The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1.03

1863    
    
1 მარტი   
    
ოლღა გურამიშვილს უგზავნის ბარათს, რომელშიც უბოდიშებს წინა წერილში გამოთქმული პესიმისტური შეხედულებების გამო. აცნობებს, რომ იმავე დღეს აპირებს იასე ანდრონიკაშვილთან და გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელთან მისვლას. ატყობინებს, რომ მიიღო მისი ფოტოები, მაგრამ უხარისხოა. სთხოვს, თმა ისე დაივარცხნოს, როგორც მას უყვარს და ფოტოატელიეში მივიდეს. ჰპირდება, რომ იქ დახვდება და თავად შეურჩევს ისეთ პოზას, რომ სურათი კარგი გამოვიდეს. ასევე, აცნობებს, რომ უგზავნის მედალიონს.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 243; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 108-109; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 426-427; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 47-48, 332.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ანდრონიკაშვილი იასე ადამის ძე (1822-1892)

თბილისის სასამართლო პალატის მეორე სამოქალაქო დეპარტამენტის თავმჯდომარე, სიღნაღის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი. თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრი.

ბაგრატიონი (მუხრანელი) გიორგი კონსტანტინეს ძე (1820-1877)

სენატორი, მეფისნაცვალ ბარიატისნკის საბჭოს წევრი, შემდეგ კი სამმართველოს უფროსი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი.

    
1 მარტი    
    
ოლღა გურამიშვილი უგზავნის ბარათს, რომელშიც სთავაზობს, ქორწილი სექტემბრამდე გადადონ.  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 49-50, 332.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია ოლღასთვის 2 მარტს მიწერილ ბარათში.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
1873    
    
1 მარტი    
    
წერილს უგზავნის მეუღლეს ბაქოში. ატყობინებს „გლახის ნაამბობის“ ბეჭდვის მდგომარეობას და თავისი ნაწერების გამოცემასთან დაკავშირებით მიღებულ შეთავაზებებს.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 299; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 103.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
1876    
    
1 მარტი    
    
გაზეთ „დროების“ დაარსების ათ წლისთავთან დაკავშირებით სერგეი მესხთან, აკაკი წერეთელსა და ნიკო ნიკოლაძესთან ერთად ხელს აწერს გაზეთ „დროების“ რედაქციის ახალ პირობას.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1876, 3 მარტი, № 23, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)

მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში.

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

    
1880    
    
1 მარტი   
    
 გაზეთი „ობზორი“ ხელმოუწერლად ბეჭდავს ნიკო ნიკოლაძის მოწინავეს „ბეჭდვითი მეყალბენი“, რომელიც მიმართულია ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამოაზრეების – „დროება“-„ივერიის“ თანამშრომლების წინააღმდეგ.   წყარო:

გაზ. «Обзор», № 435.

პირთა ანოტაციები:

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

    
1 მარტი   
    
 დუელი ილია ჭავჭავაძესა და ნიკო ნიკოლაძეს შორის არ შედგება.  წყარო:

გრ. ყიფშიძე, ი. ჭავჭავაძე. ტ. 1, 1914, გვ. XLI

პირთა ანოტაციები:

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

    
1881    
    
1 მარტი   
    
გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მესამე ნომერი, რომელშიც ბეჭდავს „აჩრდილის“ დასასრულს (XVIII – XXVII თავებს) და „შინაურ მიმოხილვას“ („რუსეთი და მისი საპოლიტიკო საგანი...“).  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 168, გვ. 127; ჟურნ. „ივერია“, 1881, № 3, გვ. 127 .

    
1883    
    
1 მარტი    
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც უარს ამბობენ ბიბლიოთეკის შენობის თანამფლობელისგან მისი წილის ნახევარ ფასად შესყიდვაზე. გიორგი საძაგლიშვილის თხოვნის საფუძველზე სახელმძღვანელოებითა და საკითხავი წიგნებით ამარაგებენ სოფელ ვანათის სკოლას. მეჯლისისა და საერთო კრების შესახებ განცხადებების დაბეჭდვის თანხას უგზავნიან გაზეთ ,,კავკაზის’’ რედაქციას. იღებენ დადგენილებას ანასტასია თუმანიშვილის მიერ თარგმნილი დანიელ დეფოს „რობინზონ კრუზოს’’ დაბეჭდვაზე.  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, N45, გვ. 133.

პირთა ანოტაციები:

საძაგლიშვილი გიორგი იერონიმეს ძე (კირიონ II)

ღვთისმეტყველების კანდიდატი, პედაგოგი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, სრულიად საქართველოს პირველიკათოლიკოს-პატრიარქი 1917-1918 წლებში.

თუმანიშვილი-წერეთლისა ანასტასია მიხეილის ასული (1849-1932)

საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ქალთა საზოგადოება „განათლების“ და ჟურნალ „ჯეჯილის“ დამაარსებელი.

დეფო დანიელ (1660-1731)

ინგლისელი მწერალი, ჟურნალისტი და პამფლეტისტი.

    
1886    
    
1 მარტი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 28 თებერვალს“ („ეხლანდელი სამინისტრო სახელმწიფოთა...“). თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „სამეურნეო დაბალი სკოლების შესახებ“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 269; გაზ. „ივერია“, 1886, № 47, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 403.

    
1 მარტი    
    
გაზეთ „თეატრში“ „დავით სოსლანის“ ფსევდონიმით იბეჭდება დავით კეზელის სტატიის „მე თუ ჩვენ? შენ თუ თქვენ?“ დასასრული. იგი მიმართულია გაზეთ „ივერიისა“ და მასში დაბეჭდილი ილიასეული ფელეტონების წინააღმდეგ.   წყარო:

გაზ. „თეატრი“, 1886, № 9, გვ. 85-87.

პირთა ანოტაციები:

კეზელი დავით ივანეს ძე (1854-1907)

საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დრამატურგი, მთარგმნელი. აქტიურად იბრძოდა ქალთა ემანსიპაციისათვის. მისი პიესები იდგმებოდა ქართული თეატრის სცენაზე.

    
1887    
    
1 მარტი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 28 თებერვალი“ („ჩვენ ღვინის კეთების ავკარგიანობის გამო...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ღვინის ქართულად დაყენება“. ამ ნარკვევთან დაკავშირებით გაზეთის ამავე ნომერში სათაურით „ბატონო რედაქტორო“ იბეჭდება ვლადიმერ ინანაშვილის გამოხმაურების დასაწყისი.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 572-574, გაზ. „ივერია“, 1887, 1 მარტი, № 44, გვ. 1, გვ. 3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 133.

პირთა ანოტაციები:

ინანაშვილი (ინანიშვილი) ვლადიმერ დიმიტრის ძე

 აგრონომი.

    
1888    
    
1 მარტი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 29 თებერვალი“ („აწ გარდაცვალებული იმპერატორი გერმანიისა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „იმპერატორ ვილჰელმის პიროვნების მნიშვნელობა გერმანიისათვის“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 1 მარტი, № 46, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 116.

პირთა ანოტაციები:

ვილჰელმ მეორე ჰოჰენცოლერნი (1859-1941)

გერმანიის იმპერატორი და პრუსიის მეფე 1888-1918 წლებში. 1918 წელს, როდესაც რევოლუციამ დაამხო მონარქია, ვილჰელმი ტახტიდან გადადგა და გაიქცა ნიდერლანდებში.

    
1898    
    
1 მარტი    
    
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს წერილისა „ოინბაზობა თუ სულელობა?“ („ყველამ იცის, რომ...“) თბილისში პოლიტექნიკუმის გახსნისადმი გიორგი თუმანიშვილის დამოკიდებულების შესახებ. ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 1 მარტი, № 45, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007 გვ. 79.

პირთა ანოტაციები:

თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920)

კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო გაზეთ «Новое обозрение»-ს რედაქტორი.

    
1906    
    
1 მარტი   
    
 „ცნობის ფურცელში“ მეორდება გაზეთ „ვოზროჟდენიეში“ გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში ილია ჭავჭავაძისა და იაკობ გოგებაშვილის მეთაურობით არსდება ახალი ქართული ლეგალური პარტია.  წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“ 1906, 1 მარტი, № 3015, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.