
გაზ. “დროება“, 1880, 9 იანვარი, № 6, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
15, 2007, გვ. 26. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 631.
გაზ. „დროება“, 1883, 9 იანვ. № 5, გვ. 2. გაზ. „დროება“, 1883, № 5, გვ. 1-2. პირთა ანოტაციები: ორბელიანი ვახტანგ ვახტანგის ძე (1812-1890) პოეტი რომანტიკოსი, ერეკლე II ასულის თეკლა ბატონიშვილის უმცროსი ვაჟი, 1832
წლის შეთქმულების ინიციატორი, მომრიგებელი მოსამართლე. გაზ. „ივერია“, 1886, № 5, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი,
2005, გვ. 261.
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 532-535; გაზ. „ივერია“, 1887, 9 იანვარი, № 5, გვ. 1; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 19. გაზ. „ივერია“, 1888, 9 იანვარი, № 5 , გვ. 1. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა
ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 786- 788;
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, გვ. 403. გაზ. „ივერია“, 1890, 9 იანვარი, № 5, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
11, თბილისი, 2007, გვ. 449. გაზ. „ივერია“, 1892, 9 იანვარი, № 5, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
12, თბ., 2007, გვ. 76. გაზ. „ივერია“, 1894, 11 იანვ. № 7, გვ. 3. გაზ. „ივერია“, 1898, 10 იანვარი, № 6, გვ. 1, 11 იანვარი, № 7, გვ. 1. პირთა ანოტაციები: ერეკლე მეორე (1720-1798) 1744-1760 წლებში კახეთის და 1862-1898 წლებში ქართლკახეთის მეფე. სიცოცხლის
უმეტესი ნაწილი ბრძოლებში გაატარა. 1883 წელს რუსეთთან გააფორმა მფარველობითი
ტრაქტატი.
გაზ. „კვალი“, 1900, № 2, გვ. 24-25. გაზ. „ივერია“, 1902, 9 იანვარი, № 9, გვ. 1; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის
უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 468. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711,
712-713.
1880
1880 9 იანვარი
გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს „ჩვენი ხელოსნობა და
ხელოსნები“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1883
9 იანვარი
განაგრძობს პოემა „განდეგილის“ წერას. „დროებაში“ იბეჭდება ინფორმაცია იმის
შესახებ, რომ ეს ახალი პოემა არის მთიელთა ლეგენდიდან და მოქმედება
ვითარდება მყინვარწვერზე.
წყარო:
9 იანვარი
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ვახტანგ ორბელიანის პოეტური გამოხმაურება ილია
ჭავჭავაძის ლექსზე: „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია?“ სათაურით
„სამშობლო ქვეყნის პასუხი“.
წყარო:
1886
9 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს მოწინავეს „ტფილისი, 8
იანვარს“ („თუმცა ინგლისში ვიგებმა...“). თხზულებათა კრებულებში იბეჭდება
სათაურით „ვიგები და ტორები“.
წყარო:
1887
9 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი 8 იანვარი“ („რუსეთში დიდძალი ფაბრიკები და
ქარხნებია ბამბეულობის...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით
„ბამბის მოყვანის საქმე და ბაზრის საკითხი“.
წყარო:
1888
9 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 8 იანვარი“ („თუ ჩვენს მწერლობასა და საზოგადოებას
ჩაუკვირდებით...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით
„კრიტიკული აზრის უქონლობა“.
წყარო:
1890
9 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 8 იანვარი“ („ბოლგარიამ ხელახლად ააყაყანა ევროპის დიპლომატია...“).
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის ინტერესი
ბულგარეთისადმი“.
წყარო:
1892
9 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 8 იანვარი“ („იმისთანა უმაგალითო და შემაძრწუნებელი
უბედურება, რომელმაც სასიხარულო დღესასწაული...“). მწერლის თხზულებათა
კრებულებში იბეჭდება სათაურით „საგაზეთო შენიშვნები თბილისის ქალაქის გამგეობის
მიმდინარე საქმეებზედ“).
წყარო:
1894
9 იანვარი
ავადმყოფობის გამო ვერ ესწრება ქშწ-კგ საზოგადოების წლიურ კრებას.
წყარო:
1898
9 იანვარი
მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებაში, რომელიც განიხილავს
მეფე ერეკლე მეორის გარდაცვალებიდან ას წლისთავთან დაკავშირებით პანაშვიდის
გადახდის საკითხს.
წყარო:
1900
9 იანვარი
გაზეთ „კვალის“ რუბრიკაში „ჟურნალ-გაზეთებიდან“ მოხმობილია ამონარიდები ილია
ჭავჭავაძის წერილიდან „მეცხრამეტე საუკუნე“. კომენტარში ნათქვამია, თითქოს
ავტორი აქ ფარისევლურად ისეთ აზრებს ქადაგებდეს, რომლებსაც ადრე უარყოფდა და
„არა ერთხელ და ორჯერ ჩაუწიხლავს მის გაზეთს“
წყარო:
1902
9 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს „დედათა განათლება ჩვენში“
(„ივერიის“ გუშინდელ ნომერში...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად
დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში
წყარო: