1884 | ||
1884 იანვრის დასაწყისი პეტრე უმიკაშვილსა და ალექსანდრე სარაჯიშვილთან ერთად განაგრძობს მუშაობას „ვისრამიანის“ საბოლოო რედაქციასა და მის ლექსიკონზე. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის პირადი არქივი № 174; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 654-657; თსკ ოც ტომად, ტ. XVII, 2012, გვ. 99. ატრიბუცია: არსებობს ილიას ავტოგრაფი და მინაწერი, რომლიდანაც ჩანს, რომ ტექსტის პირველი შვიდი აბზაცი მისი დაწერილია. დათარიღება: 18 იანვარს იგი უკვე მოსკოვში იყო, ეს ტექსტი კი გამგზავრებამდე დაწერა. პირთა ანოტაციები: უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია. სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914) მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი. |
|
1884 5 იანვრამდე იღებს ილია ოქრომჭედლიშვილის მიერ მოსკოვიდან გამოგზავნილ წერილს და 1700 მანეთს ქართული თეატრალური დასისათვის.
|
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17569. პირთა ანოტაციები: ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე (1838-1898) საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, პედაგოგი, ქველმოქმედი, აღმოსავლური ენების სპეციალისტი. ასწავლიდა ქართულს მოსკოვის უნივერსიტეტში. |
|
1884 5 იანვარი წერილს უგზავნის ილია ოქრომჭედლიშვილს მოსკოვში. სთხოვს აცნობოს, ეთანხმება თუ არა ქართული თეატრალური დასისათვის მის მიერ გამოგზავნილი თანხის განაწილების მისეულ სქემას.
|
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 569; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 63-67; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 98-100; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 98-99, 411. პირთა ანოტაციები: ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე (1838-1898) საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, პედაგოგი, ქველმოქმედი, აღმოსავლური ენების სპეციალისტი. ასწავლიდა ქართულს მოსკოვის უნივერსიტეტში. |
|
1884 7 იანვრამდე ილია ჭავჭავაძე და პეტრე უმიკაშვილი წერენ „ვისრამიანის“ წინასიტყვაობას სათაურით „ვისრამიანის დაბეჭდვის გამო“.
|
წყარო: „ვისრამიანი“, რედაქტორობით ილ. ჭავჭავაძისა, ალ. სარაჯიშვილისა და პეტ. უმიკაშვილისა, ტფილისი, 1884, პეტრე უმიკაშვილის ხელწერილი თანხის მიღებაზე. № 686 № 283; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, 1991, გვ. 216. დათარიღება: რამდენადაც კორექტურის თანხა პეტრე უმიკაშვილს 7 იანვარს გადაუხადეს, ჩანს, რომ იგი უკვე აწყობილი იყო. პირთა ანოტაციები: უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია. |
|
1884 7 იანვარი „ვისრამიანის“ კორექტირებასა და ბეჭდვაზე გაწეული ზედამხედველობისთვის 160 მანეთს გადასცემს პეტრე უმიკაშვილს. |
წყარო: პეტრე უმიკაშვილის ხელწერილი თანხის მიღებაზე. № 686, № 283. პირთა ანოტაციები: უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია. |
|
1884 10 იანვარი თსს ბანკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ჩოლოყაშვილი აცნობებს, რომ ის მიწვეულია რუსეთის სამიწათმოქმედო საკრედიტო დაწესებულებების წარმომადგენელთა V ყრილობაზე. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 5. პირთა იდენტიფიკაცია: დოკუმენტში ჩოლოყაშვილის სახელის მხოლოდ ინიციალია მითითებული. პირთა ანოტაციები: ჩოლოყაშვლი ალექსანდრე (სანდრო) ზაალის ძე თავადი) თსს ბანკის დირექტორი 1874 წელს, ქშწკგ საზ-ის გამგეობის წევრი 1885-1886 წლებში, 1898 წელს შეწირულობა გაიღო სათავადაზნაურო სკოლისათვის ადგილის შესაძენად და შენობის ასაგებად. |
|
1884 10 იანვარი გაზეთი „დროება“ აქვეყნებს განცხადებას უახლოეს დღეებში რუსეთის სამიწათმოქმედო საკრედიტო დაწესებულებების წარმომადგენელთა მეხუთე ყრილობაში მონაწილეობის მისაღებად ილია ჭავჭავაძის პეტერბურგში გმგზავრებასთან დაკავშირებით. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1884, 10 ინვარი, № 6, გვ. 3 |
|
1884 იანვრის პირველი ნახევარი მიემგზავრება პეტერბურგში სამიწათმოქმედო საკრედიტო დაწესებულებების წარმომადგენელთა მეხუთე ყრილობაში მონაწილეობის მისაღებად. უნდა განიხილონ, რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ ბანკების გამგეობებსა და დამფასებელ კომისიებს იმ შემთხვევაში, როდესაც ბანკს რჩება გაუყიდავი მამული. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1884, 10 ინვარი, № 6, გვ. 3. |
|
1884 18 იანვარი ჩადის პეტერბურგში, ბინავდება ვასილ მაჩაბლის ოჯახში და დეპეშას უგზავნის მეუღლეს, რომლითაც ატყობინებს თავის ამბავს. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 351; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 203-205-207, 371. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე (1845-1918) თავადი, ვექილი, საზოგადო მოღვაწე, ივანე მაჩაბლის ძმა. გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1884 18-21 იანვარი ესწრება საადგილმამულო ბანკების წარმომადგენელთა მეხუთე ყრილობის ოთხივე სექციის შეხვედრებს და ძალიან დაკავებულია. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 351; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 205- 206; |
|
1884 21 იანვარი პეტერბურგიდან წერილს უგზავნის მეუღლეს. აღწერს თავის ყოველდღიურ საქმიანობას და ყრილობის დატვირთულ გრაფიკს. ატყობინებს, რომ ოლღას დისწულს - სიმონ სტაროსელსკის ვალების გამო შეიძლება პრობლემები შეექმნას და ურჩევს, დროზე გაარკვიონ ამ ვალების ზუსტი ოდენობა.
|
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 351; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 365-367; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 205-207, 371. პირთა იდენტიფიკაცია: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 162-163. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. სტაროსელსკი სვიმონ (სენო) დიმიტრის ძე) ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძის დისწული. |
|
1884 21 იანვარი თბილისიდან იღებს ქრისტოფერ ხაჩატუროვის წერილს, საგირავნო ფურცლებთან დაკავშირებით.
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 659. პირთა იდენტიფიკაცია: რუსულენოვან დოკუმენტში წერია „Х. Хачатуров“ პირთა ანოტაციები: ხაჩატუროვი ქრისტეფორე გრიგოლის ძე) თსს ბანკის ბუხჰალტერი 1888 წელს, გაზ. „ტიფლისკი ლისტოკის“ გამომცემელი 1886-1888 წლებში და რედაქტორგამომცემელი 1888 1918 წლებში |
|
1884 22 იანვარი გრიგოლ არწრუნის თეატრში სათაურით „გლახა ჭრიაშვილი“ წარმოადგენენ მის „გლეხთა განთავისუფლების პირველ-დროების სცენებს“, დივერტისმენტად კი) „განდეგილს“.
|
წყარო: გაზ. „დროება“, 1884, 21 იანვარი, № 15, გვ. 1. პირთა ანოტაციები: არწრუნი გრიგოლ იერემიას ძე (1845-1892) სომეხი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი. 1879 წლიდან თავისი ქარვასლის ერთი ნაწილი თეატრად გადააკეთა და იქ წარმოდგენებს მართავდა ქართული თეატრის მუდმივი დასი. |
|
1884 29 იანვრამდე რუსეთის საადგილმამულო საკრედიტო დაწესებულებების წარმომადგენელთა მე-5 ყრილობაზე წარმოსათქმელად წერს სიტყვას მიწების შეფასების მაქსიმალური ნორმების დადგენასთან დაკავშირებით.
|
წყარო: „Особое мнение представителя Тифлисского земельного банка, князя И. Г. Чавчавадзе по вопросу об установлении максимальной нормы для оценки земельных имуществ“, Сборник материалов и постановлений по вопросам, подлежащим обсуждению V-го съезда представителей учреждений русского земельного кредита. Петербург, 1884, стр. 165-168; ვ. ჟვანია, „ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი იურიდიული ხასიათის წერილები და დოკუმენტები“ „საისტორიო მოამბე“, 1971 წ., გვ. 237-243, ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017. |
|
1884 29 იანვარი ავადმყოფობის გამო სიტყვით ვერ გამოდის რუსეთის საადგილმამულო ბანკების წარმომადგენელთა მეხუთე ყრილობაზე. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 352. |
|
1884 3 თებერვლამდე რუსეთის საადგილმამულო საკრედიტო დაწესებულებების წარმომადგენელთა მე-5 ყრილობაზე წარმოსათქმელად წერს სიტყვას შეღავათების შესახებ. |
წყარო: „Особое мнение представителя Тифлисского земельного банка, князя И. Г. Чавчавадзе по вопросу о допущении льгот“, Сборник материалов и постановлений по вопросам, подлежащим обсуждению V-го съезда представителей учреждений русского земельного кредита. Петербург, 1884, стр. 165-168; ვ. ჟვანია, „ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი იურიდიული ხასიათის წერილები და დოკუმენტები“ „საისტორიო მოამბე“, 1971 წ., გვ. 237_243, ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017. |
|
1884 3 თებერვალი საადგილმამულო ბანკების წარმომადგენელთა მეხუთე ყრილობის სხდომაზე წარმოადგენს თავის მოსაზრებებს დასაგირავებელი მამულების შეფასების და ბანკების მევალეებისათვის შეღავათების დაწესების საკითხებზე. |
წყარო: „Сборник материалов и постановлений по вопросам, подлежавщим обсуждению пятого съезда представителей учреждений русского земельного кредита. СПб., 1884. с. 165-168, 185-188“. |
|
1884 თებერვლის დასაწყისი გამოდის ჟურნალ „ივერიის“ პირველი ნომერი, რომელშიც ქვეყნდება მის მიერ „ვეფხისტყაოსნიდან“, „ქილილა და დამანადან“ და „გურამიანიდან“ ამოკრებილი „საანდაზო ლექსები“ და განცხადება „ჟურნალი „ივერია“ მომავალ 1884 წ. იანვრიდამ“. |
წყარო: ჟურნ. „ივერია“, 1884, №1. |
|
1884 4 თებერვალი თავისი სიძის, ალექსანდრე საგინაშვილისგან იღებს დეპეშას, რომლიდანაც იგებს, რომ მისი დისწულის) მაკო აფხაზის ცოლად თხოვნას აპირებს პოდპოლკოვნიკი დიმიტრი მაყაშვილი.
