The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


8.12
<b>8.12</b>
1852    
    
1852 8 დეკემბერი   
    
გარდაეცვალა მამა – გრიგოლ პაატას ძე ჭავჭავაძე.  წყარო:

იური ჩიქოვანი, ქართული წარჩინებული გვარები, თავადი ჭავჭავაძეები, არტანუჯი, თბ., 2002, გვ. 65.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე გრიგოლ პაატას ძე (1811-1852)

ილია ჭავჭავაძის მამა. 17 წლისამ დაიწყო სამხედრო სამსახური ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომში, თავი გამოიჩინა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის აღებაში, იბრძოდა ტაო-კლარჯეთში. 1845 წ. დაინიშნა კახეთის ათასკაციანი მილიციის უფროსად და იგერიებდა ლეკთა შემოტევებს.

    
1863    
    
8 დეკემბერი   
    
გაზეთ „კავკაზში“ ფსევდონიმით „В. Г.-зон“ იბეჭდება მისი ლექსი „მუშას“ ივან ვოსტორგოვისეული თარგმანი.   წყარო:

გაზ. «Кавказ», 1863, № 96; ილია ჭავჭავაძის პერსონალური ენციკლოპედია, თბ., 2010, გვ. 266.

პირთა ანოტაციები:

ვოსტორგოვი ივან ივანეს ძე (1864- 1918)

 რუსი არქიმანდრიტი, საეკლესიო მწერალი, მისიონერი. ასწავლიდა საღმრთო სჯულს თბილისის გიმნაზიებში. 1900 წლიდან სამრევლო სკოლების ზედამხედველი.

    
1872   
    
8 დეკემბერი   
     
ბრუნდება თბილისიდან დუშეთში  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 37, 379-380.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია 9 დეკემბრის წერილში.

    
1877    
    
8 დეკემბერი    
    
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ („საფრანგეთი. მაკ-მაჰონს ძალიან გაუჭირდა...“).  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 509-514; გაზ. „ივერია“, 1877, № 41, გვ. 3-7; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 149.

    
1880    
    
8 დეკემბერი    
    
კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსი შუამდგომლობს საცენზურო კომიტეტთან, რომ 1881 წლიდან ილია ჭავჭავაძესა და სერგეი მესხს მისცენ ჟურნალ „ივერიის“ ყოველთვიურად გამოცემის ნებართვა  წყარო:

საისტორიო მოამბე, ტ. 3, 1947, გვ. 198-199.

    
1882    
    
8 დეკემბერი    
    
წერილს იღებს გრიგოლ დადიანისგან. ადრესანტი უზიარებს თავის აზრს იმის შესახებ, რომ არ მოსწონს გაზეთი „შრომა“, რადგან ძალიან არქაულ სტილში წერენ.  წყარო:

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, 16.547.222.

პირთა ანოტაციები:

დადიანი გრიგოლ ლევანის ძე (1814-1901)

სამეგრელოს მთავრის - ლევან V-ის ვაჟი, პოეტი, ჟურნალისტი, სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი. წერდა ფსევდონიმით „კოლხიდელი“.

    
1885    
    
8 დეკემბერი   
    
ჟურნალ „თეატრის“ რუბრიკაში „ჩვენ ლიტერატურაზე“ რაჟდენ ჩიკვაიძე „ალისუბნელის“ ფსევდონიმით წერს „ივერიის“ მიმართ მკითხველის უმადურობაზე. მისი აზრით ჟურნალის ხარისხს ავტორთა მოტივაცია განაპირობებს. ამიტომ ხელახლა წამოჭრის საკითხს ლიტერატურული ფონდის დაარსებასთან დაკავშირებით.  წყარო:

ჟურნ. „თეატრი“, 1885, № 16, გვ. 155-156.

პირთა ანოტაციები:

ჩიკვაიძე რაჟდენ ნიკოლოზის ძე (1863-1940)

პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. წერდა ფსევდონიმით „რ. ალისუბნელი”.

    
1886    
    
8 დეკემბერი    
    
გაზეთ „კავკაზში“ მისი ხელმოწერით იბეჭდება გაზეთ „ივერიის“ ხელმოწერის პირობები 1887 წლისათვის.  წყარო:

გაზ. «Кавказ», 1886, № 326.

    
1901 8-10 დეკემბერი   
    
მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საგანგებო კრებაში, რომელიც განიხილავს კახეთში არყის აქციზის შემოღების, თბილისში კადეტთა კორპუსის გახსნის, თავადაზნაურთა შვილების განათლებისა და სხვა საკითხე  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1901, № 266-269; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1901, № 1666-1668.