1899 | ||
1899-მდე |
||
|
||
გრიგოლ ყიფშიძეს უგზავნის წერილს. სთხოვს შეატყობინოს დიმიტრი ნადირაძეს, რომ ფულის სესხად მიცემა არ შეუძლია, ჰონორართან დაკავშირებით კი თავად გრიგოლ ყიფშიძეს მიმართოს. |
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17580; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 118; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 207, 468. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 217. პირთა ანოტაციები: ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921) მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან. ნადირაძე დიმიტრი
(1861-1903) პოეტი, პროზაიკოსი და პუბლიცისტი, წერდა ფსევდონიმით
„მაჩხანელი“. იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში: „მოამბე“, „ივერია“, „აკაკის
კრებული“, „ჯეჯილი“ და სხვ.
ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921) მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან. |
|
1899 1 იანვარი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 31 დეკემბერი”(„ჩვენ გვესმის და ადვილად გამოსაცნობიც არის...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საახალწლოდ“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1899, 1 იანვარი, № 1, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, თბილისი, 2007, გვ. 165. |
|
1899 1 იანვარი | ||
|
||
გაზეთ „კვალში“ „საახალწლო ნობათის“ სათაურით იბეჭდება კრიტიკული შარჟი ილია ჭავჭავაძეზე. |
წყარო: გაზ. „კვალი“, 1899, № 1. |
|
1899 16 იანვარი | ||
ამთავრებს ბანკის ბაქოს სააგენტოს რევიზიას. |
წყარო: ა. თელია, „ქართული სათავადაზნაურო ბანკი და ილია ჭავჭავაძე“, თბ., 1989, გვ. 218-219. |
|
1899 17 იანვარი | ||
|
||
ნოე ჟორდანია გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნებულ წერილში „ადგილობრივი პრესსა წარსულ წელს“, ვრცლად განიხილავს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ ილია ჭავჭავაძის სტატიებს. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ იგი უგალობს ფეოდალურ წარსულს, ვერ აცნობიერებს ბურჟუაზიის დაბადებას და გაურბის ცხოვრებისეულ საკითხებს. ამის გამო მისი გაზეთიც უიდეოა, უკან-უკან მიდის და,თუ არ განახლდება, მოკვდება. |
წყარო: გაზ. „კვალი“, 1899, № 3, გვ. 33-36. პირთა ანოტაციები: ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953) სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში. |
|
|
||
1899 24 იანვარი |
||
გაზეთს „კეთილშობილური მიმართულება“ აქვს კავკასიის ხალხების ეროვნულ საქმეში. |
წყარო: გაზ. „კვალი“, 1899, № 4, გვ. 49-52. პირთა ანოტაციები: ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953) სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში. |
|
1899 27 იანვარი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 26 იანვარი“ („გაზეთს „Кавказ“-ში (№№18 და 19) ბ-ნმა ნიკოლაძემ ორი ფრიად საბუთიანი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ქალაქის თვითმმართველობის დებულების შესახებ“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1899, 27 იანვარი, № 19, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 170. პირთა ანოტაციები: ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. |
|
1899 31 იანვარი |
||
|
||
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება გიორგი წერეთლის სტატია „გაზეთი „ივერია“ და მისი საპოლემიკო ხასიათი“. |
წყარო: გაზ. „კვალი“, 1899, № 5. პირთა ანოტაციები: წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი. |
|
|
||
1899 3 თებერვალი |
||
|
||
ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის სახელით წერილობით მიმართავს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ალექსი ჭიჭინაძეს, მიაწოდოს ინფორმაცია მისადმი რწმუნებული სასწავლებლის შესახებ. |
წყარო: ქუთაისის ცენტრალური არქივი, ფონდი № 9, საქმე 186, ფ. 9; ვ. ხაბურძანია, ილია ჭავჭავაძე და ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლა. გაზ. „ქუთაისი“, 1986, 8 მაისი, № 90, გვ. 3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 198, 463. პირთა ანოტაციები: ჭიჭინაძე ალექსი ბესარიონის ძე (1851-1913) პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე 1880-1886 წლებში, ქშწკგ საზოგადოების გამგეობის წევრი 1888-1893 წლებში. |
|
|
||
1899 9 თებერვალი |
||
|
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ შემოსულ თანხებსა და ფინანსურ ხარჯთაღრიცხვას, მადლობას უცხადებენ საზოგადოების სასარგებლოდ გამართული კონცერტის ორგანიზატორებს და ამტკიცებენ თბილისის სახალხო ბიბლიოთეკების შემოსავალ-გასავლს. კმაყოფილდება ნოე ჟორდანიას თხოვნა საზოგადოების წიგნთსაცავიდან წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების სახლში წაღების უფლების მიცემის შესახებ. |
წყარო: ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 625 გვ. 13. პირთა ანოტაციები: ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953) სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში. |
|
|
||
1899 16 თებერვალი | ||
|
||
მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საგანგებო კრებაში, რომელიც განიხილავს ამიერკავკასიაში ერობის შემოღების საკითხს. ირჩევენ ამ საკითხთან დაკავშირებით შუამდგომლობის ტექსტის შემმუშავებელ კომისიაში. |
წყარო: «Тифлисский вестник», 1899, № 38. |
|
|
||
1899 19 თებერვალი |
||
|
||
მონაწილეობს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის ერთობლივ სხდომაში. |
წყარო: «Тифлисский вестник», 1899, № 38. |
|
|
||
1899 23 თებერვალი |
||
|
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ და ამტკიცებენ ქუთაისისა და სენაკის სათავადაზნაურო სკოლების მზრუნველთა კომიტეტის მიერ შედგენილ სკოლების მართვის ინტრუქციაში შეტანილ ცვლილებებს. დავით ბაქრაძეს ავალებენ სენაკის სკოლის მდგომარეობის საფუძვლიანად შესწავლას და გამგეობისთვის დაწვრილებით მოხსენებას. |
წყარო: ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 625 გვ. 20. პირთა ანოტაციები: ბაქრაძე დავით ნიკოლოზის ძე (1839-1918) პედაგოგი, ჟურნალისტი, იურისტი, ქუთაისის ბანკის გამგეობის თავმჯდომარე. პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა ილია ჭავჭავაძესთან ერთად. |
|
|
||
1899 26 თებერვალი |
||
|
||
იღებს ყვარლის მოურავ გიორგი გიგინაშვილის წერილს, რომელშიც საუბარია სამეურნეო საკითხებზე. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 480. პირთა ანოტაციები: გოგინაშვილი გიორგი ილია ჭავჭავაძის ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი 1893-1898 წლებში. |
|
|
||
1899 2-4 მარტი |
||
|
||
ესწრება თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საგანგებო კრებას, რომელზეც გრძელდება კამათი ერობის შემოღების საკითხზე. |
წყარო: «Тифлисский вестник», 1899, № 51, 52, 54. |
|
|
||
18995 მარტი |
||
|
||
თავადაზნაურთა საგანგებო კრებაზე ირჩევენ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღების საკითხის შემმუშავებელ კომისიაში. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1899, № 50, გვ. 2 |
|
|
||
1899 14 მარტი |
||
|
||
თავმჯდომარეობს სასოფლო-სამეურნეო საურთიერთო საკრედიტო საზოგადოების წევრთა წლიურ კრებას. |
წყარო: გაზ. ივერია 1899, № 57, გვ. 1. |
|
|
||
1899 23 მარტამდე |
||
ამთავრებს ნარკვევ „ქვათა ღაღადის“ წერას და კითხულობს მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების წრეში. მათ შორის არიან: ექვთიმე თაყაიშვილი, ვლადიმერ მიქელაძე, ნიკო ცხვედაძე, ნიკო ხიზანიშვილი და მიხეილ გრუზინსკი. ექვთიმე თაყაიშვილი ამჩნევს რამდენიმე უზუსტობას, ურჩევს, არ დაეყრდნოს მხოლოდ დიმიტრი ბაქრაძის ციტირებებს და უშუალოდ გაეცნოს ქერობე პატკანოვის წერილს. ილია ჭავჭავაძე რჩევას ითვალისწინებს. |
წყარო: ექვთიმე თაყაიშვილი, მოგონებანი ქართველ მწერლებზე, ლიტერატურის მატიანე, წ. 6, ნაკვ. 1,1952, გვ. 44-45; ე. თაყაიშვილი, რჩეული ნაშრომები, ტ. 1, 1968, გვ. 269. დათარიღება: ფაქტს ვათარიღებთ „ქვათა ღაღადის“ პირველი ნაწილის პუბლიკაციაზე ცენზურის ნებართვის გაცემის თარიღის მიხედვით. პირთა ანოტაციები: თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე (1863-1953) მეცნიერი, აკადემიკოსი, პროფესორი. 1921- 1945 წლებში ემიგრაციაში იცავდა საქართველოს სამუზეუმო განძეულობას. დიდი ამაგი დასდო ქართული არქეოლოგიისა და ლიტერატურის შესწავლაგანვითარების საქმეს. მიქელაძე ვლადიმერ (პროკოფი) სიმონის ძე (1855-1926) პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ თანამშრომელი, თბილისის სასოფლოსამეურნეო ბანკის მმართველი, თბილისის საბჭოს ხმოსანი, ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს. ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906) იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან. ბაგრატიონ-გრუზინსკი
მიხეილ ალექსანდრეს ძე (1860-1935) ბაგრატ ბატონიშვილის შთამომავალი,
პეტრე და გიორგი გრუზინსკების ძმა, თბილისის საგუბერნიო ბანკის ერთ-ერთი
დირექტორი. ბაქრაძე დიმიტრი ზაქარიას ძე (1826-1890) ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, გამომცემელი. მისი ინიციატივით შეიქმნა საეკლესიო მუზეუმი. გამოაქვეყნა იოანე ბატონიშვილის “კალმასობა”. |
|
|
||
189924 მარტი |
||
|
||
ქშწ-კგ საზოგადოების სახელით თხოვნით მიმართავს საცენზურო კომიტეტს ალექსანდრ პუშკინის თხზულებათა დაბეჭდვაზე ნებართვის მისაღებად. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1899, № 64. პირთა ანოტაციები: პუშკინი ალექსანდრე სერგეის ძე (1799-1837) ცნობილი რუსი პოეტი |
|
|
||
189924 მარტი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ იწყებს ვრცელი ნარკვევის ბეჭდვას სათაურით „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“ („ჩვენისთანა დაბრიყვებული, დაბალ ღობედ მიჩნეული ერი...”). |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1898, 24 მარტი, № 64, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“, ტფ., „ივერიის“ რედაქციის გამოცემა, 1899; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 177. |
|
|
||
189925 მარტი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ განაგრძობს ვრცელი ნარკვევის ბეჭდვას სათაურით „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“(„სომეხთა მეცნიერთა და მათთა ამქართა ოინები...”). |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1898, 25 მარტი, № 64, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“, ტფ., „ივერიის“ რედაქციის გამოცემა, 1899; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 186. |
|
|
||
189926 მარტი |
||
|
||
ცენზურისგან იღებს ნებართვას ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ ცალკე წიგნად გამოცემაზე. |
წყარო: „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი. წერილი ილია ჭავჭავაძისა“, ტფ., „ივერიის“ რედაქციის გამოცემა, 1899. |
|
|
||
189928 მარტი |
||
|
||
რწმუნებულად ირჩევენ თსს ბანკის პირველი თანრიგის მსესხებელთა კრებაზე. |
წყარო: გაზ. «Новое обозрение», 1899, № 5229 |
|
|
||
189928 მარტი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ განაგრძობს ვრცელი ნარკვევის ბეჭდვას სათაურით „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“ („რაცა ვთქვით, ეს არ გვაკმარა პატკანოვმა...”). |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1898, 28 მარტი, № 67, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“, ტფ., „ივერიის“ რედაქციის გამოცემა, 1899; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 197. |
|
|
||
1899 30 მარტი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ განაგრძობს ვრცელი ნარკვევის ბეჭდვას სათაურით „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“(„სომეხთა მწიგნობარ-მეცნიერთა ამბავი დიდს მდინარე წყალს ჰგავს...”). |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1898, 30 მარტი, № 68, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“, ტფ., „ივერიის“ რედაქციის გამოცემა, 1899; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 208. |
|
|
||
1899 31 მარტი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ განაგრძობს ვრცელი ნარკვევის ბეჭდვას სათაურით „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“ („ეს ქება -დიდება სომხებისა ხომ ვნახეთ...”). |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1898, 30 მარტი, № 68, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“, ტფ., „ივერიის“ რედაქციის გამოცემა, 1899; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 208. |
|
|
||
1899 1 აპრილი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ განაგრძობს ვრცელი ნარკვევის ბეჭდვას სათაურით „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“(„ეს ხომ ვნახეთ, ბ-ნი ეზოვი რა ხალისიანად ალაპარაკებს შარდენს...”). |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1898, 1 აპრილი, № 70, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“, ტფ., „ივერიის“ რედაქციის გამოცემა, 1899; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 229. პირთა ანოტაციები: ეზოვი გერასიმე არტემის ძე (1835-1905) სომეხი ისტორიკოსი პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნე. |
|
|
||
1899 2 აპრილი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ განაგრძობს ვრცელი ნარკვევის ბეჭდვას სათაურით „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“ („ეს ხომ შეგვამკო ტოტლებენის მოწმობით ბ-ნმა ეზოვმა...”). |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1898, 2 აპრილი, № 71, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“, ტფ., „ივერიის“ რედაქციის გამოცემა, 1899; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 238. პირთა ანოტაციები: ეზოვი გერასიმე არტემის ძე (1835-1905) სომეხი ისტორიკოსი პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნე. |
|
|
||
1899 3 აპრილი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ განაგრძობს ვრცელი ნარკვევის ბეჭდვას სათაურით „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“ („სომეხთა მწიგნობარ-მეცნიერნი რომ ასე იქცევიან და ოინბაზობენ...”). |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1898, 3 აპრილი, № 72, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“, ტფ., „ივერიის“ რედაქციის გამოცემა, 1899; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 245. |
|
|
||
1899 აპრილის დასაწყისი |
||
|
||
გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ქვეყნდება გამოხმაურებები ნარკვევზე „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ და ინფორმაცია მისი სომხურ ენაზე თარგმნისა და გამოქვეყნების განზრახვის შესახებ. |
წყარო: გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1899, № 789, 790, 791; გაზ. „ივერია“, 1899, № 73, გვ. 3. |
|
|
||
1899 4 აპრილი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ განაგრძობს ვრცელი ნარკვევის ბეჭდვას სათაურით „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“ („И камни вопиют!....Камни не лгут!.. – იძახის გულგაფიცხებით ბ-ნი გოლმსტრემი...“). |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1898, 4 აპრილი, № 73, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“, ტფ., „ივერიის“ რედაქციის გამოცემა, 1899; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 253. პირთა ანოტაციები: გოლმსტრემი ვლადიმირ ალექსანდრეს ძე (868-1945) პუბლიცისტი, ავტორი „პეტერბურგსკიე ვედომოსტში“ გამოქვეყნებული წერილისა „И камни возопиют“, რომელიც გააკრიტიკა ილია ჭავჭავაძემ ნარკვევ „ქვათა ღაღადში“. |
|
|
||
1899 4 აპრილი |
||
|
||
გაზეთ „კვალში“ „ს. გ-ძე“-ს ხელმოწერით იბეჭდება ყაზანის უნივერსიტეტის სტუდენტ სერგო გორგაძის ღია წერილი იპოლიტე ვართაგავასადმი, რომელმაც გაზეთ „ივერიაში“ „ვარ...“-ის ფსევდონიმით გამოაქვეყნა სტატია „ბაზრობა „კვალისტების“ რიხიანობა-ამპარტავნება-ფანატიკოსობისა“. გორგაძის წერილს თან ახლავს რედაქტორის შენიშვნა, რომელიც მიმართულია „ივერიის“ რედაქტორ ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ, რომელმაც, მისი თქმით, გაზეთი ლანძღვისა და შურისძიების ორგანოდ აქცია. |
წყარო: გაზ. „კვალი“, 1899, № 14, გვ. 231-232. პირთა ანოტაციები: გორგაძე სერგო რომანოზის ძე (1876-1929) ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, ენათმეცნიერი და პედაგოგი. ვართაგავა იპოლიტე პეტრეს ძე (1872-1967) კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე. მისი მონოგრაფიები და კრიტიკული წერილები ეხება ცურტაველს, ჩახრუხაძეს, რუსთაველს, ილიას, აკაკის, ვაჟას და სხვ. |
|
|
||
1899 5 აპრილი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ განაგრძობს ვრცელი ნარკვევის ბეჭდვას სათაურით „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“ („ბ-ნი გოლმსტრემი მარტო ქვათა ღაღადის, ქვათა მოწმობის გადასხვაფერებას არა ჰკმარობს...”). |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1898, 5 აპრილი, № 74, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“, ტფ., „ივერიის“ რედაქციის გამოცემა, 1899; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 261. პირთა ანოტაციები: გოლმსტრემი ვლადიმირ ალექსანდრეს ძე (868-1945) პუბლიცისტი, ავტორი „პეტერბურგსკიე ვედომოსტში“ გამოქვეყნებული წერილისა „И камни возопиют“, რომელიც გააკრიტიკა ილია ჭავჭავაძემ ნარკვევ „ქვათა ღაღადში“. |
|
|
||
1899 6 აპრილი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ განაგრძობს ვრცელი ნარკვევის ბეჭდვას სათაურით „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“ („ჩვენ ხომ ვნახეთ, რა ტყუილად მოუწვევია ბ-ნ გოლმსტრებს...“). |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1898, 6 აპრილი, № 75, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“, ტფ., „ივერიის“ რედაქციის გამოცემა, 1899; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 269. პირთა ანოტაციები: გოლმსტრემი ვლადიმირ ალექსანდრეს ძე (868-1945) პუბლიცისტი, ავტორი „პეტერბურგსკიე ვედომოსტში“ გამოქვეყნებული წერილისა „И камни возопиют“, რომელიც გააკრიტიკა ილია ჭავჭავაძემ ნარკვევ „ქვათა ღაღადში“. |
|
|
||
1899 8 აპრილი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ ასრულებს ვრცელი ნარკვევის ბეჭდვას სათაურით „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“ („სახელი და პატივი ბ-ნს გოლმსტრემს...”). |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1898, 8 აპრილი, № 76, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“, ტფ., „ივერიის“ რედაქციის გამოცემა, 1899; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 274. პირთა ანოტაციები: გოლმსტრემი ვლადიმირ ალექსანდრეს ძე (868-1945) პუბლიცისტი, ავტორი „პეტერბურგსკიე ვედომოსტში“ გამოქვეყნებული წერილისა „И камни возопиют“, რომელიც გააკრიტიკა ილია ჭავჭავაძემ ნარკვევ „ქვათა ღაღადში“ |
|
|
||
1899 9-10 აპრილი |
||
|
||
მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საგანგებო კრებაში, რომელიც განიხილავს მიწების გამიჯვნის, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღების, ერეკლე მეორის სახელობის სტიპენდიის დაწესების, ქართული თეატრისა და სხვა საკითხებს. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1899, 10–11 აპრ., № 78, 79. პირთა ანოტაციები: ერეკლე მეორე (1720-1798) 1744-1760 წლებში კახეთის და 1862-1898 წლებში ქართლკახეთის მეფე. სიცოცხლის უმეტესი ნაწილი ბრძოლებში გაატარა. 1883 წელს რუსეთთან გააფორმა მფარველობითი ტრაქტატი. |
|
|
||
1899 11 აპრილი |
||
|
||
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება გამოხმაურება ილია ჭავჭავაძის ნარკვევზე „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“. მის ნაკლად დასახელებულია ის, რომ ნაშრომში განხილულია ძირითადად რუსულენოვანი პუბლიკაციები და გამოყენებულია მხოლოდ ერთი სომხური წყარო. |
წყარო: გაზ. „კვალი“, 1899, № 15. |
|
|
||
1899 13 აპრილი |
||
|
||
თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კერძო თაბირზე ირჩევენ თავმჯდომარედ კომისიისა, რომელსაც ევალება გუბერნიის ერთ-ერთ სამაზრო ქალაქში ვაჟთა გიმნაზიის გახსნისათვის შუამდგომლობის აღძვრა. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1899, 14 აპრილი, № 81, გვ. 1. |
|
|
||
1899 14 აპრილი |
||
|
||
იღებს კონსტანტინე მამაცაშვილის წერილს ნარკვევ „ქვათა ღაღადთან“ დაკავშირებით. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 536. პირთა ანოტაციები: მამაცაშვილი კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე (1818-1900) საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი, მემუარისტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებლის ერთ-ერთი დამაარსებელი. |
|
|
||
1899 22 აპრილი |
||
|
||
იღებს წერილს ანთიმოზ ჯუღელისგან, რომელსაც აინტერესებს მისი აზრი სოხუმის ქალაქის მერობის კანდიდატის ალექსანდრე სარაჯიშვილის შესახებ. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 668. გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17616-ხ. პირთა ანოტაციები: ჯუღელი ანთიმოზ ივანეს ძე (1846-1925) პროზაიკოსი, პედაგოგი. ქშწ-კგ საზოგადოების რწმუნებული სოხუმში 1886 წელს, ჟ. „წყაროს“ რედაქტორი. სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914) მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი. |
|
|
||
1899 25 აპრილი |
||
|
||
ხვდება ალექსანდრე სარაჯიშვილს, ეკითხება, დათანხმდება თუ არა სოხუმის მერად კენჭისყრაზე და იღებს დადებით პასუხს. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 199, 463-464. პირთა ანოტაციები: სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914) მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი. |
|
|
||
1899 25 აპრილი |
||
|
||
საპასუხო წერილს უგზავნის ანთიმოზ ჯუღელს და სწერს, რომ ალექსანდრე სარაჯიშვილი სოხუმის მერად საუკეთესო კანდიდატია. ახასიათებს მას, როგორც დარბაისელ, ჭკვიან, გამრჯელ, გამოცდილ ადამიანს და თავდადებულ ქართველს. ამასთან ადრესატს მიმართავს თხოვნით, თუ სარაჯიშვილის გამარჯვების იმედი არ არის, მის კანდიდატურას საერთოდ ნუ წამოაყენებენ, რომ ტყუილად უხერხულობაში არ ჩააგდონ. |
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17616; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 91-92; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 149-150; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 199, 463-464. პირთა ანოტაციები: ჯუღელი ანთიმოზ ივანეს ძე (1846-1925) პროზაიკოსი, პედაგოგი. ქშწ-კგ საზოგადოების რწმუნებული სოხუმში 1886 წელს, ჟ. „წყაროს“ რედაქტორი. სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914) მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი. |
|
|
||
1899 აპრილი |
||
|
||
წიგნად გამოდის მისი ნარკვევი „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“. |
წყარო: „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი. წერილი ილია ჭავჭავაძისა“, ტფ., „ივერიის“ რედაქციის გამოცემა, 1899. |
|
|
||
1899 მაისის დასაწყისი |
||
ქშწ-კგ საზოგადოება გამოსცემს ალექსანდრ პუშკინის თხზულებებს. წიგნში შეტანილია ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ლექსები „წინასწარმეტყველი“ და „ჭეშმარიტება“. |
წყარო: „თხზულებანი ა. ს. პუშკინისა“, ტფილისი, 1899. პირთა ანოტაციები: პუშკინი ალექსანდრე სერგეის ძე (1799-1837) ცნობილი რუსი პოეტი. |
|
|
||
1899 26 მაისი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ აქვეყნებს ალექსანდრ პუშკინის ლექსების „წინასწარმეტყველი“ და „ჭეშმარიტება“ მისეულ თარგმანებს. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1899, № 109. პირთა ანოტაციები: პუშკინი ალექსანდრე სერგეის ძე (1799-1837) ცნობილი რუსი პოეტი. |
|
|
||
1899 29 მაისი |
||
|
||
თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში ესწრება ალექსანდრ პუშკინის საიუბილეო საღამოს, რომელზეც კითხულობენ პუშკინის „წინასწარმეტყველის“ მისეულ თარგმანს. |
წყარო: გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1899, № 830. პირთა ანოტაციები: პუშკინი ალექსანდრე სერგეის ძე (1799-1837) ცნობილი რუსი პოეტი. |
|
|
||
1899 30-31 მაისი |
||
|
||
მონაწილეობს თსს ბანკის კრებაში, რომელიც განიხილავს განვლილი წლის ანგარიშს, მიმდინარე ხარჯთაღრიცხვას, ბანკის დაარსების 25 წლის იუბილეს და ამასთან დაკავშირებით გამგეობის თავმჯდომარისთვის ხელფასის მომატების საკითხს. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1899, № 113, 114; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1899, № 831–833. |
|
|
||
1899 7 ივნისი |
||
|
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების წლიურ კრებას. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1899, № 120. |
|
|
||
1899 18 ივნისი |
||
|
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ კავკავის სკოლის კომიტეტის წერილობით თხოვნას ამ კომიტეტის თავმჯდომარედ ალექსი ჭიჭინაძისა და მოადგილედ ტიტე კახიძის დამტკიცების თაობაზე. ისმენენ ივანე რატიშვილის ინფორმაციას ხელთუბნისა და წინარეხის სკოლების შესახებ. დავით ბაქრაძის მიერ სენაკის სკოლის შესახებ მოხსენების წარმოდგენის შემდეგ იღებენ დადგენილებას სამსონ ყოფიანის ქუთაისის სკოლაში გადაყვანისა და სენაკის სკოლის მასწავლებლების: მიხეილ შარაშიძის, პლატონ და გრიგოლ წულუკიძეების, ივანე გომელაურისა და გიორგი ბოკერიას სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. |
წყარო: ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 625 გვ. 64. პირთა იდენტიფიკაცია: ოქმში გიორგი ბოკერიასა და ივანე გომელაურის მხოლოდ გვარებია დასახელებული. პირთა ანოტაციები: ჭიჭინაძე ალექსი ბესარიონის ძე (1851-1913) პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე 1880-1886 წლებში, ქშწკგ საზოგადოების გამგეობის წევრი 1888-1893 წლებში. კახიძე ტიტე ბენედიქტეს ძე პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, კავკავის ქართული სკოლის მზრუნველთა კომიტეტის მდივანი. რატიშვილი ივანე გიორგის ძე (1862-1933) აზნაური, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ქშწ-კგ საზ-ის გამგეობის წევრი და რწმუნებული ბაქოში, ქველმოქმედი. ყიფიანი სამსონ
გიორგის ძე (1855-1937)
პედაგოგი, მსახიობი, პუბლიცისტი, სენაკის სააზნაურო სკოლის ინსპექტორი.
შარაშიძე მიხეილ სიმონის ძე (1864-1930) ბათუმის სკოლის დირექტორი 1919-1928 წლებში. გომელაური ივანე მიხეილის ძე (1867-1951) მწერალი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. ბოკერია გიორგი ლავრენტის ძე (1868-1947) მწერალი, პედაგოგი. წულუკიძე პლატონ გიორგის ძე პედაგოგი, სხვადასხვა დროს მუშაობდა სენაკის სკოლასა და ქუთაისის ქალთა გიმნაზიასა და ქალთა პირველ საშუალო სკოლაში. |
|
|
||
1899 19 ივნისიდან |
||
a ხელს აწერს ამიერკავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველთან გასაგზავნ მოხსენებას სენაკის სკოლაში არსებულ დაპირისპირებებთან დაკავშირებით ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის მიერ მიღებული ზომების შესახებ, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ არის, სწორი იყო თუ არა მათი რეაგირება. |
წყარო: ალექსანდრე მიქაბერიძის მოგონება, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 13146, გვ. 15-18. დათარიღება: მოგონებიდან ჩანს, რომ სენაკის სკოლის ინსპექტორის ქუთაისში გადაყვანისა და ხუთი მასწავლებლის დათხოვნის დადგენილება ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის მიერ უკვე მიღებულია. |
|
|
||
1899 19 ივნისიდან |
||
a ფრეილინის ქუჩაზე, ბანკში აკითხავს ივანე გომელაური, რომ დაელაპარაკოს სენაკის სკოლის მასწავლებლობიდან თავის დათხოვნასთან დაკავშირებით. ილია ჭავჭავაძე ეუბნება, რომ ეს გამგეობის დადგენილებაა, რომლის შეცვლაც მას არ შეუძლია. |
წყარო: ი. გომელაური, მოგონებათა ეპიზოდები, „ლიტერატურის მატიანე“, წ. 6, ნაკვ. 1,1952, გვ. 81. დათარიღება: ვათარიღებთ ივანე გომელაურის სამსახურიდან დათხოვნის თარიღის საფუძველზე. პირთა ანოტაციები: გომელაური ივანე მიხეილის ძე (1867-1951) მწერალი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. |
|
|
||
1899ივლისის დასაწყისი |
||
|
||
რუსულ ჟურნალში „საზღვარგარეთის ლიტერატურის მაცნე“ იბეჭდება ილია ჭავჭავაძის ლექსის „პოეტი“ ვლადიმერ ლებედევისეული თარგმანი. |
წყარო: «Вестник иностранной литературы», 1899, Июль, გვ. 26. პირთა ანოტაციები: ლებედევი ვლადიმერ პეტრეს ძე (დაბ. 1869) რუსი პოეტი, ლექსების გამოქვეყნება დაიწყო 1880 წლიდან. |
|
|
||
1899 4 ივლისი |
||
|
||
გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ქვეყნდება ცნობა ილია ჭავჭავაძის მიერ ქშწ-კგ საზოგადოებისათვის ერეკლე მეორის მონეტის შეწირვის შესახებ. |
წყარო: გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1899, № 858. პირთა ანოტაციები: ერეკლე მეორე (1720-1798) 1744-1760 წლებში კახეთის და 1862-1898 წლებში ქართლკახეთის მეფე. სიცოცხლის უმეტესი ნაწილი ბრძოლებში გაატარა. 1883 წელს რუსეთთან გააფორმა მფარველობითი ტრაქტატი. |
|
|
||
1899 9 აგვისტო |
||
ნიკო ცხვედაძე საგურამოში დეპეშით ატყობინებს, რომ იბარებენ თბილისში სენაკის სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანის საქმის თაობაზე. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 671; პირთა ანოტაციები: ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს. |
|
|
||
1899 9 აგვისტო |
||
ავადმყოფობის გამო საგურამოდან თბილისში ჩასვლას ვერ ახერხებს და სამსონ ყიფიანის საქმის თაობაზე თავის აზრს წერილობით ატყობინებს ქშწ-კგ საზოგადოების მდივან დავით კარიჭაშვილს. რამდენადაც სენაკის სკოლის ინსპექტორის თანამდებობაზე სხვა კანდიდატი ვერ შეარჩიეს, ხოლო ადგილობრივი საზოგადოება ითხოვს ყიფიანის დაბრუნებას, თანახმაა, რომ ამ პიროვნების სამსახურიდან გათავისუფლების დადგენილება გაუქმდეს და სამსონ ყიფიანი დარჩეს თავის თანამდებობაზე, მაგრამ არა როგორც ინსპექტორი, არამედ როგორც ამ მოვალეობის შემსრულებელი. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 671; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 145-146; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 199-200, 464. პირთა ანოტაციები: ყიფიანი სამსონ გიორგის ძე (1855-1937) პედაგოგი, მსახიობი, პუბლიცისტი, სენაკის სააზნაურო სკოლის ინსპექტორი. კარიჭაშვილი დავით გიორგის ძე (1862-1927) მწერალი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ენათმეცნიერი. მრავალი სამეცნიერო წიგნის ავტორი და გამომცემელი-რედაქტორი |
|
|
||
1899 24 აგვისტო |
||
|
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ თბილისის სახალხო ბიბლიოთეკების შემოსავალ-გასავლს და მსჯელობენ სენაკის სათავადაზნაურო სკოლიდან პლატონ წულუკიძის დათხოვნის თაობაზე. ნიკოლოზ მთვარელიშვილი უარს ამბობს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინპექტორის თანამდებობაზე, სადაც იგი სამსონ ყიფიანის ნაცვლად უნდა დანიშნულიყო. განიხილავენ კავკავის სკოლის თხოვნას მესამე მასწავლებლად ქუთაისის სამეურნეო სკოლის რომელიმე კურსდამთავრებულის დანიშვნის შესახებ. |
წყარო: ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 625 გვ. 80. პირთა ანოტაციები: მთვარელიშვილი ნიკოლოზ ვასილის ძე (1844-1923) პედაგოგი, პუბლიცისტი, მკვლევარი. პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, იყო ქშწ-კგ საზოგაოდოების მდივანი. წულუკიძე პლატონ გიორგის ძე პედაგოგი, სხვადასხვა დროს მუშაობდა სენაკის სკოლასა და ქუთაისის ქალთა გიმნაზიასა და ქალთა პირველ საშუალო სკოლაში. ყიფიანი სამსონ
გიორგის ძე (1855-1937)
პედაგოგი, მსახიობი, პუბლიცისტი, სენაკის სააზნაურო სკოლის ინსპექტორი. |
|
|
||
1899 აგვისტო |
||
იბეჭდება ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ მეორე გამოცემა. |
