|
6 ნოემბერი | |
|
|
| |
|
|
მიდის ფინანსთა სამინისტროში ბანკის წესდების დამტკიცების ამბის გასაგებად,
მაგრამ არავითარი სიახლე არ არის. | |
წყარო:
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 153-155, 359. |
|
6 ნოემბერი | |
|
|
| |
|
|
საპასუხო წერილს უგზავნის მეუღლეს. სწერს, რომ წესდების დამტკიცება ისევ
ჭიანურდება, მაგრამ რაკი ხელი მოჰკიდა, საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს.
სთხოვს, როცა კარდანახში ჩავა, დაწვრილებით მისწეროს, როგორ მიდის მათი
სახლის მშენებლობის სამზადისი. | |
წყარო:
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი №
322; ი.ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 319-321; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 153-155, 359.
პირთა ანოტაციები:
გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)
საზოგადო მოღვაწე,
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო
საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
| |
|
|
1886 | |
|
|
| |
|
|
6 ნოემბერი | |
|
|
| |
|
|
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 5 ნოემბერი“ („ავსტრია-ვენგერიის დელეგაციის წევრმა სმოლკამ...“).
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ინგლის-ავსტრიის
პოლიტიკური ურთიერთობა“. | |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1886, 6 ნოემბერი, № 240, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
8, 2007, გვ. 505.
პირთა ანოტაციები:
სმოლკა ფრანციშეკ იან (1810-1899)
პოლონელი ადვოკატი და სახელმწიფო მოღვაწე,
ავსტრიის სეიმის პრეზიდენტი. |
|
| |
|
|
1890 | |
|
|
| |
|
|
6 ნოემბერი | |
|
|
| |
|
|
იაკობ მანსვეტაშვილთან ერთად წერილს უგზავნის კირილე ლორთქიფანიძეს იმის
დასაზუსტებლად, თუ ვისი შემოწირული იყო მის მიერ ქშწ-კგ საზოგადოებისთვის
გადაცემული თანხა. | |
წყარო:
ავტოგრაფი, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, კირილე
ლორთქიფანიძის ფონდი 913, 1049; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 144-
145, 436
პირთა ანოტაციები:
მანსვეტაშვილი იაკობ ალექსანდრეს ძე (1855-1939)
ჟურნალისტი, მწერალი,
პუბლიცისტი, „ივერიის“ თანამშრომელი, საზოგადო მოღვაწე. ქშწ-კგ
საზოგადოების მდივანი, წერდა ფსევდონიმებით: „ალექსანდრიძე“, „დონ
იაგო“, „ბარელი“ და სხვ.
ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919)
საზოგადო მოღვაწე, პოეტი,
ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.
|
|
| |
|
|
6 ნოემბერი | |
|
|
| |
|
|
იაკობ მანსვეტაშვილთან ერთად თხოვნით მიმართავს კირილე ლორთქიფანიძეს,
დააბრუნოს ქშწ-კგ საზოგადოების წიგნთსაცავიდან გატანილი წიგნები | |
წყარო:
ავტოგრაფი, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, კირილე
ლორთქიფანიძის ფონდი 913, 1047; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 145,
436.
პირთა ანოტაციები:
მანსვეტაშვილი იაკობ ალექსანდრეს ძე (1855-1939)
ჟურნალისტი, მწერალი,
პუბლიცისტი, „ივერიის“ თანამშრომელი, საზოგადო მოღვაწე. ქშწ-კგ
საზოგადოების მდივანი, წერდა ფსევდონიმებით: „ალექსანდრიძე“, „დონ
იაგო“, „ბარელი“ და სხვ.
ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919)
საზოგადო მოღვაწე, პოეტი,
ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. |