The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


5.12

1872    
    
5 დეკემბერი    
    
თავადაზნაურობის საგანგებო კრება იხილავს ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით შედგენილ თსს ბანკის წესდების ახალ პროექტს და ერთხმად იწონებს მას.  წყარო:

სერგეი მესხი, ჩვენი ბანკების საქმე, გაზ. „დროება“, 1872, 8 დეკემბერი, № 48, გვ. 1-2.

    
1889    
    
5 დეკემბერი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 4 დეკემბერი“ („აი რა მოუწერია აღმოსავლეთის ენების ფაკულტეტს...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პასუხი კავკასიის საგეოგრაფიო საზოგადოებას პეტერბურგიდან “.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1889, 5 დეკემბერი, № 259, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 403.

    
1891-დან    
    
5 დეკემბერი    
    
ბარათს უგზავნის ნიკო ხიზანიშვილს და სთხოვს მასთან მისვლას.  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 607; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 94; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 146, 438.

პირთა ანოტაციები:

ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906)

 იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან.

    
1895    
    
5 დეკემბერი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 5 დეკემბერი“ („ყოველ მხრიდამ სწორედ შესაძრწუნებელი ამბები მოდის...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „წყალდიდობა საქართველოში“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1895, 5/XII ,№ 263, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 141.

    
1899    
    
5 დეკემბერი    
    
მოურავ მერაბს უგზავნის წერილს და აძლევს სამეურნეო ხასიათის დარიგებებს.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი, ილია ჭავჭავაძის ფონდი 426; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 205, 466;

პირთა იდენტიფიკაცია:

მოურავის გვარი ვერ დადგინდა

    
1901   .
    
5 დეკემბერი    
    
ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამოდის გაზეთ „ივერიის“ უკანასკნელი ნომერი. სულ, 1886 წლიდან ამ დღემდე გამოვიდა გაზეთის 3151 ნომერი. 6 დეკემბრიდან ილია ჭავჭავაძე კვლავ რჩება ამ გაზეთის გამომცემლად, მაგრამ დროებითი რედაქტორი ხდება ალექსანდრე სარაჯიშვილი.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1901, № 263.

პირთა ანოტაციები:

სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914)

მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი.

    
1904    
    
 5 დეკემბერი   
    
გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „ქართული სიბრძნე“ იბეჭდება ფრაზა ილია ჭავჭავაძის პოემიდან „ქართვლის დედა“: „თავისუფლების შოვნაი / სჯობს საშოვნელსა ყველასა“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1904, № 279, გვ. 2.