კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ავტოგრაფი № 107. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ავტოგრაფი № 223; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 91-92; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 400-401; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 14-17, 324. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 269-272; გაზ.
„ივერია“, 1878, № 5, გვ. 4-6, 12-16; George Parsons Lathrop, “Left Out”, The
Atlantic Monthly, January 1877, Volume 39, Issue 231; კ. კეკელიძის სახ.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 215; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 184. ატრიბუცია: ნ. ტაბიძე, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები“, ალმანახი „კრიტიკა“, 1977, № 3;
მ. ნინიძე, „ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ნოველის უცნობი ავტორი – ჯორჯ ლეთროპი“,
„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“,
თბ., 2016, გვ. 106-127. პირთა ანოტაციები: ლეთროპი ჯორჯ პარსონს (1851-1898) ამერიკელი პოეტი და ნოველისტი, ჟურნალების „ატლანტიკ მანთლისა“ და „ბოსტონის
კურიერის“ რედაქტორი. გაზ. “დროება“, 1880, 26 იანვარი, № 20, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 15, 2007, გვ. 61. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 637-638. გაზ. “დროება“, 1883, 27 იანვარი, № 18, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
15, 2007, გვ. 405. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 701. პირთა ანოტაციები: დავით IV აღმაშენებელი (1073-1125) საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში. გაზ. „ივერია“, 1886, № 20, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი,
2005, გვ. 316. გაზ. „ივერია“, 1888, 26 იანვარი, № 18 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
10, 2007, გვ. 67. გაზ. „ივერია“, 1889, 26 იანვარი, № 20 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
11, თბილისი, 2007, გვ. 54. გაზ. „ივერია“, 1890, 26 იანვარი, № 20, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
11, თბ., 2007, გვ. 473. გაზ. „ივერია“, 1892, 28 იანვარი, № 20, გვ. 2-3. საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 480, 1, № 1190;
მეფარიშვილი ლ., გაზეთ „ივერიის“ ერთი აკრძალული სტატიის გამო.- „მაცნე“ (ენისა და
ლიტერატურის სერია), 1984, № 1, გვ. 61; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012,
გვ. 166-167, 448-449. პირთა ანოტაციები: ჰაკელი მიხეილ პავლეს ძე - (1843-1914) რუსი სახელმწიფო მოღვაწე, საიდუმლო მრჩეველი, კავკასიის საცენზურო კომიტეტის
თავმჯდომარე 1891-1906 წლებში. გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. გაზ. „ივერია“, 1894, 26 იანვ. № 19. პირთა ანოტაციები: ჯაფარიძე სერგი (დაბ. 1870) იურისტი, პოლიტიკური მოღვაწე, რუსეთის სოციალდემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი,
მენშევიკი. რუსეთის იმპერიის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი 1906 წელს. გაზ. „ივერია“, 1896, 26 იანვარი, № 20, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 13, 2007, გვ. 171. გაზ. „ივერია“, 1896, 26 იანვარი, № 20, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 13, 2007, გვ. 171.
1859
26 იანვარი
ასრულებს პოემა „აჩრდილის“ პირველი ვარიანტის წერას.
წყარო:
1863
26 იანვარი
ხელმოუწერლად სწერს წერილს ოლღა გურამიშვილს, რომელშიც უხსნის, რომ მისი
გადაწყვეტილება მყარია და ვერაფერი შეცვლის, მაგრამ თავს მოვალედ თვლის,
აღიაროს, რომ, მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, სიყვარულისა და
ერთგულების გარდა ვერაფერს შეჰპირდება. მართალია, თავად მიიჩნევს, რომ
ბედნიერებისთვის ესეც საკმარისია, მაგრამ აინტერესებს ოლღას პასუხი, იქნება
თუ არა ეს საკმარისი მისთვისაც.