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 352. პირთა ანოტაციები: საგინაშვილი ალექსანდრე დიმიტრის ძე (1808-1887) ილია ჭავჭავაძის სიძე) ელისაბედ ჭავჭავაძის მეორე ქმარი. გენერალ-ლეიტენანტი, რუსეთ-ირანის, რუსეთთურქეთის და ყირიმის ომების მონაწილე, 1844-1850 წლებში მსახურობდა გენერალურ შტაბში, 1851 წელს იყო კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის თანაშემწე. აფხაზი-მაყაშვილისა მარიამ (მაკო) ნიკოლოზის ასული (გარდ. 1894) ილია ჭავჭავაძის დისწული, დიმიტრი სოლომონის ძე მაყაშვილის მეუღლე. მაყაშვილი დიმიტრი სოლომონის ძე (1840-1906) ილია ჭავჭავაძის დისწულის, მარიამ (მაკო) აბხაზის ქმარი, სამხედრო პირი, სამსახურიდან გადადგა 1891 წელს გენერალ-მაიორის წოდებით. გარდაიცვალა იალტაში |
|
1884 5 თებერვალი მუშაობას ამთავრებს საადგილმამულო ბანკების წარმომადგენელთა მეხუთე ყრილობა. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 208. |
|
1884 6 თებერვალი რუსეთის სამიწათმოქმედო საკრედიტო დაწესებულებების წარმომადგენელთა კომიტეტი სთხოვს, მიაწოდოს თავისი აზრი V ყრილობის შრომებთან დაკავშირებით. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 6. |
|
1884 8 თებერვალი იღებს დავით ერისთავის წერილს, რომელშიც ურჩევს ბანკის მიერ აბანოს უბნის დაგირავებას, რათა ისიც სომეხმა ვაჭრებმა არ ჩაიგდონ ხელში. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 503. პირთა ანოტაციები: ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890) მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე. |
|
1884 8 თებერვალი პეტერბურგიდან წერილს უგზავნის მეუღლეს. კმაყოფილებას გამოთქვამს დისწულის, მაკო აფხაზის გათხოვების გამო. სწერს, რომ რეგულარულად ესწრებოდა ყრილობის სხდომებს და ძალიან დაკავებული იყო. |
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 352; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 367-369; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 207-209, 372. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. მაყაშვილი დიმიტრი სოლომონის ძე (1840-1906) ილია ჭავჭავაძის დისწულის, მარიამ (მაკო) აბხაზის ქმარი, სამხედრო პირი, სამსახურიდან გადადგა 1891 წელს გენერალ-მაიორის წოდებით. გარდაიცვალა იალტაში აფხაზი-მაყაშვილისა მარიამ (მაკო) ნიკოლოზის ასული (გარდ. 1894) ილია ჭავჭავაძის დისწული, დიმიტრი სოლომონის ძე მაყაშვილის მეუღლე |
|
1884 8 თებერვალი გაზეთ „დროებში“ იბეჭდება დასაწყისი რეცენზიისა ჟურნალ „ივერიის“ 1883 წლის მეთერთმეტე და მეთორმეტე ნომრებში გამოქვეყნებულ მასალებზე, მათ შორის ილია ჭავჭავაძის „შინაურ მიმოხილვაზე“. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1884, № 29, გვ. 1-3. |
|
1884 6) 10 თებერვალი რუსეთის საადგილმამულო საკრედიტო დაწესებულებების წარმომადგენელთა მე-5 ყრილობის მასალებში იბეჭდება მისი სიტყვა. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 352; „Особое мнение представителя Тифлисского земельного банка, князя И. Г. Чавчавадзе по вопросу о допущении льгот“, Сборник материалов и постановлений по вопросам, подлежащим обсуждению V-го съезда представителей учреждений русского земельного кредита. Петербург, 1884, стр. 165- 168; ვ. ჟვანია, „ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი იურიდიული ხასიათის წერილები და დოკუმენტები“ „საისტორიო მოამბე“, 1971 წ., გვ. 237-243, ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 1884. |
|
1884 10 თებერვალი სვიმონ ტაბიძე უძღვნის ლექსს (“სათნო საყვარელ ჩვენთა ივერიელთა...“). |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 67. პირთა ანოტაციები: ტაბიძე სვიმონ (გარდ. 1880 შემდეგ) ცნობილი მესტამბე და კალიგრაფი, მუშაობდა „ვეფხისტყაოსნის“ ჩუბინაშვილისეულ გამოცემაზე. |
|
1884 11 თებერვალი გაზეთ „დროებში“ იბეჭდება დასასრული რეცენზიისა ჟურნალ „ივერიის“ 1883 წლის მეთერთმეტე და მეთორმეტე ნომრებში გამოქვეყნებულ მასალებზე, მათ შორის ილია ჭავჭავაძის „შინაურ მიმოხილვაზე“. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1884, № 32, გვ. 1-2. |
|
1884 14 თებერვლამდე საადგილმამულო კრედიტის დაწესებულებათა წარმომადგენლების მეხუთე ყრილობის მონაწილეებთან ერთად აუდიენციაზეა ფინანსთა მინისტრთან.
|
წყარო: გაზ. «Новое обозрение», 1884, № 43. დათარიღება: ინფორმაცია დაიბეჭდა 14 თებერვლის გაზეთში. |
|
1884 თებერვლის შუა რიცხვების შემდეგ მოსკოვიდან იღებს ილია ოქრომჭედლიშვილის ბარათს. ადრესანტი სწერს, რომ მოუთმენლად ელის „ვისრამიანის“ დაბეჭდვას. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 567; შ. გოზალიშვილი. ილია ოქრომჭედლიშვილი. 1976. გვ. 93. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 281-282. პირთა ანოტაციები: ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე (1838-1898) საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, პედაგოგი, ქველმოქმედი, აღმოსავლური ენების სპეციალისტი. ასწავლიდა ქართულს მოსკოვის უნივერსიტეტში. |
|
1884 19 თებერვლამდე ფოსტის დაბრკოლების გამო ერთად იღებს მეუღლის მიერ გაგზავნილ სამ წერილს. |
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 353. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1884 19 თებერვალი პეტერბურგიდან თბილისში წერილს უგზავნის მეუღლეს. ატყობინებს, რომ საქმეებს მორჩა და ერთადერთი დოკუმენტიღა დარჩა ხელმოსაწერი. ასევე სწერს, რომ პირველ მარტს გაემგზავრება პეტერბურგიდან და ორი დღე გაჩერდება მოსკოვში ილია ოქრომჭედლიშვილთან. |
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 353; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 369-370; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 209-210, 372. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე (1838-1898) საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, პედაგოგი, ქველმოქმედი, აღმოსავლური ენების სპეციალისტი. ასწავლიდა ქართულს მოსკოვის უნივერსიტეტში. |
|
1884 22 თებერვლამდე ბიძაშვილი სოფიო ჭავჭავაძე-ბოღდანოვის თხოვნით ნახულობს პეტერბურგში მცხოვრებ მის ვაჟ მიხეილს და დედას უთვლის, რომ კარგად არის.
|
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 354. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე-ბოღდანოვისა სოფიო ალექსანდრეს ასული (დაბ. 1835) ილია ჭავჭავაძის ღვიძლი ბიძის) ალექსანდრე პაატას ძე ჭავჭავაძის ქალიშვილი, კონსტანტინე მიხეილის ძე ბოღდანოვ-კასინსკის მეუღლე. ბოღდანოვი მიხეილ ილია ჭავჭავაძის ბიძაშვილიშვილი. |
|
1884 22 თებერვალი წერილს სწერს მეუღლეს პეტერბურგიდან. ატყობინებს, რომ ბანკის საკითხებთან დაკავშირებით საბუთის ხელმოწერა ჭიანურდება და დაპირებისამებრ 1 მარტს ვეღარ მიემგზავრება.
|
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 354; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 370-372; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 210-212, 372. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1884 22 თებერვალი იღებს იაკობ მანსვეტაშვილის წერილს, რომელშიც სწერს შაქრო მაღალაშვილის მამულის გაყიდვის შესახებ.
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 539. პირთა იდენტიფიკაცია: ბარათში მაღალაშვილის სახელის მხოლოდ ინიციალი წერია. პირთა ანოტაციები: მანსვეტაშვილი იაკობ ალექსანდრეს ძე (1855-1939) ჟურნალისტი, მწერალი, პუბლიცისტი, „ივერიის“ თანამშრომელი, საზოგადო მოღვაწე. ქშწ-კგ საზოგადოების მდივანი, წერდა ფსევდონიმებით: „ალექსანდრიძე“, „დონ იაგო“, „ბარელი“ და სხვ. მაღალაშვილი ლუარსაბ (შაქრო) ალექსანდრეს ძე (დაბ. 1843) საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი, 1891-1894 წლებში აღმოსავლეთ საქართველოს თავადაზნაურთა მარშალი. |
|
1884 29 თებერვალი წერილს სწერს მეუღლეს პეტერბურგიდან. ატყობინებს, რომ მისი გამგზავრება ისევ ფერხდება. უკვე იმაზეც კი ფიქრობს, თუ არაფერი გამოვიდა, საქმის დამთავრებამდე დაბრუნდეს თბილისში. |
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 355. ი. ჭავჭავაძე., თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 372-373; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 212-213, 372-373. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1884 9 მარტი კავკასიის საცენზურო კომიტეტი „ივერიის“ რედაქციას უგზავნის შეტყობინებას რედაქტორის) ილია ჭავჭავაძის თბილისში დაბრუნებამდე ჟურნალის
მეორე ნომრის შეჩერების შესახებ და ამას დეპეშით ატყობინებენ პეტერბურგში. |
წყარო: „საისტორიო მოამბე“, ტ. 3. 1947, გვ. 202. |
|
1884 10 მარტი პეტერბურგიდან თბილისში დეპეშას უგზავნის კავკასიის საცენზურო კომიტეტს „ივერიის“ მეორე ნომრის გამოშვების ნებართვისთვის. სწერს, რომ მის მოვალეობას შეასრულებს გრიგოლ ყიფშიძე. საცენზურო კომიტეტი იქვე აკეთებს მინაწერს, რომ ჟურნალის გამოცემის უფლების სხვისთვის გადასაბარებლად დეპეშის გაგზავნა საკმარისი არ არის. |
წყარო: საისტორიო მოამბე; ტ. 3, 1947, გვ. 203. პირთა ანოტაციები: ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921) მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან. |
|
1884 10 მარტი წერილს სწერს მეუღლეს პეტერბურგიდან. შეწუხებულია ბანკის საქმეების გაჭიანურებით. იმედი აღარ აქვს, რომ ყველაფერი კარგად მოგვარდება. ამას ერთვის ისიც, რომ მალე ბანკის კრება თბილისშიც უნდა ჩატარდეს და მასზე დასწრებაც აუცილებელია. |
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 356. ი. ჭავჭავაძე , თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 373-375; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 214-215, 373. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1884 11 მარტი გარდაეცვალა ქვისლი) დიმიტრი სტაროსელსკი.
