The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


6.01

1874    
    
1874   
    
 6 იანვარი    
    
მიდის ფინანსთა სამინისტროში თსს ბანკის წესდების დამტკიცების ამბის გასაგებად, მაგრამ დოკუმენტის გადაგზავნა სახელმწიფო საბჭოში ისევ ყოვნდება  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 171-172, 362.

    
1875 6 იანვარი    
    
გარდაეცვალა სიმამრი – თადეოზ გურამიშვილი. დასაფლავებას ვერ ესწრება, რადგან პეტერბურგში იმყოფება.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 344 დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 280.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი თადეოზ ზაალის ძე (1800-1875)

 ქართლელი მემამულე, ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალ მარიამ ციციშვილის დედის – ელენე გიორგის ასულ გურამიშვილის ძმიშვილი, ილია ჭავჭავაძის სიმამრი.

    
1880    
    
6 იანვარი   
    
გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს „რა გავაკეთეთ ბათუმში?“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 6 იანვარი, № 4, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 18.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 629- 630.

    
1881    
    
6 იანვარი   
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ცნობა რუსთაველზედ“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  წყარო:

გაზ. “დროება“, 1881, 6 იანვარი, № 3, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 203.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 666. პირთა ანოტაციები: რუსთაველი შოთა – „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი.

    
1883    
    
6 იანვარი    
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „გავლილი წელიწადი რუსეთში“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  წყარო:

გაზ. “დროება“, 1883, 6 იანვარი, № 3, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 379.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 696-697.

    
1887    
    
6 იანვარი   
    
განაგრძობს მუშაობას „ოთარაანთ ქვრივის“ ტექსტზე.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი, № 153, გვ. 1-69.

    
6 იანვარი .   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 5 იანვარი“ („ჩვენი წერილები პურის ვაჭრობის თაობაზედ ჩვენში სავსე არ იქნება...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პურეულით ვაჭრობის საქმე ჩვენში“  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 527-531; გაზ. „ივერია“, 1887, 6 იანვარი, № 3, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 12.

    
1888    
    
6 იანვარი   
    
 გაზეთ „ივერიაში“ ბეჭდავს „ოთარაანთ ქვრივის“ ΙV-VΙ თავებს და უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 5 იანვარი“ („ლორდ ჩერჩილის მოსვლა რუსეთში, ჩვენის ფიქრით...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ჩერჩილის ვიზიტი რუსეთში“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 6 იანვარი, № 3 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 1-3, 12.

პირთა ანოტაციები:

ჩერჩილი რანდოლფ ჰენრი სპენსერ (1849-1895)

ინგლისის პოლიტიკური მოღვაწე, მალბოროს ჰერცოგ – ჯონ სპენსერ ჩერჩილის ვაჟი და უინსტონ ჩერჩილის მამა. საგარეო პოლიტიკაში ულტრაკონსერვატორი, გლადსტონის მოწინააღმდეგე.

    
1894    
    
6 იანვარი    
    
გაზეთ „კვალში“ „ვარდენ ღვანკითელის“ ფსევდონიმით იბეჭდება ვარდენ ყიფიანის საახალწლო შარჟი გაზეთ „ივერიისადმი“: „ახალიწელი ამას გირჩევს / „შური“ განაგდე განზეო, / თორემ ხომ ხედავ, გარს მტრები / დაგხარხარობენ თავზეო“.  წყარო:

გაზ. „კვალი“, 1894, № 2.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი ვარდენ გიორგის ძე (1862-1929)

პოეტი, პუბლიცისტი. წერდა ფსევდონიმით „ღვანკითელი“, იბეჭდებოდა „ივერიაში“.

    
1895    
    
6 იანვარი   
    
 „ფირუზას“ ფსევდონიმით „ივერიაში“ განაგრძობს „ორხმიანი საახალწლო ოპერეტის“ ბეჭდვას.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1895, № 4, გვ. 1.

    
1896   
    
 6 იანვარი    
    
გაზეთ „კვალში“ გიორგი წერეთელი „მაზაკვალის“ ფსევდონიმით ბეჭდავს „ივერიისა“ და ილია ჭავჭავაძის საწინააღმდეგო წერილს „ძველი მტრობა ახალ ქერქში“. იგი ეხება სათავადაზნაურო სკოლის გიმნაზიად გადაკეთებასა და მის დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებს.  წყარო:

გაზ. „კვალი“, 1896, № 2, № 18.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი.

    
1900    
    
6 იანვარი   
    
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება ილია ჭავჭავაძის გამოსვლა ქართული თეატრის იუბილეზე („თითქმის იმ დღიდამ, როცა ჩვენი თეატრი დაიბადა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „სიტყვა, წარმოთქმული ქართული თეატრის 50 წლის იუბილეზე“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1900, 6 იანვარი, № 4, გვ. 2-3 (ცენზურის ნებართვა 1900, 5/I); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 582.

    
1901    
    
6 იანვარი    
    
გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება კიტა აბაშიძის წერილი „ცხოვრება და ხელოვნება“. ავტორი მიმოიხილავს ქართულ მწერლობას, ვრცლად ეხება ილია ჭავჭავაძის ნარკვევს „მეცხრამეტე საუკუნე“ და პოემებს: „აჩრდილი“ და „განდეგილი“  წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1901, № 1347.

პირთა ანოტაციები:

აბაშიძე კიტა (იოანე) გიორგის ძე (1870-1917)

 ლიტერატურის კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

    
1902    
    
6 იანვარი   
    
გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იტალიელი აღმოსავლეთმცოდნე აურელიო პალმიერი სტამბოლში სასწავლებლად მყოფი ივანე გველესიანის დახმარებით ფრანგულად თარგმნის ილია ჭავჭავაძის ნარკვევს „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“.   წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1902, № 1690, გვ. 2.

პირთა იდენტიფიკაცია:

სტატიაში აურელიანოს გვარი არ არის ნახსენები, მაგრამ იგი მოხსენიებულია „ასომპსიონისტად“, ასუმპციონისტების კონგრეგაციის წევრად.

პირთა ანოტაციები:

პალმიერი აურელიო (1870-1926)

იტალიელი აღმოსავლეთმცოდნე, კათოლიკე ბერი. რომის აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტის სლავური განყოფილების დირექტორი, 1890 წლიდან ასუმპციონისტების კონგრეგაციის წევრი.

გველესიანი ივანე

ფრანგული ენის სპეციალისტი, სწავლობდა სტამბოლში

    
1903    
    
6 იანვარი    
    
გაზეთ „ივერიის“ სარედაქციო გვერდზე ხელმოწერით „ბზიკი“ აქვეყნებს სტატიას „ხილად“ ქვეშ მინაწერით „ახალ თაობის რაინდს“ („წარსულ წლის დამლევს...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 6 იანვარი, № 6, გვ. 1; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 548.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 716, 725-726.