The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


10.12

1852    
    
31 დეკემბერი   
    
 მამიდა – მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისა თელავის მაზრის უფროს რამაზ ანდრონიკაშვილს შუამდგომლობას სთხოვს თბილისის სამხედრო გუბერნატორ და სამოქალაქო საქმეთა მმართველ ივანე ანდრონიკაშვილთან გრიგოლ ჭავჭავაძის ობლების – ილიასა და თეიმურაზის სახელმწიფო ხარჯზე სწავლებასთან დაკავშირებით  წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 167.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე-ერისთავისა მაკრინე პაატას ასული

ილია ჭავჭავაძის გამზრდელი მამიდა, ივანე რაფიელის ძე არაგვის ერისთავის მეუღლე.

ანდრონიკაშვილი რამაზ ივანეს ძე (1812-1885)

კავკასიის მთავარი სამმართველოს კანცელარიის მოხელე, თელავის მაზრის უფროსი.

ანდრონიკაშვილი ივანე მალხაზის ძე (1793-1868)

რუსეთის არმიის გენერალი, კავკასიის და ყირიმის ომების მონაწილე, 1849-55 წლებში თბილისის სამხედრო გუბერნატორი, ილია ჭავჭავაძის ნათლიის – ნინოს ძმა.

ჭავჭავაძე გრიგოლ პაატას ძე (1811-1852)

ილია ჭავჭავაძის მამა. 17 წლისამ დაიწყო სამხედრო სამსახური ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომში, თავი გამოიჩინა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის აღებაში, იბრძოდა ტაო-კლარჯეთში. 1845 წ. დაინიშნა კახეთის ათასკაციანი მილიციის უფროსად და იგერიებდა ლეკთა შემოტევებს.

ჭავჭავაძე თეიმურაზ გრიგოლის ძე (1844-1860)

 ილია ჭავჭავაძის უმცროსი ძმა. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში და პეტერბურგის კადეტთა კორპუსში. გარდაიცვალა პეტერბურგში და დაკრძალულია იქვე

    
1858    
    
31 დეკემბერი   
    
პეტერბურგში წერს ლექსს „რისთვის მიყვარხარ?“.  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, კრებ. № 17501, გვ. 30; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, ფ. 15.

    
1863    
    
31 დეკემბერი    
    
იღებს ცენზურის ნებართვას „საქართველოს მოამბის“ მეთორმეტე ნომრის გამოცემაზე  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, გვ. 15; ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახ. სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, № 21.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე ალექსანდრე გარსევანის ძე (1786-1886)

 რომანტიკოსი პოეტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, მონაწილეობდა 1804 წლის აჯანყებაში, 1832 წლის შეთქმულებაში, ნაპოლეონისა და თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლებში..

    
1880    
    
31 დეკემბერი    
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „გავლილი 1880 წელიწადი“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 24 დეკემბერი, № 274, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 194.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 664

    
1885    
    
30-31 დეკემბერი   
    
 აკაკი წერეთლის მიპატიჟების პასუხად იღებს შეტყობინებას, რომ თბილისში არ იმყოფება.   წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 116-117.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

    
1885    
    
31 დეკემბერი   
    
გაზეთ „ივერიის“ რედაქციის დარბაზში ახალბებუთოვის ქუჩაზე ახალი წლის და გაზეთის პირველი ნომრის მოლოდინში მასპინძლობს ორმოცამდე მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს: რაფიელ ერისთავს, ნიკო ხიზანიშვილს, კოლა ერისთავს, გრიგოლ და ალექსანდრე ყიფშიძეებს, სტეფანე ჭრელაშვილს და სხვ.  წყარო:

ილ. ხონელი, „ივერია“, 1886, № 3; არ. ლაისტი. საქართველოს გული. 1963, გვ. 57.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906)

იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან.

ერისთავი (ქსნისა) ნიკოლოზ (კოლა) რევაზის ძე (1850-1915)

ნიკოლოზ ბარათაშვილის დის და რევაზ შალვას ძე ერისთავის ვაჟი. ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921) მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან.

ყიფშიძე ალექსანდრე თევდორეს ძე (1862-1916)

ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მთარგმნელი. გაზ. „საქართველოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი. წერდა ფსევდონიმით „ფრონელი”.

ჭრელაშვილი სტეფანე თევდორეს ძე (1857-1917)

საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, რევოლუციონერი. თანამშრომლობდა გაზ. „ივერიასთან“. იყო ფუნიკულიორის პირველი დირექტორი. წერდა „სანოსა“ და „ტატალას“ ფსევდონიმებით.

