ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 97-99. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. გაზ. «Кавказ», № 32; გაზ. «Обзор», № 40, 41, 56. გაზ. “დროება“, 1881, 11 თებერვალი, № 31, გვ. 2. გაზ. “დროება“, 1883, 8 თებერვალი, № 28, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
15, 2007, გვ. 415. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 702-703. დროება, 1883, 10 თებ. № 29, გვ. 2. პირთა ანოტაციები: სარაჯიშვილი დავით ზაქარიას ძე (1848-1911) მეწარმე და მეცენატი, ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი. განათლება მიიღო
პეტერბურგის, მიუნხენისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. 1885 წელს თბილისში ააგო
კონიაკის დასაძველებელი საწყობი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 503. პირთა ანოტაციები: ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890) მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი №
352; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 367-369; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 207-209, 372. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. აფხაზი-მაყაშვილისა მარიამ (მაკო) ნიკოლოზის ასული (გარდ. 1894) ილია ჭავჭავაძის დისწული, დიმიტრი სოლომონის ძე მაყაშვილის მეუღლე. გაზ. „დროება“, 1884, № 29, გვ. 1-3. გაზ. „ივერია“, 1887, 9 თებერვალი, № 30, გვ. 1-2. დათარიღება: დროზე მითითებულია 9 თებერვალს რუბრიკით „ქართული თეატრი“ გამოქვეყნებულ
რეცენზიაში. პირთა ანოტაციები: წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 632-633; გაზ. „ივერია“, 1887, 8 თებერვალი, № 29, გვ. 1
(ცენზურის ნებართვა 1887, 7/II); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ.
341 საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 480, № 1988. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 303, ფ. 1; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 132; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ.
145-146, 436-437. პირთა ანოტაციები: გაბრიელ ეპისკოპოსი, ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე (1825-1896)
იმერეთის ეპისკოპოსი 1860-96 წლებში, თეოლოგი, პედაგოგი, ფსიქოლოგი, საზოგადო
მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე. გაზ. „ივერია“, 1896, 8 თებერვალი, № 29, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
13, 2007, გვ. 207. გაზ. „ივერია“, 1898, 8 თებერვალი, № 29, გვ. 1 (ცენზურის ნებართვა 1898, 7/
II); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, 1991, გვ. 576. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1902, № 1720. პირთა ანოტაციები: ჯორჯაძე არჩილ კონსტანტინეს ძე (1872-1913) პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, სწავლობდა პეტერბგის, ვარშავის,
პარიზისა და ლონდონის უნივერსიტეტებში, რედაქტორობდა საფრანგეთში გამომავალ გაზ.
„საქართველოს“, საქართველოს ავტონომიის მომხრე სოციალფედერალისტი. წერდა
ფსევდონიმით „საბუელი“.
1873
8 თებერვალი
დუშეთიდან ბაქოში წერილს უგზავნის მეუღლეს და ატყობინებს, რომ გადაწყვიტა
დუშეთის მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობისთვის თავის დანებება.
წყარო:
1878
8 თებერვალი
გაზეთებში მისი ხელმოწერით ქვეყნდება თსს ბანკის ბალანსი 1878 წლის 1
იანვრისათვის.
წყარო:
1881
8 თებერვალი
ესწრება კომედიას „ჟოზეფ, პარიზელი კინტო“
წყარო:
1883
8 თებერვალი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას
„სამღვდელობაზედ“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
8 თებერვალი
დავით სარაჯიშვილის სახლში, ქართული მწერლობის მოყვარულთა წინაშე, კითხულობს
პოემა „განდეგილს“, რომელიც მსმენელებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.
წყარო:
1884
8 თებერვალი
იღებს დავით ერისთავის წერილს, რომელშიც ურჩევს ბანკის მიერ აბანოს უბნის
დაგირავებას, რათა ისიც სომეხმა ვაჭრებმა არ ჩაიგდონ ხელში.
წყარო:
8 თებერვალი
პეტერბურგიდან წერილს უგზავნის მეუღლეს. კმაყოფილებას გამოთქვამს დისწულის,
მაკო აფხაზის გათხოვების გამო. სწერს, რომ რეგულარულად ესწრებოდა ყრილობის
სხდომებს და ძალიან დაკავებული იყო. _ 1884
წყარო:
8 თებერვალი
გაზეთ „დროებში“ იბეჭდება დასაწყისი რეცენზიისა ჟურნალ „ივერიის“ 1883 წლის
მეთერთმეტე და მეთორმეტე ნომრებში გამოქვეყნებულ მასალებზე, მათ შორის ილია
ჭავჭავაძის „შინაურ მიმოხილვაზე“.
წყარო:
1887 8 თებერვალი
ესწრება აკაკი წერეთლის პიესა „თამარ ცბიერის“ წარმოდგენას ქართულ თეატრში.
წყარო:
8 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 7 თებერვალი“ („ჩვენს განათლებულს საზოგადოებაში
ხშირად ისმის...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „რა
მიზეზია, რომ კრიტიკა არა გვაქვს“
წყარო:
1889
8 თებერვალი
კავკასიის საცენზურო კომიტეტი გასცემს ქშწ-კგ საზოგადოების მიერ ილია
ჭავჭავაძის თხზულებათა პირველი ტომის გამოცემის ნებართვას.
წყარო:
1891
8 თებერვალი
გაბრიელ ეპისკოპოსს წერილობით ატყობინებს ქშწ-კგ საზოგადოების საერთო კრების
დადგენილებას, მწიგნობრობის გავრცელების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მისი
საპატიო წევრად არჩევის შესახებ.
წყარო:
1896
8 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 8 თებერვალი“ („გაზეთებმა მოგვიტანეს ამბავი რომა...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქართული სამონასტრო მამულების
ბერძენი ბერების სამსახურში“.
წყარო:
1898
8 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 7 თებერვალი“ („ყველაზე დიდი ნაკლი ჩვენის ქართულის
ლიტერატურისა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „კრიტიკა
სანათურია ლიტერატურისა“.
წყარო:
1902
8 თებერვალი
გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება დასაწყისი არჩილ ჯორჯაძის სტატიისა „ძველი
წესის“ სულთ-ბრძოლა“, რომელშიც საუბრობს ილია ჭავჭავაძის მიერ „ახალ-მოსულის“
ფსევდონიმით გამოქვეყნებული წერილების „გესლიან დაცინვასა და ულმობელ
ოხუნჯობაზე“.
წყარო: