1869 15 იანვრამდე
წერილს იღებს ვექილ იოსებ ორბელიანისგან, რომელიც აწარმოებს მისი დაქვრივებული დის - ელისაბედ ჭავჭავაძე-ორბელიანისა და ელისაბედის მაზლის - ალექსანდრე ესტატეს ძე ორბელიანის საქმეს ქონების გაყოფის თობაზე. ადრესანტი ილია ჭავჭავაძეს სთხოვს, ჩავიდეს და მონაწილეობა მიიღოს საქმის მოგვარებაში.
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის
პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17618.
პირთა ანოტაციები:
ორბელიანი იოსებ კონსტანტინეს ძე (1824-1879)
ილია ჭავჭავაძის დის – ელისაბედის
პირველი ქმრის – ნიკოლოზ (ივანე) ესტატეს ძე ორბელიანის ბიძაშვილი,
გენერალ-მაიორი.
ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ
(ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)
ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.
ორბელიანი ალექსანდრე ესტატეს ძე – ილია ჭავჭავაძის დის, ელისაბედ ჭავჭავაძის
მაზლი. 1869 15 იანვარი
იოსებ ორბელიანს სწერს საპასუხო ბარათს, რომელშიც გამოთქვამს წუხილს, რომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამო არ შეუძლია ჩასვლა და უშუალო მონაწილეობა საქმის მოგვარებაში. ცდილობს, შესთავაზოს ორივე მხარისათვის მისაღები პირობები.
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის
პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 618; ი. ჭავჭავაძე, წერილები (რედ. ი.
ბოცვაძე, სოხუმი, 1949, გვ. 104-106; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 75-77; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 28-29, 374.
დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და
შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 184.
პირთა ანოტაციები:
ორბელიანი იოსებ კონსტანტინეს ძე (1824-1879
ილია ჭავჭავაძის დის – ელისაბედის
პირველი ქმრის – ნიკოლოზ (ივანე) ესტატეს ძე ორბელიანის ბიძაშვილი,
გენერალ-მაიორი. 1869 15 იანვარი
დას, ელისაბედ ჭავჭავაძეს სწერს წერილს, რომელშიც ურჩევს, არ დათანხმდეს მაზლის, ალექსანდრე ესტატეს ძე ორბელიანის შეთავაზებას და სამომავლო დავიდარაბის თავიდან ასაცილებლად მოითხოვოს საქმის გათავება ორივე მხარისათვის მისაღები პირობებით.
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის
პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17618.
პირთა ანოტაციები:
ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ
(ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)
ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.
ორბელიანი ალექსანდრე ესტატეს ძე – ილია ჭავჭავაძის დის, ელისაბედ ჭავჭავაძის
მაზლი. 1869 17 იანვარი
თბილისის გუბერნიის დუშეთის განყოფილების მომრიგებელ სასამართლოში განიხილავს
პოლიციის ბოქაულის მიერ დაკავებული პიროვნების საქმეს, რომელიც თავს
ზარაისკიდან სამუშაოს საძებრად ჩამოსულ ვასილი პერევერზოვად აცხადებს. პოლიცია
არკვევს, რომ ზარაისკში ასეთი არავინ ცხოვრობს და ბრალდებულის მიერ
დასახელებული ქუჩაც არ არსებობს. ვინაობის დამალვისა და ცრუ ჩვენების მიცემის
გამო ბრალდებულს უსჯიან გაროზგვას და თავისუფლების აღკვეთას 4 წლით.
წყარო: სასამართლო სხდომის ოქმი, ავტოგრაფი, საქართველოს ეროვნული
არქივი,ფონ.133, აღწ.1, საქ.599, ფურ. 12-14, ავტოგრაფი; „საისტორიო მოამბე“, 19-20,
1965,გვ. 13-14, ოქმი№ 19.
პირთა ანოტაციები:
პერევერზოვი ვასილ
გაურკვეველი წარმომავლობის პირი, რომელიც დუშეთის მაზრის
პოლიციამ დააკავა საბუთების არქონის გამო. 1869 7 თებერვალი
თბილისის გუბერნიის დუშეთის განყოფილების მომრიგებელ სასამართლოში განიხილავს ამჩორიკო კუსოვის საქმეს. სარჩელის მიხედვით, ბრალდებულმა სახლიდან გააგდო კანონიერი ცოლი, ხუთი წლის მანძილზე ცხოვრობდა გარდაცვლილი ძმის ცოლთან და მისგან ჰყავდა შვილი. რამდენადაც ბრალდებულები მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმსარებლები არიან, სასამართლო მათ მიიჩნევს მეორე ხარისხის, სისხლის აღრევის დამნაშავეებად, თითოეულს უსჯის 6 თვით მონასტერში ყოფნას და ცოდვის ეკლესიურად მონანიებას.
წყარო: სასამართლო სხდომის ოქმი, ავტოგრაფი, საქართველოს ეროვნული არქივი,
ფონ 133, აღწ.1. საქ. 599, ფურ. 12-14; „საისტორიო მოამბე“, 19-20 თბ. 1965. გვ. 413-414.
პირთა ანოტაციები:
კოსოვი ამჩორიკო
სოფელ რუისის მკვიდრი. 1869 16 თებერვლამდე
წერს ლექსის „ქართველ სტუდენტების სიმღერა“ საბოლოო ვარიანტს.
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17503,
გვ. 1-2. ცენზორი კითხულობს ლექსს „ქართველ სტუდენტების სიმღერა“, სათაურად ტოვებს
მხოლოდ სიტყვას „სიმღერა“ და წითელი მელნით აღნიშნავს შესასწორებელ
ადგილებს წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17503, გვ.
1-2. 1869 20 თებერვლის შემდეგ
ლექსში „ქართველ სტუდენტების სიმღერა“ შეაქვს სწორებები ცენზორის მიერ მითითებულ ადგილებში.
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17503,
გვ. 1-2. 1869 12 მარტი
ცენზურა გასცემს ნებართვას „კაცია – ადამიანის?!“ ცალკე წიგნად დაბეჭდვაზე.
წყარო: „კაცია – ადამიანი?!“, მოთხრობა ილია ჭავჭავაძისა, გამოცემული მ.
ბეთანიშვილისაგან, პეტერბურგი, 1869. 1869 აპრილი
პეტერბურგის სამეცნიერო აკადემიის სტამბაში იბეჭდება „კაცია – ადამიანი?!”.
წყარო: „კაცია – ადამიანი?!“, მოთხრობა ილია ჭავჭავაძისა, გამოცემული მ.
ბეთანიშვილისაგან, პეტერბურგი, 1869, „დროება“, 1869, №№ 17, 18, 19.
1869 მაისამდე
მიხეილ ჭავჭავაძე, რომელმაც „კაცია – ადამიანის?!“ გამოცემა დააფინანსა, კირილე ლორთქიფანიძისთვის მიწერილ ბარათში უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მიხეილ ბეთანიშვილმა წიგნს მხოლოდ თავისი გვარი დააწერა, არ ახსენა არც ის და არც ქართველთა ამხანაგობა, რომლის ინიციატივითა და მონაწილეობითაც გამოიცა წიგნი. წყარო: მასალები XΙX ს. 60–90–იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ–
კულტურული ცხოვრებიდან, 1981, გვ. 41–42.
პირთა ანოტაციები:
ჭავჭავაძე მიხეილ ზაქარიას ძე. 1860–იან წლებში კალუგაში მცხოვრები თავადი,
პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა ამხანაგობის აქტიური წევრი. მისი
ხარჯით გამოიცა პირველად „კაცია ადამიანი“.
ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919)
საზოგადო მოღვაწე, პოეტი,
ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.
ბეთანელი (ბეთანიშვილი) მიხეილ სტეფანეს ძე (გარდ. 1907)
ინჟინერი და მწერალ
პუბლიცისტი. 1869 8 მაისი
გაზეთ „დროებაში“ გიორგი წერეთელი აქვეყნებს წერილს ახლადდაარსებულ ჟურნალ „მნათობის“ შესახებ და ნიშნისმოგებით იხსენებს ილია ჭავჭავაძის „საქართველოს მოამბეს“, რომელიც თანამშრომელთა ნაკლებობის გამო ერთ წელიწადში დაიხურა.
წყარო: გაზ. „დროება“, 1869, № 19.
