The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


3.11
<b>3.11</b>
1873   
    
3 ნოემბერი   
    
იღებს მეუღლის ბარათს და იგებს, რომ კასპიის ზღვაზე მიმოსვლის შეჩერების გამო ერთი თვეა ოლღას მისგან წერილი არ მიუღია და ნერვიულობს.  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 153-155, 359.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
1881    
    
3 ნოემბერი   
    
 ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობას წარუდგენს ილია ოქრომჭედლიშვილის წინადადებას ძველი წიგნების გამოცემის შესახებ, რასაც ყველა მოწონებით ხვდება.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17570; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 61-63; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 96-98; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 95-97, 410.

დათარიღება:

7 ნოემბრის ბარათში წერია, გასულ ხუთშაბათსო, 3 ნოემბერი კი 1881 წელს იყო ხუთშაბათი.

პირთა ანოტაციები:

ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე (1838-1898)

საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, პედაგოგი, ქველმოქმედი, აღმოსავლური ენების სპეციალისტი. ასწავლიდა ქართულს მოსკოვის უნივერსიტეტში.

    
1888    
    
3 ნოემბერი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 2 ნოემბერი“ („ჩვენი გულითდი რწმენა ყოველთვის ისა ყოფილა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „წოდებათა თანასწორობა“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 846—848; გაზ. „ივერია“, 1888, 3 ნოემბერი, № 231 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ცხრა ტომად (შემდგ.: ალ. აბაშელი, პ. ინგოროყვა), ტ. 8, 1928, გვ. 112-114; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 371.

    
1889   
    
3 ნოემბერი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 2 ნოემბერი“ („რაღაც დომხალი კეთდება დღევანდელ პოლიტიკისაგან...“. მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გაურკვევლობა დღევანდელ პოლიტიკაში“  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1889, 2 ნოემბერი, № 233, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 363.;

    
1890    
    
3 ნოემბერი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 2 ნოემბერი“ („დღე ისე არ გადის, რომ ახალი სამწუხარო...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ქუთაისის ბანკის საქმეთა გამო“  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1890, 3 ნოემბერი, № 234, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბ., 2007, გვ. 637.

    
1891   
    
 3 ნოემბერი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 2 ნოემბერი“ („გარედამ მაყურებელი ჩვენის ქალაქის ძველ გამგეობის ამბებისა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქალაქის ძველი გამგეობის მუშაობის შესახებ“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 3 ნოემბერი, № 234, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 44.

    
1897    
    
3 ნოემბერი    
    
გაზეთებში იბეჭდება ინფორმაცია ილია ჭავჭავაძის იუბილესთან დაკავშირებით გამართული კრების შესახებ. მიღებული დადგენილების მიხედვით იუბილე უნდა გაიმართოს გაზაფხულზე საქართველოს ყველა ქალაქსა და დაბა-სოფლებში. ღონისძიებებიდან შემოსული შემოსავალი უნდა მოხმარდეს ქართულ ძველ ნაშთთა სალაროსა და სალიტერატურო ფონდს, ღარიბ მწერალთა დასახმარებლად. სალაროს ერთ დარბაზს უნდა დაერქვას ილია ჭავჭავაძის სახელი. დიდუბის ეკლესიაში წირვისა და პარაკლისის შემდეგ უნდა გაიმართოს მილოცვები და წარმოდგენა ან სალიტერატურო საღამო. აქედან მიღებული შემოსავლით უნდა დაინიშნოს მისი სახელობის სტიპენდია  წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, 3 ნოემბერი, № 360, გვ. 1-2; გაზ. „კვალი“, 1897, № 46, გვ. 818.