The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1854

1854

    
1854 21 იანვარი

უფროსი ძმა – კონსტანტინე ჭავჭავაძე ცოლად ირთავს რუსი თავადის – გრიგოლკუკოლევსკის ქალიშვილ ბარბარეს.

 

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 8591-ხ, ფ. 81. იური ჩიქოვანი, ქართული წარჩინებული გვარები, თავადი ჭავჭავაძეები, არტანუჯი, თბ., 2002, გვ. 66.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე კონსტანტინე გრიგოლის ძე (1833-1854)

ილია ჭავჭავაძის უფროსი ძმა. სწავლობდა რუსეთში და ცოლად მოიყვანა წარმოშობით ვორონეჟელი ბარბარე კუკოლევსკაია. მოკლეს ლეკებმა წინანდალზე თავდასხმისას.

კუკოლევსკაია ბარბარე (ვარვარა) გრიგოლის ასული

ილია ჭავჭავაძის რძალი, ძმის – კონსტანტინეს მეუღლე, ვორონეჟის გუბერნიის ოსტორგის მაზრიდან.

    

1854 ივლისიდან

ოჯახი ყვარლიდან თბილისში გადადის და ილიაც მათთან ბინავდება.

 

წყარო:

ელისაბედ საგინაშვილი, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 555.

    

1854 3 ივლისი

კახეთს თავს ესხმიან ლეკები, სახლებს წვავენ და აჰყავთ ტყვეები (მათ შორისალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟის – დავითის ცოლ-შვილი, გრიგოლ ორბელიანისძმის – ილიას ცოლ-შვილი, ნიკოლოზ ბარათაშვილის და – ნინო და სხვ.)სახელდახელოდ შეკრებილ მდევარს უერთდება იმ დროს რუსეთიდან ყვარელშიდროებით ჩასული ილიას უფროსი ძმა – 21 წლის კონსტანტინე და მას სოფელკონდოლთან შეტაკებისას კლავენ.

 

 

წყარო:

ბარბარე ჯორჯაძე, „ლექსები, პოემები, მოთხრობები, წერილები“, თბ., 1986, გვ. 79-80; იური ჩიქოვანი, ქართული წარჩინებული გვარები, თავადი ჭავჭავაძეები, არტანუჯი, თბ., 2002, გვ. 66.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე ალექსანდრე გარსევანის ძე (1786-1886)

რომანტიკოსი პოეტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, მონაწილეობდა 1804 წლის აჯანყებაში, 1832 წლის შეთქმულებაში, ნაპოლეონისა და თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლებში.

ჭავჭავაძე დავით ალექსანდრეს ძე (1818-1884)

პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, 1853-1856 წლებში ხელმძღვანელობდა კახეთის დაცვას. ცოლად ჰყავდა გიორგი XII-ის შვილიშვილი – ანა ილიას ასული ბაგრატიონ-გრუზინსკაია.

ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883)

რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი.

ორბელიანი ილია დიმიტრის (ზურაბის) ძე (1817-1853)

გრიგოლ ორბელიანის ძმა, გენერალ-მაიორი, მონაწილეობდა კავკასიის ბრძლოებში. 1846 წელს დაინიშნა განჯის მაზრის უფროსის მოადგილედ. დაიღუპა ყირიმის ომში.

ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845)

პოეტი, რომანტიკოსი.

ბარათაშვილი ნინო მელიტონის ასული (1829-1906)

ნიკოლოზ ბარათაშვილის და.

ჭავჭავაძე კონსტანტინე გრიგოლის ძე (1833-1854)

ილია ჭავჭავაძის უფროსი ძმა. სწავლობდა რუსეთში და ცოლად მოიყვანა წარმოშობით ვორონეჟელი ბარბარე კუკოლევსკაია. მოკლეს ლეკებმა წინანდალზე თავდასხმისას.