პირთა ანოტაციები:
წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900)
მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო
მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი,
მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი. 1869 12 ივნისი
გაზეთ „დროებაში“ „იოანე ბოდბელის“ ფსევდონიმით იბეჭდება სტატია „ობლის კვერი ძნელად გამოცხვება“, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია ილია ჭავჭავაძის შემოქმედების შესახებ.
წყარო: გაზ. „დროება“, 1869, № 24, გვ. 1-3.
პირთა იდენტიფიკაცია: ფსევდონიმი „იოანე ბოლნელი“ გაუხსნელია. 1869 19 ივნისამდე
გაზეთ „გოლოსში“ იბეჭდება რეცენზია, რომელშიც ნათქვამია, რომ ილია ჭავჭავაძე საქართველოს საუკეთესო მწერალია, მან შექმნა ახალი ეპოქა და პირველმა შემოიტანა ქართულ პოეზიაში „მოქალაქეობის ელემენტები“.
წყარო: Рецензия... на рассказ И. Г. Чавчавадзе „Настоящий человек“ (Кация адамиани)
газ. «Голос», № 150, стр. 2; გაზ. დროება“, 1869, № 25, გვ. 4. 1869 19 ივნისი
გაზეთი „დროება“ სტატიით „საბიბლიოგრაფიო ნაწილი“ ეხმიანება „გოლოსში“ დაბეჭდილ რეცენზიას, ეთანხმება ავტორს ილია ჭავჭავაძის შემოქმედების მაღალ შეფასებაში, მაგრამ არ იზიარებს იმ აზრს, თითქოს მანამდე ქართველი პოეტები მხოლოდ „ მაისის ვარდებს“ და „მთვარიან ღამეებს“ უმღეროდნენ. ამის დასადასტურებლად მიუთითებს ნიკოლოზ ბარათაშვილისა და გიორგი ერისთავის შემოქმედებაზე.
წყარო: დროება“, 1869, № 25, გვ. 4
პირთა ანოტაციები:
ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845)
პოეტი, რომანტიკოსი.
ერისთავი გიორგი დავითის ძე (1813-1864) დრამატურგი, პოეტი, ქართული თეატრის
დამაარსებელი, წერდა „გლუხარიჩის“ ფსევდონიმით. 1869 ივნისის ბოლო თბილისში ჩამოაქვთ და საქართველოს
სხვადასხვა ქალაქის წიგნის მაღაზიებს უგზავნიან პეტერბურგში დაბეჭდილ „კაცია –
ადამიანს?!”.
წყარო: გაზ. „დროება“, 1969, № 31 და ა. შ. 1869 9 აგვისტო
კირილე ლორთქიფანიძე უკმაყოფილოა „კაცია – ადამიანის?!“ გამოცემის დაგვიანებით და ხარისხით. სერგეი მესხისადმი მიწერილ ბარათში იგი აღნიშნავს, რომ ეს ხარვეზები გამომცემელი ამხანაგობისა და მიხეილ ბეთანიშვილის ბრალია.
წყარო: კირილე ლორთქიფანიძის მიმოწერა, მასალები XIX ს. 60-90-იანი წლების
საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებიდან, თბ., 1981, გვ. 71.
პირთა ანოტაციები:
ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919)
საზოგადო მოღვაწე, პოეტი,
ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883) მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი,
საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის
საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“
რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის
წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის
კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში. ბეთანელი (ბეთანიშვილი) მიხეილ სტეფანეს ძე (გარდ. 1907)
ინჟინერი და მწერალ
პუბლიცისტი. 1869 21 აგვისტო
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ინფორმაცია პეტერბურგში „კაცია – ადამიანის?! დაბეჭდვის შესახებ“.
გაზ. „დროება“, 1869, № 34, გვ. 1-2 1869 10 სექტემბერი
იღებს ფორმულარულ ნამსახურობათა სიას, რომელშიც აღნიშნულია, რომ იმჟამად არის დუშეთის რაიონის მომრიგებელი მოსამართლე, ჩინით კოლეგიის რეგისტრატორი, იღებს წელიწადში 2400 მანეთს, აქვს ჯილდოები: წარჩინების ნიშანი, რომელიც მაგრდება მკერდის მარცხენა მხარეს და ვერცხლის მედალი ალექსანდრეს ლენტზე.
წყარო: „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 570-571.
პირთა
იდენტიფიკაცია:
ორდენის დასამაგრებელი ლენტი დაწესდა წმინდა ალექსანდრე ნეველის
სახელზე. პირთა ანოტაციები: ალექსანდრე ნეველი იაროსლავის ძე (1221-1263)
ნოვგოროდის, კიევისა და ვლადიმირის მთავარი და მთავარსარდალი სხვადასხვა
წლებში.
დოკუმენტი:
1869 18 სექტემბერი
დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში განიხილავს მემამულე იოსებ კლიმიაშვილის საჩივარს გიო წულიაშვილის წინააღმდეგ მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო. ბრალდებულისა და მოწმეების ჩვენებით ირკვევა, რომ წულიაშვილის მიერ მოსარჩელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებამდე, თავად კლიმიაშვილმა მიაყენა ბრალდებულს ფიზიკური შეურაცხყოფა. ილია ჭავჭავაძეს გამოაქვს დასკვნა, რომ მომჩივანს, კანონის მიხედვით, უფრო მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი. შესაბამისად, მოპასუხე თავისუფლდება ბრალდებისგან, ხოლო მომჩივანს, როგორც არაკეთილსინდისიერ მოსარჩელეს, ეკისრება სასამართლოს ხარჯის გადახდა.
წყარო: ოქმი № 23-24, საქართველოს ეროვნული არქივი ფონდი 133, საქმე 634,
ფურცელი 1-2 ავტოგრაფი; „საისტორიო მოამბე“, 19-20, 1965, გვ. 414-415.
პირთა ანოტაციები: კლიმიევი იოსებ
დუშეთის მაზრის მკვიდრი, მემამულე.
წულიაშვილი გიო
დუშეთის მაზრის მკვიდრი. 1869 დეკემბრის ბოლო
გიორგი წერეთლის სახლში საჯაროდ კითხულობს „კაცია - ადამიანს?!“.
წყარო: ეკატერინე გაბაშვილი, „ფიქრი და მოგონებანი ილია ჭავჭავაძის შესახებ“, ჟურნ.
„განათლება“, 1908, № 1, გვ. 23-28.
პირთა ანოტაციები:
წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900)
მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო
მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი,
მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი. 1860-იანი 6 დეკემბერი
აკაკი წერეთელთან, იაკობ გოგებაშვილთან, პეტრე უმიკაშვილთან, ექვთიმე თაყაიშვილთან და გრიგოლ ყიფშიძესთან ერთად ნიკოლოზობის დღესასწაულის მისალოცად მიდის ნიკოლოზ მთვარელიშვილთან.
წყარო: გ. ჯავახიშვილი, „ნიკო მთვარელიშვილი“, გაზ. „ლენინის გზით“, 1964, 23 იანვარი,
№ 10, გვ. 4.
პირთა ანოტაციები:
წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)
პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი,
მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)
მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოპღვაწე.
უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)
საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო
მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის
წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა
ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია. თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე (1863-1953) მეცნიერი, აკადემიკოსი, პროფესორი.
1921-1945 წლებში ემიგრაციაში იცავდა საქართველოს სამუზეუმო
განძეულობას. დიდი ამაგი დასდო ქართული არქეოლოგიისა და
ლიტერატურის შესწავლა-განვითარების საქმეს. ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921) მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი,
ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი.
თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან. მთვარელიშვილი ნიკოლოზ ვასილის ძე (1844-1923)
პედაგოგი, პუბლიცისტი,
მკვლევარი. პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ
მუშაობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, იყო ქშწ-კგ საზოგადოების
მდივანი. 1869
წიგნში „სასიმღერო ლექსები“ სახელწოდებით „ალბომში“ ქვეყნდება მისი ლექსი „გახსოვს ტურფავ, ჩვენს დიდ ბაღში...“.
წყარო: „სასიმღერო ლექსები“, გამოცემული ი. დ. ე-საგან, თბ. 1869.
1869
1869 16-20 თებერვალი
წყარო: