ (1846-1891)

ირლანდიის პოლიტიკური მოღვაწე, პარლამენტის წევრი, ავტონომიისათვის მებრძოლი „მიწის ლიგის“ პრეზიდენტი.

    
1887   
    
 16 იანვარი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 15 იანვარი“ („მთელი ევროპა სცდილობს, ღვიძლი უპოვოს ბისმარკის სიტყვასა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „აჟიოტაჟი ბისმარკის სიტყვის გამო“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 16 იანვარი, № 10, გვ. 1. წყარო: გაზ. „ივერია“, 1887, 16 იანვარი, № 10, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 36.

პირთა ანოტაციები:

ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898)

 გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი.

    
1893    
    
16 იანვარი    
    
გაზეთ „ივერიაში“ „ივერიელის“ ხელმოწერით იწყებს ვრცელი წერილის ბეჭდვას სათაურით „გაზეთი „Новое Обозрение “ და კახეთის რკინისგზა“ („ჩვენის თავადაზნაურობის მხიარულება და კარგს გუნებაზე ყოფნა...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 16 იანვარი, № 10, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 131.

    
1894    
    
 16 იანვარი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 15 იანვარი“ („ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლს...“). მწერლის თხზულებათა ათტომეულში სათაურად აქვს „ისევ ქუთაისის ბანკის შესახებ“, ოცტომეულში კი – „ქუთაისის ბანკის შესახებ“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1894, 16 იანვარი, № 11, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 11.

    
    
1896    
    
16 იანვარი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 16 იანვარი“ („წარსული წლის 17 დეკემბრის აღმოსავლეთისა და დასავლეთის...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ნარკვევი (ჟურნალ-გაზეთებიდამ)“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1896, 16 იანვარი, № 11, გვ. 2-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 167.

    
1899    
    
16 იანვარი    
    
ამთავრებს ბანკის ბაქოს სააგენტოს რევიზიას.   წყარო:

ა. თელია, „ქართული სათავადაზნაურო ბანკი და ილია ჭავჭავაძე“, თბ., 1989, გვ. 218-219

    
1900    
    
16 იანვარი   
    
 ბაქოში მყოფ ქართველებთან ერთად ესწრება გიორგი წერეთლის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1900, № 12, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი.

    
16 იანვარი    
    
გიორგი წერეთლის დაკრძალვაზე რამდენიმე გამომსვლელი უარყოფითად იხსენიებს „ივერიას“, რომელიც, თითქოს დევნიდა გარდაცვლილს. სოციალდემოკრატი ვასილ კირვალიძე კი აცხადებს, რომ ამ აზრისაა უამრავი ადამიანი და ამის დასადასტურებლად 101 კაცის ხელმოწერაც აქვს.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1900, 18 იანვარი № 12, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი.

კირვალიძე ვასილ ნინიას ძე 1862-1933)

სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. იბეჭდებოდა ფსევდონიმებით: „ზემორაჭველი“, „დარიჯანიშვილი“, „ვ.კ-ძე“, „გლეხი კირვალიძე“.