The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


2.12
2.12

1875    
     
2 დეკემბერი    
     
ესწრება გაზეთ „დროების“ რედაქციაში გამართულ კრებას, რომლის მიზანია გაზეთისათვის მატერიალური სახსრების გამოძებნა. სთავაზობს, გამართონ სტამბა და მისი შემოსავლით უფასოდ ბეჭდონ გაზეთი. ამისათვის საკუთარ თავზე იღებს 7000 მანეთის შეგროვებას. გარდა ამისა, ჰპირდება, რომ კვირაში ერთ სტატიას დაწერს „დროებისთვის“.   წყარო:

სერგეი მესხი, „წერილები“, 1950. გვ. 203-204.

     
1884    
     
2 დეკემბერი    
     
გაზეთ „დროების“ მიმოხილვაში ქვეყნდება ილია ჭავჭავაძის მიერ „დროების“ რედაქციაში 30 ნოემბერს, საფრანგეთის კონსულის მ. მეიერის საპატივცემულოდ გამართულ ნადიმზე წარმოთქმული სიტყვა („დღეს ჩვენმა პატარა ლიტერატურამ...). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში გამოქვეყნდა სათაურით „სიტყვა წარმოთქმული თბილისელ ფრანგთა საზოგადოებისთვის გამართულ საღამოზე“.   წყარო:

გაზ. “დროება“, 1884, 2 დეკემბერი, № 260, გვ. 2; ლ. ბრეგაძე, თბილისური, ფრანგული და გერმანული პრესა ილია ჭავჭავაძის შესახებ, ჟურნ. „ახალგაზრდა ჟურნალისტი“, 1975, № 12, გვ. 68; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 707-708.

პირთა იდენტიფიკაცია:

საფრანგეთის კონსულად ზოგიერთ წყაროში მოიხსენიება არა მ. მეიერი, არამედ - კარრა დე ვო.

პირთა ანოტაციები:

მეიერი მ.

საფრანგეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი რუსეთის იმპერიაში 1884-1886 წლებში.

     
1886    
     
2 დეკემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 1 დეკემბერი“ („გერმანიის რაიხსტაგში, როგორც მოგეხსენებათ, მთავრობამ შეიტანა წინადადება...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ჯარის გაძლიერების საკითხი რაიხსტაგში“. ამავე ნომერში „სფირიდონ ჩიტორელიძის“ ხელმოწერით, სათაურით „წერილები გადაღმითგან“ და ქვეშ მინაწერით „წერილი მეორე“ („ჩემო თადეოზ, მუსიკოსები და მხატვრები...“) აქვეყნებს ფელეტონს.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 2 დეკემბერი, № 261, გვ. 1, 1-3; (ცენზურის ნებართვა 1886, 1/XII). ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, 1991, გვ. 300; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 504- 518;

ატრიბუცია:

იხ. ლ. ჭრელაშვილი, „ილია ჭავჭავაძის თხზულებთა ატრიბუციისა და გამოცემის საკითხები“, ჟურნ. „მაცნე“, 1981, № 2; მისივე, „ჟურნ. „საქართველოს მოამბეში“ და გაზეთ „ივერიაში“ სფირიდონ ჩიტორელიძის ფსევდონიმით გამოქვეყნებული ნაწერების ატრიბუციის საკითხები, კრებ. „ქართული ჟურნალისტიკა“, 1981 წ.

     
1890    
     
2 დეკემბერი    
     
 ქართული დრამატული დასის მსახიობები: ელისაბედ ჩერქეზიშვილი, მიხეილ დიდებულიძე, დავით გამყრელიძე და სხვები, ალექსანდრე ნებიერიძის რეჟისორობით წარმოადგენენ აქვსენტი ცაგარელის მიერ ილია ჭავჭავაძის „კაცია – ადამიანიდან?!“ გადაკეთებულ პიესას „მკითხავი“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1890, 2 დეკ. № 257. გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

ჩერქეზიშვილი ელისაბედ ალექსანდრეს ასული (1863-1948) მსახიობი, სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა რუსთაველის და მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრებში.

დიდებულიძე მიხეილ

ქართული დრამატული დასის მსახიობი. გამყრელიძე დავით მერაბის ძე (1863-1928). მსახიობი, დრამატურგი. გამოდიოდა „აწყურელის“ ფსევდონიმით. მუშაუბდა თბილისის, ქუთაისის, თელავის, ბაქოს თეატრებში.

ნებიერიძე ალექსანდრე (ალექსი) ექვთიმეს ძე

მსახიობი, ანტრეპრენიორი, ჟურნალისტი, გაზ. „თეატრის“ რედაქტორ-გამომცემელი 1887-1891 წლებში.

ცაგარელი ავქსენტი ანტონის ძე (1857-1902)

პოეტი და პუბლიცისტი, 1879 წელს თბილისში შექმნილი მუდმივი ქართული თეატრის მსახიობი და დრამატურგი, მსახიობ ნატო გაბუნიას მეუღლე.

     
1894    
     
2 დეკემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 2 დეკემბერი“ („ჩვენ ამას წინად დავიწყეთ საუბარი იმაზედ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ინგლისის პოლიტიკის ახალი მიმართულება“   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1894, 2 დეკემბერი, № 255, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 65.

     
1899    
     
2 დეკემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 1 დეკემბერი“(„საოცარს სანახაობას წარმოადგენს დღევანდელი ომი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ინგლისისა და ტრანსვაალის ომი. პოლიტიკური ვითარება ევროპაში“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1899, 2 დეკემბერი, № 260, გვ. 1; თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 316.

     
1903    
     
2 დეკემბერი    
     
პოეტი და ჟურნალისტი ვასილი ველიჩკო წარწერით უძღვნის საკუთარ წიგნს „არაბესკები“. მასში შესულია ილია ჭავჭავაძის ლექსების: „უსულდგმულო ცხოვრება“, „იანიჩარი“, „წუხილი“, „გუთნისდედა“ ველიჩკოსეული თარგმანები და ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი მისივე ლექსი.   წყარო:

Арабески, новыя стихотворения, с портретом автора В. Л. Величко, СанктПетербург, 1903.

პირთა ანოტაციები:

ველიჩკო ვასილ ლვოვის ძე (1860-1903)

პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. რედაქტორი გაზეთებისა „კავკაზ“ (1897-დან), „რუსსკი ვესტნიკ“ (1901-დან).