ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 91. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების
მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 231-233. პირთა იდენტიფიკაცია: იგულისხმება ეკატერინე თადეოზის ასული გურამიშვილისტაროსელსკისა. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი.
ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 225; ი. ჭავჭავაძე,
წერილები, ი. ბოცვაძის რედ., სოხუმი, 1949, გვ. 117; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ
ტომად, X, 1961, გვ. 62-63; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ.
43, 384. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და
შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 194-195. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა)
ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925) ილია ჭავჭავაძის უმცროსი და. გურამიშვილი-სტაროსელსკისა ეკატერინე თადეოზის ასული ილია ჭავჭავაძის მეუღლის ოლღას და. კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი
სამმართველოს უფროსის მეუღლე. საქართველოს ეროვნული არქივი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების
ოქმი. ფ. 481 , N45, გვ. 133. პირთა ანოტაციები: ჭიჭინაძე ალექსი ბესარიონის ძე (1851-1913) პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე
1880-1886 წლებში, ქშწკგ საზოგადოების გამგეობის წევრი 1888-1893 წლებში.
დეფო დანიელ (1660-1731) ინგლისელი მწერალი, ჟურნალისტი და პამფლეტისტი. გაზ. «Новое обозрение», 1884, № 102. გაზ. „ივერია“, 1886, № 84, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი,
2005, გვ. 551. გაზ. „ივერია“, 1887, 19 აპრილი, № 76, გვ. 1-2 (ცენზურის ნებართვა 1887, 18
აპრილი); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 364. პირთა ანოტაციები: წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 688.
პირთა ანოტაციები: ემანუელ შვარცი დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1898, №512, გვ. 3. პირთა ანოტაციები: კობიაშვილი ალექსანდრე იოსების ძე 1895 წელს თბილისის სამეურნეო სკოლოს თაობაზე შექმნილი კომისიის წევრი, თსს
ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 484. პირთა ანოტაციები: ბაგრატიონ-გრუზინსკი მიხეილ ალექსანდრეს ძე (1860-1935) ბაგრატ ბატონიშვილის შთამომავალი, პეტრე და გიორგი გრუზინსკების ძმა, თბილისის
საგუბერნიო ბანკის ერთ-ერთი დირექტორი. გაზ. „ლამპარი“, 1906, №1, გვ. 2-3. პირთა ანოტაციები: მიქელაძე ვლადიმერ (პროკოფი) სიმონის ძე (1855-1926) პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ თანამშრომელი,
თბილისის სასოფლოსამეურნეო ბანკის მმართველი, თბილისის საბჭოს ხმოსანი.
1868
19 აპრილი
დუშეთიდან თბილისში მოკლე ბარათს უგზავნის მეუღლეს. სთხოვს რაღაც საქმის
მოგვარებას და მალე დაბრუნებას. მოკითხვას უთვლის ოლღას დას - ეკატერინეს
და მათ ბებიას.
წყარო:
1875
19 აპრილი
დას – ელისაბედს უგზავნს წერილს, ულოცავს აღდგომას და სთხოვს, საგურამოში
დურგალი გაუგზავნოს, რათა საბოლოოდ გაურიგდეს მასალის თაობაზე. ატყობინებს,
რომ მის ცოლისდას - ეკატერინე გურამიშვილ-სტაროსელსკისას ვაჟი შეეძინა.
წყარო:
1883
19 აპრილი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ
ქუთაისის სათავადაზნაურო ინსპექტორის - ალექსი ჭიჭინაძის მიერ გამოგზავნილ
დოკუმენტაციას სხვადასხვა საგნის პროგრამებზე მმართველობის შენიშვნებთან
დაკავშირებით. იღებენ გადაწყვეტილებას, რომ დანიელ დეფოს ,,რობინზონ
კრუზოს’’ გამოცემისათვის რუსეთის წერა-კითხვის გამავრცელებელი
კომიტეტისაგან ითხოვონ კლიშეები და თარგმნის ნებართვა. იღებენ ინფორმაციას,
რომ ბათუმის სკოლის შენობის მეპატრონეს აღარ სურს შენობის გაქირავება.
წყარო:
1884
19 აპრილი
რუსულ გაზეთში „ნოვოე ობოზრენიე“ იბეჭდება მისი პოემა „განდეგილის“ ივან
თხორჟევსკისეული თარგმანის 1-14 თავები.
წყარო:
1886
19 აპრილი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 18 აპრილს“ („გაზეთებს თანდათან სტამბის წამლის...“). მწერლის
თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ევროპა ომის მოლოდინში“.
წყარო:
1887
19 აპრილი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი
მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 18 აპრილი“ („ჩვენს წინა წერილში
ჩვენი შეძლებისამებრ ვაჩვენეთ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში
იბეჭდება სათაურით „აკაკი წერეთელი და „ვეფხისტყაოსანი“.
წყარო:
1893
19 აპრილი
ემანუილ შვარცისგან ყიდულობს წისქვილის თვლებს.
წყარო:
1898
19 აპრილი
ესწრება თსს ბანკის წევრთა წლიურ კრებას. წლიური ანგარიშის წარმოდგენის
დროს კამათში პროვოკაციული კითხვებით ერთვება ალექსანდრე კობიაშვილი. ილია
ჭავჭავაძე დინჯად განუმარტავს თითოეულ საკითხს და აძლევს ამომწურავ
პასუხებს.
წყარო:
1902
19 აპრილი
იღებს მიხეილ გრუზინსკის წერილს და ვექსილს, რომელზეც ხელი უნდა მოაწეროს.
წყარო:
1906
19 აპრილი
გაზეთ „ლამპარში“ იბეჭდება კორესპოდენცია რუსეთის სახელმწიფო საბჭოს
არჩევნების შესახებ. მასში ნათქვამია, რომ პეტერბურგში შეკრებილი ხმოსნები
ილია ჭავჭავაძეს, როგორც საქართველოსა და რუსეთის განაპირა რეგიონების
ფართო თვითმმართველობის მომხრეს, საბჭოში არ აირჩევდნენ, სიტყვით რომ არ
გამოსულიყო ვლადიმერ მიქელაძე და არ ეთქვა, საქართველოს სურს რუსეთის
მმართველობის ქვეშ ყოფნაო. მისმა ამ გამოსვლამ განწყობა შეცვალა და ილია
აირჩიეს.
წყარო: