1879 | ||
1879-მდე მამია გურიელი, დავით ერისთავი და ნინო ორბელიანი გამოთქვამენ სურვილს, რომ სცენაზე დადგან ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის მიერ თარგმნილი „მეფე ლირი“, მაგრამ, ილიას აზრით, მუდმივი სცენის დაარსებამდე ამის გაკეთება ნაადრევია |
წყარო: მეტრეველი საბა-ფირუზ, „ილია და აკაკი“, გამომც. „ნეკერი“, 2011. პირთა ანოტაციები: გურიელი მამია დავითის ძე (1836-1891) გურიის მთავართა შთამომავალი. პოეტი რომანტიკოსი, მთარგმნელი, სამხედრო და საზოგადო მოღვაწე. ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890) მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე. ორბელიანი (აბაშიძე-ორბელიანისა) ნინო სვიმონის ასული (1838-1919) პოეტი, მსახიობი, საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი. დაქვრივებულს ნათესავებმა სახლ-კარი წაართვეს და გარდაიცვალა ღარიბთა თავშესაფარში. მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. |
|
1879 3 თებერვალი გამოდის ჟურნალ „ივერიის“ პირველი ნომერი, რომელშიც სრულად ბეჭდავს პოემას „მეფე დიმიტრი თავდადებული“, ხელმოუწერლად აქვეყნებს „შინაურ მიმოხილვას“ („აღმოსავლეთის საქმე და ჩვენ...“) , ნარკვევის „ცხოვრება და კანონი“ მეხუთე წერილს და გერმანელი მწერლის გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ თარგმანის დასასრულს. აქვე ხელმოწერით „ნ. დავითიშვილი“ ბეჭდავს პუბლიცისტურ წერილს „ფიქრი და შენიშვნა“ („ჩვენის მწერლობის თაობაზედ...“) და სარედაქციო განცხადებას ჟურნალზე ხელმოწერის პირობების შესახებ. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 168, გვ. 1, № 217 გვ. 612; № 1052; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. გოგებაშვილის ფონდი № 22; ჟურნ. „ივერია“, 1879, № 1, გვ. გვ. 4-8, 102, 118-135, 136 1-64 (ცალკე ნუმერაციით) . ც.ყიფშიძე, ლ. სანაძე, ჟურნ. „მაცნე“, ენისა და ლიტერატურის სერია, 1978, № 2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 246. ატრიბუცია სტატია „ფიქრი და შენიშვნა“ ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მე-16 ტომში დაბეჭდილია „სავარაუდონის“ განყოფილებაში. ატრიბუციის შესახებ იხ. იქვე. დათარიღება: ფაქტს ვათარიღებთ გაზეთ „დროებაში“ 4 თებერვალს დაბეჭდილი ინფორმაციის მიხედვით. პირთა ანოტაციები: დიმიტრი თავდადებული (დემეტრე II) (1259-1289) საქართველოს მეფე 1270- 1289 წლებში. თავი მოჰკვეთეს მონღოლთა ხანის – არღუნის ბრძანებით. შერაცხილია წმინდანად. ებერსი გეორგ (1837-1898) გერმანელი მწერალი, ეგვიპტოლოგი |
|
1879 4 თებერვალი გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ინფორმაცია ჟურნალ „ივერიის“ პირველი ნომრის გამოსვლის შესახებ. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1879, № 27, გვ. 2. |
|
1879 7 თებერვლამდე თარგმნის ცნობილი ფრანგი მწერლის, ალფონს დოდეს მოთხრობას „თურკოსი კომმუნელთა შორის“. |
წყარო: ჟურნ. „ივერია“, 1879, № 2, გვ. 98-101. დათარიღება: ფაქტს ვათარიღებთ პირველ პუბლიკაციაზე მითითებული ცენზურის ნებართვის დროის მიხედვით. პირთა ანოტაციები: დოდე ალფონს (1840-1897) ფრანგი მწერალი და პუბლიცისტი |
|
1879 7 თებერვლამდე დებს თანხას ულუკმაპუროდ დარჩენილი ქობულეთელებისთვის გასაგზავნად. |
წყარო: ჟურნ. „ივერია“, 1879, № 2, გვ. 98-101. დათარიღება: ფაქტს ვათარიღებთ პირველ პუბლიკაციაზე მითითებული ცენზურის ნებართვის დროის მიხედვით. პირთა ანოტაციები: დოდე ალფონს (1840-1897) ფრანგი მწერალი და პუბლიცისტი |
|
1879 9 თებერვალი გაზეთ „დროებაში“ კრიპტონიმით „ა“ იბეჭდება ილია ჭავჭავაძის პოემა „დიმიტრი თავდადებულსა“ და მისსავე სტატიაზე „ფიქრი და შენიშვნა“ ალექსანდრე სარაჯიშვილის რეცენზიის პირველი ნაწილი. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1879, № 31, გვ. 1-2; ნ. დავითიშვილი, „ფიქრი და შენიშვნა“, ჟურნ. „ივერია“, 1879, № 1, გვ. 118-135. პირთა ანოტაციები: დიმიტრი თავდადებული (დემეტრე II) (1259-1289) საქართველოს მეფე 1270-1289 წლებში. თავი მოჰკვეთეს მონღოლთა ხანის – არღუნის ბრძანებით. შერაცხილია წმინდანად. სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914) მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი. |
|
879 14 თებერვლამდე კრებულ „ალმანახში“ იბეჭდება გიორგი თუმანიშვილის მიმოხილვითი წერილი „ეხლანდელი ქართული ჟურნალ-გაზეთების მიმართულება“, რომელშიც ავტორი ილია ჭავჭავაძის ბოლოდროინდელ შემოქმედებას უწოდებს უფერულს მის ადრინდელ ნაწერებთან შედარებით და განსაკუთრებით იწუნებს პოემა „მეფე დიმიტრი თავდადებულს“. |
წყარო: ეხლანდელი ქართულ ჟურნალ-გაზეთების მიმართულება, „ალმანახი“, თბ., 1879, № 2. გვ. 33-64. დათარიღება: 14 თებერვლის „დროებაში“ დიბეჭდა გამოხმაურება ამ წერილზე. პირთა ანოტაციები: თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920) კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო გაზეთ «Новое обозрение»-ს რედაქტორი. დიმიტრი თავდადებული (დემეტრე II) (1259-1289) საქართველოს მეფე 1270- 1289 წლებში. თავი მოჰკვეთეს მონღოლთა ხანის – არღუნის ბრძანებით. შერაცხილია წმინდანად. |
|
1879 14 თებერვალი გაზეთ „დროებაში“ მაჭახელიძის ფსევდონიმით ქვეყნდება ალექსანდრე ჭყონიას სტატია „ორიოდე სიტყვა უფ. გ. თუმანიშვილს“. ავტორი არ იზიარებს გიორგი თუმანიშვილის კრიტიკას ილია ჭავჭავაძეზე, რომელიც გამოთქმული აქვს „ალმანახში“ დაბეჭდილ წერილში „ეხლანდელი ჟურნალ-გაზეთების მიმართულება“.
|
წყარო: გაზ. „დროება“, 1879, № 33, გვ. 1-3. პირთა ანოტაციები: ჭყონია ალექსანდრე მირიანის ძე (1855-1907) საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის გიმნაზიის შემდეგ სწავლობდა მოსკოვსა და პარიზში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთის, ოზურგეთის, შორაპანის, ქუთაისის სასამართლოებში, იყო „მოამბისა“ და „ცნობის ფურცელის“ რედაქტორი. თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920) კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო გაზეთ «Новое обозрение»-ს რედაქტორი. |
|
1879 15 თებერვალი |
წყარო: გაზ. „დროება“, 1879, № 34, გვ. 1-2; ნ. დავითიშვილი, „ფიქრი და შენიშვნა“, ჟურნ. „ივერია“, 1879, № 1, გვ. 118-135. პირთა ანოტაციები: დიმიტრი თავდადებული (დემეტრე II) (1259-1289) საქართველოს მეფე 1270- 1289 წლებში. თავი მოჰკვეთეს მონღოლთა ხანის – არღუნის ბრძანებით. შერაცხილია წმინდანად. სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914) მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი. |
|
1879 18 თებერვლის შემდეგ გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეორე ნომერი, რომელშიც ცენზურის მიერ აკრძალულ ადგილებში მრავალწერტილებით ბეჭდავს საკუთარ ლექსს „რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“, მოთხრობას „სარჩობელაზედ“, ხელმოწერით „ნ. დავითიშვილი“ – პუბლიცისტურ წერილს „ფიქრი და შენიშვნა“ („კიდევ ჩვენის მწერლობის თაობაზედ. უფ. თუმანიშვილი და მისი „ალმანახი“) , ხელმოწერით „თქვენი თანამშრომელი“ – „სხარტულას“ („ივერიის“ რედაქციას“) . აქვე ხელმოუწერლად აქვეყნებს ცნობილი ფრანგი მწერლის, ალფონს დოდეს მოთხრობის „თურკოსი კომმუნელთა შორის“ თარგმანს და „შინაურ მიმოხილვას“ („ყოველ მხრიდამ ისმის, რომ ჩვენი მოძმენი...“) . ჟურნალის ამავე ნომერში ქვეყნდება სარედაქციო განცხადება და ულუკმაპუროდ დარჩენილი ქობულეთელებისთვის რედაქციაში შეგროვებული შემოწირულობების სია.
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 168, გვ. 9; ჟურნ. „ივერია“, 1879, № 2, გვ. 39-56, 57-61, 86-97, 98-101, 105-120, 121- 172, 173-191; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ოც ტომად) , ტ.5, 1991, 188-207, 648-651; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები და ნ. ნიკოლაძესთან დუელის ისტორია, ჟურნ. „მნათობი“, 1997, № 6, გვ. 134; ატრიბუცია სტატია „ფიქრი და შენიშვნა“ ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მე-16 ტომში დაბეჭდილია „სავარაუდონის“ განყოფილებაში. ატრიბუციის შესახებ იხ. იქვე. დათარიღება: „სხარტულაში“ ნახსენებია გაზეთ „კავკაზის“ 18 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებული სტატია. პირთა იდენტიფიკაცია: სტატიაში იგულისხმება გიორგი თუმანიშვილი. პირთა ანოტაციები: თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920) კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო გაზეთ «Новое обозрение»-ს რედაქტორი. დოდე ალფონს (1840-1897) ფრანგი მწერალი და პუბლიცისტი. |
|
1879 21 თებერვალი გაზეთ „დროების“ რუბრიკაში „დღიური“ ქვეყნდება ცნობა ულუკმაპუროდ დარჩენილ ქობულეთელთა სასარგებლოდ ლიტერატურული საღამოს გამართვისა და მასში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობის შესახებ. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1879, № 38, გვ. 1-2. |
|
1879 28 თებერვალი მისი ხელმოწერით გაზეთ „კავკაზში“ ქვეყნდება თსს ბანკის ბალანსი 1879 წ. 1 იანვრისათვის
|
წყარო: გაზ. «Кавказ», 1879, № 46. |
|
1879 10 მარტი გაზეთ „დროებაში“ „გ. უმწიფარიძის“ ფსევდონიმით, სათაურით „შენიშვნა უფ. ა-ის რეცენზიაზე შესახებ პოემისა: „დიმიტრი თავდადებული“ იბეჭდება გრიგოლ ვოლსკის გამოხმაურების დასაწყისი ალექსანდრე სარაჯიშვილის წერილზე, რომელშიც უარყოფითად იყო შეფასებული ილია ჭავჭავაძის ახალი პოემა. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1879, № 53, გვ. 1-2. პირთა ანოტაციები: დიმიტრი თავდადებული (დემეტრე II) (1259-1289) საქართველოს მეფე 1270-1289 წლებში. თავი მოჰკვეთეს მონღოლთა ხანის – არღუნის ბრძანებით. შერაცხილია წმინდანად. ვოლსკი გრიგოლი იოსების ძე (1860-1909) პუბლიცისტი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. თანამშრობლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914) მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი. |
|
1879 11 მარტი გაზეთ „დროებაში“ „გ. უმწიფარიძის“ ფსევდონიმით, სათაურით „შენიშვნა უფ. ა-ის რეცენზიაზე შესახებ პოემისა: „დიმიტრი თავდადებული“ იბეჭდება გრიგოლ ვოლსკის გამოხმაურების დასასრული ალექსანდრე სარაჯიშვილის წერილზე, რომელშიც უარყოფითად იყო შეფასებული ილია ჭავჭავაძის ახალი პოემა.
|
წყარო: გაზ. „დროება“, 1879, № 54, გვ. 1-3. პირთა ანოტაციები: დიმიტრი თავდადებული (დემეტრე II) (1259-1289) საქართველოს მეფე 1270- 1289 წლებში. თავი მოჰკვეთეს მონღოლთა ხანის – არღუნის ბრძანებით. შერაცხილია წმინდანად. ვოლსკი გრიგოლი იოსების ძე (1860-1909) პუბლიცისტი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. თანამშრობლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914) მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი. |
|
1879 15 მარტი გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება დასაწყისი გიორგი თუმანიშვილის კრიტიკული წერილისა „ორიოდე სიტყვა სტატიებზე: „ფიქრი და შენიშვნა“ და „სხარტულა“ („ივერია“ № 1879) .
|
წყარო: გაზ. „დროება“, 1879, № 57, გვ. 1-2. პირთა ანოტაციები: თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920) კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო გაზეთ «Новое обозрение»-ს რედაქტორი. |
|
1879 15 მარტი ესწრება პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, ქუთაისის საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარის ბესარიონ ღოღობერიძის დაკრძალვას იმერეთის სოფელ გოჩაჯიხაიშში.
|
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017. პირთა ანოტაციები: ღოღობერიძე ბესარიონ ლევანის ძე (1832-1879) პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, 1876-1879 წლებში ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე. |
|
1879 15 მარტის შემდეგ ჟურნალ „ივერიის“ მესამე ნომერი, რომელშიც ხელმოუწერლად იბეჭდება ნეკროლოგი „ბესარიონ ლევანის ძე ღოღობერიძე“, „შინაური მიმოხილვა“ („ბესარიონ ღოღობერიძის დასაფლავება...“) , „ცხოვრება და კანონის“ მეექვსე წერილი და ალექსის ბუვიეს რომან „იზას“ თარგმანის პირველი ნაწილი. ასევე, ხელმოწერით „ნ. დავითიშვილი“ ქვეყნდება პუბლიცისტური წერილი „ფიქრი და შენიშვნა“ („გლოვა ბესარიონ ღოღობერიძის“) .
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 612; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 1052; ჟურნ. „ივერია“, 1879, № 3, გვ. 129-135. დამატება, გვ. 10, 1-32. 135; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017. ატრიბუცია სტატია „ფიქრი და შენიშვნა“ ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მე-16 ტომში დაბეჭდილია „სავარაუდონის“ განყოფილებაში. ატრიბუციის შესახებ იხ. იქვე. დათარიღება: „შინაურ მიმოხილვაში“ ნახსენებია ბესარიონ ღოღობერიძის დაკრძალვა, რომელიც 15 მარტს მოხდა. პირთა ანოტაციები: ღოღობერიძე ბესარიონ ლევანის ძე (1832-1879) პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, 1876-1879 წლებში ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე. ბუვიე ალექსის (1836-1892) ფრანგი რომანისტი და დრამატურგი, რამდენიმე ოპერეტის ლიბრეტოსა და მრავალრიცხოვანი კრიმინალური რომანების ავტორი. |
|
1879 16 მარტი გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება დასასრული გიორგი თუმანიშვილის კრიტიკული წერილისა „ორიოდე სიტყვა სტატიებზე: „ფიქრი და შენიშვნა“ და „სხარტულა“ („ივერია“ № 1879) .
|
ყარო: გაზ. „დროება“, 1879, № 58, გვ. 1-2. პირთა ანოტაციები: თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920) კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო გაზეთ «Новое обозрение»-ს რედაქტორი. |
|
1879 25 მარტამდე მონაწილეობს ქშწ-კგ საზოგადოების წესდების პროექტის საბოლოო შესწორებარედაქტირებაში. სამოსწავლო ოლქის მზრუნველთა საბჭო წესდებიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი მუხლის ამოღებას მოითხოვდა, მაგრამ კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს უფროსმა, გენერალ–ლეიტენანტმა დიმიტრი სტაროსელსკიმ ეს მოთხოვნები არ გაიზიარა და მხოლოდ უმნიშვნელო შენიშვნების გათვალისწინება მოითხოვა.
|
წყარო: ი. ბოცვაძე. წერილები, 1956, გვ. 74. დათარიღება: პროექტი დიმიტრი ყიფიანის ხელმოწერით გაიგზავნა 25 მარტს. პირთა ანოტაციები: სტაროსელსკი დიმიტრი სვიმონის ძე (1832-1884) გენერალი, სენატორი, ილია ჭავჭავაძის ქვისლი. 1872-1876 წლებში ბაქოს გუბერნატორი. 1876 წელს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის დირექტორად, 1878 წელს კი – იმავე სამმართველოს სამოქალაქო ნაწილის უფროსად. |
|
1879 27 მარტი
გაზეთ „დროებაში“ კრიპტონიმით „ა“ იბეჭდება ალექსანდრე სარაჯიშვილის რეცენზია მოთხრობაზე „სახრჩობელაზედ“ და ლექსზე „რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?“. იგი მიიჩნევს, რომ ილია ჭავჭავაძის ახალი მოთხრობა მხოლოდ „სალიტერატურო ფორმაა“, რომელშიც მწერალი ცდილობდა ფსიქოლოგიური აზრის ჩასმას, ხოლო რაც შეეხება ლექსს, აღნიშნულია, რომ ამ მწვავე სატირაში ბევრი სამწუხარო სიმართლეა გამოთქმული. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1879, № 67, გვ. 1-3. პირთა ანოტაციები: სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914) მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი |
|
1879 31 მარტი მტკიცდება ქშწ-კგ საზოგადოების პროექტი, რომლის შემუშავებაშიც მას დიდი წვლილი მიუძღვის.
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, დიმიტრი ყიფიანის არქივი № 299; რაფიელ ერისთავის არქივი № 168. |
|
1879 4 აპრილის შემდეგ უბის წიგნაკში იწერს, ბანკში შეტანილი თანხების რაოდენობას თარიღების მიხედვით.
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 4, ავტოგრაფი № 59, ფ. 3. დათარიღება: თანხის შეტანის ვადად წერია 1879 წლის 4 აპრილი. |
|
1879 11 აპრილის შემდეგ გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეოთხე ნომერი, რომელშიც ხელმოუწერლად იბეჭდება ალექსის ბუვიეს რომან „იზას“ ილიასეული თარგმანის გაგრძელება და „შინაური მიმოხილვა“ („ნუთუ ახალმა ნიავმა დაჰბერა ჩვენს ცხოვრებას?“) .
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 168, გვ. 21; ჟურნ. „ივერია“, 1879, № 4, გვ. 33-48, 151-163. პირთა ანოტაციები: ბუვიე ალექსის (1836-1892) ფრანგი რომანისტი და დრამატურგი, რამდენიმე ოპერეტის ლიბრეტოსა და მრავალრიცხოვანი კრიმინალური რომანების ავტორი. |
|
1879 14 აპრილი მტკიცდება ქშწ-კგ საზოგადოების წესდება, რომლის შედგენაშიც მას დიდი წვლილი მიუძღვის.
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, დიმიტრი ყიფიანის არქივი № 299; რაფიელ ერისთავის არქივი № 168. |
|
1879 18 აპრილი დიმიტრი ყიფიანთან ერთად ხელს აწერს მოსაწვევ ბარათებს, რომლებითაც ქშწკგ საზოგადოების წევრებს 15 მაისს ეპატიჟებიან საზოგადოების დამფუძნებელ კრებაში მონაწილეობის მისაღებად. ადრესატებს ასევე ეგზავნება წესდების ნაბეჭდი ტექსტი.
|
წყარო: ი. ჭავჭავაძე, რაფ. ერისთავისადმი. თსკ, ტ. 10, გვ. 85. წყაროკ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, დიმიტრი ყიფიანის არქივი № 299; რაფიელ ერისთავის არქივი № 168. წყარო:ჯორჯაძე ა., დიმიტრი ყიფიანი, „სახალხო გაზეთი“, 1913, 29 იანვარი, № 809, გვ. 2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 85; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 85-86, 400-401. პირთა ანოტაციები: ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. |
|
1879 23 აპრილი ცენზურისგან იღებს „გლახის ნაამბობის“ ცალკე წიგნად გამოცემის ნებართვას.
|
წყარო: „გლახის ნაამბობი“, 1879, პეტერბურგი გამოცემული ა. საფაროვისაგან. ტფ, ე. ხელაძის სტამბა, 1879. |
|
1879 30 აპრილი მონაწილეობს თსს ბანკის წლიურ კრებაში, რომელზეც განიხილება ამ ბანკის მმართველობის წლიური ანგარიში. მისი წინადადებით, კრება იღებს გადაწყვეტილებას ქართული თეატრისათვის 3000 მანეთის გამოყოფის შესახებ. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1879, 1 მაისი, № 91, გვ. 1-2. |
|
1879 1 მაისი გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება სტატია „თბილისის ბანკის კრება“, რომელშიც ნათქვამია, რომ ბანკის მმართველად ისევ აირჩიეს ილია ჭავჭავაძე.
|
წყარო: გაზ. „დროება“, 1879, № 91, გვ. 1-2 |
|
1879 2 მაისი მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საერთო კრებაში, რომელმაც განიხილა სათავადაზნაურო სკოლის დაარსების საკითხი. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1879, 4 მაისი, № 93, გვ. 1-2 |
|
1879 2 მაისის შემდეგ მონაწილეობს სათავადაზნაურო სკოლის ტიპის არჩევასა და პროგრამის შემუშავებაში.
|
წყარო: ექვთიმე თაყაიშვილი, მოგონებანი ქართველ მწერლებზე, ლიტერატურის მატიანე, წ. 6, ნაკვ. 1,1952, გვ. 41. დათარიღება: სკოლის დაარსება გადაწყდა 2 მაისის კრებაზე. |
|
1879 5 მაისი გრძელდება თსს ბანკის კრება, რომელიც განიხილავს სათავადაზნაურო სკოლისა და ქშწ-კგ საზოგადოების დახმარების საკითხს. სკოლისთვის უკამათოდ გამოყოფენ 13 500 მანეთს, მაგრამ ქშწ-კგ საზოგადოებისთვის 11 000 მანეთის გამოყოფაზე თანხმობის მისაღებად, ილია ჭავჭავაძისა და დიმიტრი ყიფიანის დიდი ძალისხმევა და არგუმენტირება ხდება საჭირო.
|
წყარო: ს. მესხი. თხზულებანი. ტ. 3, 1964, გვ. 167. გაზ. „დროება“, 1979, № 100. პირთა ანოტაციები: ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. |
|
1879 10 მაისი მონაწილეობს თბილისის გუბერნიის შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობის საზოგადოების წლიური კრების მუშაობაში. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1879, 16 მაისი, № 100, გვ. 2-3 |
|
1879 15 მაისი ესწრება ქშწ-კგ საზოგადოების პირველ კრებას, რომელზეც ირჩევენ გამგეობის წევრად 41 ხმით 5-ის წინააღმდეგ. იმავე დღეს გამართულ გამგეობის სხდომაზე, რომელსაც ესწრებიან: დიმიტრი ყიფიანი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძე, ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი და რაფიელ ერისთავი, ირჩევენ თავმჯდომარის, დიმიტრი ყიფიანის მოადგილედ. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1879, 17 მაისი, № 101, გვ. 1. პირთა ანოტაციები: ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან – თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს. მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914) მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი. ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. |
|
1879 18 მაისამდე ხელს აწერს მოსაწვევებს, რომლებითაც კულტურის მოღვაწეებს ეპატიჟება 18 მაისს ქართული თეატრალური საზოგადოების დამფუძნებელ კრებაში მონაწილეობის მისაღებად.
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 5, აღწ. 1, საქმე 7515 ა. გრ. ორბელიანი, წერილი ილია ჭავჭავაძესთან, გაზ. „ბახტრიონი“, 1922, № 21. დათარიღება: 18 მაისს გრიგოლ ორბელიანისგან იღებს პასუხს ამ მიწვევასთან დაკავშირებით. |
|
1879 18 მაისი გრიგოლ ორბელიანისგან იღებს საპასუხო წერილს, რომლიდანაც იგებს, რომ თეატრთან დაკავშირებით გამართულ კრებაზე ვერ მივა, რადგან უნდა დაესწროს ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების სხდომას. ქართული თეატრის აღდგენა ადრესანტს ნაადრევად ეჩვენება, რადგან არ არსებობს შენობა და არ გვყავს პროფესიონალი მსახიობები.
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, გრიგოლ ორბელიანის არქივი № 639; საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 5, აღწ. 1, საქმე 7515 ა; გრ. ორბელიანი. წერილი ილია ჭავჭავაძესთან, გაზ. „ბახტრიონი“, 1922, № 21. პირთა ანოტაციები: ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883) რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი. |
|
1879 18 მაისი მონაწილეობს ქართული თეატრალური ამხანაგობის დამფუძნებელ კრებაში. მასთან ერთად არიან საზოგადოების წევრები: დიმიტრი ყიფიანი, გიორგი თუმანიშვილი, დავით ერისთავი, ნიკოლოზ ავალიშვილი, იოსებ ბაქრაძე და ალექსანდრე სარაჯიშვილი. განიხილავენ წესდებას, იღებენ გადაწყვეტილებას მუდმივი დასისა და დრამატული კომიტეტის დაარსების შესახებ.
|
წყარო: ივანე გომართელი, გაზ. „კვალი“, 1900, № 1, გვ. 12. პირთა ანოტაციები: ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920) კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო გაზეთ «Новое обозрение»-ს რედაქტორი. ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890) მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე. ავალიშვილი ნიკოლოზ იაკობის ძე (1844-1929) ჟურნალისტი, მთარგმნელი, თეატრალური მოღვაწე. თანამშრომლობდა „დროებაში“, „ცისკარსა“ და „ივერიაში“, იყო ჟურნალ „მნათობის“ რედაქტორი და ქართული დრამატული საზოგადოების წევრი. ბაქრაძე იოსებ (სოსიკო) ზოსიმეს ძე (1850-1904) პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი და თეატრალური მოღვაწე. თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებთან: დროება“, „ივერია“, „მოამბე“ და „კვალი“. სააჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914) მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი. |
|
1879 30 მაისი მონაწილეობს ქშწ-კგ საზოგადოების წევრთა საერთო კრებაში და მოხსენებით გამოდის 1879-1880 წლების ხარჯთაღრიცხვის შესახებ. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1879, 31 მაისი, № 112, გვ. 1 |
|
1879 14 ივნისი თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ სოფელ რუისში სკოლის გახსნის საკითხს. ითხოვენ ინფორმაციის დაზუსტებას სოფლის მცხოვრებთა რაოდენობისა და იმ ინვენტარის შესახებ, რაც დასჭირდება ახალგახსნილ სასწავლებელს. ილია ჭავჭავაძის დავალებით თბილისისა და ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკებს უგზავნიან წერილებს საზოგადოების სასარგებლოდ შეწირული თანხის მიწოდების თხოვნით. საქმისმწარმოებელ იონა მეუნარგიას ავალებენ კანცელარიისათვის ცალკე ოთახის დაქირავებას. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმი. ფ. 481, აღწ. 2., გვ. 13. |
|
1879 20 ივნისი იურისტი დავით ავალიშვილი უფორმებს ხელწერილს, რომლითაც იღებს ვალდებულებას ილია ჭავჭავაძის წინაშე, რომ მასთან ერთად ხელმოწერილი ვექსილი, ათასი მანეთის სესხად აღების თაობაზე, მასვე მიჰყიდოს ან გადასცეს გასანადგურებლად. |
წყარო: დავით ივანეს ძე ავალიშვილის ხელწერილი (რუსულ ენაზე) ჩიტახოვისა და ემემოვის დამოწმებითა და მინაწერით, რომ ვექსილი დაბრუნებულ იქნას № 677. პირთა ანოტაციები: ავალიშვილი დავით ივანეს ძე (1845-1897) რუსეთის არმიის შტაბს-კაპიტანი. 1883 წელს აირჩიეს ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარედ. თადარიგში გასვლის შემდეგ იყო ნაფიცი ვექილი და თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი. |
|
1879 23 ივნისი წერილობით თხოვნას უგზავნის რაფიელ ერისთავს, რომ ქშწ-კგ საზოგადოების საქმის მწარმოებელ იონა მეუნარგიას გამოუყოს თანხა კანცელარიის მოსაწყობად. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 481, საქმე 32, გვ. 2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 86; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 86, 401. პირთა ანოტაციები: ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. |
|
1879 25 ივნისის შემდეგ გრიგოლ ორბელიანისგან იღებს წერილს და ახლადდაწერილ ლექსს „ფსალმუნი“. ადრესანტი მოკრძალებულად სთხოვს, ლექსი მეუღლესაც წააკითხოს და თუ მოეწონებათ, გამოაქვეყნოს. ტექსტი იბეჭდება ჟურნალ „ივერიის“ მაის-ივნისის ნომერში. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, გრიგოლ ორბელიანის არქივი № 640; გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1941, 13 ივნ., № 24; ჟურნ. „ივერია“, 1879, № 5-6, გვ. 151. დათარიღება: გრიგოლ ორბელიანის წერილი 25 ივნისით არის დათარიღებული. პირთა ანოტაციები: ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883) რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი. გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1879 ივნისის ბოლო გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეხუთე-მეექვსე გაერთიანებული ნომერი, რომელშიც იბეჭდება პოემა „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“. აქვე ხელმოუწერლად ქვეყნდება „შინაური მიმოხილვა“ („ჩვენებური კლასიკური გიმნაზია და ქართველები“) და ალექსის ბუვიეს რომან „იზას“ ილიასეული თარგმანის გაგრძელება.
|
წყარო: ჟურნ. „ივერია“, 1879, № 5-6, გვ. 49-144, 152-173, 216. დათარიღება: ჟურნალის ამ ნომერში შეტანილია ის ლექსი, რომელიც 25 ივნისს გაუგზავნა გრიგოლ ორბელიანმა. პირთა ანოტაციები: ბუვიე ალექსის (1836-1892) ფრანგი რომანისტი და დრამატურგი, რამდენიმე ოპერეტის ლიბრეტოსა და მრავალრიცხოვანი კრიმინალური რომანების ავტორი. |
|
1879 4 ივლისი ქშწ-კგ საზოგადოების სახელით, წერილობით მიმართავს ამბროლაურის რაიონის სოფელ ზნაკვის სკოლის გამგეს, რომ აცნობოს სკოლაში არსებული მდგომარეობა.
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 481, აღწ. 1, საქმე 25, ფ. 1; ს. ლეკიშვილი, რამდენიმე დოკუმენტი ილია ჭავჭავაძის შესახებ. „საისტორიო მოამბე“, 1978, № 37-38, გვ. 326; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 86-87, 401-402. |
|
1879 12 ივლისი თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ისმენენ კონსტანტინე მამაცაშვილის პასუხს სოფელ რუისის მცხოვრებთა რაოდენობისა და იმ ინვენტარის შესახებ, რომელიც დასჭირდება ახალგახსნილ სკოლას. იღებენ დადგენილებას სკოლისთვის ავეჯის შესაძენი თანხის, წიგნებისა და სასკოლო ნივთების გაგზავნის შესახებ.
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმი. ფ. 481 , აღწ.2., გვ. 14. პირთა ანოტაციები: მამაცაშვილი კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე (1818-1900) საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი, მემუარისტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებლის ერთ-ერთი დამაარსებელი. |
|
1879 26 ივლისამდე პოემას „ქართვლის დედა“ ამზადებს „ივერიაში“ დასაბეჭდად, მაგრამ ჟურნალ „კრებულში“ მისი ამ სათაურით გამოქვეყნების წარუმატებელი მცდელობიდან ხვდება, რომ ცენზურა ამჯერედაც წინააღმდეგი იქნება და თავადვე ცვლის მას სათაურით „დედა და შვილი“.
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმი. ფ. 481 , აღწ.2., გვ. 14. პირთა ანოტაციები: მამაცაშვილი კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე (1818-1900) საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი, მემუარისტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებლის ერთ-ერთი დამაარსებელი. |
|
1879 26 ივლისის შემდეგ გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეშვიდე-მერვე გაერთიანებული ნომერი, რომელშიც ბეჭდავს პოემას „დედა და შვილი“, მინაწერით: „დავით აღმაშენებელის დროთაგან, როცა არაბთაგან ანთავისუფლებდა საქართველოს“. აქვე ხელმოუწერლად აქვეყნებს შინაურ მიმოხილვას („ძნელი მოვალეობა შინაური მიმოხილვისა ჩვენში...“) და თარგმანებს: ჟიულ კლარეტის რომანის „ერთი უბედურთაგანი“ პირველ ნაწილს, მარიანო ხოსე დე ლარას სატირულ მოთხრობას „ვაქებ, ანუ: ამასაც ხომ არ დამიშლიან“ და ალექსის ბუვიეს რომან „იზას“ გაგრძელებას.
|
წყარო: ჟურნ. „ივერია, 1879, № 7-8, გვ. 3-10, 38-91; გვ. 145-224, 151, 196-207, 209-223; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 168, გვ. 30; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 692-693. ; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017; ხელნაწერი: ასლი № 217, გვ. 143-153; თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, ქართველთა ამხანაგობის გამოცემა, ტფილისი, 1892, ტ. III, გვ. 238-254. ატრიბუცია მარიანო ხოსე დე ლარას მოთხრობის „ვაქებ, ანუ: ამასაც ხომ არ დამიშლიან“ თარგმანი ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მე-16 ტომში დაბეჭდილია „სავარაუდონის“ განყოფილებაში. ატრიბუციის შესახებ იხ. იქვე. დათარიღება: ვათარიღებთ პირველ პუბლიკაციაზე მითითებული ცენზურის ნებართვის დროის მიხედვით. პირთა ანოტაციები: დავით IV აღმაშენებელი (1073-1125) საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში. კლარეტი (კლარტი) ჟიულ (1840-1913) ფრანგი მწერალი, დრამატურგი, თეატრალური კრიტიკოსი, ჟურნალისტი, საფრანგეთის აკადემიის წევრი, თეატრ „კომედი ფრანსეზის“ დირექტორი 1885-1913 წლებში. ლარა მარიანო ხოსე დე (1809-1837) ესპანელი სატირიკოსი, პოეტი, პროზაიკოსი და პუბლიცისტი. ბუვიე ალექსის (1836-1892) ფრანგი რომანისტი და დრამატურგი, რამდენიმე ოპერეტის ლიბრეტოსა და მრავალრიცხოვანი კრიმინალური რომანების ავტორი. ^ |
|
1879 ივლისი ცალკე წიგნად გამოდის „გლახის ნაამბობი“.
|
წყარო: „გლახის ნაამბობი“, 1879, პეტერბურგში გამოცემული ა. საფაროვისაგან. ტფ, ე. ხელაძის სტამბა, 1879. |
|
1879 ივლისის ბოლო ამონაბეჭდის სახით, ცალკე წიგნად გამოდის პოემა „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“. |
წყარო: „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“, ტფილისი, ა. ენფიანჯიანცის სტამბა, 1879 |
|
1879 ივლისის ბოლო ამონაბეჭდის სახით, ცალკე წიგნად გამოდის პოემა „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“. |
წყარო: „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“, ტფილისი, ა. ენფიანჯიანცის სტამბა, 1879 |
|
1879 6 აგვისტო როგორც ქშწ-კგ საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილეს სოფელ ხვანჭკარის მასწავლებელი ლუკა კერესელიძე უგზავნის წერილობით ანგარიშს სკოლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, აცნობებს მოსწავლეთა რაოდენობას და იმ სახელმძღვანელოების ჩამონათვალს, რომლებსაც იყენებენ. ასევე ატყობინებს, რომ ესაჭიროებათ საანგარიშო მოწყობილობა.
|
წყარო:
საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 8. პირთა ანოტაციები: კერესელიძე ლუკა სოფელ ხვანჭკარის სახალხო სკოლის მასწწავლებელი. |
|
1879 8 აგვისტო მისი ხელმოწერით გაზეთებში იბეჭდება თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ბალანსი 1879 წლის 1 ივლისისათვის.
|
გაზ. „დროება“, 1879, № 163; გაზ. «Кавказ», 1879, № 175. | |
1879 12 აგვისტო გაზეთ „დროებაში“ ბეჭდავს ნაწყვეტს პოემიდან „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“. (იწყება სტრიქონიდან: “მაშინ შევიქენ მე ოცის წლისა...“) .
|
წყარო: გაზ. „დროება“, 1879, № 167, გვ. 1-2 |
|
1879 14 აგვისტო გაზეთ „დროებაში“ ბეჭდავს ნაწყვეტს პოემიდან „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“.
|
წყარო: გაზ. „დროება“, 1879, № 168, გვ. 1-2. |
|
1879 15 აგვისტო გაზეთ „დროებაში“ ხელმოწერით „ქართული თეატრის მოყვარული“, აქვეყნებს მოწინავეს „ქართული ტრუპპის შესახებ“ („დიდის ყურადღებით, დიდის ინტერესით...“) . ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
|
წყარო: გაზ. “დროება“, 1879, 15 აგვისტო, № 169, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 11. ატრიბუცია სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 625- 629. |
|
1879 1 სექტემბერი მისი და სხვა ქართველი მოღვაწეების თაოსნობით დაარსებული თეატრალური დასი წარმოადგენს პირველ სპექტაკლს – ბარბარე ჯორჯაძის კომედიას „რას ვეძებდი და რა ვპოვე“.
|
წყარო: გაზ. „დროება“, 1879, № 180, გვ. 1. პირთა იდენტიფიკაცია: საუბარია ბარბარე ერისთავ-ჯორჯაძისაზე. პირთა ანოტაციები: ერისთავი-ჯორჯაძისა ბარბარე დავითის ასული (1811-1895) რაფიელ ერისთავის და, რომანტიკოსი პოეტი, კრიტიკოსი, დრამატურგი. |
|
1879 10 სექტემბერი ესწრება ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის სხდომას, რომელზეც სვამს საკითხს, რომ გამგეობის წევრები მიავლინონ მაზრებში ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან სკოლების გახსნის საკითხებზე მოსალაპარაკებლად.
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 7. პირთა ანოტაციები: სტრელეცკი სერგეი ნიკოლოზის ძე (დაბ. 1848) თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორი. განათლების სისტემაში ატარებდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას. ტატიშვილი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე რუისის სკოლის პედაგოგი. |
|
1879 3 სექტემბერი თბილისის გუბერნიის სახალხო სასწავლებლის დირექტორი სერგეი სტრელეცკი სწერს, რომ რუისის სკოლის მეურვესთან შეთანხმებით ამავე სკოლის მასწავლებლად დანიშნა ნიკოლოზ ტატიშვილი. სთხოვს, შუამდგომლობა გაუწიოს ქშწ-კგ საზოგადოებასთან, რომ ახალმა მასწავლებელმა მიიღოს ჩატარებული გაკვეთილების საფასური.
|
წყარო: „საისტორიო მოამბე“, ტ. 37–38, 1978. |
|
1879 26 სექტემბრის შემდეგ გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეცხრე-მეათე ნომერი, რომელშიც ბეჭდავს თავის ლექსს „აღარც ნატვრა და აღარც იმედია...“. აქვე აქვეყნებს ჟიულ კლარეტის რომანის „ერთი უბედურთაგანი“ გაგრძელების, მარიანო ხოსე დე ლარას მოთხრობის „რა არის საზოგადოება და სად უნდა ვეძებოთ იგი“ და ალექსის ბუვიეს რომან „იზას“ გაგრძელების თარგმანებს. ჟურნალის ამავე ნომერში სერგეი მესხთან ერთად ბეჭდავს სარედაქციო განცხადებას „დროება“-„ივერიის“ გაერთიანებულ გამოცემაზე 1880 წელს.
