The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


27.04

1878    
    
27 აპრილი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 26 აპრილი“ („ჩვენ რამდენჯერმე გამოგვითქვამს, რომ...“), რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „სოფლის უფროსის არჩევანი“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 264-266; გაზ. „ივერია“, 1878, № 16, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 209.

    
 1880    
    
27 აპრილი    
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „მთქმელს გამგონი ეჭირება“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 27 აპრილი, № 88, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 102.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 647.

    
1881    
    
27 აპრილი    
    
მონაწილეობს „თბილისის გუბერნიის შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობის საზოგადოების“ კრებაში.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1881, № 87, გვ. 3.

    
1886    
    
 27 აპრილი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 26 აპრილს“ („ჩვენი ხალხი ძველის დროიდანვე...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ჩვენი მევენახეობისა და მეღვინეობის საჭიროებანი“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, II, გვ. 302; გაზ. „ივერია“, 1886, № 91, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 581.

    
1891    
    
27 აპრილი    
    
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს ნეკროლოგს სათაურით „ნიკოლოზ ვასილის ძე შელგუნოვი“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 27 აპრილი, № 88, გვ. 2-3 (ცენზურის ნებართვა 1891, 26 აპრილი).

პირთა ანოტაციები:

შელგუნოვი ნიკოლოზ ვასილის ძე (1824-1891)

რუსი პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი, პროფესიით მეტყევე, ნიკოლოზ ჩერნიშევსკის მეგობარი და თანამოაზრე. გამოსცემდა გაზეთს «Век».

    
1893    
    
27 აპრილი   
    
გაზეთ „ივერიაში“ რუსულ ენაზე იბეჭდება კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველის მოადგილის მიხეილ ზავადსკის „წერილი რედაქციისადმი“, რომელშიც უარყოფილია მისი დაპირებები ხონის სემინარიის სტუდენტებისადმი. წერილის მიხედვით, ის იმთავითვე არწმუნებდა მათ, რომ ვინც მორჩილებას არ გამოიჩენდა, ყველანი დაისჯებოდნენ. წერილს ახლავს სარედაქციო შენიშვნა, რომ იბეჭდება კავკასიის საცენზურო კომიტეტის განკარგულებით. _ 1893   წყარო:

 გაზ. „ივერია“, 1893, № 86, გვ. 4.

პირთა ანოტაციები:

ზავადსკი მიხეილ რომუალდის ძე (1848-1926)

რუსი პედაგოგი, სენატორი, საიდუმლო მრჩეველი, სასწავლო ოლქის მზრუნველ კირილ იანოვსკის შემცვლელი 1893 წელს. 1901 წლიდან კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი და განათლების მინისტრის თანაშემწე.

    
27 აპრილი    
    
გაზეთებში იბეჭდება მის მიერ ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის დიდუბეში დასაფლავებაზე წარმოთქმული სიტყვა. მწერლის თხზულებათა კრებულებში გამოქვეყნებულია სათაურით „სიტყვა, წარმოთქმული ნიკოლოოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებაზე“   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 27 აპრილი, № 86, გვ. 2 ; გაზ. „კვალი“,1893, № 18-20, გვ. 4; кавказский календарь на 1895, тифлис, 1894, отдел 4, 59; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 559.

პირთა ანოტაციები:

ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845)

პოეტი, რომანტიკოსი.

    
27 აპრილი    
    
ესწრება თსს ბანკის კრებას, რომელზეც გამოდის წინადადებით, რომ სკრის მამული თავადაზნაურობამ შეიძინოს სამეურნეო სკოლის გასახსნელად.  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 394, საქ. 11810, გვ. 2-24.

