The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1.05

1879    
    
1 მაისი   
    
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება სტატია „თბილისის ბანკის კრება“, რომელშიც ნათქვამია, რომ ბანკის მმართველად ისევ აირჩიეს ილია ჭავჭავაძე.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1879, № 91, გვ. 1-2.

    
1881    
    
1 მაისი    
    
გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეხუთე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება ილიასეული „შინაური მიმოხილვა“ („დასაწყისი უარმყოფელის მიმართულებისა რუსეთში...“).  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 168, გვ. 137; ჟურნ. „ივერია“, 1881, № 5, გვ. 117; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 459.

    
1882    
    
1 მაისი    
    
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება სათავადაზნაურო ბანკის კრების ანგარიში.   წყარო:

გაზ. „დროება“, 1882, 6 მაისი, № 89, გვ. 1-2. ^ 1540

 
    
1 მაისი   

 

    
გრძელდება სათავადაზნაურო ბანკის კრება, რომელზეც იხილავენ ტატიშვილის საჩივარს ბანკის თავმჯდომარის, ილია ჭავჭავაძის მიმართ. იგი სიტყვით გამოდის და დამაჯერებლად აბათილებს წაყენებულ ბრალდებებს. კრების მონაწილენი აღფრთოვანებულნი რჩებიან მისი გამოსვლით.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1882, 6 მაისი, № 92, გვ. 4.

პირთა ანოტაციები:

ტატიშვილი

სახელი უცნობია.

    
1885    
    
1 მაისი   
    
თსს ბანკის კრებაზე კენჭისყრის გარეშე ერთხმად ირჩევენ გამგეობის თავმჯდომარედ.   წყარო:

გაზ. „დროება“, 1885, 2 მაისი, № 93, გვ. 1-2; გაზ. «Новое обозрение», 1885, № 465, 466; გაზ. «Кавказ», 1885, № 116.

    
1887    
    
 1 მაისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 30 აპრილი“ („16 მარტს ამ 1887 წლისას...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ავლაბრელების საქმე“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 666-670, გაზ. „ივერია“, 1887, 1 მაისი, № 86, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 279.

    
1891    
    
1 მაისი    
    
გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ გამოქვეყნებულ ნიკოლოზ გულაკის სტატიაში ჩართულია მისი ლექსის „გაზაფხული“ ალექსანდრე ნავროცკისეული თარგმანი  წყარო:

გაზ. «Новое обозрение», 1891, № 2529.

პირთა ანოტაციები:

გულაკი ნიკოლოზ ივანეს ძე (1821-1899)

უკრაინელი პედაგოგი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე.

ნავაროცკი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე (1823-1892)

უკრაინელი საზოგადო მოღვაწე, პოეტი და მთარგმნელი. ილია ჭავჭავაძის პირად ბიბლიოთეკაში ინახებოდა მისი ხელნაწერი თხზულებები.

    
1894    
    
1 მაისი    
    
თბილისის ჟანდარმთა სამმართველოს უფროსი პოლიციის დეპარტამენტს წერილობით ინფორმაციას აწვდის ქართველთა სეპარატიზმის შესახებ. იგი აღნიშნავს, რომ ამ მოძრაობის ხელმძღვანელი ილია ჭავჭავაძე განსაკუთრებული ჭკუითა და მდგომარეობთ გამოირჩევა და დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ასევე ნათქვამია, რომ მასთან გამართულ საიდუმლო კრებებზე განიხილავენ სხვადასხვა საზოგადოებრივ და სოციალურ საკითხებს.  წყარო:

რევოლუციის მატიანე, 1925, № 1, გვ. 89); «Тбилисский рабочий», 1937, № 100.

    
1 მაისი    
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ მუზეუმის შენობის ასაგებად პროექტის შეკვეთის საკითხს და ამისათვის გამოყოფენ 150 მანეთს.  წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 349, გვ. 70.

    
1897    
    
1 მაისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას სათაურით „პატარა საუბარი“ („შაუმოვის „სელდების“ სულის საცხონებელი ისტორია...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 1 მაისი, № 83, გვ. 2-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 366.

პირთა ანოტაციები:

შაუმოვი არტემ ლაზარეს ძე

თბილისელი ვაჭარი, მაღაზიის მეპატრონე.

    
1904    
    
1 მაისი    
    
თბილისის სასამართლო პალატა იხილავს ზაალ გურამიშვილის მეურვის სააპელაციო საჩივარს ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ წისქვილის თაობაზე. სასამართლო პალატა ძალაში ტოვებს საოლქო სასამართლოს 1902 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ილია ჭავჭავაძის ბრალეულობა არ დასტურდება.  წყარო:

ვ. ჟვანია, ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი იურიდიული ხასიათის წერილები და დოკუმენტები. „საისტორიო მოამბე“, 1971, № 25-26, გვ. 349.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი ზაალ (ზალიკო) თადეოზის ძე

ოლღა გურამიშვილის ძმა, თადეოზ გურამიშვილის მეორე ცოლისგან.