The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


2.02

1863    
    
 2 თებერვალი   
    
მოკლე ბარათს უგზავნის ოლღა გურამიშვილს. სწერს, რომ საშინლად დაღლილია, ჟურნალი უკვე იბეჭდება და როცა გამოვა, მისგან მკაცრ კრიტიკას ელის.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 227; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 95; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 407; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 22-23, 325.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
1878    
    
2 თებერვალი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს რუბრიკაში „საპოლიტიკო მიმოხილვა“ („მორიგების პირობათა შესახებ. აი, რა პირობები დაუდვია...“) და ამერიკელი მწერლის ჯორჯ ლეთროპის ნოველის „გარიყული“ თარგმანის ბოლო, მესამე ნაწილს, სათაურით „უბინაო კაცი ნუიორკში“, ავტორისა და მთარგმნელის მიუთითებლად.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 532-537, 215; გაზ. „ივერია“, 1878, № 5, გვ. 6-8, 13-16. George Parsons Lathrop, “Left Out”, The Atlantic Monthly, January 1877, Volume 39, Issue 231.

ატრიბუცია:

მ. ნინიძე, „ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ნოველის უცნობი ავტორი – ჯორჯ ლეთროპი“, „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 106-127.

პირთა ანოტაციები:

ლეთროპი ჯორჯ პარსონს (1851-1898)

ამერიკელი პოეტი და ნოველისტი, ჟურნალების „ატლანტიკ მანთლისა“ და „ბოსტონის კურიერის“ რედაქტორი.

    
1880    
    
2 თებერვალი   
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს რუბრიკით „თეატრის მატიანე“ („არ ვიცი, ღვთის წინაშე...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 2 თებერვალი, № 26, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 70.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 625-629, 632-633, 639.

    
1886    
    
2 თებერვალი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 1 თებერვალს“ („როგორც ეტყობა, ბისმარკი აღარა...“). თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ბისმარკი და რომის პაპი“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, № 26, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 338.

პირთა ანოტაციები:

ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898)

გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი.

    
2 თებერვალი   
    
 გაზეთისთვის იძენს ქაღალდს.  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული არქივი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 693.

    
1888    
    
2 თებერვალი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 1 თებერვალი“ („ახალმა წელიწადმა დიდი სამშვიდობო იმედი მოგვცა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საიდუმლო შეთანხმების გამომზეურება“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 2 თებერვალი, № 24 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 70.

    
1890    
    
2 თებერვალი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 1 თებერვალი“ („დღე ყოველ გვესმის...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ყრუ-მუნჯთა სასწავლებელი ლონდონში“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1890, 2 თებერვალი, № 26, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 487.

    
1893    
    
2 თებერვალი    
    
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „თქვენი თანამშრომელი“ აქვეყნებს წერილს „ჩვენი აზრი სწავლა-აღზრდის სისტემის შესახებ“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 2 თებერვალი, № 24, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 156.

    
1897    
    
2 თებერვალი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 1 თებერვალი “ („გუშინწინ „ნოვოე ობოზრენიე“-ში დაბეჭდილი იყო...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „თავადაზნაურთა კრებების უფლება-მოვალეობა“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 2 თებერვალი, № 15, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 245.

    
2 თებერვალი   
    
 გაზეთ „კავკაზში“ იბეჭდება მისი ლექსის „ჩემო კალამო, ჩემო კარგო...“ ვლადიმერ ლებედევისეული თარგმანი.  წყარო:

„Перо мое, не льстим мы людям...“, გაზ. «Кавказ», 1897, № 31.

პირთა ანოტაციები:

ლებედევი ვლადიმერ პეტრეს ძე (დაბ. 1869)

რუსი პოეტი, ლექსების გამოქვეყნება დაიწყო 1880 წლიდან.

    
1906    
    
2 თებერვალი   
    
საპასუხო წერილს უგზავნის მოურავ მოსე მემარნიშვილს. პრისტავს უთვლის, რომ დამტაცებლებს ზარალის მხოლოდ ნახევარი აანაზღაურებინოს და ისიც ქვრივ-ობლებს დაურიგოს. ამასთანავე, სთხოვს ანგარიშის ჩაბარებას, ვის რას მისცემს.  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17594; გაზ. „დროება“, 1909, № 32, ილია წინამძღვრიშვილის პუბლიკაცია; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 163; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 245, 494.

პირთა ანოტაციები:

მემარნიშვილი მოსე ოტოს ძე

ილია ჭავჭავაძის მოურავი საგურამოში, მოკლეს 1907 წლის 7 ივნისს.