|
წყარო: ხელნაწერი, ასლი № 217, გვ. 457-462; ჟურნ. „ივერია, 1879, № 9, გვ. 67-110; გვ. 119, 132-138 155-156, 225-272; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 692-693. თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, ქართველთა ამხანაგობის გამოცემა, ტფილისი, 1892, ტ. III, გვ. ???-???; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017. ატრიბუცია მარიანო ხოსე დე ლარას მოთხრობის „რა არის საზოგადოება და სად უნდა ვეძებოთ იგი“ თარგმანი ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მე-16 ტომში დაბეჭდილია „სავარაუდონის“ განყოფილებაში. ატრიბუციის შესახებ იხ. იქვე. დათარიღება: ვათარიღებთ პირველ პუბლიკაციაზე მითითებული ცენზურის ნებართვის დროის მიხედვით. პირთა ანოტაციები: ლარეტი (კლარტი) ჟიულ (1840-1913) ფრანგი მწერალი, დრამატურგი, თეატრალური კრიტიკოსი, ჟურნალისტი, საფრანგეთის აკადემიის წევრი, თეატრ „კომედი ფრანსეზის“ დირექტორი 1885-1913 წლებში. ლარა მარიანო ხოსე დე (1809-1837) ესპანელი სატირიკოსი, პოეტი, პროზაიკოსი და პუბლიცისტი. ბუვიე ალექსის (1836-1892) ფრანგი რომანისტი და დრამატურგი, რამდენიმე ოპერეტის ლიბრეტოსა და მრავალრიცხოვანი კრიმინალური რომანების ავტორი. მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883) მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში. |
|
1879 20 ოქტომბერი მონაწილეობს ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის სხდომაში. |
წყარო: „საისტორიო მოამბე“, ტ. 37-38, 1978. |
|
1879 20 ოქტომბერი განზრახული აქვს შექსპირის „მეფე ლირის“ დიდ სცენაზე დადგმა მწერლების: დიმიტრი ყიფიანის, ივანე მაჩაბლის, მამია გურიელის, ნინო ორბელიანის, დავით ერისთავისა და სხვათა მონაწილეობით. ამასთან დაკავშირებით წერილს უგზავნის დიმიტრი ყიფიანს და სთავაზობს ლირის როლის შესრულებას.
|
წყარო: იოსებ გრიშაშვილი, ლიტერატურული ნარკვევები, 1952, გვ. 265-271. ი. ჭავჭავაძე, საიუბილეო კრებული, თბ., 1957, გვ. 124. დათარიღება: წერილის თარიღი მინიშნებულია დიმიტრი ყიფიანის საპასუხო ბარათში. პირთა ანოტაციები: პირთა ანოტაციები: შექსპირი უილიამ (1564-1616) ინგლისელი პოეტი და დრამატურგი ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. გურიელი მამია დავითის ძე (1836-1891) გურიის მთავართა შთამომავალი. პოეტი რომანტიკოსი, მთარგმნელი, სამხედრო და საზოგადო მოღვაწე. ორბელიანი (აბაშიძე-ორბელიანისა) ნინო სვიმონის ასული (1838-1919) პოეტი, მსახიობი, საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი. დაქვრივებულს ნათესავებმა სახლ-კარი წაართვეს და გარდაიცვალა ღარიბთა თავშესაფარში. ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890) მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე. |
|
1879 31 ოქტომბერი ქვიშხეთიდან იღებს დიმიტრი ყიფიანის საპასუხო ბარათს. „მეფე ლირის“ ივანე მაჩაბლისა და ილიასეულ თარგმანთან დაკავშირებით ადრესანტი აღნიშნავს, რომ იგი შეადარა პიესის ორიგინალსა და ხუთ სხვადასხვა თარგმანს და დარწმუნდა, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა. მიუხედავად ამისა, მიაჩნია, რომ თარგმანის ენა მწიგნობრული უფროა, ვიდრე სალაპარაკო. ამიტომ სწერს, რომ თუ სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებს, თავის სიტყვებს თავად თარგმნის.
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 628; იოსებ გრიშაშვილი, ლიტერატურული ნარკვევები, 1952, გვ. 265-271. პირთა ანოტაციები: ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. |
|
1879 2 ნოემბერი წერილს იღებს გრიგოლ ორბელიანისგან. იგი უგზავნის მიხეილ საბინინის ბარათს და სთხოვს, რომ ქშწ-კგ საზოგადოება დაეხმაროს საბინინს საქართველოს ეკლესიის ისტორიის შესახებ წიგნზე მუშაობის დასრულებასა და ამ წიგნისთვის ლაიფციგში შეკვეთილი ქართველ წმინდანთა სურათების გამოხსნაში.
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, გრიგოლ ორბელიანის არქივი № 641; გაზ. „ბახტრიონი“, 1922, № 21, გვ. 2. პირთა ანოტაციები: ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883) რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი. საბინინი მიხეილ (გობრონ) პავლეს ძე (1845-1900) მწერალი, ხატმწერი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სიძველეებისა და სასულიერო მწერლობის მკვლევარი. იკვლევდა საქართველოს ეკლესიის ისტორიას. |
|
1879 15 ნოემბერი „დროების“ რედაქტორ სერგეი მესხთან და ამავე გაზეთის გამომცემელ სტეფანე მელიქიშვილთან ერთად, თხოვნა შეაქვს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსთან 1880 წლის 1 იანვრიდან ჟურნალ „ივერიის“ და გაზეთ „დროების“ საერთო რედაქციით გამოცემის ნებართვის შესახებ. განცხადებაში მითითებულია, რომ ჟურნალი „ივერია“ უნდა გამოვიდეს წელიწადში ოთხჯერ, „დროება“ კი – ყოველდღიურად. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 5, აღწ. 1, საქმე 5755, ფ. 2; ა. იოვიძე, ილია ჭავჭავაძე – დოკუმენტალური მასალები, „საისტორიო მოამბე“, 1947, № 3, გვ. 196; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 87-88, 402. პირთა ანოტაციები: მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883) მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში. მელიქიშვილი სტეფანე (გარდ. 1887) გამომგონებელი და მესტამდე. XIX ს 60 -იან წლებში ნიკო ღოღობერიძესთან და ვახტანგ თულაშვილთან ერთად, დაარსა სტამბა, რომლისთვისაც ქ. ვენიდან გამოიწერეს ახალი ქართული ე. წ. „ვენური შრიფტი“. |
|
1879 16 ნოემბერი გაზეთებში იბეჭდება მისი და სერგეი მესხის ერთობლივი განცხადება „დროებისა“ და „ივერიის“ ერთობლივ გამოცემაზე 1880 წელს.
|
წყარო: გაზ. „დროება“, 1879, № 237, გვ. 1-2; გაზ. «Кавказ», 1879, № 261. პირთა ანოტაციები: მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883) მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში. |
|
1879 21 ნოემბრამდე უბის წიგნაკში იწერს შემოსავალ-გასავალს, ვის რამდენი მისცა და ვისგან რამდენი მიიღო.
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 3, ავტოგრაფი № 58, ფ. 2. |
|
1879 22 ნოემბერი ქართული თეატრალური ამხანაგობა მათთვის განკუთვნილი 3000 მანეთის გამოყოფის თხოვნით მიმართავს თსს ბანკის ზედამხედველ კომიტეტს. |
წყარო: გაზ. «Тифлисский вестник», № 56, 57 |
|
1879 27 ნოემბერი კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი დიმიტრი სტაროსელსკი შუამდგომლობს ილია ჭავჭავაძესა და სერგეი მესხს საცენზურო კომიტეტის წინაშე, რომ ნება დართონ ჟურნალ „ივერიისა“ და გაზეთ „დროების“ ერთობლივ გამოცემაზე.
|
წყარო: „საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 197. პირთა ანოტაციები: სტაროსელსკი დიმიტრი სვიმონის ძე (1832-1884) გენერალი, სენატორი, ილია ჭავჭავაძის ქვისლი. 1872-1876 წლებში ბაქოს გუბერნატორი. 1876 წელს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის დირექტორად, 1878 წელს კი – იმავე სამმართველოს სამოქალაქო ნაწილის უფროსად. მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883) მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში. |
|
1879 26 ნოემბრის შემდეგ უბის წიგნაკში იწერს, კრედიტთან დაკავშირებულ თანხებს, თარიღებს, ბილეთის ნომერს და სერიას.
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 3, ავტოგრაფი № 58, ფ. 2. დათარიღება: ვათარიღებთ ნახსენებთაგან უფრო გვიანდელი თარიღის მიხედვით. |
|
1879 ნოემბერი „მეფე ლირის“ დადგმა მწერლების მონაწილეობით არ ხერხდება და მეფე ლირის როლზე მსახიობის შესარჩევად აცხადებს კონკურსს. მსახიობებმა მხატვრულად უნდა წაიკითხონ შექსპირის ტრაგედიის მე-3 მოქმედების მე-3 სურათში წარმოსათქმელი წყევლა. კონკურსი ტარდება ილია ჭავჭავაძის სახლში. მასთან ერთად ჟიურის წევრები არიან: რაფიელ ერისთავი, ივანე მაჩაბელი, მიხეილ ბებუთაშვილი და ალექსანდრე ჰალბი.
|
წყარო: კოტე ყიფიანი, მოგონებები, წერილები, 1964, გვ. 27. პირთა ანოტაციები: ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. ბებუთაშვილი (ბებუთოვი) მიხეილ პეტრეს ძე (დაბ. 1845) თეატრალური მოღვაწე, რეჟისორი, ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრი. ალექსანდრე ჰალბი შესაძლოა იგულისხმებოდეს თბილისის რუსული თეატრის ხელმძღვანელის მამა. |
|
1879 ნოემბერი მეფე ლირის როლზე ირჩევენ კოტე ყიფიანს. ილია ჭავჭავაძე მას თავისთან იბარებს და ურჩევს როლისთვის მოსამზადებლად არ წაიკითხოს კრიტიკული წერილები და რეცენზიები და თავად ჩაუღრმავდეს პერსონაჟის სახეს.
|
წყარო: კოტე ყიფიანი, მოგონებები, წერილები, 1964, გვ. 27. პირთა ანოტაციები: ყიფიანი კონსტანტინე (კოტე) დიმიტრის ძე (1849-1921) მსახიობი, დრამატურგი, მთარგმნელი და ლექსიკოგრაფი, ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ფუძემდებელი. მიღებული ჰქონდა სამეურნეო განათლება და აქვეყნებდა საბუნებისმეტყველო წერილებს. |
|
1879 10 დეკემბერი ანა მუსხელიშვილი და სიმონ ღოღობერიძე მას, როგორც ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილეს, სთხოვენ, რომ გამგეობამ ქუთაისის სკოლის მზრუნველებად არჩეულ პირებს შეატყობინოს მათი უფლება-მოვალეობები, ხოლო სახალხო სკოლების დირექტორს გაუგზავნოს სკოლის უწყება და პროგრამა. ასევე სურვილს გამოთქვამენ, რომ სასწავლებლის გახსნათან დაკავშირებით განცხადება დაიბეჭდოს გაზეთებში.
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 21. პირთა ანოტაციები: ღოღობერიძე მუსხელიშვილისა ანა ბესარიონის ასული (1842-1890) პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ბესარიონ ღოღობერიძის ქალიშვილი. ახალციხეში დააარსა ქალთა სასწავლებელი. ღოღობერიძე სიმონ ბესარიონის ძე (1843-1913) ისტორიკოსი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. განათლება მიიღო პეტერბურგის უნივერსიტეტში |
|
1879 23 დეკემბერი მონაწილეობს ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის სხდომაში, რომელზეც ავალებენ ბათუმის სკოლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას სხვადასხვა პირთან. გარდა ამისა, იღებენ დადგენილებას, რომ მან, დიმიტრი ყიფიანთან და რაფიელ ერისთავთან ერთად, აკონტროლოს სახელმძღვანელოების ენა.
|
წყარო: „საისტორიო მოამბე“, ტ. 37–38, 1978, გვ. 28-29. პირთა ანოტაციები: ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. |
|
1879 25 დეკემბერი ქშწ-კგ საზოგადოების წევრების, ნიკოლოზ ცხვედაძისა და ივანე მაჩაბლის თანდასწრებით, რაფიელ ერისთავისგან ოფიციალურად იბარებს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის დავთარს. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, 1, 20; ქშწ-კგ საზოგადოება, ფონდის აღწერილობა, 1953, გვ. 3. პირთა ანოტაციები: ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან – თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს. მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. |
|
1879 ავადმყოფი მარი ბროსე ზაქარია ჭიჭინაძეს უგზავნის წერილს, რომელშიც სთხოვს ილია ჭავჭავაძის თხზულებების გაგზავნას. |
წყარო: რუსუდან დოდაშვილი, მარი ბროსე – ქართული მწერლობის მკვლევარი, თბ. 1962. გვ. 102. პირთა ანოტაციები: ბროსე მარი ფელისიტე (1802-1880) ფრანგი ორიენტალისტი, ქართველოლოგი. საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას ევროპაში. ფრანგულად თარგმნა და გამოსცა „ქართლის ცხოვრება“, შეადგინა ქართული ენის თვითმასწავლებელი. ჭიჭინაძე ზაქარია ეგნატეს ძე (1834-1931) საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, ბიბლიოფილი. აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის საკითხებზე. |
|
1879 თბილისის გუბერნატორს წარუდგენს „თელავისა და კონდოლის დამზოგველი საზოგადოებების“ წესდებათა პროექტებს. |
წყარო: თ. ღლონტი, ილია ჭავჭავაძე და სოფლის მეურნეობა, თბ., 1988, გვ. 50. არქივი, ფ. № 7, აღწ. 1, საქმე № 1984. |
|
1879 ხელმძღვანელობს ბაშკიჩეთის (ამჟამინდელი დმანისი) ადგილობრივი მამასახლისისა და მოსამართლეების არჩევნებს და გამარჯვებულებს განუმარტავს მათ მოვალეობებს. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1880, 20 ივლ. № 154. |
|
1870-1880- იანების გასაყარზე
ესწრება წვეულებას ვერის ბაღში და უღებენ ფოტოს.
|
წყარო: გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, № 103-i. განცალკევებით დგას ჯგუფური ფოტოს მარცხენა მხარეს, ლამპიონის უკან და ამბობს სადღეგრძელოს.
|