
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ავტოგრაფი № 229; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 25-26.
დათარიღება: დრო მითითებულია 6 თებერვლის წერილში. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ავტოგრაფი № 108; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 57,
677. პირთა ანოტაციები: მური ტომას (1779-1852) ინგლისელი პოეტი, ცნობილი ლექსის – „მწუხრის ზარები“ ავტორი. გამოაქვეყნა ლორდ
ბაირონის წერილები და დღიურები. ავტოგრაფი, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, № 197, გვ. 1-2; გაზ.
„დროება“, 1875, № 16, გვ. 1-3. გაზ. “დროება“, 1883, 5 თებერვალი, № 25, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
15, 2007, გვ. 412. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 702. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 208. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, II, გვ. 268; გაზ. „ივერია“, 1886, № 28, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 346. გაზ. „ივერია“, 1887, 5 თებერვალი, № 26, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
9, თბილისი, 2006, გვ. 91. გაზ. „ივერია“, 1889, 5 თებერვალი, № 27, გვ. 1-2 (ცენზურის ნებართვა 1889, 3/
II); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 459. პირთა ანოტაციები: სუნდუკიანცი გაბრიელ მკრტიჩის ძე (1825-1912) სომეხი მწერალი, დრამატურგი, კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. დაიბადა
და ცხოვრობდა თბილისში, საკუთარ პიესებს თავად თარგმნიდა ქართულად. გაზ. „ივერია“, 1892, № 27, გვ. 1. ამონაწერები ზაქარია ყიფშიძის კერძო წერილებიდან, ლიტერატურის მატიანე,1940, წ.
1-2, გვ. 185-190 პირთა ანოტაციები: ნადირაძე ანდრია გრიგოლის ძე ვეტექიმი, ილია ჭავჭავაძის დროს სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, წერდა
მოთხრობებს. ყიფშიძე ზაქარია (შაქრო) თევდორეს ძე (1873-1938) გენერალი, გრიგოლ, ალექსანდრე და ილია ყიფშიძეების ძმა. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 455, გვ. 1. პირთა იდენტიფიკაცია: წერილში რატილი მოხსენიებულია „იოსებ ივანეს ძედ“. პირთა ანოტაციები: რატილი (ნავრატილი) იოსებ (1840-1912) ჩეხი მომღერალი, 1880 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ტენორი.
1885 წელს სათავეში ჩაუდგა ლადო აღნიაშვილის გუნდს, 1890 შეადგინა ცალკე გუნდი. გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 5953; ვ. ჟვანია, ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და
შემოქმედების ამსახველი იურიდიული ხასიათის წერილები და დოკუმენტები. „საისტორიო
მოამბე“, 1971, № 25-26, გვ. 336; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ.
177, 456-457. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) ოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო
ბანკის დირექტორი. ბაგრატიონ-დავითიშვილი-მაჩაბლისა ანასტასია ალექსანდრეს ასული (1869-1917) ივანე მაჩაბლის მეუღლე. ვახვახიშვილი აღათო (თორნიკე) გარსევანის ძე (1837-1909) სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი. 1892 წელს დაანება თავი სამსახურს. თელავის
მაზრაში ჰქონდა დიდი ვენახები. გაზ. „ივერია“, 1898, 5 თებერვალი, № 26, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
14, 2007, გვ. 49. გაზ. „ივერია“, 1903, 6 თებერვალი, № 30, გვ. 1. დათარიღება: 6 თებერვლის გაზეთში ნათქვამია, რომ ეს წინა დღეს მოხდა.
1863
5 თებერვალი
ხვდება ოლღა გურამიშვილს და ეუბნება, რომ რამდენიმე დღით კახეთში აპირებს
წასვლას.
წყარო:
1872
5 თებერვალი
თარგმნის თომას მურის ლექსს „ირლანდიისადმი“.
წყარო:
1875
5 თებერვალი
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება 3 თებერვალს ბანკის დამფუძნებელთა კრებაზე მის მიერ
წარმოთქმული სიტყვა და ბანკის საქმიანობის ანგარიში.
წყარო:
1883
5 თებერვალი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ერთი
სახსართაგანი ჩვენში მეურნეობის წარმატებისთვის“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის
სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში
წყარო:
1884
5 თებერვალი
მუშაობას ამთავრებს საადგილმამულო ბანკების წარმომადგენელთა მეხუთე ყრილობა.
წყარო:
1886
5 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
4 თებერვალს“ („გუშინ ჩვენს გაზეთში გამოცხადებული...“). თხზულებათა კრებულებში
იბეჭდება სათაურით „ქართველი სტუდენტობა რუსეთში“.
წყარო:
1887
5 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 4 თებერვალი“ („ის გაჭირებული მდგომარეობა, რომელმაც ამ რამდენისამე
ხნის წინად...“) მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „დაძაბული
პოლიტიკური ვითარება ევროპაში“.
წყარო:
1889
5 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 4 თებერვალი“ („ერთი არასასიამოვნო თვისება დაეკვება აქაურს სომხის
ლიტერატურას...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „გაბრიელ
სუნდუკიანცის „პეპო“ და სომხის ლიტერატორები“.
წყარო:
1892
5 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ ქვეყნდება ცნობა „კაცია – ადამიანის?!“ რუსულად თარგმნისა და
დასაბეჭდად გადაცემის შესახებ.
წყარო:
1894
5 თებერვალი
საღოლაშენის მკვიდრი ანდრია ნადირაძე ზაქარია ყიფშიძეს მოსკოვში უგზავნის
წერილს და აღწერს ილია ჭავჭავაძის ქართლში მოგზაურობას.
წყარო:
1895
5 თებერვალი
ქშწკ-გ საზოგადოების სახელით თხოვნით მიმართავს იოსებ რატილს, რომ მონაწილეობა
მიიღოს 20 თებერვლის საქველმოქმედო კონცერტში თავის გუნდთან ერთად.
წყარო:
1897
5 თებერვალი
თორნიკე ვახვახიშვილთან ერთად თსს ბანკის სახელით ივანე მაჩაბლის მეუღლეს -
ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილ-მაჩაბლისას უგზავნის უწყებას ბანკის სესხის
სასწრაფოდ დაფარვის აუცილებლობის შესახებ.
წყარო:
1898
5 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 4 თებერვალი“ („ამას წინად ტფილისის საბჭოში...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პოლიტეხნიკუმის დაარსების გამო“.
წყარო:
1903
5 თებერვალი
კავკასიის სტუდენტთა დამხმარე საზოგადოება გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ აქვეყნებს
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უარს ამბობს ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და
ქვათა ღაღადი“ რუსული თარგმანის გაყიდვით შემოსული თანხიდან შემოწირულობის
მიღებაზე. ასევე აცხადებს, რომ წიგნის გამომცემელს უფლება არ ჰქონდა კავკასიის
სტუდენტთა დამხმარე საზოგადოებასთან შეუთანხმებლად წიგნზე მიეწერა, რომ ყოველი
გაყიდული ეგზემპლარიდან 5 კაპიკს გადასცემდა ამ ორგანიზაციას.
წყარო: