The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


4.03

1863    
    
4 მარტი   
    
წერილს უგზავნის ოლღა გურამიშვილს. აცნობებს, რომ გიორგი ბაგრატიონმუხრანელთან მეორე დილის 9 საათზე აპირებს მისვლას და ჰპირდება, რომ ყველაფერს დაწვრილებით შეატყობინებს.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 246; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 110; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 429; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 50-51, 333.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ბაგრატიონი (მუხრანელი) გიორგი კონსტანტინეს ძე (1820-1877)

სენატორი, მეფისნაცვალ ბარიატისნკის საბჭოს წევრი, შემდეგ კი სამმართველოს უფროსი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი.

    
1875    
    
 4 მარტი   
    
საგურამოდან წერილს უგზავნის ბაქოში მყოფ მეუღლეს და ატყობინებს მამისეული კარ-მიდამოს მდგომარეობის ამბავს. გულნატკენია იმით, რომ თადეოზ გურამიშვილის ქვრივი მარიამ დიასამიძე ცდილობს მთელ ქონებას დაეპატრონოს და გერებს, ოლღასა და ეკატერინეს, არაფერი დაუტოვოს. სთხოვს, რომ მალე დაბრუნდეს.  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 344; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 227-229, 378.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 244-245.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

გურამიშვილი თადეოზ ზაალის ძე (1800-1875)

ქართლელი მემამულე, ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალ მარიამ ციციშვილის დედის – ელენე გიორგის ასულ გურამიშვილის ძმიშვილი, ილია ჭავჭავაძის სიმამრი.

დიასამიძე მარიამ დავითის ასული

 ილია ჭავჭავაძის სიმამრის, თადეოზ გურამიშვილის მეორე ცოლი.

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

გურამიშვილი-სტაროსელსკისა ეკატერინე თადეოზის ასული

ილია ჭავჭავაძის მეუღლის ოლღას და. კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსის მეუღლე.

    
1876    
    
4 მარტი   
    
გაზეთ „დროების“ ათი წლისთავისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო სადილზე მონ– პლეზირის ბაღში წარმოთქვამს სიტყვას.   წყარო:

„დროების” დღესასწაული ათი წლისა, გაზ. „დროება“, 1876, 7 მარტი, № 24, გვ. 1-2.

    
1880    
    
4 მარტი    
    
ხდება ილია ჭავჭავაძისა და ნიკო ნიკოლაძის ოფიციალური შერიგება და ფორმდება ოქმი, რომლის მიხედვითაც ნიკოლაძემ უკან წაიღო თავისი სიტყვები ილიაზე, რომლებიც „ობზორში“ გამოაქვეყნა, ილიამ კი განაცხადა, რომ არ ამართლებს „დროების“ მოწინავე სტატიების ტონს ნიკოლაძესთან მიმართებით. რამდენადაც ეს წერილები ხელმოუწერლად იყო გამოქვეყნებული და ნიკოლაძე პასუხს ავტორს ვერ მოსთხოვდა, შეთანხმდნენ, რომ შემდგომში ხელმოუწერელ სტატიებზე პასუხს აგებდა რედაქტორი, ნიკოლაძე კი აღარ შეეხებოდა ილია ჭავჭავაძის პირადობას “ობზორში“ ოქმს ხელს აწერენ ნდობით აღჭურვილი პირები: ნიკოლოზ ერისთავი, იოსებ შალიკაშვილი, დავით გურამიშვილი და ნიკოლოზ სიმბორსკი.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, დოკუმენტი № 4, შერიგების ოქმი; გაზ. «Обзор», 1880, 1 მარტი, № 435.

პირთა ანოტაციები:

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843-1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

ერისთავი (ქსნისა) ნიკოლოზ (კოლა) რევაზის ძე (1850-1915)

ნიკოლოზ ბარათაშვილის დის და რევაზ შალვას ძე ერისთავის ვაჟი.

შალიკაშვილი იოსებ ივანეს ძე (1847-1903)

ილია ჭავჭავაძის ნათესავის – დარია ნოშრევანის ასულ ჭავჭავაძის ვაჟი, ილია ჭავჭავაძის ცოლისდის – ეკატერინე გურამიშვილ-სტაროსელსკაიას ქალიშვილის – ნინო დიმიტრის ასულ სტაროსელსკაიას მეუღლე. სიღნაღის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი.

გურამიშვილი დავით ალექსანდრეს ძე (1857-1926)

მხატვარი, კარიკატურისტი, ფოტოგრაფი. თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრი, ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე, 1917 წელს საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის დელეგატი.

სიმბორსკი ნიკოლოზ ვასილის ძე (1849-1881)

რუსი პოეტი და ჟურნალისტი.

    
1882    
    
4 მარტი    
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც აზუსტებენ ექიმ ბ. გ. გაბაშვილის სამედიცინო ხასიათის ლექციის წაკითხვის თარიღს.  წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 45, გვ. 59.