    
1885    
    
30-31 დეკემბერი   
    
 აკაკი წერეთლის მიპატიჟების პასუხად იღებს შეტყობინებას, რომ თბილისში არ იმყოფება.  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 116-117.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

    
1885    
    
31 დეკემბერი   
    
გაზეთ „ივერიის“ რედაქციის დარბაზში ახალბებუთოვის ქუჩაზე ახალი წლის და გაზეთის პირველი ნომრის მოლოდინში მასპინძლობს ორმოცამდე მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს: რაფიელ ერისთავს, ნიკო ხიზანიშვილს, კოლა ერისთავს, გრიგოლ და ალექსანდრე ყიფშიძეებს, სტეფანე ჭრელაშვილს და სხვ.   წყარო:

ილ. ხონელი, „ივერია“, 1886, № 3; არ. ლაისტი. საქართველოს გული. 1963, გვ. 57.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906)

იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან.

ერისთავი (ქსნისა) ნიკოლოზ (კოლა) რევაზის ძე (1850-1915)

ნიკოლოზ ბარათაშვილის დის და რევაზ შალვას ძე ერისთავის ვაჟი.

ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921)

მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან.

ყიფშიძე ალექსანდრე თევდორეს ძე (1862-1916)

ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მთარგმნელი. გაზ. „საქართველოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი. წერდა ფსევდონიმით „ფრონელი”.

ჭრელაშვილი სტეფანე თევდორეს ძე (1857-1917)

საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, რევოლუციონერი. თანამშრომლობდა გაზ. „ივერიასთან“. იყო ფუნიკულიორის პირველი დირექტორი. წერდა „სანოსა“ და „ტატალას“ ფსევდონიმებით.

    
1887    
    
31 დეკემბერი     
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 30 დეკემბერი“ („ეხლანდელი დრო ისეთია, რომ თუ კაცი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „თვითმოქმედებისათვის“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 783-785, გაზ. „ივერია“, 1887, 31 დეკემბერი, № 275, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 653.

    
1892    
    
31 დეკემბერი   
    
 ვალერიან გუნია უძღვნის „საქართველოს კალენდარს“.   წყარო:

„საქართველოს კალენდარი 1893“, თბ., 1892.

პირთა ანოტაციები:

გუნია ვალერიან ლევანის ძე (1862-1938)

მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი, თეატრალური მოღვაწე.

    
1893    
    
31 დეკემბერი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 31 დეკემბერი“ („ჩვენ მოგვივიდა მთავრობისაგან დამტკიცებული...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „სოფლის მეურნეობის ქალთა სასწავლებელი“ .   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 31 დეკემბერი, № 283, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 251.

    
31 დეკემბერი   
    
 ქართველი მარქსისტები ისიდორე რამიშვილი და არსენ წითლიძე სთხოვენ წიგნების შეწირვას გურიის სოფელ აკეთში დაარსებული წიგნთსაცავისთვის. ილია ჭავჭავაძე გადასცემს თავისი ნაწერების ოთხტომეულს და ახალი წლის შესახვედრად ოჯახში ეპატიჟება. სტუმრად წასვლამდე ისინი წიგნების დასატოვებლად თავიანთ ლიდერ ეგნატე ნინოშვილთან შეივლიან და საყვედურს მიიღებენ, როგორ მიაკითხეთ შემოწირულობის თხოვნით კაცს, რომელსაც ხალხთან არავითარი საერთო არა აქვსო. ისიდორე რამიშვილი და არსენ წითლიძე, რომლებიც მის გავლენას განიცდიან, ილია ჭავჭავაძესთან წვეულებაზე აღარ მიდიან.  წყარო:

ისიდორე რამიშვილი, მოგონებები, 2012, გვ. 228-229.

 პირთა ანოტაციები:

რამიშვილი ისიდორე ივანეს ძე (1859-1937),

პოლიტიკური მოღვაწე, რუსეთის სოციალდემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1918-1920 წლებში საქართველოს მენშევიკური მთავრობის წევრი.

წითლიძე არსენ სიმონის ძე

ქართველი მარქსისტი, ქშწ-კგ საზოგადოების წევრი, ზრუნავდა ბიბლიოთეკების შექმნასა და ხალხის განათლებაზე.

ინგოროყვა ეგნატე თომას ძე (1859-1894)

ქართველი მწერალი, პუბლიცისტი და პედაგოგი, „მესამე დასის“ წევრი.