The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1874
1874

 

1874    
     
1874 1 იანვარი

ივანე მაჩაბელთან ერთად ამთავრებს „მეფე ლირის“ თარგმნას.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 177.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია მეუღლისთვის 1874 წლის 4 თებერვალს გაგზავნილ წერილში.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

     
1874 2 იანვრამდე

იღებს მეუღლის ბარათს და იგებს, რომ ოლღას მისი წერილოები ოქტომბრის შემდეგ არ მიუღია.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 169-171, 362.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     
1874 2 იანვარი

მეუღლეს და თავისი დის, ნინოს ოჯახს ბარათით ულოცავს დამდეგ დღესასწაულებს. წუხს, რომ ოლღას მისი წერილები არ მისდის. სთხოვს, ყურადღება არ მოაკლოს ყვარლის სახლის მშენებლობას, რათა მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ იქ ცხოვრება შეძლონ.

  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 331; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 334-336; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 169-171, 362.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ჭავჭავაძე-აფხაზისა ნინო, გრიგოლის ასული (1834-1883)

ილია ჭავჭავაძის უფროსი და. სწავლობდა თბილისის წმ. ნინოს სასწავლებელში.

     
1874 6 იანვარი

მიდის ფინანსთა სამინისტროში თსს ბანკის წესდების დამტკიცების ამბის გასაგებად, მაგრამ დოკუმენტის გადაგზავნა სახელმწიფო საბჭოში ისევ ყოვნდება.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 171-172, 362.  

     
1874 7 იანვარი

იღებს წერილს მეუღლისგან, რომლისთვისაც უთქვამთ, თითქოს ბანკის წესება დაამტკიცეს და ულოცავს. სწერს, რომ ხელოსანმა კარ-ფანჯარა უხარისხოდ გააკეთა. ასევე ატყობინებს, რომ მისმა სიძემ - ნიკოლოზ აფხაზმა დაკარგული ცხენის კვალს მიაგნო, მაგრამ ერიდება, რომ ახალ პატრონს დაბრუნება მოსთხოვოს.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 171-172, 362.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

აფხაზი ნიკოლოზ შერმაზანის ძე (1828-1907)

ერეკლე II-ის შთამომავალი, ილია ჭავჭავაძის დის, ნინოს მეუღლე.

     
1874 8 იანვარი

საპასუხო წერილს უგზავნის მეუღლეს და აცნობებს, რომ წესდების დამტკიცების ამბავი სინამდვილეს არ შეესაბამება. უხარისხო ფანჯრებთან დაკავშირებით ურჩევს, რომ ხელოსნისგან სამუშაო არ ჩაიბაროს, სანამ რიგიანად არ გააკეთებს; სთხოვს, მისმა სიძემ - ნიკოლოზ აფხაზმა მოურავს მის მიერ დატოვებული მინდობილობა გამოართვას და ცხენის თაობაზე საჩივარი შეიტანოს. დებს უთვლის, რომ თავიანთი ამბავი გააგებინონ.

 

  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 332; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 336-337; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 171-172, 362.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

აფხაზი ნიკოლოზ შერმაზანის ძე (1828-1907 )

ერეკლე II-ის შთამომავალი, ილია ჭავჭავაძის დის, ნინოს მეუღლე.

     
1874 13 იანვარი

იღებს დის, ელისაბედისა და სიძის - ალექსანდრე საგინაშვილის წერილს.

 

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 172-174, 362-363.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

საგინაშვილი ალექსანდრე დიმიტრის ძე (1808-1887)

ილია ჭავჭავაძის სიძე – ელისაბედ ჭავჭავაძის მეორე ქმარი. გენერალ-ლეიტენანტი, რუსეთ-ირანის, რუსეთთურქეთის და ყირიმის ომების მონაწილე, 1844-1850 წლებში მსახურობდა გენერალურ შტაბში, 1851 წელს იყო კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის თანაშემწე.  

     
1874 15 იანვარი

წერილს უგზავნის მეუღლეს და აცნობებს, რომ წესდება ჯერაც არ წარუდგენიათ სახელმწიფო საბჭოში. წუხს ყვარლის სახლზე, სთხოვს, როგორმე მოიცალოს და საკუთარი თვალით ნახოს, რა მდგომარეობაშია. სთხოვს, შეატყობინოს, როდის გადაწყვეტს გამგზავრებას.

 

  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 333; ჟურნ. „ლიტერატურული ალმანახი“, 1950, № 3, გვ. 246-247; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 338-339; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 172-174, 362-363.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.  

     
1874 23 იანვარი

წერილს უგზავნის მეუღლეს მოსკოვიდან. აინტერესებს, შეძლო თუ არა ყვარელში წასვლა და სახლის დათვალიერება. სწერს, რომ ბანკის საქმე ისევ ერთ ადგილზეა გაჩერებული.

 

  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 334; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 340-341; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 174-175, 363.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.  

     
1874 29 იანვარი

არკვევს, რომ ბანკის წესდების დამტკიცებას ფინანსთა მინისტრის მოადგილე აფერხებს. მინისტრ მიხეილ რეიტერნს სთხოვს, რომ საქმე საკრედიტო კანცელარიის დირექტორს გადასცენ და თანხმობას იღებს.

  წყარო:

ავტოგრაფი, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის ფონდი, № 335; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 176-177, 363.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია მეუღლისთვის 4 თებერვალს მიწერილ ბარათში.

პირთა ანოტაციები:

რეიტერნი მიხეილ ქრისტეფორეს ძე (1820-1890)

რუსი სახელმწიფო მოღვაწე, ფინანსთა მინისტრი 1862-1878 წლებში, დაამტკცა თსს ბანკის წესდება 1874 წელს.

     
1874 31 იანვარი

გარკვეული წინააღმდეგობების გადალახვის შემდეგ ხერხდება გუბერნატორის თანხმობის მიღება, რომ თბილისის საზამთრო თეატრში კირილე ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით წარმოადგინონ ილია ჭავჭავაძის პიესა „სცენები მომრიგებელ მოსამართლესთან”.

  წყარო:

გაზ. „დროება“, 1874, № 409, გვ. 2; დ. მესხი, „მოგონებანი“, თბ., 1940.

პირთა ანოტაციები:

ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919)

საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.  

     
1874 1 თებერვალი

გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ინფორმაცია თბილისის თეატრში წინა დღით წარმოდგენილი პიესის „სცენები მომრიგებელ მოსამართლესთან“ შესახებ.

  წყარო:

გაზ. „დროება“, 1874, № 409, გვ. 2.  

     
1874 4 თებერვლამდე

იღებს თავისი დის - ნინოს წერილს კარდანახიდან.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 176-177, 363.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია 4 თებერვალს მეუღლისთვის გაგზავნილ ბარათში.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე-აფხაზისა ნინო, გრიგოლის ასული (1834-1883)

ილია ჭავჭავაძის უფროსი და. სწავლობდა თბილისის წმ. ნინოს სასწავლებელში.

     
1874 4 თებერვალი

ბანკის წესდების დამტკიცებასთან დაკავშირებით ხვდება საკრედიტო კანცელარიის დირექტორ ალექსეი ციმსენს და დაწვრილებით განუმარტავს წესდების მუხლებს.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 335; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 176-177, 363.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია მეუღლისთვის 4 თებერვალს მიწერილ ბარათში.

პირთა იდენტიფიკაცია:

წერილში დირექტორის სახელი მითითებული არ არის.

პირთა ანოტაციები:

ციმსენი ალექსი ვასილის ძე (1832-1889)

რუსი სახელმწიფო მოღვაწე. სკრედიტო დარგში საგანგებო კანცელარიის დირექტორი 1873 წლიდან.

     
1874 4 თებერვალი

მოსკოვიდან წერილს უგზავნის მეუღლეს. დაწვრილებით აცნობებს ბანკის ამბებს. სწერს, რომ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ქრთამი ჰქონდა აღებული სლეპცოვის წესდების დამტკიცებაში და ამიტომ არ უნდოდა თბილისის ბანკის წესდებისთვისაც მიეცა მსვლელობა. აიმედებს, რომ ერთ-ორ კვირაში დოკუმენტი სახელმწიფო საჭოს წარედგინება. ინტერესდება ყვარლის სახლის ამბებით. სთხოვს, ძალ-ღონე არ დაიშუროს, რათა სამშენებლო მასალა თავმოყრილი დაახვედროს. ჰპირდება, რომ ჩამოსვლის შემდეგ პირადად წაუკითხავს ახლად თარგმნილ „მეფე ლირს“.

  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 335; ჟურნ. „ლიტერატურული ალმანახი“, 1950, № 3, გვ. 247; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 341-343; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 176-177, 363.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. სლეპცოვი – შედგენილი ჰქონდა წესდება საქართველოს ბანკისთვის და კონკურენციის გამო ხელს უშლიდა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წესდების დამტკიცებას. 

     
1874 10 თებერვალი

მოსკოვიდან თბილისში გზავნის დეპეშას, რომლითაც თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლ რევაზ ანდრონიკაშვილს ატყობინებს, რომ წესდების წარდგენა დანიშნულია 18 თებერვლამდე.

  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი № 394, I, 9; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 58, 390.

პირთა ანოტაციები:

ანდრონიკაშვილი რევაზ ივანეს ძე (1818-1877)

რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, თბილისის გუბერნიის თავად აზნაურთა მარშალი. მან მიართვა ადრესი 1871 წელს თბილისში ჩამოსულ იმპერატორ ალექსანდრე II-ეს, სადაც თერგდალეულთა მიერ მოთხოვნილი უნივერსიტეტის ნაცვლად იმპერატორს კადეტთა კორპუსის გახსნას სთხოვდნენ.  

     
1874 11 თებერვალი

მოსკოვის ბაღში თვალს ადევნებს სადღესასწაულო ცერემონიას, რომელიც ეძღვნება რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მეორის ქალიშვილის – მარია ალექსანდრეს ასულ რომანოვას ქორწინებას დიდი ბრიტანეთის უფლისწულ ალფრედ-ერნსტ-ლბერტზე.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 335.

პირთა ანოტაციები:

რომანოვა-ლეიხტენბერგელი მარია ნიკოლოზის ასული (1819-1876)

იმპერატორ ნიკოლოზ პირველის ქალიშვილი.

ალფრედ-ერნსტ-ალბერტი

პრინცი, ინგლისის დედოფალ ვიქტორიას მეუღლე.

     
1874 17 თებერვალი

ერთად იღებს მეუღლის ორ წერილს და იგებს ყვარლის სახლის გაქურდვის ამბავს.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 336; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 177-179, 364.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.  

     
1874 17 თებერვალი

პეტერბურგში მასთან სტუმრად მიდის გარდაცვლილი ძმის - კონსტანტინეს ვაჟი სიმონ ჭავჭავაძე, რომელიც იუნკერთა სასწავლებელში აპირებს შესვლას. ძმისწულის არჩევანი არ მოსწონს და გულწრფელად ეუბნება, მაგრამ მიღებულ გადაწყვეტილებას ვერ გადააფიქრებინებს.

 

  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 335; ჟურნ. „ლიტერატურული ალმანახი“, 1950, № 3, გვ. 247; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 341-343; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 176-177, 363.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

სლეპცოვი

 შედგენილი ჰქონდა წესდება საქართველოს ბანკისთვის და კონკურენციის გამო ხელს უშლიდა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წესდების დამტკიცებას.

     
1874 18 თებერვალი

პეტერბურგიდან წერილს უგზავნის მეუღლეს. უკმაყოფილებას გამოთქვამს მოურავ პეტრე დუდაურსა და ნათესავ გიორგი ჭავჭავაძეზე, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობდნენ მისი სახლ-კარის გაქურდვაში. უყვება ბანკთან დაკავშირებულ ამბებს და გამოთქვამს რწმენას, რომ სააღდგომოდ შინ იქნება. სწერს, რომ შავი ზღვით გაემგზავრება და ქუთაისის გავლით ჩავა კარდანახში.

 

  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი № 394, I, 9; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 58, 390.

პირთა ანოტაციები:

ანდრონიკაშვილი რევაზ ივანეს ძე (1818-1877)

რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, თბილისის გუბერნიის თავად აზნაურთა მარშალი. მან მიართვა ადრესი 1871 წელს თბილისში ჩამოსულ იმპერატორ ალექსანდრე II-ეს, სადაც თერგდალეულთა მიერ მოთხოვნილი უნივერსიტეტის ნაცვლად იმპერატორს კადეტთა კორპუსის გახსნას სთხოვდნენ.

     
1874 26 თებერვლამდე

მეუღლისაგან იღებს წერილს და იგებს, რომ მოურავ პეტრე დუდაურს მათი ყვარლის სახლი გაუძარცვავს. წუხს, რომ ღვინო მხოლოდ ოთხი ურემი მოსვლიათ.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 335.

პირთა ანოტაციები:

რომანოვა-ლეიხტენბერგელი მარია ნიკოლოზის ასული (1819-1876)

 იმპერატორ ნიკოლოზ პირველის ქალიშვილი.

ალფრედ-ერნსტ-ალბერტი

პრინცი, ინგლისის დედოფალ ვიქტორიას მეუღლე.

     

1874 26 თებერვალი

წერილს უგზავნის მეუღლეს. კვლავ ინტერესდება ყვარლის სახლის მდგომარეობით და წუხილს გამოთქვამს მოსავლის სიმცირის გამო. დაწვრილებით მოუთხრობს, როგორ ვითარდება ბანკის წესდების დამტკიცების საქმე. უკვე ეჭვი აღარ ეპარება, რომ მათი ხანგრძლივი განშორება მალე დასრულდება.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 336; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 177-179, 364.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     
1874 8 მარტი

გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილია ჭავჭავაძემ და ივანე მაჩაბელმა დაასრულეს შექსპირის ტრაგედია „მეფე ლირის“ თარგმნა და რომ მისი პირველი მოქმედება დაიბეჭდა ჟურნალ „კრებულში“.

  წყარო:

გაზ. „დროება“, 1874, № 414, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

     
1874 8 მარტის შემდეგ

ჟურნალ „კრებულში“ იბეჭდება შექსპირის „მეფე ლირის“ პირველი მოქმედების მისი და ივანე მაჩაბლისეული თარგმანი.

  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის ერთობლივი ავტოგრაფი № 20845; ჟურნ. კრებული, 1873, № 10, გვ. 1-80; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 696-701.

დათარიღება:

1874 წლის 8 მარტს „დროებაში“ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ჩანს, რომ „კრებულის“ ეს ნომერი ჯერ არ იყო გამოსული..

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

     

1874 10 მარტი

იღებს მეუღლის მიერ 23 თებერვალს გაგზავნილ წერილს, რომელშიც საყვედურებია გამოთქმული მის მიმართ.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 181-183, 364.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     
1874 11 მარტი

საპასუხო წერილს უგზავნის მეუღლეს. ცდილობს, აუხსნას, რომ ტყულად სდებს ბრალს უყურადღებობაში. არწმუნებს, რომ მარტის ბოლოს ან აპრილის პირველ რიცხვებში გაემგზავრება, 15 აპრილისთვის თბილისში იქნება და 4–5 დღეში გაეშურება კარდანახისაკენ.

  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 338; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 346-348; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 181-183, 364.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     
1874 19 მარტამდე

იღებს მეუღლის წერილს. საყვედურობს, რომ არ გაუგზავნა თავისი ფოტოსურათი და “მეფე ლირის“ თარგმანი.

წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 339; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 348-350; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 183-185, 364–365.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

1874 19 მარტამდე

იღებს ცოლისდის - ეკატერინე გურამიშვილ-სტაროსელსკისას წერილს, რომელშიც ადრესანტი საყვედურობს მეუღლისადმი უყურადღებობის გამო.

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 185.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია მეუღლისთვის 19 მარტს გაგზავნილ წერილში.

     
1874 19 მარტი პეტერბურგიდან

კარდანახში წერილს უგზავნის მეუღლეს. მოთმინებით უხსნის, რომ მისი საყვედურები არ დაუმსახურებია. ოლღა სწერდა, რომ სურათი გადაეღო და მისთვის ჩაეტანა, შემდეგ კი ეწყინა, რატომ არ გამომიგზავნეო. რაც შეხება “მეფე ლირის“ თარგმანს, ტექსტის დიდი მოცულობის გამო შეუძლებელი იყო მისი გადაწერა და გაგზავნა. მიუხედავად უსაფუძვლო საყვედურებისა, მეუღლეს სწერს, რომ მასზე ნაწყენი არ არის და მოუთმენლად ელის შინ დაბრუნებას.

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17557; „ქუთაისიდგან იწერებიან...“ გაზ. „დროება“, 1874, 26 აპრილი, 420, გვ. 2.

     

1874 3 აპრილამდე

 მოემგზავრება პეტერბურგიდან საქართველოში.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 185.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია მეუღლისთვის 19 მარტს გაგზავნილ წერილში.

     
1874 18 აპრილი

 პეტერბურგიდან ზღვით წამოსული, ქუთაისში გზად გავლის დროს, ლიტერატურულ საღამოზე, რომელსაც ორმოცამდე ადამიანი ესწრება, კითხულობს „მგზავრის წერილებს“ და „მეფე ლირის“ თარგმანს. მსმენელები აღფრთოვანებული არიან.

  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17557; „ქუთაისიდგან იწერებიან...“ გაზ. „დროება“, 1874, 26 აპრილი, 420, გვ. 2. ^0815 წყარო: „ქუთაისიდგან იწერებიან...“ გაზ. „დროება“, 1874, 26 აპრილი, 420, გვ. 2.

     
1874 26 აპრილი

გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ინფორმაცია 18 აპრილს ქუთაისში გამართულ ლიტერატურულ საღამოში მისი მონაწილეობის შესახებ

  წყარო:

„ქუთაისიდგან იწერებიან...“ გაზ. „დროება“, 1874, 26 აპრილი, 420, გვ. 2.

     
1874 აპრილის ბოლო

აკითხავს მეუღლეს კარდანახში და მიდიან ყვარელში.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 185

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია პეტერბურგიდან მეუღლისთვის 19 მარტს გაგზავნილ წერილში.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     
1874 28 მაისიდან.

ილია ჭავჭავაძის დიდი ძალისხმევის შედეგად ამტკიცებენ თსს ბანკის წესდებას, რომელიც ძალაში შედის ივნისიდან.

  

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, „ავტობიოგრაფია“, თსკ ოც ტომად, ტ. 14, თბ., 2007, 446.

     
1874 15 ივნისამდე

ჟურნალ „კრებულს“ დასაბეჭდად გადასცემს „მეფე ლირის“ თარგმანის დარჩენილ ნაწილს.  

  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17557

     
1874 15 ივნისი

თბილისიდან პეტერბურგში წერილს უგზავნის ვასილ მაჩაბელს, საყვედურობს, რომ ბანკის წესდების ამბებს მის ნაცვლად სხვებისგან იგებს. სთხოვს, დაუზუსტოს და გარკვევით მისწეროს, წესდება რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ დაამტკიცა, თუ არა.

  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17557; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 54-56; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 59-60, 391.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე (1845-1918)

თავადი, ვექილი, საზოგადო მოღვაწე, ივანე მაჩაბლის ძმა.

     
1874 12 ივლისი

გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ილია ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, აკაკი წერეთლისა და სხვა მოღვაწეებისადმი მიძღვნილი ლექსები.

 

  წყარო:

„სამუქაფოდ“, გაზ. „დროება“, 1874, № 431, გვ. 1-2.

პირთა ანოტაციები:

ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883)

რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი.

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

     
1874 15 ივლისი

თბილისში კონსტანტინე ბებუთაშვილის სახლში იმართება შეხვედრა, რომელსაც ესწრება ოცდაათამდე ადამიანი და ილია ჭავჭავაძე კითხულობს ივანე მაჩაბელთან ერთად თარგმნილ „მეფე ლირს“.

 

  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17557; ი. ჭავჭავაძე, საიუბილეო კრებული, 1957, გვ. 127. გაზ. „დროება“, 1874, 26 აპრ. № 420, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

ბებუთაშვილი (ბებუთოვი) კონსტანტინე ალექსანდრეს (აშხარბეკის) ძე (1847-1907)

საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი, გაზეთ „ტიფლისსკი ვესტნიკის“ დამაარსებელი და რედაქტორი, თბილისის საკრედიტო საზოგადოების ზედამხედველი კომიტეტის თავმჯდომარე.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

     
1874 19 ივლისი

კონსტანტინე ბებუთაშვილი წერილს სწერს ნიკო ნიკოლაძეს პარიზში და უყვება „მეფე ლირის“ საჯარო კითხვის ამბავს, რომელიც მის სახლში გაიმართა. იგი თარგმანს ბრწყინვალეს უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ ზამთარში სცენაზეც დაიდგმება.

 

  წყარო:

„ილია ჭავჭავაძე. საიუბილეო კრებული“, 1957. გვ. 127.

პირთა ანოტაციები:

ბებუთაშვილი (ბებუთოვი) კონსტანტინე ალექსანდრეს (აშხარბეკის) ძე (1847-1907)

საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი, გაზეთ „ტიფლისსკი ვესტნიკის“ დამაარსებელი და რედაქტორი, თბილისის საკრედიტო საზოგადოების ზედამხედველი კომიტეტის თავმჯდომარე.

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

     
1874 აგვისტოს ბოლო

ყვარლიდან ბრუნდება თბილისში.

 

  წყარო:

გაზ. „დროება“, 1874, 6 სექტ. № 439, გვ. 1.

დათარიღება:

1 სექტემბერს ესწრება თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებას.

     
1874 სექტემბრამდე

 

 იაკობ გოგებაშვილი კირილე ლორთქიფანიძეს სწერს, რომ საგანგებოდ გადააწერინა საყმაწვილო რუსული ლექსები ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლისთვის გასაგზავნად, რომ მათ ეთარგმნათ ქართულად. იქვე სწერს, რომ არ იცის მათი მისამართები და სთხოვს, მისწეროს.

 

  წყარო:

იაკობ გოგებაშვილის წერილი, მასალები XIX ს. 60-90-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებიდან, თბ., 1981, გვ. 146.

პირთა ანოტაციები:

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919)

საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე

     
1874 1 სექტემბერი

 მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრების მუშაობაში. დამსწრეთ აცნობს თსს ბანკის წესდების დამტკიცებისა და ზედამხედველი კომიტეტის მიერ გაწეული მუშაობის დეტალებს. წინადადება შეაქვს, თსს ბანკის მმართველობის ხარჯები შემცირდეს გამგებლისა და დირექტორების ხელფასების ხარჯზე. ირჩევენ ბანკის ზედამხედველ კომიტეტს. კრებაზე ხვდება სიმამრს – თადეოზ გურამიშვილს.

 

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 185, 365; გაზ. „დროება“, 1874, 6 სექტ. № 439, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი თადეოზ ზაალის ძე (1800-1875)

ქართლელი მემამულე, ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალ მარიამ ციციშვილის დედის – ელენე გიორგის ასულ გურამიშვილის ძმიშვილი, ილია ჭავჭავაძის სიმამრი.

     
1874 2 სექტემბერი

წერილს უგზავნის მეუღლეს. ატყობინებს ბანკის ზედამხედველი კომიტეტის არჩევნებისა და კრებაზე მამამისთან შეხვედრის ამბავს.

 

  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 340; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 351; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 185, 365.

დათარიღება:

 იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 240-241.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     
1874 2 სექტემბერი

სტუმრად მიდის სიმამართან – თადეოზ გურამიშვილთან.

 

  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 340; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 351; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 185, 365.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია 2 სექტემბერს მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი თადეოზ ზაალის ძე (1800-1875)

ქართლელი მემამულე, ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალ მარიამ ციციშვილის დედის – ელენე გიორგის ასულ გურამიშვილის ძმიშვილი, ილია ჭავჭავაძის სიმამრი.

     
1874 4 სექტემბერი

მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებაში. მხარს უჭერს კონსტანტინე ბებუთაშვილის წინადადებას, რომ თსს ბანკის წევრებად უნდა მიიღონ მხოლოდ მემამულეები და არა ქალაქის სახლის მეპატრონეები. ეს წინადადება ხმათა უმრავლესობით იმარჯვებს.

 

  წყარო:

გაზ. „დროება“, 1874, № 439.

პირთა ანოტაციები:

ბებუთაშვილი (ბებუთოვი) კონსტანტინე ალექსანდრეს (აშხარბეკის) ძე (1847-1907)

საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი, გაზეთ „ტიფლისსკი ვესტნიკის“ დამაარსებელი და რედაქტორი, თბილისის საკრედიტო საზოგადოების ზედამხედველი კომიტეტის თავმჯდომარე.

     
1874 5 სექტემბერი

თსს ბანკის კრებაზე 138 ხმით 12-ის წინააღმდეგ ირჩევენ მის მმართველად.

 

  წყარო:

„თბილისის აზნაურობის საგანგებო კრება ბანკის საქმეზედ“, გაზ. „დროება“, 1874, № 439, გვ. 1-2; საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 214-1-2734, 7. 7-8.

დოკუმენტი:

     
1874 6 სექტემბერი

გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება სტატია „თბილისის აზნაურობის საგანგებო კრება ბანკის საქმეზედ“, რომელშიც საუბარია არჩევნების მიმდინარეობასა და ბანკის მმართველად მის არჩევაზე.  

  წყარო:

გაზ. „დროება“, 1874, № 439, გვ. 1-2

     
 1874 6 სექტემბერი

თბილისიდან ყვარელში წერილს და თანხას უგზავნის მეუღლეს. აცნობებს, რომ ის ბანკის მმართველად აირჩიეს, სანდრო ერისთავი და ალექსანდრე ჩოლოყაშვილი კი – დირექტორებად.

 

  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 341; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 351–352; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 186, 365.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ერისთავი (ქსნისა) ალექსანდრე (სანდრო) ესტატეს ძე (1839-1899)

თსს ბანკის ერთერთი დირექტორი, უწოდებდნენ „ამერიკანელს“.

ჩოლოყაშვლი ალექსანდრე (სანდრო) ზაალის ძე თავადი

თსს ბანკის დირექტორი 1874 წელს, ქშწკგ საზ-ის გამგეობის წევრი 1885-1886 წლებში

     
1874 16 სექტემბერი

თბილისიდან ყვარელში წერილს და თანხას უგზავნის მეუღლეს. სწერს, რომ ქალაქში ბანკის საქმეების გამო შეყოვნდა. სთხოვს, მის ჩასვლამდე ქვევრები დაარეცხინოს.

 

  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 413; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 351–352; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 186–187, 365.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     
1874 19 სექტემბერი

თბილისიდან მიდის თიანეთში მამულების გაყოფაზე დასასწრებად.

 

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 186.

დათარიღება:

დრო მინიშნებულია მეუღლისთვის 16 სექტემბერს მეუღლისთვის მიწერილ ბარათში.

     
1874 23 სექტემბრის შემდეგ

თიანეთში ესწრება მამულების გაყოფას.

 

  წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 186.

დათარიღება:

დრო მინიშნებულია მეუღლისთვის 16 სექტემბერს მეუღლისთვის მიწერილ ბარათში.

     
1874 სექტემბრის ბოლო

ჩადის მეუღლესთან ყვარელში.

 

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 186.

დათარიღება:

დრო მინიშნებულია მეუღლისთვის 16 სექტემბერს მეუღლისთვის მიწერილ ბარათში.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     
1874 30 ოქტომბერი

ბარათით აცნობებს მეუღლეს, რომ პეტერბურგში ზღვით გაემგზავრება. უგზავნის 290 მანეთს, უხსნის, ვის რამდენი უნდა მისცეს და სახარჯოდ რამდენი დაიტოვოს. დარიგებებს აძლევს მეურნეობასთან დაკავშირებით.  

  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 342; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 352–353; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 189–190, 366.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 241-243.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     
1874 31 ოქტომბერი

გაზეთ „ტიფლისკი ვესტნიკში“ თსს ბანკის დაარსებასა და ამ საქმეში ილია ჭავჭავაძის როლის შესახებ იბეჭდება ნიკო ნიკოლაძის სტატია „წერილები იმ ქვეყნიდან“.  

  წყარო:

„Письма с того света“, «Тифлисский вестник», 1874, № 111.

პირთა ანოტაციები:

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

     
1874 1 ნოემბერი

გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ინფორმაცია („თბილისის თავადაზნაურობის საადგილმამულო ბანკის...“) ილია ჭავჭავაძისა და ალექსანდრე ჩოლოყაშვილის პეტერბურგში გამგზავრებისა და იქ მოსაგვარებელი საქმეების შესახებ.  

  წყარო:

გაზ. „დროება“, 1874, № 447, გვ. 1-2.

პირთა ანოტაციები:

ჩოლოყაშვლი ალექსანდრე (სანდრო) ზაალის ძე

თავადი. თსს ბანკის დირექტორი 1874 წელს, ქშწკგ საზ-ის გამგეობის წევრი 1885-1886 წლებში, 1898 წელს შეწირულობა გაიღო სათავადაზნაურო სკოლისათვის ადგილის შესაძენად და შენობის ასაგებად

     
1874 2 ნოემბერი

ზღვით მიემგზავრება პეტერბურგში.  

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 189–190, 366.

დათარიღება:

 დროზე მინიშნებულია 30 ოქტომბრის წერილში მეუღლისადმი.

     
1874 5 ნოემბერი

ჩადის ოდესაში და ზღვით მგზავრობის გამო ორი დღე კიდევ ცუდად გრძნობს თავს.  

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 187.

     
1874 7 ნოემბერი

ოდესის გავლით ჩადის მოსკოვში და იმავე დღეს უგზავნის წერილს მეუღლეს ყვარელში. სწერს, რომ ზღვით მგზავრობა გაუჭირდა. აძლევს დარიგებებს მეურნეობასთან დაკავშირებით. ვარაუდობს, რომ დეკემბერში დაბრუნდება.

 

  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 3337; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 351–352; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 187–189, 365–366.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 241-243.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი

     
1874 8 ნოემბერი

აპირებს მოსკოვიდან პეტერბურგში გამგზავრებას, მაგრამ იბარებენ პოლტავაში.

 

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 187–189, 365-366.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია 7 ნოემბრის წერილში მეუღლისადმი.

     
1874 19 ნოემბრამდე

ბანკის საქმეებზე ექვსი დღე იმყოფება პოლტავაში, მაგრამ ვერაფერს აგვარებს. ეცნობა ადგილობრივ ქართველთა სათვისტომოს.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 159.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია 19 ნოემბრის წერილში მეუღლისადმი.

     
1874 19 ნოემბრამდე

ფიქრობს, რომ მისი მეუღლე კარდანხშია. ამიტომ დეპეშას და თანხას იქ უგზავნის.

 

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 158-159, 359.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია 19 ნოემბრის წერილში მეუღლისადმი.

პირთა ანოტაციები:

 გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     
1874 19 ნოემბერი

მეუღლისგან იღებს წერილს და იგებს, რომ კარდანახში არ წასულა.

 

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 158-159, 359.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     
1874 19 ნოემბერი

საპასაუხო წერილს უგზავნის მეუღლეს. ატყობინებს პოლტავაში ყოფნისა და უშედეგო მოლაპარაკებების ამბავს. დისწულ გიგო აფხაზს, რომელიც იმ დროს ყვარლის მამულის მოურავად ჰყავდა, აძლევს დარიგებებს მეურნეობასთან დაკავშირებით.

 

  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 324; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 323-324; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 158-159, 359.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 241-243.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

აფხაზი გრიგოლ (გიგო) ნიკოლოზის ძე

ილია ჭავჭავაძის უფროსი დის, ნინოს ვაჟი და წლების განმავლობაში ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი.

     
1874 14 დეკემბერი

 წერილს უგზავნის მეუღლეს მოსკოვიდან. ატყობინებს, რომ წინა კვირას აპირებდა გამგზავრებას, მაგრამ საქმე კვლავ შეფერხდა. სწერს, რომ სტუმრად ჰყავს სიმონ სტაროსელსკი.

  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 327; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 329-330; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 163-165, 361.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 243-244. პირთა იდენტიფიკაცია: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 162-163.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

სტაროსელსკი სვიმონ (სენო) დიმიტრის ძე

ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძის დისწული.

     
1874 15 დეკემბერი

ბარათს იღებს მეუღლისაგან. სწერს, რომ მშვიდობით იმგზავრა კახეთამდე და რომ ღვინის მოსავალი კარგი აქვთ.

  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 327; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 329-330; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 163-165, 361.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 243-244.

პირთა იდენტიფიკაცია:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 162-163.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. სტაროსელსკი სვიმონ (სენო) დიმიტრის ძე – ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძის დისწული.

     
1874 15 დეკემბერი

წერილს უგზავნის მეუღლეს მოსკოვიდან და ატყობინებს, რომ გაახარა მისმა ბარათმა. სთხოვს, სახლის ასაშენებელი მასალა თავმოყრილი დაახვედროს.  

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 165-166, 361.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.  

     
1874 22 დეკემბერი

თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლს – რევაზ ანდრონიკაშვილს პეტერბურგიდან წერილობით ატყობინებს, რომ შეთანხმება შედგა და ორშაბათს, როგორც კი დოკუმენტები გაფორმდება, აპირებს გამომგზავრებას. ითხოვს 250 მანეთის გადარიცხვას პორტრეტების, გაზეთებისა და წიგნების შესაძენად. სთავაზობს, რომ კრება მოიწვიონ 28 იანვარს.  

  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 328; ჟურნ. „ლიტერატურული ალმანახი“, 1950, № 3, გვ. 244; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 330-331; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 165-166, 361.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. 

     
1874 23 დეკემბერი

კიდევ ერთხელ წერილობით ატყობინებს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლ რევაზ ანდრონიკაშვილს, რომ რუსეთის შიდა ვაჭრობის ბანკთან შეთანხმება შედგა. ასევე შეახსენებს, რომ ელის თანხას.  

  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 394, I, 3, გვ. 14; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 61, 391.

პირთა ანოტაციები:

ანდრონიკაშვილი რევაზ ივანეს ძე (1818-1877)

რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, თბილისის გუბერნიის თავად აზნაურთა მარშალი. მან მიართვა ადრესი 1871 წელს თბილისში ჩამოსულ იმპერატორ ალექსანდრე II-ეს, სადაც თერგდალეულთა მიერ მოთხოვნილი უნივერსიტეტის ნაცვლად იმპერატორს კადეტთა კორპუსის გახსნას სთხოვდნენ.

     
1874 26 დეკემბერი

პეტერბურგის თავადაზნაურთა ბანკის გამგეობასა და საგარეო ვაჭრობის ბანკთან დებს ხელშეკრულებებს, რომელთა ძალითაც ისინი მიიღებენ თბილისის ბანკის გირაოს ფურცლებს 6 %-იანი სარგებლით.  

  წყარო:

გაზ. „დროება“, 1875, 15 იანვ., № 7, გვ. 2; ა. თელია, „ქართული სათავადაზნაურო ბანკი და ილია ჭავჭავაძე“, თბ., 1989, გვ. 66.

     
1874    
     

ალექსანდრე როინაშვილის ფოტოატელიეში იღებს ინდივიდუალურ ფოტოს. 

  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, 691/7.

ფოტო

პირთა ანოტაციები:

როინაშვილი ალექსანდრე სოლომონის ძე (1846-1898)

პირველი ქართველი ფოტოგრაფი. 80-იანი წლებიდან ცხოვრობდა თბილისში, ჰქონდა ფოტოგრაფიული სტუდია „რემბრანდტი“. ასტრახანში, მოსკოვსა და პეტერბურგში 

 

 

     
     
1874--დან

უბის წიგნაკში იწერს, რომ 1874 წელს ბანკის დამაარსებელი იყო 390 კაცი და დან აკონკრეტებს, რამდენმა მათგანმა რა თანხა შეიტანა.  

 

 წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 4, ავტოგრაფი № 59, ფ. 1.

     
1874-დან

უბის წიგნაკში იწერს, ვის რა თანხა მისცა და ვისგან რამდენი მიიღო.  

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 4, ავტოგრაფი № 59, ფ. 2, 4.