პირთა ანოტაციები:

გაბაშვილი გრიგოლ დიმიტრის ძე (გარდ. 1924)

აზნაური. „კოლეჟსკი სოვეტნიკი“. ექიმი. საზოგადო მოღვაწე. ქშწ-კგ საზოგადოების წევრი.

    
1886    
    
4 მარტი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 3 მარტს“ („საკვირაო ნომერში ჩვენ აღვნიშნეთ...“). თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „სახასო გლეხთა მამულების შესახებ“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 273; გაზ. „ივერია“, 1886, № 49, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 411.

    
1887    
    
4 მარტი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 3 მარტი“ („ორი ჯურაა ღვინის მუშტრისა და თვითვეული მათგანი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ღვინის ქართულად დაყენება“. ამ ნარკვევთან დაკავშირებით გაზეთის ამავე ნომერში სათაურით „ბატონო რედაქტორო“ იბეჭდება ვლადიმერ ინანაშვილის გამოხმაურების გაგრძელება.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 574-577, გაზ. „ივერია“, 1887, 4 მარტი, № 45, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 136.

პირთა ანოტაციები:

ინანაშვილი (ინანიშვილი) ვლადიმერ დიმიტრის ძე

აგრონომი

    
1890    
    
4 მარტი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 3 მარტი“ („ყველას შეტყობილი ექმნება ის სამწუხარო ამბავი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ტრაგედია მცხეთაში“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1890, 4 მარტი, № 46, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 518.

    
1898    
    
4 მარტი    
    
გაზეთი „ცნობის ფურცელი“ ბეჭდავს ცნობას მხატვარ გიგო გაბაშვილის განზრახვის შესახებ, დახატოს ილია ჭავჭავაძის პორტრეტი და მის საიუბილეოდ დადგას ცოცხალი სურათები „განდეგილიდან“, „მეფე დიმიტრი თავდადებულიდან“ და „გლახის ნაამბობიდან“.  წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1898, № 471.

პირთა ანოტაციები:

გაბაშვილი გიორგი (გიგო) ივანეს ძე (1862-1936)

ფერმწერი, ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი დამფუძნებელი. თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი პროფესორი.

დიმიტრი თავდადებული (დემეტრე II) (1259-1289)

საქართველოს მეფე 1270- 1289 წლებში. თავი მოჰკვეთეს მონღოლთა ხანის - არღუნის ბრძანებით. შერაცხილია წმინდანად.

    
1900    
    
4 მარტი   
    
ქშწ-კგ საზოგადოების სახელით აკადემიკოს ივანე თარხნიშვილს დეპეშით ულოცავს მეცნიერული მოღვაწეობის 30 წლისთავს.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1900, 4 მარტი, № 46; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 210, 470.

პირთა ანოტაციები:

თარხნიშვილი ივანე რამაზის ძე (1846-1908)

ფიზიოლოგი, პეტერბურგის სამედიცინოქირურგიული აკადემიის პროფესორი. 1900 წელს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე დააჯილდოვეს ,,საპატიო ლეგიონის” ორდენით.

    
1902    
    
4 მარტი   
    
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამარცელებელი საზოგადოების სახელით დეპეშას უგზავნის გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსს ალექსანდრე ოქროპირიძეს და ულოცავს მღვდელმსახურების ორმოცი წლის იუბილეს. _ 490 1902   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. № 481, აღწ. 1, საქ. 843; „საისტორიო მოამბე“, ტ. 37-38, 1974, გვ. 332; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 224, 482.

პირთა ანოტაციები:

ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე ალექსი დავითის ძე) (1824-1907)

ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის არქიმანდრიტი, ქართლ-კახეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი.

    
4 მარტი   
    
მეუღლესთან და დასთან, ელისაბედთან ერთად დეპეშით ულოცავს მღვდელმსახურების ორმოცი წლის იუბილეს ეპისკოპოსის ალექსანდრე ოქროპირიძეს.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 441.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე ალექსი დავითის ძე) (1824-1907)

ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის არქიმანდრიტი, ქართლ-კახეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი.

    
1906    
    
4 მარტი   
    
მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კომისიის მუშაობაში, რომელსაც მინდობილი აქვს სახელმწიფო საბჭოში ამომრჩეველთა კანდიდატების შერჩევა. ირჩევენ მას და მიხეილ გედევანიშვილს. ილია ჭავჭავაძე თავდაპირველად უარს ამბობს, მაგრამ თხოვნის შემდეგ თანხმდება.  წყარო:

წერილი გიორგი ჟურულისადმი, ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 246-247, 495.

პირთა ანოტაციები:

გედევანიშვილი მიხეილ ალექსანდრეს ძე (1862-1922)

ექიმი და საზოგადო მოღვაწე. მისი ხელმძღვანელობითა და დაფინანსებით გამოიცა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა პირველი ტომი 1914 წელს.