წყარო: „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი. წერილი ილია ჭავჭავაძისა“. ტფ., 1899. |
|
|
||
1899 1 სექტემბერი |
||
a ფრანგ ტურისტთა და ჟურნალისტთა ჯგუფის თბილისში ვიზიტის გამო დავით გურამიშვილი წერილს უგზავნის ფოთში ნიკო ნიკოლაძეს და სთხოვს ჩამოსვლას. მის ბარათზე მინაწერს აკეთებს ილია ჭავჭავაძეც და სწერს, რაოდენ სასურველია, რომ „უცხო კაცებმა ჩვენგან შეიტყონ აქაური ავი და კარგი“. |
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17613, 17635-ხ; საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმის შრომები. წგ 1, 1958, გვ. 17; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 48; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 200, 464-465. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი დავით ალექსანდრეს ძე (1857-1926 მხატვარი, კარიკატურისტი, ფოტოგრაფი. თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრი, ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე, 1917 წელს საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის დელეგატი. ნიკოლაძე ნიკო
(ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და
საზოგადო მოღვაწე. |
|
|
||
1899 სექტემბრის დასაწყისი |
||
ხვდება საქართველოში სტუმრად მყოფ ფრანგ მოგზაურთა და ჟურნალისტთა ჯგუფს. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1899, № 190, 194. |
|
|
||
1899 30 სექტემბერი |
||
|
||
პეტრე უმიკაშვილი გაზეთ „ივერიაში“ აქვეყნებს სტატიას ქართული თეატრის ისტორიის შესახებ და იგონებს ილია ჭავჭავაძის მიერ მისი სტუდენტობის პერიოდში თბილისის გიმნაზიის შენობის დარბაზში დადგმულ ცოცხალ სურათებს, რომელშიც თავად ილია ლირის როლს ასრულებდა. |
წყარო: პ. უმიკაშვილი, ჩვენის თეატრის თავგადასავალი, გაზ. „ივერია“, 1899, № 210, გვ. 1-3. პირთა ანოტაციები: უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია. |
|
|
||
1899 9 ოქტომბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 9 ოქტომბერი”(„არაერთხელ გამოგვითქვამს ჩვენს „ივერიაში“...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სწავლების სისტემა კლასიკურ გიმნაზიებში“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1898, 9 ოქტომბერი, № 218, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 284. |
|
|
||
1899 19 ოქტომბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 18 ოქტომბერი ”(„ჩვენმა მკითხველებმა უკვე იციან, რომ მისმა ბრწყინვალებამ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „შესაწირავი დრამატულ საზოგადოებას“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1898, 19 ოქტომბერი, № 225, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 288. |
|
|
||
1899 24 ოქტომბერი |
||
|
||
მონაწილეობს ფრანგი არქეოლოგის ბარონ დე ბაისა და რუსი მწერლის ევგენი მარკოვის საპატივცემულოდ „ფანტაზიის“ ბაღში გამართულ ნადიმში. წვეულებას ესწრებიან: ვასილი ველიჩკო, დავით სარაჯიშვილი, კონსტანტინე მამაცაშვილი, ნიკო ცხვედაძე, არტემ ახნაზაროვი და სხვები. ილია ჭავჭავაძე სიტყვით მიმართავს უცხოელ სტუმრებს. ბარონი დე ბაი ამბობს სამადლობელ სიტყვას. |
ყარო: გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1899, № 948, 949; გაზ. „ივერია“, 1899, № 230; გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, 13447; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, 292. პირთა ანოტაციები: მარკოვი ევგენი ლევის ძე (1835-1903) რუსი მწერალი, ეთნოგრაფი, ავტორი წიგნისა „Очерки кавказа“. ბარონ დე ბაი ამურ
ოგიუსტ ლუი ჟოზეფ ბერტელო (1853-1931) ცნობილი ფრანგი არქეოლოგი,
ავტორი წიგნისა „პრეისტორიული არქეოლოგია“. 1897 წელს დაინტერესდა
საქართველოთი და არაერთი ნაშრომი გამოაქვეყნა ჩვენი ქვეყნის შესაახებ. ველიჩკო ვასილ ლვოვის
ძე (1860-1903)
პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. რედაქტორი გაზეთებისა „კავკაზ“ (1897-დან),
„რუსსკი ვესტნიკ“ (1901-დან). სარაჯიშვილი დავით ზაქარიას ძე (1848-1911) მეწარმე და მეცენატი, ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი. განათლება მიიღო პეტერბურგის, მიუნხენისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. 1885 წელს თბილისში ააგო კონიაკის დასაძველებელი საწყობი. მამაცაშვილი კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე (1818-1900) საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი, მემუარისტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებლის ერთ-ერთი დამაარსებელი. ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს. ახნაზაროვი არტემ
მიხეილის ძე (1866-1942) მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, საზოგადო
მოღვაწე. თანამშრომლობდა „ივერიაში”. იბეჭდებოდა “ორანის”, “ჩიორას”,
”მანოელიძის”, “ალფას”, “დუშიკოს” ფსევდონიმებით. |
|
|
||
1899 27 ოქტომბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ ქვეყნდება უცხოელი სტუმრების პატივსაცემად გამართულ წვეულებაზე ილია ჭავჭავაძის მიერ წარმოთქმული სიტყვა („ნება მიბოძეთ, მეც სხვათა შორის სალამი მოგართვათ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში ტექსტი დაიბეჭდა სათაურით „სიტყვა, წარმოთქმული ე. ლ. მარკოვისა და ბარონ დე-ბაის პატივსაცემად გამართულ ნადიმზე“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1899, 27 ოქტომბერი, № 230, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 292. პირთა ანოტაციები: მარკოვი ევგენი ლევის ძე (1835-1903) რუსი მწერალი, ეთნოგრაფი, ავტორი წიგნისა „Очерки кавказа“. ბარონ დე ბაი ამურ