    
1896 27 აპრილი   
     
სიტყვით გამოდის თსს ბანკის წევრთა წლიურ კრებაზე, კითხულობს ფინანსთა მინისტრის პასუხს გამგეობის მიერ აღძრულ შუამდგომლობაზე, განიხილავს რევიზორის იმ შენიშვნებს, რომლებსაც ეყრდნობა მინისტრის დოკუმენტი და განმარტავს მუხლობრივად. მტკიცდება, რომ შეცდომები დაშვებულია დამფასებელთა მუშაობაში და ბანკის დანაკარგები ამით არის გამოწვეული. ასევე, იკვეთება ბუღალტერ დიმიტრი ფავლენიშვილის ბრალეულობა, რომლის ხარვეზებიც გამგეობამ ადრევე შენიშნა და სამსახურიდან გაათავისუფლა. მომხსენებელი ოპოზიციურ ჯგუფს შეახსენებს, რა ქარცეცხლი დაატეხეს მას თავს იმ თანამშრომლის დათხოვნის გამო, რომლის მუშაობასაც უკავშირდება მინისტრის მიერ მოწერილი უმთავრესი შენიშვნა. ბოლოს ილია ჭავჭავაძე აცხადებს, რომ მინისტრის მოწერილობაში არაფერია ისეთი, რაც თსს ბანკს სახელს გაუტეხს და კლიენტებს დაუკარგავს, მაგრამ ასეთი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ოპოზიციონერთა გამონათქვამებს. მათი გამოსვლები, რომლებშიც უკიდურესად არის გაზვიადებული მინისტრის მიერ მიცემული შენიშვნები, ვრცელდება პრესის მეშვეობით და ზემოქმედებას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე. იმართება ცხარე კამათი მისი მოხსენების ირგვლივ. ოპოზიცია მოითხოვს კომისიის დანიშვნას წარმოდგენილი საკითხების განსახილველად.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1896, № 93, გვ. 1-3, № 94, გვ. 1-2, № 95, გვ. 2-3, № 96, გვ. 2-3, № 97, გვ. 2-3; № 98, გვ. 1-2.

პირთა იდენტიფიკაცია:

პუბლიკაციაში ფავლენიშვილის მხოლოდ გვარია დასახელებული.

პირთა ანოტაციები:

ფავლენიშვილი დიმიტრი (მიტო) ალექსანდრეს ძე

თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ბუხჰალტერი, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი. ქშწ-კგ საზოგადოების ხაზინადარი.

    
1897    
    
27 აპრილი    
    
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება საქალაქო საბჭოს ხმოსნობის კანდიდატთა ნუსხა, რომელშიც დასახელებულია ილია ჭავჭავაძეც.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, № 80.

    
27 აპრილი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 26 აპრილი“ („ჩვენებიანთ მკურნალები ჩვენებიანთ იჟენერებს შორს ვერ წაუვლენ ცოდნითა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ჩვენში დიპლომია ნიშანი მკურნალის ცოდნისა და არა თვით ცოდნა“  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 27 აპრილი, № 80, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 352.

    
1903    
    
27 აპრილი    
    
გაზეთ „ივერიაში“ “Plebs”-ის ფსევდონიმით იბეჭდება ნიკო ხიზანიშვილის სტატია, რომლითაც იგი პასუხობს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნებულ უარყოფით გამოხმაურებას ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ რუსულად თარგმნაზე. ხიზანიშვილი წერს, რომ ნიკოლოზ ალექსი-მესხიშვილმა ამ შესანიშნავი წიგნის თარგმნით კარგი საქმე გააკეთა, „ცნობის ფურცლის“ ავტორი კი სოლიდარობის სახელით მართლაც მტრობას აღვივებს ქართველებსა და სომხებს შორის. სტატიის ავტორის აზრით, ახალთაობას ეროვნული გზა და კვალი დაკარგული აქვს, სამშობლოსი აღარა სწამს და მის დროშას მხოლოდ „მარქსიზმი“ და „კოსმოპოლიტიზმი“ აწერია.   წყარო:

“Plebs” მასლაათი (მამებისა და შვილების გამო), გაზ. „ივერია“, 1903, № 91, გვ. 2-3.

პირთა ანოტაციები:

ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906)

იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან.

ალექსი-მესხიშვილი ნიკოლოზ იაკინთეს ძე (1840-1908)

პუბლიცისტი, მთარგმნელი, თეატრალური მოღვაწე. 1903 წლიდან იყო ,,კვალის” რედაქტორგამომცემელი.

    
27 აპრილი    
    
იღებს პრინც ალექსანდრე ოლდენბურგის წერილს. აცნობებს, რომ აპირებს გაგრაში დაარსოს დაწყებითი სკოლა და სთხოვს რჩევას ამასთან დაკავშირებით.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 562.

პირთა ანოტაციები:

ოლდენბურგელი ალექსანდრე პეტრეს ძე (1844-1932)

რუსეთის ინფანტერიის გენერალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, პეტერბურგში ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტისა და საქართველოში კურორტ გაგრის დამაარსებელი.

    
1905    
    
27 აპრილი    
    
ყოველკვირეულ გაზეთ „კავკაზსკი კრაიში“ იბეჭდება მისი ლექსის „ლოცვა“ ტ. ბეკხანოვასეული თარგმანი.  წყარო:

გაზ. «Кавказский край», № 6, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

ბეკხანოვა ტ.

მთარგმნელი.