The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


28.07

1858    
    
28 ივლისი    
    
ტიარლევოში თარგმნის ალექსანდრ პუშკინის ლექსს „წინასწარმეტყველი“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 105, № 108; გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, კრებ. № 17501, გვ. 8-9; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 20, 667.

    
1873    
    
28 ივლისი   
    
წერილს უგზავნის მეუღლეს მოსკოვიდან ბაქოში. ატყობინებს, რომ საბანკო საქმის შესასწავლად არცერთ ბანკში არ უშვებენ. სწერს, რომ ძალიან მოწყენილია მის გარეშე, მაგრამ ფიქრობს, რომ საზოგადო საქმისთვის პირადი მწუხარება უნდა დაითმინონ. სთხოვს, მის მიერ დატოვებული თანხის ნაწილი გაუგზავნოს.  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 124-126.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
 1888    
    
28 ივლისი   
    
გაზეთ ივერიის რედაქცია ახალ-ბებუთოვის ქუჩიდან გადააქვს ფრეილინას ქუჩა № 5-ში (ამჟამად სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა, თავისუფლების მოედანთან) და მისი ოჯახიც იქვე გადადის საცხოვრებლად.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, № 157.

დათარიღება:

გაზეთ „ივერიის“ 27 ივლისის ნომერს მისამართად „ახალ-ბებუთოვის ქუჩა აწერია, 28 ივლისისას კი – ფრეილინის ქუჩა.

    
1890    
    
28 ივლისი    
    
მისი და სხვათა ხელმოწერით გაზეთ „ივერიაში“ ქვეყნდება თსს ბანკის ბალანსი 1890 წლის 1 ივლისისთვის.  წყარო:

„ბალანსი ტფილისის სათავად–აზნაურო საადგილ–მამულო ბანკის 1 მკათათვისათვის 1890 წლისა“, გაზ. „ივერია“, 1890, № 161.

    
1896    
    
28 ივლისი   
    
მონაწილეობს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის საგანგებო კრებაში, რომელიც განიხილავს კახეთის რკინიგზის საკითხს. დამსწრეთა ნაწილი მოითხოვს, რომ რკინიგზა სახელმწიფომ გაიყვანოს, მეორე ნაწილი, მათ შორის ილია ჭავჭავაძე, კი მომხრეა, რომ ეს საქმე თავადაზნაურობამ აიღოს თავის თავზე. იგი, როგორც საგანგებო კომისიის წევრი, საკუთარ პროექტს სთავაზობს კრებას. მისი პროექტი თავადაზნაურობის უმრავლესობის მხარდაჭერით მტკიცდება და ილია ჭავჭავაძე ამის შესახებ დეპეშით აუწყებს გზათა მინისტრს.   წყარო:

გაზ. „კვალი“, 1896, 4 აგვ., № 33, გვ. 58.

 

    
1901    
    
 28 ივლისი   
 გაზეთ „ივერიის“ საშუალებით მადლობას უხდის ყველას, ვინც დეპეშებითა და წერილებით მიულოცა სახელობის დღე. წყარო:

გაზ. „ივერია“, 1901, 28 ივლისი, № 164, გვ. 4.

1904
28 ივლისი
გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ იბეჭდება რეცენზია ქრისტეფორ ვერმიშევის წიგნზე „მასალები ქართულ-სომხური ურთიერთობების ისტორიის შესახებ. ილია ჭავჭავაძის წიგნის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ პასუხად“. წყარო:

გაზ. «Новое обозрение», 1904, № 6755.

პირთა ანოტაციები:

ვერმიშევი ქრისტეფორე ავაკუმის ძე (1863-1933)

ეკონომისტი, სტატისტიკოსი. 1891 წლიდან მართავდა თბილისის სავაჭრო ბანკის ბათუმის ფილიალს. 1904 წელს აირჩიეს მერად.