ოგიუსტ ლუი ჟოზეფ ბერტელო (1853-1931) ცნობილი ფრანგი არქეოლოგი,
ავტორი წიგნისა „პრეისტორიული არქეოლოგია“. 1897 წელს დაინტერესდა
საქართველოთი და არაერთი ნაშრომი გამოაქვეყნა ჩვენი ქვეყნის შესაახებ. |
|
|
||
1899 29 ოქტომბერი |
||
|
||
გაზეთ „კავკაზში“ იბეჭდება განცხადება ახალი ჟურნალის „კავკაზსკი ვესტნიკის“ გამოცემის შესახებ და თანამშრომელთა სიაში მოხსენიებულია ილია ჭავჭავაძე. იგი იმავე დღეს უგზავნის წერილს ჟურნალ „კავკაზსკიე ვესტნიკის“ რედაქტორს და სთხოვს თანამშრომელთა სიიდან ამოღებას. |
წყარო: „Кавказ“, 1899, № 284, 286; ს. ლეკიშვილი, რამდენიმე დოკუმენტი ილია ჭავჭავაძის შესახებ. „საისტორიო მოამბე“, 1978, ტ. 37-38, გვ. 329. |
|
|
||
1899 31 ოქტომბერი |
||
|
||
გაზეთ „კავკაზში“ იბეჭდება ილია ჭავჭავაძის წერილი ჟურნალ „კავკაზსკიე ვესტნიკის“ რედაქტორისადმი. მისი უარი ჟურნალში თანამშრომლობაზე განაპირობა იმან, რომ კოლექტივში არიან მისგან რადიკალურად განსხვავებული შეხედულებების ადამიანებიც, ჟურნალის გამოცემა კი არსებით საკითხებთან დაკავშირებით თანამოაზრეობას მსოფლმხედველობისა და მიმართულების ერთიანობას მოითხოვს. |
წყარო: „Кавказ“, 1899, № 286; ს. ლეკიშვილი, რამდენიმე დოკუმენტი ილია ჭავჭავაძის შესახებ. „საისტორიო მოამბე“, 1978, ტ. 37-38, გვ. 329; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 201, 465. |
|
|
||
1899 4 ნოემბერი | ||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 3 ნოემბერი”(„ჩვენს მკითხველებს მოეხსენებათ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პასუხი თ. გ. თუმანოვს“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1899, 4 ნოემბერი, № 236, გვ. 1; თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 295. პირთა ანოტაციები: თუმანოვი დუშეთის მაზრის მკვიდრი. |
|
|
||
1899 10 ნოემბერი | ||
|
||
სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის წევრ მიხეილ გრუზინსკისთან ერთად საპროტესტო წერილს აქვეყნებს გაზეთ „კავკაზში“. საქმე ეხება „ტიფლისკი ლისტოკში“ დაბეჭდილ ინფორმაციას თსს ბანკის ბაქოს განყოფილებიდან 50 ათასი მანეთის გაფლანგვის შესახებ. |
წყარო: „საისტორიო მოამბე“, 1978, ტ. 37–38, 1978, გვ. 329–330; „Кавказ“, 1899, № 296; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 201-204, 465-466. პირთა ანოტაციები: ბაგრატიონ-გრუზინსკი მიხეილ ალექსანდრეს ძე (1860-1935) ბაგრატ ბატონიშვილის შთამომავალი, პეტრე და გიორგი გრუზინსკების ძმა, თბილისის საგუბერნიო ბანკის ერთ-ერთი დირექტორი. |
|
|
||
1899 12 ნოემბერი | ||
|
||
ბარონი დე ბაი წარწერით უძღვნის საკუთარ წიგნს „კავკასიის ქედის ჩრდილოეთით“. |
წყარო: Au nord de la chaîne du Caucase: souvenirs d’une mission. by Joseph de Baye. Paris, 1899. პირთა ანოტაციები: ბარონ დე ბაი ამურ ოგიუსტ ლუი ჟოზეფ ბერტელო (1853-1931) ცნობილი ფრანგი არქეოლოგი, ავტორი წიგნისა „პრეისტორიული არქეოლოგია“. 1897 წელს დაინტერესდა საქართველოთი და არაერთი ნაშრომი გამოაქვეყნა ჩვენი ქვეყნის შესაახებ. |
|
|
||
1899 14 ნოემბერი |
||
|
||
ხელშეკრულებას დებს სტეფანე მიხაილოვთან, რომ იგი ილია ჭავჭავაძის დაფინანსებით ააწყობს წისქვილს. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 673. პირთა ანოტაციები: სტეფანე მიხაილოვი დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება. |
|
|
||
1899 26 ნოემბერი | ||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს სათაურით „ასის წლის წინათ“ („11-ს იანვარს 1798 წელს თელავში გარდაიცვალა...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში; |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1899, 26 ნოემბერი, № 255, გვ. 1; თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 304. |
|
|
||
1899 ნოემბერი | ||
|
||
ქუთაისის ბანკის შესახებ მისი სტატიების პასუხად ჟურნალ „აკაკის კრებულში“ სტატიის სახით იბეჭდება „აკაკის წერილი თ. ილია ჭავჭავაძესთან“ და მალევე გამოდის ცალკე წიგნად. |
წყარო: ჟურნ. „აკაკის კრებული“, 1899, № 10; აკაკის წერილი თ. ილია ჭავჭავაძესთან, ქუთაისი, 1899. პირთა ანოტაციები: წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. |
|
|
||
1899 ნოემბერი | ||
|
||
თსს ბანკი აქვეყნებს განცხადებას ვალში დარჩენილი მამულების საჯაროდ გაყიდვის შესახებ. იმ პირთა სიაში, რომელთაც აქვთ ბანკის დავალიანება, მოხსენებულია ილია ჭავჭავაძეც. მის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენს 7834 მანეთს. 467 |
წყარო: გაზ. «Кавказ», 1899, № 299. |
|
|
||
1899 2 დეკემბერი | ||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 1 დეკემბერი”(„საოცარს სანახაობას წარმოადგენს დღევანდელი ომი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ინგლისისა და ტრანსვაალის ომი. პოლიტიკური ვითარება ევროპაში“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1899, 2 დეკემბერი, № 260, გვ. 1; თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 316. |
|
|
||
1899 5 დეკემბერი | ||
მოურავ მერაბს უგზავნის წერილს და აძლევს სამეურნეო ხასიათის დარიგებებს. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი, ილია ჭავჭავაძის ფონდი 426; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 205, 466; პირთა იდენტიფიკაცია: მოურავის გვარი ვერ დადგინდა. |
|
|
||
1899 16 დეკემბერი | ||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 15 დეკემბერი”(„თავმოწონებას ინგლისისას თავზარი დაეცა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ომი ბურებთან“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1899, 16 დეკემბერი, № 271, გვ. 1; თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 321. |
|
|
||
1899 27 დეკემბერი | ||
|
||
მონაწილეობს თბილისის გუბერნატორის მიერ მოწვეულ თათბირში, რომელიც განიხილავს ახალქალაქის მაზრაში მიწისძვრისაგან დაზარალებულთა შემწეობის საკითხს. ირჩევენ დაზარალებული მოსახლეობის დამხმარე კომიტეტის წევრად. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1899, 29 დეკ., № 280, გვ. 1 |
|
|
||
1899 დეკემბერი | ||
ჟურნალ „მოამბეში“ იბეჭდება კიტა აბაშიძის წერილი „თ-დი აკაკი წერეთელი და მისი თავის მართლება“, რომელიც ეხება ქუთაისის ბანკთან დაკავშირებით ილია ჭავჭავაძესა და აკაკი წერეთელს შორის გამართულ პოლემიკას. |
წყარო: ჟურნ. „მოამბე“, 1899, № 12. პირთა ანოტაციები: აბაშიძე კიტა (იოანე) გიორგის ძე (1870-1917) ლიტერატურის კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. |
|
|
||
1899 დეკემბერი | ||
ფრანგული ჟურნალი „ლე კოკაზ ილიუსტრე“ ბეჭდავს დავით კარიჭაშვილის წერილს „ქართველი პუბლიცისტები და ილია ჭავჭავაძე“. ამავე ნომერში ქვეყნდება საფრანგეთის ყოფილი კონსულის მოგონება ილია ჭავჭავაძეზე, რომელშიც ჩართულია ილიას პორტრეტი, ბიოგრაფია და |
წყარო: „Le Caucase illustré“ 1899, № 2 ლევან ბრეგაძე, ქართველი ავტორები „Le Caucase illustré“-ს ფურცლებზე“, ჟურნ. „ცისკარი“, 1977, № 11, გვ. 143. პირთა ანოტაციები: კარიჭაშვილი დავით გიორგის ძე (1862-1927) მწერალი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ენათმეცნიერი. მრავალი სამეცნიერო წიგნის ავტორი და გამომცემელი-რედაქტორი. |
|
|
||
1884 30 ნოემბერს |
||
თბილისის ფრანგი მოსახლეობის დასახმარებლად გამართული საქველმოქმედო საღამოს შემდეგ გამართულ ნადიმზე წარმოთქმული სიტყვა. |
წყარო: გაზ. «Новое обозрение»,1899, № 5240; „მეფე დიმიტრი თავდადებული“, პოემა ილია ჭავჭავაძისა, საამხანაგო ქართული წიგნის მაღაზიის გამომცემლობა, ტფილისი, 1899. პირთა ანოტაციები: დიმიტრი თავდადებული (დემეტრე II) (1259-1289) საქართველოს მეფე 1270-1289 წლებში. თავი მოჰკვეთეს მონღოლთა ხანის - არღუნის ბრძანებით. შერაცხილია წმინდანად. |
|
|
||
1899 | ||
„სახალხო წიგნის“ სერიით იბეჭდება ილია ჭავჭავაძის პოემა „მეფე დიმიტრი თავდადებული“. |
წყარო: გაზ. „კვალი“, 1899, № 25, გვ. 402-405. პირთა ანოტაციები: გოგოლაძე კაპიტონ ალექსანდრეს ძე ჟურნალისტი, წერდა ფსევდონიმით „ჩიბუხი“. |
|
|
||
1899 |
||
|
||
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება კაპიტონ გოგოლაძის წერილი, რომელშიც გაკრიტიკებულია ქშწ-კგ საზოგადოების ბოლო კრება. |
წყარო: გაზ. „კვალი“, 1899, № 25, გვ. 402-405. პირთა ანოტაციები: გოგოლაძე კაპიტონ ალექსანდრეს ძე ჟურნალისტი, წერდა ფსევდონიმით „ჩიბუხი“. |
|
|
||
1899 | ||
მისი ხელმოწერით წიგნად გამოდის ქშწ-კგ საზოგადოების ანგარიში. |
წყარო: ანგარიში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოების მოქმედებისა 1898 წელს, წელიწადი მეოცე, ტფ., 1899. |
|
|
||
1899 | ||
გამოდის „ბუნების კარის“ მეათე გამოცემა, რომელშიც იბეჭდება მისი ლექსები, ნაწყვეტები მოთხრობებიდან და პოემებიდან. |
წყარო: „ბუნების კარი“, მე-10 გამოცემა, 1899. |
|
1899 | ||
რუსულენოვან მაგიდის კალენდარში იბეჭდება ილია ჭავჭავაძის ლექსების: „პოეტი“, „მას აქეთ, რაკი...“, „გაზაფხული“ და პოემა „აჩრდილის“ ნაწყვეტის („არაგვს“) ივან თხორჟევსკისეული თარგმანები. |
წყარო: Настольный календарь. 1899 г. პირთა ანოტაციები: თხორჟევსკი ივანე ფელიქსის ძე (1843-1910) რუსი პოეტი და ჟურნალისტი, ცნობილი მთარგმნელი. გამოსცემდა ჟურნალებს «Гусли» და «Аргонавт». სიცოცხლის დიდი ნაწილი გაატარა თბილისში. |
|
1899 | ||
|
||
ნოე ჟორდანია გაზეთ „კვალში” ბეჭდავს წერილს „ადგილობრივი პრესსა წარსულ წელს“, რომელიც, ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგაა მიმართული. |
წყარო: გაზ. „კვალი“, 1899, № 3, გვ. 33-36, № 4, გვ. 49-52. პირთა ანოტაციები: ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953) სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში |
|
|
||
1899-დან | ||
უბის წიგნაკში რუსულად იწერს წიგნების ჩამონათვალს და მათ ფასებს. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 5, ავტოგრაფი № 60, ფ. 7-8, № 60, ფ. 9, 10 (წიგნაკის უკანა მხრიდან). დათარიღება: ფაქტს ვათარიღებთ წიგნების გამოცემის წლებიდან ყველაზე გვიანდელის საფუძველზე. |
|
1899-დან | ||
უბის წიგნაკში იწერს წყალში გამძლე წებოს და დაძველებული ტყავის გასაახლედან ბელი ნარევის მომზადების წესებს. იქვე ინიშნავს, როგორ გამოვაცოცხლოთ დამჭკნარი ხილი და მწვანილი. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 5, ავტოგრაფი № 60, ფ. 9 (წიგნაკის უკანა მხრიდან). დათარიღება: ფაქტს ვათარიღებთ წინა ჩანაწერის დროის საფუძველზე. |
|
|
||
1899-დან |
||
უბის წიგნაკში იწერს რევმატიზმის წამლის მომზადების წესს. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 5, ავტოგრაფი № 60, ფ. 10, 11 (წიგნაკის უკანა მხრიდან). დათარიღება: ფაქტს ვათარიღებთ წინა ჩანაწერის დროის საფუძველზე. |
|
|