The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


19.11

1858    
    
19 ნოემბერი   
    
 პეტერბურგში წერს ლექსს „დაე, თუნდ მოვკვდე, არ მეშინიან...“  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, კრებ. № 17501, გვ. 6.

    
1874    
    
19 ნოემბერი   
    
მეუღლისგან იღებს წერილს და იგებს, რომ კარდანახში არ წასულა.  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 158-159, 359.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
 19 ნოემბერი   
    
 საპასაუხო წერილს უგზავნის მეუღლეს. ატყობინებს პოლტავაში ყოფნისა და უშედეგო მოლაპარაკებების ამბავს. დისწულ გიგო აფხაზს, რომელიც იმ დროს ყვარლის მამულის მოურავად ჰყავდა, აძლევს დარიგებებს მეურნეობასთან დაკავშირებით.  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 324; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 323-324; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 158-159, 359.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 241-243.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

აფხაზი გრიგოლ (გიგო) ნიკოლოზის ძე

 ილია ჭავჭავაძის უფროსი დის, ნინოს ვაჟი და წლების განმავლობაში ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი.

    
1876    
    
19 ნოემბერი   
    
გაზეთი „დროება“ ეხმიანება „კავკაზის“ განცხადებას „ივერიაზე“ ხელმოწერის დაგვიანებასთან დაკავშირებით. წერს, რომ ეს გაზეთი მომდევნო წლის მარტიდან აუცილებლად გამოვა და ხელმოწერის საწარმოებლად ბლანკები უკვე დაბეჭდილია  წყარო:

გაზ. „დროება“, 1876, 19 ნოემბერი, № 125, გვ. 2-3.

    
1877    
    
 19 ნოემბერი   
    
თხოვნით მიმართავს გაზ. „კავკაზის“ რედაქტორს, დაუბეჭდოს გაზ. „ტიფლისკი ვესტნიკში“ რედაქტორ კონსტანტინე ბებუთოვის მიერ გამოქვეყნებული შენიშვნის საპასუხო წერილი.  წყარო:

გაზ. „Кавказ“, 1877, 24 ნოემბერი, გვ. 3. «Тифлисский вестник», № 252.

პირთა ანოტაციები:

ბებუთაშვილი (ბებუთოვი) კონსტანტინე ალექსანდრეს (აშხარბეკის) ძე (1847-1907)

საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი, გაზეთ „ტიფლისსკი ვესტნიკის“ დამაარსებელი და რედაქტორი, თბილისის საკრედიტო საზოგადოების ზედამხედველი კომიტეტის თავმჯდომარე.

    
1881    
    
19 ნოემბერი   
    
ჟურნალ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მეთაურს („ჩვენის ქართულის თეატრი საქმე...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ათტომეულში სათაურით „ქართული თეატრი, წერილი მეორე“. ოცტომეულში კი - სათაურით „ახალი პიესები ქართულ სცენაზე“.  წყარო:

ჟურნ. “ივერია“, 1886, № 251,გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. III, 1953; ვახტანგ კუპრავა, „ილია ჭავჭავაძის უცნობი წერილები“, გაზ. „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1952, 18 ივლისი, № 24/430; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. V, 1991, გვ. 282, 663, 664.

ატრიბუცია:

არგუმენტირება ილია ჭავჭავაძის ავტორობის შესახებ წარმოდგენილია მწერლის თხზულებათა ათტომეულში.

    
19 ნოემბერი    
    
სერგეი მესხთან ერთად განცხადებით მიმართავს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოს, მის მიერ გაზეთ „დროების“ რედაქტორის უფლებების სერგეი მესხისათვის გადაცემის შესახებ. _ 1881   წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 199.

პირთა ანოტაციები:

მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)

მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში.

    
19 ნოემბერი    
    
გაზეთ „დროებაში“ გრიგოლ ყიფშიძესთან ერთად აქვეყნებს განცხადებას, რომლითაც ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობა სთხოვს სკოლის მასწავლებლებს, მიაწოდონ ინფორმაცია სახელმძღვანელოებით მომარაგებასა და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე  წყარო:

გაზ. „დროება“, 1881, № 242, გვ. 3-4.

პირთა ანოტაციები:

ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921)

მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან.

    
1882    
    
19 ნოემბერი   
    
განცხადებით მიმართავს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოს გაზ. „დროების“ რედაქტორის უფლებამოსილების სერგეი მესხისთვის გადაცემის თაობაზე  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 480, საქმე 417; ა. იოვიძე, ილია ჭავჭავაძე – დოკუმენტალური მასალები, „საისტორიო მოამბე“, 1947, № 3, გვ. 199; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 94, 408-409.

პირთა ანოტაციები:

მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)

მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში.

    
1886    
    
19 ნოემბერი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 18 ნოემბერი“ („რომ ქართული სიმღერა და გალობა ევროპიულს არა ჰგავს...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ქართული ხალხური მუსიკა“. ამავე ნომერში, ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს რუბრიკაში „ქართული თეატრი“ („ჩვენის ქართულის თეატრის საქმე თანდათან უფრო კეთდება...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ახალი პიესები ქართულ სცენაზე“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 496-498; გაზ. „ივერია“, 1886, 19 ნოემბერი, № 251, გვ. 1-2, 1-3 (ცენზურის ნებართვა 1886, 18/XI); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 279, 282

 
    
1893   
    
19 ნოემბერი   
    
 ხელს აწერს თსს ბანკის გამგეობის სხდომის ოქმს, რომელზეც არ იქნა გაზიარებული ივანე მაჩაბლის წინადადება მივლინებების დროის წინასწარ განსაზღვრასთან დაკავშირებით.  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 394, საქ. 11817, გვ. 33-34.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

    
1895   
    
19 ნოემბერი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 19 ნოემბერი“ („საოცარი მდგომარეობაა დღევანდელის პოლიტიკისა ევროპაში...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ოსმალეთის არეულობა და ევროპა“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1895, 19 ნოემბერი, № 251, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 128. 

    
19 ნოემბერი    
    
იღებს ზაქარია ერისთავის წერილს, რომელშიც ატყობინებს, რომ სურს ვასილ პეტრიაშვილის დანიშვნა ოძისის სამეურნეო სასწავლებლის დირექტორად.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 508; გაზ. „კვალი“, 1895, № 37, გვ. 5. დათარიღება: „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 29.

პირთა იდენტიფიკაცია:

წერილში ვასილ პეტრიაშვილის მხოლოდ გვარია ნახსენები.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი ზაქარია გიორგის ძე (1844 -1912)

მემამულე, ქველმოქმედი.

პეტრიაშვილი ვასილ მოსეს ძე (1842-1908)

პროფესორი, ქიმიკოსი, აგროქიმიის და ენოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პედაგოგი, მეცენატი, საზოგადო მოღვაწე.

    
1898    
    
19 ნოემბერი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 18 ნოემბერი“ („შიდა რუსეთის გაზეთები ერთს იმისთანა ამბავს იწერებიან...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „უკანონოდ შობილთა უფლება“  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 19 ნოემბერი, № 248, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, თბილისი, 2007, გვ. 134.