გაზ. “დროება“, 1881, 2 აგვისტო, № 161, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
15, 2007, გვ. 255. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 676-677. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 438; გაზ. „ივერია“, 1886, 2 აგვისტო, № 167, გვ. 1; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 265. პირთა ანოტაციები: ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898) გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი
ორგანიზატორი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 745-749, გაზ. „ივერია“, 1887, 12 აგვისტო, № 159, გვ. 1;
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 512. ავტოგრაფი, ლონდონი, ოქსფორდის ბოდლის ბიბლიოთეკის საცავი, უორდროპის ფონდი d
20-15; დ. ბარეტის ბიბლიოგრაფია; დევიდ ლენგი, ქართველოლოგიური კვლევა-ძიება
ოქსფორდში (თარგმანი ალ. გამყრელიძის), ჟურნ. „ცისკარი“, 1957, № 4, გვ. 146; გაზ.
„კომუნისტი“, 1981, 29 მარტი, გურამ შარაძის პუბლიკაცია; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 238-239, 489. პირთა ანოტაციები: უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909) ინგლისელი მთარგმნელი, ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი, ფლობდა
7 ენას.
1881
2 აგვისტო
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „მიეცით
მამასახლისებს შესაფერი პატივი“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად
დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1886
2 აგვისტო
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 1 აგვისტო“ („დიპლომატია, როგორც ეტყობა, დიდს ფაცაფუცშია...“).
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბისმარკის საგარეო
პოლიტიკა და ავსტრია“.
წყარო:
1887
2 აგვისტო
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი
მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 1 აგვისტო“ („ერთი განსაკუთრებული
ჩვენის ქვეყნის შესახები...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა
სათაურით „საგლეხო ბანკის“ გარშემო“.
წყარო:
1904
2 აგვისტო
საგურამოდან წერილს სწერს მარჯორი უორდროპს, მადლობას უხდის სახელობის დღის
მოლოცვისთვის და გამოთქვამს იმედს, რომ კვლავაც მიეცემა მარჯორისა და მისი
ძმის მასპინძლობის შესაძლებლობა.
წყარო: