The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


30.05

1864    
    
30 მაისი   
    
მეუღლისაგან იღება წერილს, რომელშიც ოლღა წუხილს გამოთქვამს, რომ გადასახადთან დაკავშირებით მისწერა. იქვე ატყობინებს „პრიკაზისა“ და დამფასებლების აზრს მათი მამულის ღირებულებასთან დაკავშირებით.   წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 79.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია მეუღლისთვის 2 ივნისს გაგზავნილ წერილში.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
30 მაისი   
    
ხვდება თავის ქვისლს – დიმიტრი სტაროსელსკის, რის შესახებაც სწერს თავის მეუღლეს.  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 79-80, 343. დათარიღება: დროზე მინიშნებულია 2 ივნისს მეუღლისთვის მიწერილ ბარათში.

პირთა ანოტაციები:

სტაროსელსკი დიმიტრი სვიმონის ძე (1832-1884)

გენერალი, სენატორი, ილია ჭავჭავაძის ქვისლი. 1872-1876 წლებში ბაქოს გუბერნატორი. 1876 წელს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის დირექტორად, 1878 წელს კი – იმავე სამმართველოს სამოქალაქო ნაწილის უფროსად.

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
30 მაისი   
    
 წერილს სწერს მეუღლეს ქუთაისიდან თბილისში. ატყობინებს, რომ დიმიტრი სვიატოპოლკ-მირსკის უკვე შეხვდა და ორი კვირით დაეთხოვა, მაგრამ იმის გამო, რომ კავკასიის მეფისნაცვალმა მიხაილ რომანოვმა ქუთაისიდან თავის გამგზავრებამდე აკრძალა ცხენების გაცემა, ილია ჭავჭავაძე ქალაქიდან ვერ გადის. ასევე სწერს, რომ საქირავებელ ბინას ვერაფრით შოულობს.
 
  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 289; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 242- 243; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 79-80, 343.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია 5 ივნისს მეუღლისთვის მიწერილ ბარათში.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

სვიატოპოლკ-მირსკი დიმიტრი ივანეს ძე (1825-1899)

რუსეთის არმიის გენერალი, კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის ადიუტანტი. 1857-1859 წლებში ყაბარდოს პოლკის მეთაური, 1863-1866 – ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი.

რომანოვი მიხეილ ნიკოლოზის ძე (1832-1909)

დიდი მთავარი გენერალ-ფელდმარშალი, იმპერატორ ალექსანდრე II-ის ძმა. კავკასიის მეფისნაცვალი 1862-82 წლებში.

30-31 მაისი   
    
 შოულობს საქირავებელ ბინას, მეპატრონეს ფასზე ურიგდება და თბილისში მიმავალ დიმიტრი სტაროსელსკის აბარებს, რომ ოლღას უთხრას.  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 80-81, 344.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია 5 ივნისს მეუღლისთვის მიწერილ ბარათში.

პირთა ანოტაციები:

სტაროსელსკი დიმიტრი სვიმონის ძე (1832-1884)

გენერალი, სენატორი, ილია ჭავჭავაძის ქვისლი. 1872-1876 წლებში ბაქოს გუბერნატორი. 1876 წელს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის დირექტორად, 1878 წელს კი – იმავე სამმართველოს სამოქალაქო ნაწილის უფროსად.

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
1876    
    
30 მაისი-2 ივნისი     
    
მისი წერილის „რატომ და რისთვის“ გამო „ტიფლისკი ვესტნიკი“ აქვეყნებს საპასუხო სტატიას „ცხარე პასუხი თბილისის სამიწათმოქმედო ბანკის მმართველობას“.  წყარო:

გაზეთი „К чему и зачем“, “Тифлисский Вестник“, 1876, № 118, № 119, № 120, № 121.

    
1879    
    
30 მაისი   
    
მონაწილეობს ქშწ-კგ საზოგადოების წევრთა საერთო კრებაში და მოხსენებით გამოდის 1879-1880 წლების ხარჯთაღრიცხვის შესახებ.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1879, 31 მაისი, № 112, გვ. 1.

    
1885    
    
30 მაისი   
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც პეტრე მირიანაშვილს ავალებენ, გაარკვიოს ზაქარია ჭიჭინაძის მიერ შესასყიდად შემოთავაზებული წიგნების ფასები. თანხმდებიან, რომ ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული წიგნების თავმოყრა და დაცვა მნიშვნელოვანია ქართული ბეჭდვითი სიტყვის ისტორიისათვის. იღებენ დადგენილებას, რომ მცხეთისა და ვაყის სკოლები შემოვიდნენ საზოგადოების გამგებლობის ქვეშ. იწონებენ ილია ჭავჭავაძის შეთავაზებას, რომ საზოგადოების ანგარიშები დაიბეჭდოს „ივერიაში“ და გამოიცეს ცალკე წიგნად. ამისათვის გამოყოფენ საბეჭდი ქაღალდის საფასურს. საზოგადოების მდივნად ირჩევენ იაკობ გოგებაშვილს, ხოლო საქმეთა მწარმოებლად - ნიკოლოზ მთვარელიშვილს.  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 44.

პირთა ანოტაციები:

მირიანაშვილი პეტრე გრიგოლის ძე (1860-1940)

პუბლიცისტი, მთარგმნელი, პედაგოგი, ლიტერატურის კრიტიკოსი. სწავლობდა პეტერბურგისა და პარიზის უნივერსიტეტებში. თარგმნა ევრიპიდეს, ჰომეროსის, გოეთესა და სხვა კლასიკოსთა თხზულებები.

ჭიჭინაძე ზაქარია ეგნატეს ძე (1834-1931)

საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, ბიბლიოფილი. აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის საკითხებზე.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოპღვაწე. მთვარელიშვილი ნიკოლოზ ვასილის ძე (1844-1923) – პედაგოგი, პუბლიცისტი, მკვლევარი. პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, იყო ქშწ-კგ საზოგაოდოების მდივანი.

    
30 მაისი   
    
მისი აქტიური მონაწილეობით ქშწ-კგ საზოგადოების წიგნსაცავი ზაქარია ჭიჭინაძისგან შეღავათიან ფასებში იძენს 265 ძველ და ახალ ნაბეჭდ წიგნს.  წყარო:

თსუ შრომები, ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოგრაფია, თბ. 1982, გვ. 262. 1885 წლის 30 მაისის საზოგადოების მმართველობის ოქმი, № 2 არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქმე 66, ფ. 44.

პირთა ანოტაციები:

ჭიჭინაძე ზაქარია ეგნატეს ძე (1834-1931)

საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, ბიბლიოფილი. აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის საკითხებზე.

    
1885    
    
30 მაისი    
    
მისი აქტიური მონაწილეობით ქშწ-კგ საზოგადოების წიგნსაცავი ზაქარია ჭიჭინაძისგან შეღავათიან ფასებში იძენს 265 ძველ და ახალ ნაბეჭდ წიგნს.  წყარო:

თსუ შრომები, ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოგრაფია, თბ. 1982, გვ. 262. 1885 წლის 30 მაისის საზოგადოების მმართველობის ოქმი, № 2 არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქმე 66, ფ. 44.

პირთა ანოტაციები:

ჭიჭინაძე ზაქარია ეგნატეს ძე (1834-1931)

საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, ბიბლიოფილი. აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის საკითხებზე.

    
1886    
    
30 მაისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 30 მაისს“ („ბ-ნი ყიფიანი ეუბნება ბანკებს...“). მწერლის თხზულებათა ათტომეულში სხვა წერილებთან გაერთიანებულია სათაურით „ტფილისის ქართული საადგილმამულო ბანკი (პოლემიკა დიმიტრი ყიფიანთან და აკაკი წერეთელთან“), ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პოლემიკა დიმიტრი ყიფიანთან თბილისის საადგილმამულო ბანკის გამო“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 361; გაზ. „ივერია“, 1886, 31 მაისი, № 115, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ.IV, 1955; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, თბ., 2007, გვ. 63.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

    
1887    
    
30 მაისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 29 მაისი“ („ტფილისის ქალაქის საბჭოში ხმოსანმა ბ-ნმა გარსოევმა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ხანძრისაგან შენობების დაზღვევის შემოღება“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 30 მაისი, № 106, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 361.

პირთა ანოტაციები:

გარსოევი ნიკოლოზ

თბილისის საკრედიტო ბანკის წევრი მისი დაარსებიდან, ქალაქის საბჭ჻ოს ხმოსანი.

    
1892    
    
30 მაისი     
    
გაზეთი „ივერია“ მკითხველებს აუწყებს, რომ ქართველთა ამხანაგობამ, რომელიც გამოსცემს ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულებს, მიიღო მისი ახალი ფოტო პეტერბურგიდან და პირველი ტომის მყიდველებს შეუძლიათ თანდართული ძველი ფოტო გადაცვალონ ახალზე.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 30 მაისი, № 110, გვ. 1.

    
30 მაისი   
    
გაზეთ „მწყემსში“ იბეჭდება რედაქტორ დავით ღამბაშიძის სტატია „მწარე ფიქრები“, რომელშიც გაკრიტიკებულია თსს ბანკის გამგეობის მუშაობა და ივანე მაჩაბელთან დაპირისპირებაში დადანაშაულებულია ილია ჭავჭავაძე.   წყარო:

ჟურნ. „მწყემსი“, 1892, № 10, გვ. 5-6.

პირთა ანოტაციები:

ღამბაშიძე დავით ბესარიონის ძე (1837-1910)

დეკანოზი, გაზ. „მწყემსის“ რედაქტორი 1883-1910 წლებში. წერდა ფსევდონიმებით: „შორაპნელი ბლაღოჩინი“, „სოფლის ხუცესი“, „სოფლის მღვდელი“.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

    
1893    
    
30 მაისი
 
საქალაქო საბჭოს წევრობის იმ კანდიდატებთან ერთად, რომლებიც განმეორებითი არჩევნების წინ განვითარებული მოვლენების საფუძველზე მიიჩნევდნენ, რომ ამორჩევა ამჯერადაც ეროვნული ნიშნით მოხდებოდა და არა საზოგადოებრივი დამსახურების მიხედვით, უარს ამბობს მასში მონაწილეობის მიღებაზე. ქართველთაგან ამ არჩევნებში მონაწილეობას იღებს მხოლოდ კონსტანტინე კალოუბნელი და გიორგი წერეთელი. წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 1 ივნისი, № 112, გვ. 1.

დათარიღება:

წინა 29 მაისს „ივერიაში“ გამოქვეყნებული წერილის შინაარსის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ მაშინ ეს გადაწყვეტილება ჯერ არ ჰქონდა მიღებული.

პირთა იდენტიფიკაცია:

ტექსტში კალოუბნელის სახელი ნახსენები არ არის.

პირთა ანოტაციები:

კალოუბნელი (კალუბანსკი) კონსტანტინე მიხეილის ძე (1839-1891)

მწერალი, მთარგმნელი, სცენისმოყვარე, თბილისის სათათბიროს ხმოსანი.

1894
27- 30 მაისი
ესწრება თსს ბანკის კრებას და მხარს უჭერს სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეების კოტე ელიოზიშვილისა და ნიკოლოზ ჯანდიერისათვის სტიპენდიების დანიშვნას სამედიცინო განათლების მისაღებად. წყარო:

თ. ვაჩნაძე, ნიკოლოზ ჯანდიერი, 1984, გვ. 14.

პირთა ანოტაციები:

ელიოზიშვილი კონსტანტინე (კოტე) მალხაზის ძე (1874-1955)

ექიმი, პუბლიცისტი. წერდა ფსევდონიმით „კოტე“. ჯანდიერი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე (1873-1965) – ექიმი, საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის შესახებ მოგონების ავტორი.

30 მაისი
 იღებს ნინო ანდრონიკაშვილის წერილობით მილოცვას თსს ბანკის თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით. წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 447.

პირთა ანოტაციები:

ანდრონიკაშვილი ნინო ზაქარიას ასული (1862-1942)

ილია გიორგის ძე ჯორჯაძის მეუღლე.

1897
30 მაისი
რამდენადაც ქალაქის საბჭოს ხმოსანთა არჩევნები, რომელზეც გაიმარჯვა, ბათილად ცნეს, უარს ამბობს ხელახალ კენჭისყრაზე. წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, № 105, გვ. 1-2. დათარიღება: ინფორმაცია ამის შესახებ გამოქვეყნდა ყოველდღიურ გაზეთ ივერიის 31 მაისის ნომერში.

 30 მაისი
მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებაში, რომელზეც განიხილავენ გრიგოლ არწრუნისეული ქარვასლის საკითხს. საუბარია კომისიის მოთხოვნაზე, რომ ბანკმა თავადაზნაურობას გადაუხადოს 19 ათასი მანეთი. ილია ჭავჭავაძე განმარტავს, რომ თსს ბანკი თავადაზნაურთა კრებას არ ემორჩილება და მისი უპირველესი მოვალეობაა დანფუძნებლების, მსესხებლებისა და გირავნობის ფურცლების მფლობელთა ინტერესების დაცვა. ირჩევენ ამ საკითხის მოსაგვარებლად შედგენილი კომისიის წევრად.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, № 106, გვ. 1-2; გაზ. „კვალი“, 1897, № 23, გვ. 440; გაზ. «Кавказ», 1897, № 142; «Новое обозрение», 1897, № 4608.

პირთა ანოტაციები:

არწრუნი გრიგოლ იერემიას ძე (1845-1892)

სომეხი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი. 1879 წლიდან თავისი ქარვასლის ერთი ნაწილი თეატრად გადააკეთა და იქ წარმოდგენებს მართავდა ქართული თეატრის მუდმივი დასი.

    
1898    
    
30 მაისი   
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების წლიურ კრებას, რომელიც განიხილავს ქუთაისისა და სენაკის სკოლების საკითხს და გაზეთ „კვალში“ დაბეჭდილ კრიტიკულ წერილს სენაკის სკოლის შესახებ. კრებაზე ილია ჭავჭავაძეს ირჩევენ საზოგადოების თავმჯდომარედ 29 ხმით, ერთის წინააღმდეგ.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, № 115,116; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1898, 30 მაისი, № 545.