|
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 356. ი. ჭავჭავაძე , თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 373-375; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 214-215, 373. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1884 15 მარტი ჯერ კიდევ პეტერბურგშია. ამის გამო ვერ ესწრება ქვისლის)
კავკასიის მთავარი სამმართველოს უფროს დიმიტრი სტაროსელსკის დასაფლავებას
და უგზავნის გვირგვინს.
|
წყარო: გაზ. „დროება“, № 59 16 მარტი 1884, გვ. 1-2. პირთა ანოტაციები: სტაროსელსკი დიმიტრი სვიმონის ძე (1832-1884) გენერალი, სენატორი, ილია ჭავჭავაძის ქვისლი. 1872-1876 წლებში ბაქოს გუბერნატორი. 1876 წელს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის დირექტორად, 1878 წელს კი) იმავე სამმართველოს სამოქალაქო ნაწილის უფროსად. |
|
1884 20 იანვრიდან 20 მარტამდე ილია ჭავჭავაძის პეტერბურგში ყოფნისას, ვასილ მაჩაბლის ოჯახში საგანგებოდ მასთან შესახვედრად მიდის ქართველი სტუდენტების დელეგაცია: ექვთიმე თაყაიშვილი, მიხაკო მღვდლიაშვილი, და ალექსანდრე ლორთქიფანიძე. აინტერესებთ მისი აზრი, როგორ გამოიყენონ ლიტერატურულ–დრამატულ საღამოზე შემოსული სამი ათასი მანეთი. ილია ურჩევს, რომ თანხა შესანახად გადასცენ ქშწ-კგ საზოგადოებას. სტუდენტები თანხმდებიან და ფულს თბილისში ატანენ ვასილ მაჩაბელს. |
წყარო: ექვთიმე თაყაიშვილი, მოგონებანი ქართველ მწერლებზე, ლიტერატურის მატიანე, წ. 6, ნაკვ. 1,1952, გვ. 3-4. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე (1845-1918) თავადი, ვექილი, საზოგადო მოღვაწე, ივანე მაჩაბლის ძმა. თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე (1863-1953) მეცნიერი, აკადემიკოსი, პროფესორი. 1921- 1945 წლებში ემიგრაციაში იცავდა საქართველოს სამუზეუმო განძეულობას. დიდი ამაგი დასდო ქართული არქეოლოგიისა და ლიტერატურის შესწავლაგანვითარების საქმეს. მღვდლიაშვილი მიხეილ მოსეს ძე) იურისტი, ექვთიმე თაყაიშვილის ინსტიტუტის ამხანაგი, ქშწკ-გს-ის რწმუნებული ცაგერში. ლორთქიფანიძე ალექსანდრე მერაბის ძე) გამომძიებელი, თსს ბანკის თანამშრომელი, ნიკო ლორთქიფანიძის უფროსი ძმა, 1884 წელს სწავლობდა პეტერბურგში. |
|
1884 26 მარტამდე ორი თვის პეტერბურგში ყოფნის შემდეგ ბრუნდება თბილისში. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1884, 27 მარტი, № 68, გვ. 1; ჟურნ. „ივერია“, 1884, № 2. დათარიღება: მის ჩამოსვლამდე ცენზურა არ იძლეოდა ჟურნალის გამოსვლის ნებართვას. |
|
1884 26 მარტი მისი თბილისში არყოფნის გამო დაგვიანებით გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეორე ნომერი. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1884, 27 მარტი, № 68, გვ. 1; ჟურნ. „ივერია“, 1884, № |
|
1884 აპრილის დასაწყისი გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მესამე ნომერი. |
წყარო: ჟურნ. „ივერია“, 1884, № 3. |
|
1884 5 აპრილი რუსულ გაზეთში „ნოვოე ობოზრენიე“ იბეჭდება მისი პოემა „განდეგილის“ ივან თხორჟევსკისეული თარგმანის მე-7 და მე-8 თავები. |
წყარო: გაზ. «Новое обозрение», 1884, № 91. პირთა ანოტაციები: თხორჟევსკი ივანე ფელიქსის ძე (1843-1910) რუსი პოეტი და ჟურნალისტი, ცნობილი მთარგმნელი. გამოსცემდა ჟურნალებს «Гусли» და «Аргонавт». სიცოცხლის დიდი ნაწილი გაატარა თბილისში. |
|
1884 19 აპრილი რუსულ გაზეთში „ნოვოე ობოზრენიე“ იბეჭდება მისი პოემა „განდეგილის“ ივან თხორჟევსკისეული თარგმანის 1-14 თავები.
|
წყარო: გაზ. «Новое обозрение», 1884, № 102. |
|
1884 25 აპრილი პოლიციის დეპარტამენტი მასზე აწესებს ფარულ მეთვალყურეობას. ილია ჭავჭავაძის სახელზე იხსნება საქმე, რომელშიც იწერება მონაცემები მისი გადაადგილების შესახებ. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 34, № 230; ა. კოჭლავაშვილი, ჟურნ. „მნათობი“, 1970, № 5, გვ. 145. |
|
1884 5 მაისი გაზეთ „დროების“ შინაურ ქრონიკაში იბეჭდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაზეთ „ექოში“ გამოქვეყნდა წერილი „განდეგილის“ ივან თხორჟევსკისეულ თარგმანზე. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1884, № 98, გვ. 1-2. პირთა ანოტაციები: თხორჟევსკი ივანე ფელიქსის ძე (1843-1910) რუსი პოეტი და ჟურნალისტი, ცნობილი მთარგმნელი. გამოსცემდა ჟურნალებს «Гусли» და «Аргонавт». სიცოცხლის დიდი ნაწილი გაატარა თბილისში. |
|
1884 5-6 მაისი მონაწილეობს თბილისის გუბერნიის შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის მოწვეულ თავადაზნაურთა კრებაში და ირჩევენ კომისიაში, რომელსაც ევალება შეიმუშაოს სააზნაურო სკოლის მიმართულების საკითხი. |
წყარო: გაზ. „დროება“ №№ 100, 101,125. |
|
1884 6 მაისი გაზეთ „დროებაში“ ქშწ-კგ საზოგადოების თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერით, სათაურით „წერილი რედაქტორთან“ აქვეყნებს საზოგადოების სასარგებლოდ გამართული მეჯლისის შემოსავლის ანგარიშს. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1884, № 99, გვ. 2. |
|
1884 8 მაისი თავმჯდომარეობს თსს ბანკის კრებას, რომელზეც იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ერთი წლის მანძილზე კიდევ დაუტოვონ მამებს თავიანთი საარჩევნო ხმების შვილებისთვის გადაცემის უფლება, შემდეგ კი ეს საკითხი საგანგებოდ განიხილონ. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1884, 11 მაისი, № 102, გვ. 1-2. |
|
1884 9 მაისი თავმჯდომარეობს თსს ბანკის კრებას. კითხულობს ვრცელ მოხსენებას სარევიზიო კომისიის ანგარიშთან დაკავშირებით და ასაბუთებს, რომ კომისიის მიერ ბანკის ნაკლოვანებად მიჩნეული 12 მუხლიდან 11-ს არავითარი ზარალი არ გამოუწვევია. ზოგი მათგანი ეხებოდა საქმის წარმოების პრინციპებს, რომლებიც სხვადასხვა ბანკებს სხვადასხვაგვარი აქვთ და ამით არაფერი შავდება, ზოგი კი გამოწვეული იყო კონკრეტულად თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სპეციფიკით. ერთადერთი შენიშვნა, რომელიც სავსებით სამართლიანი იყო, ეხებოდა მამულების არასწორ შეფასებას, მაგრამ აქ დაშვებული შეცდომებიდანაც უმეტესობა მოვლენათა მოულოდნელი განვითარებით იყო განპირობებული და არა ბანკის ხელმძღვანელობის ან დამფასებლების დაუდევრობით. გულისტკივილს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოება უმეტესად ბანკის ნაკლოვანებებზე ლაპარაკობს და ავიწყდებათ დადებითი მხარეები. იგი დამსწრეთ მოაგონებს, რომ თსს ბანკი შეიქმნა მაშინ, როდესაც მთავრობას აკრძალული ჰქონდა ამ რეგიონის მამულების გირაოდ მიღება სახელმწიფო იჯარებსა და „პრიკაზში“. შესაბამისად, მამულის დაგირავებით სესხის აღების ერთადერთი საშუალება ეს ბანკი იყო და შემდგომშიც სწორედ მისი წყალობით აღდგა ამ მამულების კრედიტუნარიანობისადმი ნდობა. ილია ჭავჭავაძემ ციფრებით წარმოაჩინა ბანკის მოგების მაჩვენებლები განვლილი ცხრა წლის მანძილზე და განაცხადა, რომ ზარალი, რომელმაც შეიძლება 60-70 ათასი მანეთი შეადგინოს, არაფერია 350 ათას მანეთ მოგებასთან შედარებით, რომელიც ბანკმა მოიტანა. კრებამ მისი გამოსვლა აპლოდისმენტებით მიიღო. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1884, 12 მაისი, № 103, გვ. 2-3. |
|
1884 10 მაისი თავმჯდომარეობს თსს ბანკის კრებას. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1884, 12 მაისი, № 103, გვ. 2-3. |
|
1884 11 მაისი გაზეთ „დროებაში იბეჭდება თსს ბანკის წევრთა 7 მაისის კრების ანგარიში, რომელშიც ჩართულია ილია ჭავჭავაძის განმარტება, რატომ არ არის მიზანშეწონილი, რომ ბანკის წევრებმა ხმა გადასცენ ისეთ პიროვნებას, თუნდაც შვილს, რომელიც არ არის ბანკის წევრი. აქვე წარმოდგენილია სარევიზიო კომისიის მოხსენების პირველი ნაწილი. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1884, № 102, გვ 1-2. |
|
1884 12 მაისი გაზეთ დროებაში გრძელდება თსს ბანკის წევრთა კრების მიმოხილვის ბეჭდვა, სადაც ჩართულია ილია ჭავჭავაძის ვრცელი სიტყვა სარევიზიო კომისიის ანგარიშთან და ბანკის არსებობის ცხრა წლის მანძილზე მის მუშაობასთან დაკავშირებით. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1884, № 103, გვ 1-3. |
|
1884 12 მაისი გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება თსს ბანკის 9 მაისის კრების ანგარიში და ილია ჭავჭავაძის მოხსენება. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1884, 12 მაისი, № 103, გვ. 2-3. |
|
1884 12 მაისი სამი დღით მიემგზავრება კახეთში. |
წყარო: ნ. ნიკოლაძის არქივის კატალოგი. ნაწ. 1, 1954, გვ. 12 |
|
1884 13 მაისი გაზეთ დროებაში გრძელდება 7-10 მაისს ჩატარებული თბილისის
გუბერნიის თავადაზნაურთა ბანკის წევრთა კრების მიმოხილვის ბეჭდვა. შეტანილია ილიას მოსაზრებები მამულების დაფასების ახალი წესის შემუშავების
მიმართ ფინანსთა სამინისტროს დამოკიდებულებასა და პეტერბურგში ბირჟის
აგენტის დანიშვნის საჭიროებაზე. საგულისხმოა მისი პასუხი ნაპოლეონ ამატუნის
გამოსვლაზე, რომელშიც კრების მონაწილეებს ნაციონალიზმში ედებოდათ ბრალი. ილია ჭავჭავაძემ მის სიტყვებს წინდაუხედავი უწოდა და თქვა, რომ ვერც ბანკს
და ვერც ამ კრებას ვერავინ შესწამებს მტრობას რომელიმე ერისადმი. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1884, № 104, გვ. 2. პირთა ანოტაციები: ამატუნი ნაპოლეონ ივანეს ძე (1839-1899) ვექილი, თბილისის საკრედიტო ბანკის თავმჯდომარე, თსს ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ზედამხედველი კომიტეტის წევრი, თბილისის საბჭოს ხმოსანი დეპუტატი. |
|
1884 13 მაისი რუსულ გაზეთში „იურიდიჩესკოე ობოზრენიე“ იბეჭდება მისი ნარკვევის „რა არის ხიზნობა“ თარგმანის პირველი ნაწილი. |
წყარო: გაზ. «Новое обозрение», 1884, № 126 |
|
1884 17 მაისი რუსულ გაზეთში „იურიდიჩესკოე ობოზრენიე“ იბეჭდება მისი ნარკვევის „რა არის ხიზნობა“ თარგმანის მეორე ნაწილი. |
წყარო: გაზ. «Юридическое обозрение», 1884, № |
|
1884 21 მაისი თბილისის გუბერნატორის კანცელარიაში იხსნება საიდუმლო საქმე და 1884 წლის 14 ივლისიდან 1885 წლის 9 ივლისამდე ილია ჭავჭავაძეზე წესდება პოლიციის ზედამხედველობა. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 17, 1-2671, 2056. |
|
1884 27 მაისი მონაწილეობს ქშწ-კგ საზოგადოების კრებაში. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1884, № 115, გვ. 1-2. |
|
1884 31 მაისი გაზეთ „დროებაში“ მისი და სხვათა ხელმოწერით იბეჭდება ქშწ-კგ საზოგადოების მმართველობის განვლილი წლის ანგარიში. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1884, № 115, გვ. 1-2. |
|
1884 31 მაისი სადარბაზო ბარათებს უგზავნის რაფიელ ერისთავს, იაკობ გოგებაშვილს, აკაკი წერეთელს, დავით ერისთავს, გიორგი თუმანიშვილს, ალექსანდრე სარაჯიშვილს, ექვთიმე თაყაიშვილს, პეტრე უმიკაშვილს, ივანე მაჩაბელს, ეკატერინე გაბაშვილსა და სხვა ქართველ მოღვაწეებს. ეპატიჟება პირველ ივნისს არტურ ლაისტის საპატივცემულო სადილზე.
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, გიორგი თუმანიშვილის ფონდი, ავტოგრაფი № 363, № 957; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 100, 100, 411-412; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 86; ლიტერატურული მატიანე, 1940, ეკატერინე გაბაშვილი, მოგონებანი ილია ჭავჭავაძეზე, გვ. 101, 111, 119 პირთა ანოტაციები: ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890) მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე. თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920) კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო გაზეთ «Новое обозрение»-ს რედაქტორი. სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914) მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი. თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე (1863-1953) მეცნიერი, აკადემიკოსი, პროფესორი. 1921- 1945 წლებში ემიგრაციაში იცავდა საქართველოს სამუზეუმო განძეულობას. დიდი ამაგი დასდო ქართული არქეოლოგიისა და ლიტერატურის შესწავლაგანვითარების საქმეს. უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია. მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. თარხნიშვილი (გაბაშვილისა) ეკატერინე რევაზის ასული (1851-1938) მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრი. ლაისტი არტურ (1852-1927) გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”. |
|
1884 მაისის ბოლო გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ იბეჭდება ნაპოლეონ ამატუნის სტატია, რომელშიც ავტორი ამტკიცებს, თითქოს თსს ბანკის კრება სისტემატურად სდევნიდეს ქალაქელებს, რომელთა დიდ უმრავლესობას სომხები შეადგენენ.
|
წყარო: გაზ. „Новое Обозрение“, 1884, № 142. პირთა ანოტაციები: ამატუნი ნაპოლეონ ივანეს ძე (1839-1899) ვექილი, თბილისის საკრედიტო ბანკის თავმჯდომარე, თსს ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ზედამხედველი კომიტეტის წევრი, თბილისის საბჭოს ხმოსანი დეპუტატი. |
|
1884 1 ივნისამდე არტურ ლაისტი თარგმნის ილიას ლექსს „მტკვრის პირზედ“.
|
წყარო: შ. გოზალიშვილი, ილია და მისი საზღვარგარეთელი მეგობრები“, გაზეთი „ყვარელი“, 1965, № 65, 30 ნოემბერი, გვ. 3. დათარიღება: 1 ივნისს არტურ ლაისტმა თავად მოიხსენია ეს თარგმანი. პირთა ანოტაციები: ლაისტი არტურ (1852-1927) გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”. |
|
1884 1 ივნისი ქართველ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად რკინიგზის სადგურზე ხვდება მისივე მოწვევით საქართველოში ჩამოსულ არტურ ლაისტს. 3 საათზე გერმანელი სტუმრისთვის მართავს სადილს, რომელზეც მიწვეულები არიან ცნობილი მწერლები და ჟურნალისტები. იგი სტუმარს მიმართავს სიტყვით, რომელშიც განსაზღვრავს ქართული კულტურის საზღვარგარეთ გატანის საქმეში ლაისტის უდიდეს წვლილს. იმავე საღამოს კიდევ ერთი წვეულება იმართება მტკვრის სანაპიროზე „ვაზის ბაღში“, სადაც არტურ ლაისტი წარმოთქვამს სამადლობელ სიტყვას.
|
წყარო: გაზ. „დროება“, 1884,3 ივნ. № 118, გვ. 2-3; 5 ივნ., № 119, გვ. 3; შ. გოზალიშვილი, ილია და მისი საზღვარგარეთელი მეგობრები“, გაზეთი „ყვარელი“, 1965, № 65, 30, გვ. 3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბ., 2005, გვ. 219. პირთა ანოტაციები: ლაისტი არტურ (1852-1927) გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”. |
|
1884 2 ივნისი მეგზურობს არტურ ლაისტს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში, აჩვენებს რუსთაველის და თამარის სურათებს, ათვალიერებინებს საზოგადოების ხელნაწერთა ბიბლიოთეკას.
|
წყარო: „ჩვენი სტუმარი არტურ ლაისტი“, გაზ. „დროება“, 1884,3 ივნ. № 118, გვ. 2-3; 5 ივნ., № 119, გვ. 3. პირთა ანოტაციები: ლაისტი არტურ (1852-1927) გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”. რუსთაველი შოთა „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი. თამარ მეფე (1160-1213) საქართველოს მეფე 1184 წლიდან. |
|
1884 3 ივნისი გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება მიმოხილვა „ჩვენი სტუმარი არტურ ლაისტი თბილისში“, რომელშიც ჩართულია ილია ჭავჭავაძის მისასალმებელი სიტყვის დასაწყისი.
|
წყარო: გაზ. „დროება“, 1884, № 118, გვ. 2-3. პირთა ანოტაციები: ლაისტი არტურ (1852-1927) გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”. |
|
1884 5 ივნისი გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება მიმოხილვა „ჩვენი სტუმარი არტურ ლაისტი“, რომელშიც ჩართულია ილია ჭავჭავაძის სიტყვის დასასრული.
|
წყარო: გაზ. „დროება“, 1884, № 119, გვ. 3. პირთა ანოტაციები: ლაისტი არტურ (1852-1927) გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”. |
|
1884 6 ივნისამდე წერს საპასუხო წერილს გაზ. „ნოვოე ობოზრენიეში“ ნაპოლეონ ამატუნის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე და არგუმენტირებულად უარყოფს მის ყველა ბრალდებას.
|
წყარო: გაზ. „Новое Обозрение“, 1884 წლის, 7 ივნისი, № 149, გვ. 2-3. დათარიღება: ვათარიღებთ პუბლიკაციაზე მითითებული ცენზურის ნებართვის დროის მიხედვით. პირთა ანოტაციები: ამატუნი ნაპოლეონ ივანეს ძე (1839-1899) ვექილი, თბილისის საკრედიტო ბანკის თავმჯდომარე, თსს ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ზედამხედველი კომიტეტის წევრი, თბილისის საბჭოს ხმოსანი დეპუტატი. |
|
1884 7 ივნისი „ნოვოე ობოზრენიეში“ ამავე გაზეთში ნაპოლეონ ამატუნის მიერ გამოქვეყნებული სტატიის პასუხად იბეჭდება ილია ჭავჭავაძის „წერილი რედაქციისადმი“.
|
წყარო: გაზ. „Письмо в редакцию“, „Новое Обозрение“, 1884 წლის, 7 ივნისი, № 149, გვ. 2-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 100-107, 412-413. პირთა ანოტაციები: ამატუნი ნაპოლეონ ივანეს ძე (1839-1899) ვექილი, თბილისის საკრედიტო ბანკის თავმჯდომარე, თსს ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ზედამხედველი კომიტეტის წევრი, თბილისის საბჭოს ხმოსანი დეპუტატი. |
|
1884 9 ივნისი გაზეთ „ნოვოე ობოზრენიში“ გამოქვეყნებული ნაპოლეონ ამატუნისა და ილია ჭავჭავაძის წერილების საპასუხოდ გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება სტატია „საბანკო დავიდარაბა გაზეთების ფურცლებზედ“.
|
წყარო: გაზ. „დროება“, 1884, 9 ივნისი, № 123. პირთა ანოტაციები: ამატუნი ნაპოლეონ ივანეს ძე (1839-1899) ვექილი, თბილისის საკრედიტო ბანკის თავმჯდომარე, თსს ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ზედამხედველი კომიტეტის წევრი, თბილისის საბჭოს ხმოსანი დეპუტატი. |
|
1884 10 ივნისი მონაწილეობს თბილისის გუბერნიის შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის მოწვეულ თავადაზნაურთა საზოგადოების საგანგებო კრებაში. განიხილავენ სათავადაზნაურო სკოლის პროგრამის შემმუშავებელი კომისიის მოხსენებას, რომლის წევრიც ის იყო. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1884, 12 ივნ. № 125, გვ. 1-2; 13 ივნ. № 126, გვ. 1. |
|
1884 12 ივნისამდე არტურ ლაისტთან ერთად ესწრება წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გამოცდებს.
|
წყარო: გაზ. „დროება“, 1884, 14 ივნ., № 127, გვ. 1. დათარიღება: 14 ივნისის პუბლიკაციაში წერია, რომ ეს მოხდა რამდენიმე დღით ადრე. პირთა ანოტაციები: ლაისტი არტურ (1852-1927) გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”. |
|
1884 12 ივნისი გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება პირველი ნაწილი „თბილისის გუბერნიის შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობის საზოგადოების“ კრების მიმოხილვისა, რომელშიც იგი მონაწილეობდა როგორც კომისიის წევრი. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1884, № 125, გვ. 1-2. |
|
1884 13 ივნისი გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება დასასრული „თბილისის გუბერნიის შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობის საზოგადოების“ კრების მიმოხილვისა. |
წყარო: გაზ. „დროება“, № 126, გვ. 1. |
|
1884 13 ივნისი წერილს უგზავნის საგურამოში მეუღლეს. სთხოვს, მომდევნო დღეს სამი შეკაზმული ცხენი დაახვედროს ავჭალაში დილის მატარებლის ჩასვლის დროისთვის. აცნობებს, რომ სირაჯი მიდის ღვინის ამოსაღებად. მოურავ დავით ციციშვილს უთვლის, ღვინის ამოღების პროცესს დაესწროს და სირაჯს ბარათი ჩამოართვას მის მიღებაზე.
|
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 357; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 197-198, 368-369. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 263-264. პირთა იდენტიფიკაცია: ტექსტში მოურავის მხოლოდ გვარია ნახსენები. იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 166-167. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. ციციშვილი დავით ილია ჭავჭავაძის საგურამოს მოურავი 1866-1887 წლებში. |
|
1884 14 ივნისი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც
განიხილავენ გორის საოსტატო სემინარიადამთავრებული სტიპენდიანტებისთვის
დაფინანსების შეწყვეტის საკითხს. კმაყოფილდება ქუთაისის სააზნაურო სკოლის
ინსპექტორ ალექსი ჭიჭინაძის თხოვნა სამოგზაუროდ წასვლასთან დაკავშირებით
მისთვის შვებულების მიცემის თაობაზე.
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 3. პირთა ანოტაციები: ჭიჭინაძე ალექსი ბესარიონის ძე (1851-1913) პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე 1880-1886 წლებში, ქშწკგ საზოგადოების გამგეობის წევრი 1888-1893 წლებში. |
|
1884 ივნისის შუა რიცხვები საგურამოში მასპინძლობს არტურ ლაისტს. მასთან ერთად მიწვეულები ჰყვანან: აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძე, დავით მიქელაძე და ალექსანდრე ჭყონია.
|
წყარო: ა. ლაისტი, გაზ. „ივერია“, 1906, № 25, გვ. 7-8. პირთა ანოტაციები: ლაისტი არტურ (1852-1927) გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”. წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოპღვაწე. ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან)თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს. მიქელაძე დავით (1843-1918) მწერალი, დრამატურგი, ჟურნალისტი, მთარგმნელი. განათლება მიიღო პეტერბურგსა და პარიზში, თანამშრომლობდა „დროებასა“ და „ივერიაში“. ჭყონია ალექსანდრე მირიანის ძე (1855-1907) საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის გიმნაზიის შემდეგ სწავლობდა მოსკოვსა და პარიზში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთის, ოზურგეთის, შორაპანის, ქუთაისის სასამართლოებში, იყო „მოამბისა“ და „ცნობის ფურცელის“ რედაქტორი. |
|
1884 ივნისი გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეხუთე-მეექვსე ნომერი ერთ წიგნად,
რომელშიც ქვეყნდება მის მიერ „ვეფხისტყაოსნიდან“, „ქილილა და დამანადან“ და
„გურამიანიდან“ ამოკრეფილი „საანდაზო ლექსები“ და არტურ ლაისტის წერილის „ქართული
ლიტერატურა“ თარგმანი, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ილია
ჭავჭავაძის შემოქმედებას, განხილულია „გლახის ნაამბობი“ და „კაცია)ადამიანი?!“.
|
წყარო: ჟურნ. „ივერია“, 1884, № 5-6. პირთა ანოტაციები: ლაისტი არტურ (1852-1927) გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”. |
|
1884 13 ივლისი თბილისის გუბერნიის ჟანდარმთა სამმართველოს უფროსი გუბერნატორისგან ითხოვს ნებართვას ილია ჭავჭავაძეზე, როგორ პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო პიროვნებაზე, ფარული მეთვალყურეობის დასაწესებლად. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 17, საქმე, 140, ფ. 1-8; საისტორიო მოამბე. ტ. 3, 1947, გვ. 212-214. |
|
1884 20 ივლისი იღებს რამაზ ანდრონიკაშვილის ბარათს თსს ბანკის მიერ გრიგოლ არწრუნის ქარვასლის შეძენასთან დაკავშირებით.
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 448. პირთა იდენტიფიკაცია: დოკუმენტში არწრუნის სახელის მხოლოდ ინიციალია. პირთა ანოტაციები: ანდრონიკაშვილი რამაზ ივანეს ძე (1812-1885) კავკასიის მთავარი სამმართველოს კანცელარიის მოხელე, თელავის მაზრის უფროსი. არწრუნი გრიგოლ იერემიას ძე (1845-1892 სომეხი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი. 1879 წლიდან თავისი ქარვასლის ერთი ნაწილი თეატრად გადააკეთა და იქ წარმოდგენებს მართავდა ქართული თეატრის მუდმივი დასი. |
|
1884 21 ივლისი თბილისის პოლიცმაისტერი გასცემს ბრძანებას ილია ჭავჭავაძეზე პოლიციის მეთვალყურეობის დაწესების შესახებ.
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, № 230; ფ. 17, 3455, საისტორიო მოამბე. ტ. 3, 1947, გვ. 213. დათარიღება: დრო მითითებულია 31 ივლისის რაპორტში.
| |
1884 23 ივლისი დავით ერისთავი კისლოვოდსკიდან პეტერბურგში ნიკო ნიკოლაძეს ატყობინებს, რომ ილია ჭავჭავაძეს დიდი გეგმები აქვს გრიგოლ არწრუნის ქარვასლასთან დაკავშირებით. |
წყარო: ნ. ნიკოლაძის არქივის კატალოგი. ნაწ. 1, 1954, გვ. 118. პირთა ანოტაციები: ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890) მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე. ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. არწრუნი გრიგოლ იერემიას ძე (1845-1892) სომეხი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი. 1879 წლიდან თავისი ქარვასლის ერთი ნაწილი თეატრად გადააკეთა და იქ წარმოდგენებს მართავდა ქართული თეატრის მუდმივი დასი. |
|
1884 29 ივლისი ცენზურა გასცემს „ვისრამიანის“ დაბეჭდვის ნებართვას. ტექსტს წინ უძღვის პეტრე უმიკაშვილისა და ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი წინასიტყვაობა.
|
წყარო: „ვისრამიანი“, რედაქტორობით ილ. ჭავჭავაძისა, ალ. სარაჯიშვილისა და პეტ. უმიკაშვილისა, ტფილისი, 1884; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 216. პირთა ანოტაციები: უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია. |
|
1884 31 ივლისი თბილისის პოლიცმაისტერი წერილობით მოახსენებს გუბერნატორს, რომ ილია ჭავჭავაძე ოჯახთან ერთად იმყოფება საგურამოში და ამის შესახებ ინფორმირებულია დუშეთის მაზრის უფროსი.
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, № 230; „საისტორიო მოამბე“. ტ. 3, 1947. გვ. 213.
| |
1884 9 აგვისტო გაზეთ „დროებაში“ „ნ. ურბნელის“ ფსევდონიმით იბეჭდება ნიკო ხიზანიშვილის „ლიტერატურული ქრონიკის“ პირველი ნაწილი. მასში განხილულია ჟურნალ „ივერიის“ მეხუთე-მეექვსე ნომერი და არტურ ლაისტის წერილი „ქართული ლიტერატურა“, რომელშიც დიდი ადგილი აქვს დათმობილი ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას.
|
წყარო: გაზ. „დროება“, 1884, № 172, გვ. 1-3. პირთა ანოტაციები: ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906) იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან. ლაისტი არტურ (1852-1927) გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post” |
|
1884 10 აგვისტომდეგ ამოდის „ვისრამიანი“ ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე სარაჯიშვილისა და პეტრე უმიკაშვილის რედაქტორობით.
|
წყარო: „ვისრამიანი“, ტფილისი, 1884; „შინაური ქრონიკა“ გაზ. „დროება“, 1884, 10 აგვისტო, № 173, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, 1991, გვ. 216. პირთა ანოტაციები: სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914) მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი. უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია. |
|
1884 10 აგვისტო გაზეთ „დროებაში“ „ნ. ურბნელის“ ფსევდონიმით იბეჭდება ნიკო ხიზანიშვილის „ლიტერატურული ქრონიკის“ გაგრძელება. მასში განხილულია ჟურნალ „ივერიის“ მეხუთე-მეექვსე ნომერი და არტურ ლაისტის წერილი „ქართული ლიტერატურა“, რომელშიც დიდი ადგილი აქვს დათმობილი ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას.
|
წყარო: გაზ. „დროება“, 1884, № 173, გვ. 1-2. პირთა ანოტაციები: ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906) იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან. ლაისტი არტურ (1852-1927) გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”. |
|
1884 12 აგვისტო სურამში გამართულ თეატრალურ წარმოდგენაზე სხვა დადგმებთან ერთად თამაშობენ ილია ჭავჭავაძის პიესას „სცენა მომრიგებელ მოსამართლესთან“, რომელშიც გლახა ჭრიაშვილის როლს არაჩვეულებრივად ასრულებს სოფრომ მგალობლიშვილი.
|
წყარო: შინაური ქრონიკა, გაზ. „დროება“, 1884, 17 აგვისტო, N178, გვ.1-2. პირთა ანოტაციები: მგალობლიშვილი სოფრომ ზაქარიას ძე (1851-1925) ხალხოსანი მწერალი, მემუარისტი, პუბლიცისტი, გაზ. „თემის“ რედაქტორი. |
|
1884 13 აგვისტო გაზეთ „დროებაში“ ქვეყნდება ცნობა, რომ „ვისრამიანის“ რედაქტორებს ილია ჭავჭავაძეს, ალექსანდრე სარაჯიშვილსა და პეტრე უმიკაშვილს განზრახული აქვთ გამოსცენ ძველი ქართული კლასიკური მწერლობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში „ამირან-დარეჯანიანი“.
|
წყარო: გაზ. „დროება“, 1884, 13 აგვ., № 176, გვ. 2. პირთა ანოტაციები: სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914) მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი. უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია. |
|
1884 18 აგვისტო გაზეთ „დროებაში“ „ნ. ურბნელის“ ფსევდონიმით იბეჭდება ნიკო ხიზანიშვილის „ლიტერატურული ქრონიკის“ გაგრძელება. მასში საუბარია ილია ჭავჭავაძის მოთხრობებზე და გაზიარებულია არტურ ლაისტის აზრი, რომ იგი ახალი ბელეტრისტიკის ფუძემდებელია. საინტერესოდ არის წარმოჩენილი საზოგადოების რეაქცია „კაცია) ადამიანზე?!“. ნათქვამია, რომ ისინი, ვინც მის პერსონაჟებში საკუთარ თავს ხედავენ, ავტორს „გიჟს“ უწოდებენ.
|
წყარო: გაზ. „დროება“, 1884, № 178, გვ. 1-2. პირთა ანოტაციები: ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906) იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან. ლაისტი არტურ (1852-1927) გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”. |
|
1884 აგვისტო გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეშვიდე-მერვე ნომრები ერთ წიგნად, რომელშიც ქვეყნდება მის მიერ ამოკრეფილი „საანდაზო ლექსები“ და ქშწ-კგ საზოგადოების ერთი წლის ანგარიში მისი ხელმოწერით. |
წყარო: ჟურნ. „ივერია“, 1884, № 7-8. |
|
1884 აგვისტო განცხადებით მიმართავს ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორს სენაკის სკოლის გახსნასა და მის ინსპექტორად სამსონ ყიფიანის დანიშვნის შესახებ.
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 70. პირთა ანოტაციები: ყიფიანი სამსონ გიორგის ძე (1855-1937) პედაგოგი, მსახიობი, პუბლიცისტი, სენაკის სააზნაურო სკოლის ინსპექტორი. |
|
1884 5 სექტემბერი თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც იღებენ დადგენილებას ხელთუბნის სკოლის მასწავლებლის დანიშვნის თაობაზე. მოთხოვნილი წიგნები ეგზავნება წინამძღვრიანთკარის სკოლას, ხოლო სახელმძღვანელოები, სასწავლო ნივთები და თანხა წამლების შესაძენად - სოფელ სურების სკოლას. სურამიდან იღებენ საქველმოქმედო წარმოდგენიდან შემოსულ თანხას. მადლობას უცხადებენ ილია ოქრომჭედლიშვილს საზოგადოებისთვის ანდრეევის (ამჟამად გ. ჩუბინაშვილის) ქუჩაზე მდებარე შენობის შემოწირვის გამო. იღებენ გადაწყვეტილებას ალექსანდრე ყაზბეგის წიგნების შესყიდვის თაობაზე.
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 6. პირთა ანოტაციები: ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე (1838-1898) საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, პედაგოგი, ქველმოქმედი, აღმოსავლური ენების სპეციალისტი. ასწავლიდა ქართულს მოსკოვის უნივერსიტეტში. ყაზბეგი ალექსანდრე მიხეილის ძე (1848-1893) პროზაიკოსი, დრამატურგი, პოეტი, სამოციანელთა მიმდევარი, ისტორიული დრამის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. |
|
1884 13 სექტემბერი თბილისის პოლიცმაისტერი წერილობით უპატაკებს გუბერნატორს ილია ჭავჭავაძეზე ფარული მეთვალყურეობის შედეგებს. |
წყარო: „საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 213. |
|
1884 19 სექტემბერი თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ ქუთაისის სააზნაურო სკოლაში ახალი მასწავლებლის მოწვევის საკითხს. ქუთაისის სკოლების დირექტორს ეგზავნება სამეგრელოში გადატანილი სკოლის სასწავლო გეგმა. კმაყოფილდება ბათუმის სკოლის მასწავლებლის, მოსე ნათაძის თხოვნა შემოსული თანხის სკოლის საჭიროებისამებრ განკარგვასთან დაკავშირებით. მოთხოვნილი წიგნები ეგზავნება ხარკოვის უნივერსიტეტს. არ კმაყოფილდება ნიკოლოზ მთვარელიშვილისა და ივანე გამყრელიძის თხოვნა ხელნაწერი წიგნების სახლში გატანაზე. სოფელ თონეთის სკოლასთან დაკავშირებით მამასახლისს ეგზავნება თხოვნა, რომ შეუდგეს შენობის აგებას, სწავლა კი დაიწყოს 1 ოქტომბერს.
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 8. პირთა ანოტაციები: ნათაძე მოსე ივანეს ძე (1856-1890) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი. მასწავლებლად მუშაობდა პატარძეულის, მეჯვრისხევის, ხონის სკოლებში. მთვარელიშვილი ნიკოლოზ ვასილის ძე (1844-1923) პედაგოგი, პუბლიცისტი, მკვლევარი. პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, იყო ქშწ-კგ საზოგაოდოების მდივანი. გამყრელიძე ივანე ევდოკიმეს ძე (1856-1939) ფიზიკა-მათემატიკოსი, პედაგოგი, ასწავლიდა თბილისის გიმნაზიებსა და სასულიერო სემინარიაში. 1905- 1911 წლებში ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი. 1915 წელს დააარსა „საშუალო კულტურულ–ტექნიკური სასწავლებელი”. |
|
1884 27 სექტემბრი თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც იღებენ გადაწყვეტილებას წინამძღვრიანთკარის სკოლისთვის იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ 50 ცალის გაგზავნაზე.
|
წყარო: ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481 № 67, გვ. 18. პირთა ანოტაციები: გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. |
|
1884 27 სექტემბერი გიორგი ქართველიშვილის სახლში ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით იმართება კრება „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის აღდგენისა და გამოცემის საკითხებთან დაკავშირებით. მას ირჩევენ სარედაქციო კომისიაში.
|
წყარო: შინაური ქრონიკა, გაზ. „დროება“, 1884, 29 სექტემბერი, № 210, გვ. 2. პირთა ანოტაციები: ქართველიშვილი გიორგი დავითის ძე (1827-1901) ქველმოქმედი, მეცენატი, საზოგადო მოღვაწე, მისი ხარჯით გამოიცა ვახუშტის „საქართველოს ისტორია“ და „ვეფხისტყაოსანი“, ზიჩის ილუსტრაციებით, 1883-1885 წლებში იყო გაზეთ „დროების“ გამომცემელი. |
|
1884 29 სექტემბერი პირობას დებს წიგნის გამომცემელ ვარლამ ჭილაძესთან თავისი თხზულებების გამოცემის თაობაზე. |
წყარო: დროება, 1884, 29 სექტ. № 210, გვ. 2. პირთა ანოტაციები: ჭილაძე ვარლამ ივანეს ძე წიგნის გამომც ემელი, ქუთაისის ქალაქის საბჭოს დეპუტატი. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემდეგ, მისი წინადადებით, ქუთაისში გეგუთის ქუჩას ეწოდა ილია ჭავჭავაძის ქუჩა. |
|
1884 სექტემბერი განცხადებით მიმართავს ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორს სოფელ ბურნათში სკოლის გახსნის განზრახვასთან დაკავშირებით. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 71. |
|
1884 1 ოქტომბერი თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ სოფელ წინამძღვრიანთკარში სხვა ადგილებიდან ჩამოსული მოსწავლეების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს და იღებენ დადგენილებას, რომ ილია წინამძღვრიშვილს გამოუყონ შესაბამისი თანხა.
|
წყარო: ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481 № 67, გვ. 23. პირთა ანოტაციები: წინამძღვრიშვილი ილია ივანეს ძე (1834-1920) აგრონომი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი. 1883 წელს სოფელ წინამძღვრიანთკარში გახსნა სასოფლო-სამეურნეო სკოლა. |
|
1884 3 ოქტომბერი თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორისგან იღებენ მოთხოვნას, რომ სკოლებისთვის შესაწირი წიგნები მას გადაუგზავნონ და ის განკარგავს. ამასთანავე იღებენ მითითებას, რომ წიგნები აუცილებლად იყოს მოწონებული სახალხო განათლების სამინისტროს მიერ. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 12. |
|
1884 4 ოქტომბერი გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება სტატია იმის შესახებ, რომ ევროპელი მწერლებისგან განსხვავებით ქართველ ავტორებს არა თავიანთი ნაწერებით, არამედ სხვადასხვა საქმიანობით უხდებათ თავის შენახვა. ამ ფონზე სასიამოვნო სიახლედ არის დანახული ის ფაქტი, რომ წიგნების გამომცემელმა ვარლამ ჭილაძემ ხელშეკრულება დადო ილია ჭავჭავაძესთან და აკაკი წერეთელთან მათი თხზულებების გამოცემასთან დაკავშირებით. მან თავად იკისრა ბეჭდვის მთელი ხარჯები და ავტორებს დაჰპირდა შემოსავლის ნახევარს.
|
წყარო: „სასიამოვნო ნიშნები“, გაზ. „დროება“, 1884, 4 ოქტ., № 213, გვ. 1-2. პირთა ანოტაციები: ჭილაძე ვარლამ ივანეს ძე წიგნის გამომცემელი, ქუთაისის ქალაქის საბჭოს დეპუტატი. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემდეგ, მისი წინადადებით, ქუთაისში გეგუთის ქუჩას ეწოდა ილია ჭავჭავაძის ქუჩა. წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. |
|
1884 10 ოქტომბერი თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ქუთაისის სკოლის ინსპექტორს ატყობინებენ, რომ ახალი მასწავლებელი მხოლოდ საცდელი გაკვეთილების წარმატებით ჩატარების შემდეგ უნდა აიყვანოს. ბათუმიდან იღებენ ფილიმონ ქორიძის მიერ გამართული კონცერტიდან შემოსულ თანხას. ილია ოქრომჭედლიშვილს კიდევ ერთხელ სწერენ მადლობას შენობის შემოწირვისთვის, მაგრამ ატყობინებენ, რომ პრიკაზის ვალის გამო შენობის გადაფორმება წამგებიანია და უარის თქმა უხდებათ.
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 13. პირთა ანოტაციები: ქორიძე ფილიმონ იესეს ძე (1835-1911 ქართველი ფოლკლორისტი, მომღერალი და ლოტბარი, ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. პირველმა გადაიტანა ნოტებზე ქართული მრავალხმიანი სიმღერები. ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე (1838-1898) საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, პედაგოგი, ქველმოქმედი, აღმოსავლური ენების სპეციალისტი. ასწავლიდა ქართულს მოსკოვის უნივერსიტეტში. |
|
1884 13 ოქტომბერი გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ინფორმაცია, რომ ილია ჭავჭავაძეს განზრახული აქვს საჯარო ლექციების წაკითხვა „ვეფხისტყაოსანზე“ ქშწ-კგ საზოგადოების“ სასარგებლოდ. |
წყარო: „შინაური ქრონიკა“, გაზ. „დროება“, 1884, 13 ოქტომბერი, № 221, გვ. 1-2. |
|
1884 18 ოქტომბერი თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ საწევროების გადახდის დაგვიანების საკითხსა და საზოგადოების მატერიალური უზრუნველყოფის გასაუმჯობესებელ გზებს, ასევე ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორის წერილს ძველ სენაკში სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით. ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორს ერთხელ კიდევ უდასტურებენ, რომ ვაკანსიაზე მასწავლებელი უნდა დაინიშნოს მხოლოდ საჩვენებელი გაკვეთილების ჩატარების შემდეგ. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 17. |
|
1884 ოქტომბერი გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეცხრე-მეათე ნომრები ერთ წიგნად. |
წყარო: ჟურნ. „ივერია“, 1884, № 9-10. |
|
1884 1 ნოემბერი თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ნიკოლოზ ცხვედაძესა და გიორგი თუმანიშვილს ევალებათ სოფლებში მცხეთასა და ვაყაში სკოლების გახსნასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს ცირკულარებისა და იურიდიული მხარის შესწავლა საჩივრის დასაწერად, რომელიც გამგეობაში განხილვის შემდეგ უნდა გაეგზავნოს ოლქის მზრუნველს და, საჭიროების შემთხვევაში, უმაღლეს ორგანოებს. იღებენ დადგენილებას, რომ სკოლების შემოსავლებიდან დარჩენილი თანხები იყოს მათსავე ხელუხლებელ ანგარიშზე. ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლიდან იღებენ ინფორმაციას, რომ ვერცერთი კანდიდატის მიერ ჩატარებულმა სამაგალითო გაკვეთილებმა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები.
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 20. პირთა ანოტაციები: ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან) თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს. თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920) კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო გაზეთ «Новое обозрение»-ს რედაქტორი. |
|
1884 8 ნოემბერი ქშწ-კგ საზოგადოების მმართველობა ხარკოვის უნივერისიტეტის ბიბლიოთეკას სწირავს სხვადასხვა ავტორთა წიგნებს. ჩამონათვალში არის ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“, „გლახის ნაამბობი“, „კაცია-ადამიანი?!“’ და „მეფე დიმიტრი თავდადებული“. წიგნების სიას ხელს აწერს ილია ჭავჭავაძე.
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 79. პირთა ანოტაციები: დიმიტრი თავდადებული (დემეტრე II) (1259-1289) საქართველოს მეფე 1270- 1289 წლებში. თავი მოჰკვეთეს მონღოლთა ხანის) არღუნის ბრძანებით. შერაცხილია წმინდანად. |
|
1884 10 ნოემბერი თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც უარს ეუბნებიან ჟურნალ „ნობათის“ გამომცემელს, ანდრია ღულაძეს თანხის სესხებაზე, რადგან ეს ორგანიზაციის წესდებას ეწინააღმდეგება. განიხილავენ სოფელ დირბში იერუსალიმის მონასტრის კუთვნილი მამულების გამგებლის წინადადებას იქ სკოლის დაარსების შესახებ.
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 24. პირთა ანოტაციები: ღულაძე ანდრია სოლომონის ძე (1857-1920) პედაგოგი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, საბავშვო ჟურნალ “ნობათისა” და გაზეთ „დილას“ რედაქტორი. |
|
1884 30 ნოემბერი
ესწრება ქართული პრესისა და თეატრალური დასის მიერ
თბილისელ ფრანგთა საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ საქველმოქმედო
წარმოდგენას გრიგოლ არწრუნის თეატრში. იმავე საღამოს სიტყვას წარმოთქვამს „დროების“
რედაქციაში საფრანგეთის კონსულ მ. მეიერის საპატივცემულოდ გამართულ ნადიმზე.
|
წყარო: გაზ. „დროება“, 1884, 2 დეკ. № 260, გვ. 2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, თბ., 2007, გვ. 452. პირთა იდენტიფიკაცია: საფრანგეთის კონსულად ზოგიერთ წყაროში მოიხსენიება არა მ. მეიერი, არამედ - კარრა დე ვო. პირთა ანოტაციები: არწრუნი გრიგოლ იერემიას ძე (1845-1892) სომეხი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი. 1879 წლიდან თავისი ქარვასლის ერთი ნაწილი თეატრად გადააკეთა და იქ წარმოდგენებს მართავდა ქართული თეატრის მუდმივი დასი. მეიერი მ. საფრანგეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი რუსეთის იმპერიაში 1884-1886 წლებში. |
|
1884 შემოდგომა გრიგოლ და ალექსანდრე ყიფშიძეები ატყობინებენ, რომ პეტერბურგში სასწავლებლად მყოფი ვაჟა-ფშაველა უსახსრობის გამო საქართველოში დაბრუნდა. სთავაზობენ ფულის შეგროვებას, რომ ახალგაზრდა მწერალს ბერლინის უნივერსიტეტში გააგრძელებინონ სწავლა. იმ მოტივით, რომ ვაჟა გერმანიაში „ფანდურს მაღლა ჭერში შესდებს“ და „უკეთეს შემთხვევაში ფილოსოფიას დაეწაფება“, ილია ჭავჭავაძე არ უჭერს მათ მხარს და გამოსავალს იმაში ეძებს, რომ რედაქციამ ჰონორარი დაუნიშნოს და ვაჟამ მთაშივე გააგრძელოს წერა.
|
წყარო: ს. ყუბანეიშვილი, ვაჟა-ფშაველა, დოკუმენტები და მასალები, თბ., სახელგამი, 1937, გვ. 39; ს. მგალობლიშვილი, მოგონებანი, თბ. 1938, გვ. 133, 172; იოსებ იმედაშვილი, ჩემი ცხოვრების წიგნი, თბ. 1978. პირთა ანოტაციები: ყიფშიძე ალექსანდრე თევდორეს ძე (1862-1916) ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მთარგმნელი. გაზ. „საქართველოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი. წერდა ფსევდონიმით „ფრონელი”. ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921) მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან. ვაჟა-ფშაველა (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (1861-1915) პოეტი, ბელეტრისტი, პუბლიცისტი |
|
1884 2 დეკემბრამდე იონა მეუნარგია, ილია ჭავჭავაძის რჩევით, მურიესა და ზუტნერების დახმარებით, ასრულებს მუშაობას „ვეფხისტყაოსნის“ ფრანგულ თარგმანზე.
|
წყარო: გაზ. „დროება“, თბ., 1884, 2 დეკ., № 260, გვ. 1. პირთა ანოტაციები: მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის სასულიერო სემინარიების შემდეგ სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში. მისი წერილები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟრნალ-გაზეთებში. იყო „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი და მისი ფრანგულ ენაზე მთარგმნელი. მურიე ჟან (ჟიულ) ფრანგი ჟურნალისტი და მთარგმნელი. თბილისში გამოსცემდა ფრანგულ ჟურნალს. ზუტნერი არტურ ფონ (1850-1902) ავსტრიელი მწერალი. ათი წელი ცხოვრობდა საქართველოში. წერდა მოთხრობებსა და რომანებს საქართველოსა და კავკასიის თემაზე. გაზ. „კავკაზში“ აქვეყნებდა წერილებს „ვეფხისტყაოსანზე“. |
|
1884 2 დეკემბერი გაზეთ „დროების“ მიმოხილვაში ქვეყნდება ილია ჭავჭავაძის მიერ „დროების“ რედაქციაში 30 ნოემბერს, საფრანგეთის კონსულის მ. მეიერის საპატივცემულოდ გამართულ ნადიმზე წარმოთქმული სიტყვა („დღეს ჩვენმა პატარა ლიტერატურამ...). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში გამოქვეყნდა სათაურით „სიტყვა წარმოთქმული თბილისელ ფრანგთა საზოგადოებისთვის გამართულ საღამოზე“.
|
წყარო: გაზ. “დროება“, 1884, 2 დეკემბერი, № 260, გვ. 2; ლ. ბრეგაძე, თბილისური, ფრანგული და გერმანული პრესა ილია ჭავჭავაძის შესახებ, ჟურნ. „ახალგაზრდა ჟურნალისტი“, 1975, № 12, გვ. 68; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 707-708. პირთა იდენტიფიკაცია: საფრანგეთის კონსულად ზოგიერთ წყაროში მოიხსენიება არა მ. მეიერი, არამედ - კარრა დე ვო. პირთა ანოტაციები: მეიერი მ. საფრანგეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი რუსეთის იმპერიაში 1884-1886 წლებში. |
|
1884 5 დეკემბრამდე სოლოლაკში, ახალ ბებუთოვის ქუჩაზე (ამჟამად ლადო ასათიანის ქუჩა) გადააქვს ჟურნალ „ივერიის“ რედაქცია.
|
წყარო: ვ. საგინაშვილი, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“. წ. 1, 1935, გვ. 557. დათარიღება: ჟურნალ „ივერიის“ ნოემბერ-დეკემბრის ნომერზე, რომლის ბეჭდვის ნებართვა ცენზურამ 5 დეკემბერს გასცა, უკვე ეს მისამართია მითითებული. |
|
1884 11 დეკემბერი თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ ნიკოლოზ ცხვედაძის მიერ წარმოდგენილ საჩივარს სოფლებში მცხეთასა და ვაყაში სკოლების გახსნასთან დაკავშირებით შექმნილ წინააღმდეგობებზე და იღებენ დადგენილებას, რომ ეს საჩივარი მცირეოდენი სწორებებით გაეგზავნოს კავკასიაში სწავლა-განათლების მზრუნველს კირილ იანოვსკის. ხელთუბნის სკოლის მასწავლებელს ეგზავნება მოთხოვნილი სახელმძღვანელოები და ეძლევა უფლება, რომ რუსულის სწავლა დაიწყოს მაშინ, როცა მოსწავლეები ამისათვის მზად იქნებიან. ბათუმის სკოლას ატყობინებენ, რომ მეორე მასწავლებლის აყვანის შესაძლებლობა იმჟამად არ არის და ურჩევენ სწავლა ორ ცვლად წარმართონ. შემოწირულობას იღებენ ფილიმონ ქორიძის მიერ გამართული კონცერტის შემოსავლიდან. სოფელ ვანში ახალგახსნილ სკოლას ეგზავნება სასწავლო ნივთები და სახელმძღვანელოები. იაკობ გოგებაშვილს ევალება, შეისწავლოს ქუთაისის სათავდაზნაურო სკოლიდან დასამტკიცებლად გამოგზავნილი პროგრამები.
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 25, 26. პირთა ანოტაციები: ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან) თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს. იანოვსკი კირილე პეტრეს ძე (1822-1902) რუსი რეაქციონერი მოხელე. კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი 1878-1901 წლებში. ქორიძე ფილიმონ იესეს ძე (1835-1911) ქართველი ფოლკლორისტი, მომღერალი და ლოტბარი, ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. პირველმა გადაიტანა ნოტებზე ქართული მრავალხმიანი სიმღერები. |
|
1884 13 დეკემბერი წერილს იღებს სამასწავლებლო ინსტიტუტის ქართველ მოწაფეთაგან, რომლებიც სთხოვენ ჟურნალ „ივერიის“ რედაქტორობა „ღირსეულ შემცვლელს“ გადააბაროს. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 442. |
|
1884 15 დეკემბრის შემდეგ
იღებს კირილე ლორთქიფანიძის წერილს. ბარათში ნათქვამია, რომ ქუთაისში გაზეთ „შრომის“ თანამშრომლებმა და რამდენიმე განათლებულმა პირმა გადაწყვიტეს წიგნების გამომცემელი წრის დაფუძნება. წესდება შეადგინა ალექსანდრე ჭყონიამ. ადრესანტი სთხოვს, როგორც ქშწ-კგ საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილეს, რომ საზოგადოებამ თავის დაქვემდებარებაში მიიღოს და მფარველობა გაუწიოს ამ წრეს. ამასთანავე წინასწარვე აცნობებს, რომ წიგნის გამოცემის საკითხში ისინი სრულ ავტონომიას ითხოვენ, საზოგადოების აგენტებად კი ასახელებენ: ალექსი ჭიჭინაძეს, ესტატე მჭედლიძეს, სილოვან ხუნდაძეს და კირილე ლორთქიფანიძეს. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 77; კირილე ლორთქიფანიძის მიმოწერა, მასალები XIX ს. 60-90-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებიდან, თბ., 1981, გვ. 117-119; 134-135. დათარიღება; წერილი 15 დეკემბრით არის დათარიღებული. პირთა ანოტაციები: ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919) საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. ჭყონია ალექსანდრე მირიანის ძე (1855-1907) საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის გიმნაზიის შემდეგ სწავლობდა მოსკოვსა და პარიზში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთის, ოზურგეთის, შორაპანის, ქუთაისის სასამართლოებში, იყო „მოამბისა“ და „ცნობის ფურცელის“ რედაქტორი. ჭიჭინაძე ალექსი ბესარიონის ძე (1851-1913) პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე 1880-1886 წლებში, ქშწკგ საზოგადოების გამგეობის წევრი 1888-1893 წლებში. მჭედლიძე ესტატე სიმონის ძე (1854–1885) პუბლიცისტი, კრიტიკოსი. წერდა ფსევდონიმით „ბოსლეველი“. ხუნდაძე სილოვან თომას ძე (1860-1928) მწერალი, ფილოლოგი, პუბლიცისტი, პედაგოგი. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, მასწავლებლობდა სენაკსა და ქუთაისში, იყო გიმნაზიის დირექტორი, იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „დროება“, „კვალი“, „ცნობის ფურცელი“ და სხვ. |
|
1884 16 დეკემბერი ქართული დასი წარმოადგენს ილია ჭავჭავაძის ორმოქმედებიან კომედიას „მაჭანკალი“. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1884, 16 დეკემბერი, № 271, გვ. 1. |
|
1884 დეკემბრის შუა რიცხვები გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეთერთმეტე-მეთორმეტე ნომრები ერთ წიგნად, რომელშიც იბეჭდება მისი განცხადება მომდევნო წელს ჟურნალზე ხელმოწერის პირობების შესახებ. |
წყარო: ჟურნ. „ივერია“, 1884, № 11-12. |
|
1884 29 დეკემბერი თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ბათუმის სკოლას აცნობებენ, რომ დამატებით საგნად ფრანგულის შესწავლა დაწყებით კლასებში სახელმწიფო გეგმით გათვალისწინებული არ არის და ვერ დაამტკიცებენ. მოზდოკის ქართულ დასახლებას სთხოვენ დამატებითი ცნობები მოაწოდონ სკოლის გახსნასთან დაკავშირებით. ილია ჭავჭავაძეს სარეცენზიოდ გადასცემენ სოფრომ მგალობლიშვილის მიერ გადმოკეთებულ წიგნს „შესანიშნავი ბავშვები“. არ კმაყოფილდება ვარლამ გაბიჩვაძის თხოვნა „ქართული წერის დედნის“ გამოსაცემად მისთვის ფულის სესხებაზე. იწონებენ კირილე ლორთქიფანიძის შეთავაზებას სახელმძღვანელოების ბეჭდვასა და გავრცელებაში დახმარებასთან დაკავშირებით. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 28. პირთა ანოტაციები: მგალობლიშვილი სოფრომ ზაქარიას ძე (1851-1925) ხალხოსანი მწერალი, მემუარისტი, პუბლიცისტი, გაზ. „თემის“ რედაქტორი. გაბიჩვაძე ვარლამ (1850-1908) ხალხოსანი, დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, 1875 წელს იყო ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგი. 1885 წელს კოტე მესხმა მიიწვია თეატრის დასში. ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919) საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. |
|
1884 ჟურნალ „ნობათში“ იბეჭდება ილია ჭავჭავაძის ლექსზე „ნანა“ შექმნილი მუსიკის ნოტები, ჩაწერილი რომანოზ ძამსაშვილის მიერ. |
წყარო: ჟ „ნობათი“ № 1, გვ. 114. პირთა ანოტაციები: ძამსაშვილი-ცამციევი რომანოზ დავითის ძე (1853-1885) პუბლიცისტი, ეთნოგრაფი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, სიმღერა-გალობის საუკეთესო მცოდნე და ნოტებზე გადამტანი. |
|
1884 მისი ხელმოწერით ბროშურად გამოდის თსს ბანკის მმართველობის 1884 წლის ანგარიში. |
წყარო: Доклад Правления Тифлисского Дворянского Земельного Банка общему собранию о действиях банка в течении десятого отчетного 1884 года“, 1884. |
|
1884 ასრულებს ქშწ-კგ საზოგადოების თავმჯდომარის მოვალეობას და საქმიან ქაღალდებს ხელს აწერს, როგორც „თავმჯდომარის მაგიერი“. |
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3. |