წყარო:
1878
26 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ აქვეყნებს წერილს „შერიგების თაობაზედ“ („შესწყდა დროებით
მაინც, თუ არ სამუდამოდ...“) და ამერიკელი მწერლის ჯორჯ ლეთროპის ნოველის „გარიყული“
თარგმანის მეორე ნაწილს, სათაურით „უბინაო კაცი ნუიორკში“, ავტორისა და
მთარგმნელის მიუთითებლად.
წყარო:
1880
26 იანვარი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს
რუბრიკით „თეატრის მატიანე“ („ჩვენი საზოგადოება მესხის ბენეფისსაც...“).
ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა
ოცტომეულში.
წყარო:
1883
26 იანვარი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „წმინდა
მეფე დავით აღმაშენებელი“ („დღეს , 26-სს ამ თვისას...“). ტექსტი ილია
ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1886
26 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
25 იანვარს“ („კაცმა რომ ჩვეულებრივი წაჯეგ-უკუჯეგობა...“). მწერლის
თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „აღმოსავლეთის საქმე“ და
დიპლომატია“.
წყარო:
1888
26 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
25 იანვარი“ („რაც უფრო მეტი ხანი გადის...“). მწერლის თხზულებათა
ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ხელობის სწავლების სიკეთე სოფლის სკოლებში“.
წყარო:
1889
26 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
25 იანვარი“ („გაზეთებს დღეს ჩრდილში აქვთ მიყენებული ყველა სხვა საქმეები...“).
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ავსტრი-ვენგრიის ტახტის
მემკვიდრის გარდაცვალება“.
წყარო:
1890
26 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 25 იანვარი“ („ჩვენ ამას წინათ საუბარი
ჩამოვაგდეთ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საგლეხო
გამსესხებელ-შემნახველი საზოგადოებანი და მოკლევადიანი კრედიტის საკითხი
გლეხობისათვის“.
წყარო:
1892
26 იანვარი
მონაწილეობს ქშწ-კგ საზოგადოების წლიურ კრებაში და ხმათა დიდი უმრავლესობით
ირჩევენ გამგეობის თავმჯდომარედ
წყარო:
1894
26 იანვარი
საპასუხო წერილს უგზავნის კავკასიის საცენზურო კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ ჰაკელს. აუწყებს, რომ გასული წლის სექტემბერში შედგა ეგზარქატის
ეპარქიალური კრება ქართული ეკლესიის საჭირბოროტო საკითხების შესახებ. ამ
თავყრილობზე გაზეთ „ივერიას“ წარმოადგენდა მწერალი და პედაგოგი იაკობ
გოგებაშვილი, რომელსაც გაზეთისგან დაევალა იქ გამოთქმული შეხედულებების
სტატიის სახით ჩამოყალიბება. გოგებაშვილმა შეასრულა დავალება და ეს წერილი
წარედგინა საცენზურო კომიტეტს „ი. კ.“-ს ფსევდონიმით.
წყარო:
26 იანვარი
სერგი ჯაფარიძე ოდესის ქართველ სტუდენტთა სახელით გაზეთ „ივერიაში“ აქვეყნებს
წერილს, რომელშიც მადლობას უცხადებს ილია ჭავჭავაძეს მათი ბიბლიოთეკისთვის
თავისი თხზულებების ოთხი ტომის შეწირვისათვის.
წყარო:
1896
26 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „ჯიბრეილი“ იწყებს ვრცელი ფელეტონის ბეჭდვას
სათაურით „ჩვენი ეხლანდელი სიბრძნე-სიცრუე“ („მე არ ვიცი, როგორც აღმოვთქვა,
რა სიხარული...“).
წყარო:
1896
26 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „ჯიბრეილი“ იწყებს ვრცელი ფელეტონის ბეჭდვას
სათაურით „ჩვენი ეხლანდელი სიბრძნე-სიცრუე“ („მე არ ვიცი, როგორც აღმოვთქვა,
რა სიხარული...“).
წყარო: