![]() |
ილია ჭავჭავაძის წერილები კირილე ლორთქიფანიძისადმი |
![]() |
1 I |
▲ზევით დაბრუნება |
ჭავჭავაძე ილია
კირილე ლორთქიფანიძისადმი 24 აგვისტო, 1864 წ. ქუთაისი. დიდი სიხარულით
წავიკითხე შენი წიგნი, ჩემთან მოწერილი. ღმერთმა ხელი მოგიმართოს ყოველს
მაგისთანას საქმეში, რომელიც ყველასათვის ერთნაირად სასიამოვნოა. მეც ჩემის
მხრით მადლობას გეუბნები, რომ მაგისთანა კეთილ საქმეში ჩემი ხელიც აურიე:
საკვლაოდაც თუ ჩემი დახმარება რამეში ივარგებს და დაგჭირდება, გთხოვ,
ყოველთვის და ყველგან მიგულვო სულით და გულით გამზადებული. რაც გითხოვნია,
მათთა შორის, რაც უპირატესია, აღგისრულებ, ე.ი. ლექსებს, თუ ივარგებს, ოცდა
ცხრას ამ თვეს მოგართმევ. ძალიანა ვწუხვარ, რომ ადრე არ შემატყობინე,
იქნება ახალი რამ მომემზადებინა. მაქვს კი ძველი იმისთანა ლექსები, რომელიც
ჯერ არ დაბეჭდილა, მათგანს ყველას გამოგიგზავნი. ამას კი გთხოვ: არც ერთს
ლექს[ს] ჩემი სახელი არ მიაწერო: ნეტაი ლექსმა ივარგოს, თორემ სახელი რა
საჭიროა, თუ ძალიან და ძალიან გინდა, რომ მაგ წიგნში ჩემი სახელიც იყოს,
შეგიძლიან თავში საზოგადოდ მოიხსენიო, რომ სხვათა შორის ამ წიგნში
ჭავჭავაძის ლექსებიც არის-თქო, და რომელი ლექსია ჭავჭავაძისა თვითვეულად და
სახელდობრ, ნუ მოიხსენიებ. ამისთვის მე პატივსადები საბუთი მაქვს. ფულისას იწერები.
ნეტაი, ჩემო ძმაო, იმოდენა ფული აიღო, რომ შენი შრომის და წიგნის ხარჯი
გამოგივიდეს, და სხვაზედ ნურას ნაღვლობ. თუნდ რომ ბევრი ფულიც დაგრჩეს,
მაინც მე წინადვე ვარი მიყვია: შენ თითონ მოიხმარე – ეგ უკეთესი იქნება, ან
სხვას მოახმარე, იმისთანას, რომელიც გაჭირვებულია. მანდ ჩვენი ამხანაგები
ბევრნი იმისთანანი არიან, რომელთაც დღიური ლუკმაც უჭირსთ, პირველი ჩვენი
შრომის შემოსავალი იმათი კუთვნილია, იმათ გადაეცი: ჩვენი ლექსები,
დამიჯერე, უკეთესს ვერას იზამენ. არც ვიცი, სხვა რას ფიქრობს და ჩემთვის კი
ისიც სამყოფია, რომ ჩემმა ლექსმა სხვათა შორის ისიც შეიძლოს, რომ ერთს
ჩვენთაგანს, უფრო გაჭირვებულს, ერთ თვეს მაინც მუცელი გაუძღოს. ამას
გევედრები, რომ ამისთანა რამ ჩემის სახელით არ იყოს. ეს წიგნიც რომ დახიო,
ურიგო არ იქნება. მაგ შენგან
დაპირებულის ლექსების წიგნის სახელი არ მომწონს: ჰსჯობს „ქართული ლექსების
კონა“ დაარქვა. „კრება“ სხვა რიგად ესმის ქართველსა და რუსულიდამ
თარგმნულსა ჰგავს. სხვაფრივ მსურს ბედნიერად შესრულება მაგ საქმისა. შენი ილიკო
ჭავჭავაძე |
ილია ჭავჭავაძის წერილი კირილე ლორთქიფანიძისადმი ხელნაწერი: ავტოგრაფი ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ფონდი, Q 1056. ნაბეჭდი: ჟ. „მნათობი“, 1933, №8-9. სიმონ ხუნდაძის პუბლიკაცია; ი. ჭავჭავაძე, თსკ, X, 1961, გვ. 25-26. თარიღი: 24 აგვისტო, 1864 წ. ქუთაისი. ხელმოწერა: შენი ილიკო ჭავჭავაძე. კირილე ლორთქიფანიძემ განიზრახა ქართული პოეზიის კრებულის გამოცემა და წერილით სთხოვა ილიას, გამოეგზავნა მისთვის ლექსები. კრებული გამოვიდა პეტერბურგში 1864 წელს სახელწოდებით „ჩონგური. ნ. ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის, აკ. წერეთლისა და სხვა მწერლების ლექსების კრება“. მასში შევიდა ი. ჭავჭავაძის ლექსები: „გუთნისდედა“, „ქართვლის დედას“, „ნანა“, „ელეგია“, „მუშა“, „იანიჩარი“, „გაზაფხული“, „მას აქეთ, რაკი...“, „ჩემო კალამო“, „ხმა სამარიდამ“, ნაწყვეტი პოემიდან „აჩრდილი“ (თავი V), „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ (პირველი ნაწილი). |
![]() |
2 II |
▲ზევით დაბრუნება |
ჭავჭავაძე ილია
კირილე ლორთქიფანიძისადმი [1864 წ.]. აი, რის
გამოგზავნა ეხლა შევიძელი. „ქართვლის დედას“ არ გიგზავნი, იმიტომ, რომ
ვერას გზით ვერ გავასწორე, გაუსწორებლად კი ვერ გამოგიგზავნე, იმიტომ რომ
შიგდაშიგ უფრო რიტორიკაა, ვიდრე სხვა რამე. „რამდენიმე სურათი“ ანუ
„ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ მე თუმცა დასრულებული მაქვს, მაგრამ არ
გიგზავნი, რადგანაც ვიცი, რომ არ დაბეჭდენ. თუნდ მანდ როგორმე მოახერხო და
ნების დართვა აიღო, აქ მთელ წიგნებს აგიკრძალავენ, ეს მე ნამდვილად ვიცი.
მეც ბევრი ვეცადე აქაურ ცენზურის კომიტეტში, მაგრამ ძალიან ამიკრძალეს.
დასაწყისი მაგისი, რამოდენიც „საქართველოს მოამბეშია“, თუ გნებავს,
დაბეჭდე. სხვა ახალი ლექსი, პატიოსანს სიტყვას გაძლევ, სრულიად არა მაქვს,
მაქვს უწინდელი ზოგიერთი სატრფიალო ლექსები, ჯერ დაუბეჭდავი, ვიცი, შენ არ
გამოგადგება და ამიტომ არ გიგზავნი. (ხელმოუწერელია) |
ილია ჭავჭავაძის წერილი კირილე ლორთქიფანიძისადმი ხელნაწერი: ავტოგრაფები: U 424/508 ფოტო. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის კ. ლორთქიფანიძის ფონდი, Q 1039. ნაბეჭდი: ი. ჭავჭავაძე, წერილები, ი. ბოცვაძის რედაქციით. სოხუმი. 1949, გვ. 29; თსკ, X, 1961, გვ. 26-27. თარიღი: [1864]. ხელმოწერა: არა აქვს. ადრესატია კირილე ლორთქიფანიძე (1839-1919) – ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ლიტერატორი. წერილი ილიას ხელით მიწერილია მისსავე ლექსზე „ქართველი სტუდენტების სიმღერა“, რომელიც პოეტმა გაუგზავნა კირილე ლორთქიფანიძეს ალმანახ „ჩონგურში“ დასაბეჭდად. მართალია, ეს ლექსი დაწერილია 1860 წელს, მაგრამ დასაბეჭდად გაგზავნილი უნდა იყოს 1864 წელს, როგორც ამას ვარაუდობს პ. ინგოროყვა. წერილში საუბარია აგრეთვე პოემის „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ დაბეჭდვის თაობაზე (იხ. „ჩონგური“ შედგენილი კ. ლორთქიფანიძისაგან, პეტერბურღი, 1864, გვ. 129-147) და ცენზურის წინააღმდეგობაზეც. ეს ფაქტი მეტად მნიშვნელოვანია ამ პოემის ტექსტის ისტორიის გასარკვევად. „ქართვლის დედას“ – ილიას ლექსი. |
![]() |
3 III |
▲ზევით დაბრუნება |
ჭავჭავაძე ილია
კირილე ლორთქიფანიძისადმი 1868 წ. 19
დეკემბერი. დუშეთი. ძმაო კირილე!
მოგეწერა, რომ „კაცია ადამიანის“ დაბეჭდვა მოვიწადინეთო და ნების დართვა
მთხოვე. მაგას რაღა თხოვნა უნდოდა: მომიცია სრული ნება დაბეჭდვისა და, თუ
ძალიან გსურთ, ჩემი სახელიც ჩაურთეთ ჯიმშერიძის მაგიერად. წინასიტყვაობისა
უნდა მოგახსენო, რომ მე იგი ცალკეთ არ დამიწერია. მართალია, როცა ეგ
მოთხრობა გავათავე, მინდოდა, ცალკე წინასიტყვაობაც დამეჯღაბნა, მაგრამ,
როცა გადავიკითხე, გამოჩნდა, რომ, რაც წინასიტყვაობაში მინდოდა მეთქვა, სულ
ყოველისფერი შიგ მოთხრობას [აჩნდა] ჩემდაუნებურად. მგონი ყურადღებით
წაკითხვა ამას შენც დაგარწმუნებს. პატივისცემა
ყველას ჩემგანს ჩემ მიერ. |
ილია ჭავჭავაძის წერილი კირილე ლორთქიფანიძისადმი ნაბეჭდი: ჟ. „მნათობი“, 1933 წ., №8-9. სიმონ ხუნდაძის პუბლიკაცია; ი. ჭავჭავაძე, თსკ, X, 1961, გვ. 27. თარიღი: 1868 წლის 19 დეკემბერი, დუშეთი.
ხელმოწერა:
შენი ილიკო ჭავჭავაძე. წერილში
საუბარია ილიას მოთხრობა მოამბეში“, მ. ჯიმშერიძის ფსევდონიმით.
მწერალს
პეტერბურგში გამოცემული |