
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 401-424; გაზ. „ივერია“, 1886, 9 ივლისი, № 147, გვ. 1. ი.
ჭავჭავაძე, თსკ (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ.IV, 1955. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
8, 2007, გვ. 185. პირთა ანოტაციები: ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის,
თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების
ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი, ილია ჭავჭავაძის
ფონდი 427; მგალობლიშვილი ს., მოგონებები, 1938, გვ. 133-145; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ
ტომად, X, 1961, გვ. 121-124; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ.
122-126, 423- 424; პირთა ანოტაციები: მგალობლიშვილი სოფრომ ზაქარიას ძე (1851-1925) ხალხოსანი მწერალი, მემუარისტი, პუბლიცისტი, გაზ. „თემის“ რედაქტორი. გაზ. „ივერია“, 1887, 9 ივლისი, № 139, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
9, თბ., 2006, გვ. 455. პირთა ანოტაციები: გლადსტონი უილიამ (1809-1898) ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე, სხვადასხვა დროს ვაჭრობის, კოლონიების, ფინანსთა
მინისტრი და პრემიერმინისტრი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 811-832; გაზ. „ივერია“, 1888, 9 ივლისი, № 143 , გვ. 1-2;
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, თბ., 2007, გვ. 216. პირთა ანოტაციები: ვერჯერიო პიეტრო პაოლო (უფროსი) (1370-1444/1445) იტალიელი ჰუმანისტი, აღზრდა-განათლების შესახებ ერთ-ერთი პირველი ფუნდამენტური
ნაშრომის ავტორი. ვერჟერიო პიეტრო პაოლო (1370-1444/1445) იტალიელი ჰუმანისტი, განათლების შესახებ ტრაქტატის ავტორი. კატეგორიულად
უარყოფდა ძალდატანებასა და დასჯას. რეჯიო (რეჯო) რაფაელ (1440-1520) ვენეციელი ჰუმანისტი, სწავლული და გამომცემელი. გამოსცა კვინტილიანეს და
ოვიდიუსის თხზულებები. „ტფილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის წევრთა საგანგებო კრება“, გაზ. „ივერია“,
1893, 24 თებერვალი, № 40, გვ. 2. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, უბის წიგნაკი № 5, ავტოგრაფი № 60, ფ. 2. გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 537; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.),
სოხუმი, 1949, გვ. 108-109; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 68-69; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 164-165, 446. პირთა იდენტიფიკაცია: ყიფიანის სახელი უცნობია. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა,
ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925) ილია ჭავჭავაძის უმცროსი და. გაზ. „კვალი“, 1894, № 29; кавказский календарь на 1895, тифлис, 1894,
отдел 4, 62, 63. პირთა ანოტაციები: ხუნდაძე სილოვან თომას ძე (1860-1928) მწერალი, ფილოლოგი, პუბლიცისტი, პედაგოგი. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში,
მასწავლებლობდა სენაკსა და ქუთაისში, იყო გიმნაზიის დირექტორი, იბეჭდებოდა ქართულ
ჟურნალ-გაზეთებში: „დროება“, „კვალი“, „ცნობის ფურცელი“ და სხვ. გაზ. კვალი 1895, № 29, გვ. 12-15. პირთა ანოტაციები: ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953) სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“
რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921
წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში. გაზ. „ივერია“, 1903, 9 ივლისი, № 148, გვ. 1; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის
უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 570. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 729. გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17589-ხ; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.),
სოხუმი, 1949, გვ. 131; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 237-238,
488. პირთა ანოტაციები: ჯაფარიძე ნოშრევან ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი 1904 წელს. ღონიაშვილი ლაზარე ილია ჭავჭავაძის მსახური ბიჭი
1886
9 ივლისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად განაგრძობს პოლემიკური წერილის
ბეჭდვას თარიღით „ტფილისი, 8 ივლისი“ („წინა წერილში მოვიხსენიეთ, რომ 1884
წ. ბ-ნმა დიმიტრი ყიფიანმა წარუდგინა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში
იბეჭდება სათაურით „კამათი კვლავ დიმიტრი ყიფიანთან ბანკის საკითხებზე“.
წყარო:
1887
9 ივლისი
საპასუხო წერილს უგზავნის სოფრომ მგალობლიშვილს. უხსნის, რომ მისმა
პუბლიკაციამ, მართალია უნებურად, მაგრამ შეურაცხყოფა მიაყენა ღირსეულ
ადამიანს, რაც ყოვლად მიუღებელი იყო და რეაგირებას საჭიროებდა.
წყარო:
9 ივლისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
8 ივლისი“ („მარკიზმა სალუსბერიმ თუმცა თავისი გაიყვანა...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პოლიტიკური ამინდის შეცვლა
გლადსტონის სასარგებლოდ“.
წყარო:
1888
9 ივლისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი
ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 8 ივლისი“ („ვიტტორინომ, ვერჟერიომ და რეჯიომ...“).
მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პედაგოგიის საფუძვლები“.
წყარო:
1891
9 ივლისი
პეტერბურგიდან კიდევ ერთ წერილს უგზავნის თსს ბანკის გამგეობას და
ატყობინებს რომ კონვერსიასთან დაკავშირებით მინისტრის ნებართვის მისაღებად
საჭიროა ბანკის წევრთა საერთო კრების თანხმობა.
წყარო:
9-10 ივლისი
პეტერბურგშია. უბის წიგნაკში იწერს, რომ წერილი და კრებული გააგზავნა
ბანკის გამგეობაში და შესთავაზა საგანგებო კრების მოწვევა.
წყარო:
1892-1893
9 ივლისი
საპასუხო წერილს უგზავნის დას, ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილისას და
ატყობინებს, რომ მის სახლში ყიფიანის ავეჯი და ნივთები ალაგია, თუმცა
ზოგიერთი ოთახის მოწესრიგება მაინც მოხერხდა.
წყარო:
1894
9 ივლისი
გაზეთ „კვალში” იბეჭდება სილოვან ხუნდაძის სტატიის „მკითხველის შენიშვნები“
გაგრძელება.
წყარო:
1895
9 ივლისი
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება დასაწყისი ნოე ჟორდანიას წერილისა „მოამბე“,
„ივერია“ და ეროვნება“, რომელშიც ცილს სწამებს „ივერიას“, თითქოს იგი
კაპიტალიზმის გავლის გარეშე პირდაპირ სოციალიზმში შესვლას აღუთქვამდეს
მკითხველს.
წყარო:
1903
9 ივლისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 9 ივლისი“ („უსიამოვნო ამბავი მოგვიტანა...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სამწუხარო ცნობა“.
წყარო:
1904
9 ივლისი
წერილს სწერს ყვარლის მამულის მოურავ ნოშრევან ჯაფარიძეს. ავალებს,
დაწვრილებით აღნუსხოს, რა რაოდენობის ხე-ტყის გატანა სურს ლაზარეს და ეს
დოკუმენტი მასთან გაატანოს. ასევე სთხოვს, რომ ღვინო 18 ივლისამდე
გაუგზავნოს.
წყარო: