საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1. საქ. 48. პირთა ანოტაციები: ნაკაშიძე ანტონ დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება. გაზ. „დროება“, 1883, 25 ივნისი, № 121, გვ. 2. გაზ. „ივერია“, 1886, 24 ივნისი, № 134, გვ. 1. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
8, 2007, გვ. 144. პირთა იდენტიფიკაცია: იგულისხმება ალექსანდრე ბატენბერგი. Кавказ. Справочная книга составленная старожилом. Вып. I. Тфл., 1887.
საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ილია ჭავჭავაძის პირადი კოლექცია TS
3.273/09. პირთა ანოტაციები: თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920) კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად
თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო
გაზეთ «Новое обозрение»-ს რედაქტორი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 700-702, გაზ. „ივერია“, 1887, 24 ივნისი, № 127, გვ. 1;
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 433. თ. ჩხიტუნიძე, ქშწ-კგ საზოგადოების საბიბლიოთეკო და საგამომცემლო მოღვაწეობა.
1980, გვ. 94. Старый знакомый, «Аргонавт», 1901, №6. პირთა ანოტაციები: მიქელაძე ვლადიმერ (პროკოფი) სიმონის ძე (1855-1926) პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ თანამშრომელი, თბილისის
სასოფლოსამეურნეო ბანკის მმართველი, თბილისის საბჭოს ხმოსანი.
1881
24 ივნისი
გურიის სკოლებზე მზრუნველი ანტონ ნაკაშიძე წერილობით სთხოვს ქშწ-კგ
საზოგადოების ფინანსურ დახმარებას სოფელ სურებში სკოლის გასახსნელად.
წყარო:
1883
24 ივნისი
წერილობით მიმართავს თბილისის გუბერნიის სკოლების დირექტორს ქშწ-კგ
საზოგადოების წესდების შესაბამისი პროგრამით სოფელ თონეთში სკოლის გახსნის
ნებართვის თაობაზე.
წყარო:
1886
24 ივნისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს მოწინავეს „ტფილისი,
23 ივნისს“ („ბულგარეთის მთავარმა ალექსანდრემ ლამის ხელახლად აშალოს...“).
მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „მთავარი ალექსანდრე და
ბალკანეთის პრობლემა“.
წყარო:
1887
გიორგი თუმანიშვილი „ივერიის“ რედაქციას უძღვნის მის მიერ შედგენილ
საცნობარო ხასიათის წიგნს კავკასიის შესახებ.
წყარო:
24 ივნისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 23 ივნისი“ („როცა ამბობენ, ესა თუ ის ქვეყანა
მდიდარიაო...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „მევენახე
გლეხთა მდგომარეობა“.
წყარო:
1901
ნაძალადევში ესწრება ქშწ-კგ საზოგადოების ბიბლიოთეკის საზეიმო გახსნას და
ოქროს თუმნიანი შეაქვს მის ფონდში.
წყარო:
24 ივნისი
თბილისში გამომავალ რუსულ გაზეთ „არგონავტში“ „ძველი ნაცნობის“ ფსევდონიმით
იბეჭდება ინფორმაცია თსს ბანკის გამგეობის მუშაობის შესახებ. ავტორი ამბობს,
რომ ილია ჭავჭავაძეს გაუჩნდა ოპოზიცია ვლადიმერ მიქელაძის სახით, მაგრამ
ავტორს არ სჯერა ამ დაპირისპირების რეალურობისა. იგი აკრიტიკებს ბანკის იმ
გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც დრამატული საზოგადოებისა და ორი
სასწავლებლის დაფინანსების ნაცვლად მთელი თანხა გადაირიცხა სათავადაზნაურო
სკოლისთვის შენობის (დღევანდელი უნივერსიტეტის პირველი კორპუსი) ასაგებად.
წყარო: