The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


9.11

1878    
     
9 ნოემბერი    
     
გაზეთ „ივერიის” რუბრიკაში „საქართველოს მატიანე“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ქართული საშუალო სასწავლებლის დაარსების საჭიროებაზედ“. აქვე ქვეყნდება ალფონს დოდეს მოთხრობის „სახლი იყიდება“ მისეული თარგმანი.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 693-694; გაზ. „ივერია“, 1878, № 44, გვ. 2-3, 10-12; ილია ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017.

პირთა ანოტაციები:

დოდე ალფონს (1840-1897)

ფრანგი მწერალი და პუბლიცისტი.

9 ნოემბერი    
     
 მეუღლეს მისი გაგზავნილი წერილები არ მისდის და ამით შეშფოთებული დეპეშას უგზავნის.   წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 194–195, 367.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     
9 ნოემბერი    
     
ყვარლიდან წერილს უგზავნის მეუღლეს. ატყობინებს, რომ იავადმყოფა, მაგრამ უკვე კარგადაა. სთხოვს, იასე ანდრონიკაშვილი ინახულოს და ღვინის ფული გამოართვას, დიმიტრი სტაროსელსკის კი მოაგონოს, რომ ვექსილების მიხედვით 29 რიცხვისთვის უსათუოდ უნდა შეიტანოს 500 მანეთი, რათა კრედიტი არ დაკარგონ.   წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 418; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 357; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 194–195, 367.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 253-254.

პირთა იდენტიფიკაცია:

სტაროსელსკის გვარი მითითებული არ არის, არის მხოლოდ სახელი და მამის სახელი; „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ანდრონიკაშვილი იასე რევაზის ძე (დაბ. 1811)

ოლღა გურამიშვილის მამის – თადეოზის ბიძაშვილი. თადეოზის დედა – ნინო და იასეს მამა რევაზი იყვნენ მარტყოფის მოურავის – ზაალ ზაზას ძე ანდრონიკაშვილის შვილები.

სტაროსელსკი დიმიტრი სვიმონის ძე (1832-1884)

გენერალი, სენატორი, ილია ჭავჭავაძის ქვისლი. 1872-1876 წლებში ბაქოს გუბერნატორი. 1876 წელს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის დირექტორად, 1878 წელს კი – იმავე სამმართველოს სამოქალაქო ნაწილის უფროსად.

     
1883    
     
9 ნოემბერი    
     
 გაზეთ „დროებაში“ ქვეყნდება დასაწყისი ალექსანდრე ნანეიშვილის სტატიისა „ლიტერატურული შენიშვნები“ „ივერიის“ მეცხრე ნომერში დაბეჭდილ წერილზე „ხილად“.ლად“.ლად“.   წყარო:

გაზ. „დროება“, 1883, № 225, გვ. 1-2; № 226, გვ. 1-3.

პირთა ანოტაციები:

ნანეიშვილი ალექსანდრე თეიმურაზის ძე (1857-1904)

ხალხოსანი მწერალი და პუბლიცისტი, ჟურნალ „იმედის“ თანამშრომელი. წერდა ფსევდონიმებით: „მე გახლავარ“, „ძველი ეკალი“

     
1893    
     
9 ნოემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ ადგილს უთმობს ივანე მაჩაბლის საპასუხო წერილს „უკანასკნელი პასუხი“, რომლითაც ის ილია ჭავჭავაძეს ბრალს სდებს საბანკო საქმის უცოდინრობაში და კვლავ იწვევს სამედიატორო სამართალში   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 9 ნოემბერი, № 241.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

     
1895    
     
 9 ნოემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 9 ნოემბერი“ („ჩვენს მეთაურში ამ რამდენიმე დღის წინად...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „კახეთის სოფლის მეურნეთა კავშირი“   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1895, 9 ნოემბერი, № 243, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 107.

     
1897    
     
9 ნოემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 8 ნოემბერი “ („თუ ინგლისის გაბატონება ეგვიპტეში...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ახლო აღმოსავლეთი და ხმელთაშუა ზღვის გზების საკითხი“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 9 ნოემბერი, № 233, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 467.