ამონაწერები ზაქარია ყიფშიძის კერძო წერილებიდან, ლიტერატურის მატიანე,1940, წ.
1-2, გვ. 185-190; ს. მგალობლიშვილი, მოგონებანი, 1938. გვ. 147. პირთა ანოტაციები: ციციშვილი გიორგი ივანეს ძე ქართლელი მემამულე, მომრიგებელი-შუამავალი, პოლკოვნიკი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 533. პირთა ანოტაციები: მათიკაშვილი ლავრენტი პედაგოგი, მომღერალი და საზოგადო მოღვაწე. გაზ. „ივერია“, 1898, 4 იანვ., № 2, გვ. 1-2; 6 იანვ. № 3, გვ. 1. პირთა ანოტაციები: ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე (1838-1898) საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, პედაგოგი, ქველმოქმედი, აღმოსავლური ენების
სპეციალისტი. ასწავლიდა ქართულს მოსკოვის უნივერსიტეტში გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1901, № 1346, გვ. 1. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-სტაროსელსკისა ეკატერინე თადეოზის ასული ილია ჭავჭავაძის მეუღლის ოლღას და. კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს
უფროსის მეუღლე. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 475.
პირთა ანოტაციები: თარხნიშვილი (გაბაშვილისა) ეკატერინე რევაზის ასული (1851-1938) მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრი გაზ. „შუამავალი“, 1907, № 3. პირთა ანოტაციები: კალანდაძე პოლიევქტო ანტონის ძე (1876-1931) პუბლიცისტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მუშათა ცხოვრების ამსახველი მოთხრობებისა
და ეგნატე ნინოშვილის სიუჟეტებზე შექმნილი პიესების ავტორი.
1894
1894
3 იანვარი
მომრიგებელი შუამავალი გიორგი ციციშვილი იწვევს ხვედურეთში. ილია ჭავჭავაძე
თანმხლებ პირებთან ერთად სტუმრობს მის ოჯახს და საზოგადოება საოცარი
აღფრთოვანებით ხვდება.
წყარო:
1896
3 იანვარი
წინარეხის სკოლის პედაგოგი ლავრენტი მათიკაშვილი წერილობით მიმართავს, როგორც
ქშწ-კგ საზოგადოების თავმჯდომარეს და სთხოვს ათი თვის ხელფასის ანაზღაურებას.
წყარო:
1898
3 იანვარი
ესწრება მეგობრისა და თანამოაზრის ილია ოქრომჭედლიშვილის პანაშვიდს და
გვირგვინით ამკობს მის ცხედარს.
წყარო:
1901
3 იანვარი
გარდაეცვალა ცოლისდა, ეკატერინე გურამიშვილი-სტაროსელსკაია.
წყარო:
1905
3 იანვარი
ეკატერინე გაბაშვილისაგან იღებს წერილს, რომელშიც ქართველ ქალთა ამხანაგობის
სახელით სთხოვს დაესწროს სამკერვალო სკოლის მოწაფეთა ლიტერატურულ საღამოს.
წყარო:
1907 3 იანვარი
გაზეთ „შუამავალში“ „ირეთელის“ ფსევდონიმით იბეჭდება პოლიევქტო კალანდაძის
სატირა ილია ჭავჭავაძეზე.
წყარო: