1894 1-2 იანვარი
ამონაწერები ზაქარია ყიფშიძის კერძო წერილებიდან, ლიტერატურის
მატიანე,1940, წ. 1-2, გვ. 185-187. პირთა ანოტაციები: ყიფშიძე ალექსანდრე
თევდორეს ძე (1862-1916)
ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური
მოღვაწე, მთარგმნელი. გაზ. „საქართველოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი. წერდა
ფსევდონიმით „ფრონელი”. ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921)
მწერალი, პუბლიცისტი,
ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი.
თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან.
1894 3 იანვარი
მომრიგებელი შუამავალი გიორგი ციციშვილი იწვევს ხვედურეთში.
ილია ჭავჭავაძე თანმხლებ პირებთან ერთად სტუმრობს მის ოჯახს და საზოგადოება
საოცარი აღფრთოვანებით ხვდება. ამონაწერები ზაქარია ყიფშიძის კერძო წერილებიდან, ლიტერატურის
მატიანე,1940, წ. 1-2, გვ. 185-190; ს. მგალობლიშვილი, მოგონებანი, 1938.
გვ. 147. პირთა ანოტაციები: ციციშვილი გიორგი ივანეს ძე
ქართლელი
მემამულე, მომრიგებელი-შუამავალი, პოლკოვნიკი.
1894 3 იანვრის შემდეგ
ქართლში მოგზაურობისას მაკინე ამირეჯიბის სიმღერებით
მოხიბლული ილია ჭავჭავაძე მას საჩუქრად უგზავნის თავისი ნაწერების
ოთხტომეულს წარწერით: „რაც სიტყვას აკლდეს, ბუნებით, თქვენმა ხმამ
შეასრულოსო“. ამონაწერები ზაქარია ყიფშიძის კერძო წერილებიდან, ლიტერატურის
მატიანე,1940, წ. 1-2, გვ. 186-187. დათარიღება: შეხვედრა, სადაც ილია
ჭავჭავაძე მაკინე ამირეჯიბის სიმღერები მოისმინა და აღფრთოვანდა, 1894 წლის
3 იანვარს მოხდა. პირთა ანოტაციები: ავალიშვილი-ამირეჯიბისა მაკინე (ელისაბედ)
ქაიხოსროს ასული (1858-1922)
ქველმოქმედი. საზოგადო მოღვაწე, მომღერალი
და მოცეკვავე.
1894 იანვრის დასაწყისი
ჟურნალ „მოამბეში“ იბეჭდება მისი ეტიუდი „უცნაური ამბავი“
მინაწერით „გაგრძელება იქნება“. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი, № 156;
ჟურნ. „მოამბე“, № 1, იანვარი, გვ, 102.
1894 6 იანვარი
გაზეთ „კვალში“ „ვარდენ ღვანკითელის“ ფსევდონიმით იბეჭდება
ვარდენ ყიფიანის საახალწლო შარჟი გაზეთ „ივერიისადმი“:
„ახალიწელი ამას
გირჩევს
„შური“ განაგდე განზეო,
თორემ ხომ ხედავ, გარს მტრები
დაგხარხარობენ თავზეო“. გაზ. „კვალი“, 1894, № 2. პირთა ანოტაციები:
ყიფიანი ვარდენ გიორგის
ძე (1862-1929) პოეტი, პუბლიცისტი. წერდა ფსევდონიმით „ღვანკითელი“,
იბეჭდებოდა „ივერიაში“.
1894 9 იანვარი
ავადმყოფობის გამო ვერ ესწრება ქშწ-კგ საზოგადოების წლიურ
კრებას. გაზ. „ივერია“, 1894, 11 იანვ. № 7, გვ. 3.
1894 14 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ ჟურნალ „მოამბის“ პირველი ნომრის
მიმოხილვისას სტეფანე ჭრელაშვილი ილია ჭავჭავაძის „უცნაურ ამბავთან“
დაკავშირებით იმედს გამოთქვამს, რომ ამ ეტიუდს მართლაც მოჰყვება გაგრძელება
და მკითხველს ჰპირდება, რომ ბოლომდე გამოქვეყნების შემდეგ ისაუბრებს მასზე.
გაზ. „ივერია“, 1894, 14 იანვ., № 10, გვ. 2. პირთა ანოტაციები:
ჭრელაშვილი სტეფანე თევდორეს ძე (1857-1917)
საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი,
რევოლუციონერი. თანამშრომლობდა გაზ. „ივერიასთან“. იყო ფუნიკულიორის
პირველი დირექტორი. წერდა „სანოსა“ და „ტატალას“ ფსევდონიმებით.
1894 16 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს
მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 15 იანვარი“ („ქუთაისის გუბერნიის
თავადაზნაურთა წინამძღოლს...“). მწერლის თხზულებათა ათტომეულში სათაურად
აქვს „ისევ ქუთაისის ბანკის შესახებ“, ოცტომეულში კი – „ქუთაისის ბანკის
შესახებ“. გაზ. „ივერია“, 1894, 16 იანვარი, № 11, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 11.
1894 21 იანვარი
ბარათს უგზავნის გიორგი თარხნიშვილს და ატყობინებს, რომ
მოკლევადიანი სესხის გაცემაზე იოსებ მელიქიშვილის თხოვნის დაკმაყოფილებამდე
საფუძვლიანად შეისწავლოს საქმის დეტალები და თუ ყველაფერი რიგზე
აღმოჩნდება, მისცეს სესხი 2000 მანეთის ოდენობით. გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი.
ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17566; ი. ჭავჭავაძე,
საარქივო გამოცემა. თბ., „ლიტერატურის მატიანე“, 2010, გვ. 235-237; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 207-209, 468-469. დათარიღება:
იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების
მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 211-212. პირთა ანოტაციები:
თარხნიშვილი გიორგი იორამის ძე (1841-1911) პოდპოლკოვნიკი, თბილისის
სათავადაზნაურო ბანკის ერთ-ერთი დირექტორი.
მელიქიშვილი იოსებ (სოსიკო)
გრიგოლის ძე (1841-1886) საზოგადო მოღვაწე, სტეფანე მელიქიშვილის უფროსი
ძმა, მეტსახელად „ჭია“.
1894 22 იანვარი
ალექსანდრე ყიფშიძე თავის ძმას ზაქარიას მოსკოვში უგზავნის
წერილს და აღწერს საღოლაშენსა და ხვედურეთში ილიასთან ერთად მოგზაურობას.
ამონაწერები ზაქარია ყიფშიძის კერძო წერილებიდან, ლიტერატურის
მატიანე,1940, წ. 1-2, გვ. 185-190. პირთა ანოტაციები: ყიფშიძე ალექსანდრე
თევდორეს ძე (1862-1916)
ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური
მოღვაწე, მთარგმნელი. გაზ. „საქართველოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი. წერდა
ფსევდონიმით „ფრონელი”.
ყიფშიძე ზაქარია (შაქრო) თევდორეს ძე (1873-1938) გენერალი, გრიგოლ,
ალექსანდრე და ილია ყიფშიძეების ძმა.
1894 23 იანვარი
კავკასიის საცენზურო კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ
ჰაკელისაგან იღებს წერილს გრიფით „საიდუმლო“, რომელშიც მისგან, როგორც
რედაქტორისგან, ითხოვს ინფორმაციას, ვის ეკუთვნის ინიციალები „ი. კ“. ამ
კრიპტონიმით იყო ხელმოწერილი 1893 წლის ოქტომბერში საცენზურო კომიტეტში
წარდგენილი სტატია „მთავარი საჭიროებანი სასულიერო წოდებისა“, რომლის
ბეჭდვაც აიკრძალა. საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 480, 1, № 1190. პირთა ანოტაციები: ჰაკელი მიხეილ პავლეს ძე (1843-1914) რუსი სახელმწიფო
მოღვაწე, საიდუმლო მრჩეველი, კავკასიის საცენზურო კომიტეტის თავმჯდომარე
1891-1906 წლებში.
1894 26 იანვარი
საპასუხო წერილს უგზავნის კავკასიის საცენზურო კომიტეტის
თავმჯდომარე მიხეილ ჰაკელს. აუწყებს, რომ გასული წლის სექტემბერში შედგა
ეგზარქატის ეპარქიალური კრება ქართული ეკლესიის საჭირბოროტო საკითხების
შესახებ. ამ თავყრილობზე გაზეთ „ივერიას“ წარმოადგენდა მწერალი და პედაგოგი
იაკობ გოგებაშვილი, რომელსაც გაზეთისგან დაევალა იქ გამოთქმული
შეხედულებების სტატიის სახით ჩამოყალიბება. გოგებაშვილმა შეასრულა დავალება
და ეს წერილი წარედგინა საცენზურო კომიტეტს „ი. კ.“-ს ფსევდონიმით.
საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 480, 1, № 1190; მეფარიშვილი
ლ., გაზეთ „ივერიის“ ერთი აკრძალული სტატიის გამო.- „მაცნე“ (ენისა და
ლიტერატურის სერია), 1984, № 1, გვ. 61; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
17, 2012, გვ. 166-167, 448-449. პირთა ანოტაციები: ჰაკელი მიხეილ პავლეს
ძე - (1843-1914)
რუსი სახელმწიფო მოღვაწე, საიდუმლო მრჩეველი, კავკასიის
საცენზურო კომიტეტის თავმჯდომარე 1891-1906 წლებში.
გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.
1894 26 იანვარი
სერგი ჯაფარიძე ოდესის ქართველ სტუდენტთა სახელით გაზეთ
„ივერიაში“ აქვეყნებს წერილს, რომელშიც მადლობას უცხადებს ილია ჭავჭავაძეს
მათი ბიბლიოთეკისთვის თავისი თხზულებების ოთხი ტომის შეწირვისათვის.
გაზ. „ივერია“, 1894, 26 იანვ. № 19. პირთა ანოტაციები:
ჯაფარიძე
სერგი (დაბ. 1870) იურისტი, პოლიტიკური მოღვაწე, რუსეთის
სოციალდემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი, მენშევიკი. რუსეთის იმპერიის
პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი 1906 წელს.
1894 28 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს
დასაწყისს სტატიისა თარიღით „ტფილისი, 27 იანვარი“ („მოგეხსენებათ, კახეთის
მემამულეთა შორის...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით
„კახეთის მევენახეთა საზოგადოების დაარსება“. გაზ. „ივერია“, 1894, 28 იანვარი, № 21, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 16, 505-506.
1894 29 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს
გაგრძელებას სტატიისა თარიღით „ტფილისი, 28 იანვარი“ („გუშინ ჩვენ
აღვნიშნეთ გაჭირებული და უნუგეშო...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში
იბეჭდება სათაურით „კახეთის მევენახეთა საზოგადოების დაარსება“.
გაზ. „ივერია“, 1894, 29 იანვარი, № 22, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 18, 505-506.
1894 30 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ ვარშავის ქართველ სტუდენტთა სახელით
ნიკოლოზ შენგელია აქვეყნებს წერილს, რომელშიც მადლობას უხდის ილია
ჭავჭავაძეს ვარშავის ქართველ სტუდენტთა ბიბლიოთეკისათვის გაზეთ „ივერიის“
კომპლექტისა და თავის თხზულებათა ოთხტომეულის გაგზავნისთვის.
გაზ. „ივერია“, 1894, № 23, გვ. 4. პირთა ანოტაციები:
შენგელია
ნიკოლოზ (ნიკო) ივანეს ძე (1864-1953) დაამთავრა ვარშავის სამედიცინო
უნივერსიტეტი. იყო „საქართველოს განთავისუფლების ლიგის“ წევრი.
1894 30 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს
დასასრულს სტატიისა თარიღით „ტფილისი, 29 იანვარი“ („კახეთის ვენახების
პატრონთა საზოგადოების“ აზრით...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში
იბეჭდება სათაურით „კახეთის მევენახეთა საზოგადოების დაარსება“.
გაზ. „ივერია“, 1894, 30 იანვარი, № 23, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 20, 505-506
1894 იანვარი
გაზეთ „კვალის“ საახალწლო ნომერში ქვეყნდება სახუმარო
გასართობები, საახალწლო მილოცვები მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეებისადმი.
ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი სავსეა სარკაზმით:
„ბევრი კარგი შენ
შეგვძინე,
მაგრამ ბოლოს დაძაბუნდი;
ბევრმა ქებამ გადაგრია,
შური
გვიგე და დაჩუმდი“. გაზ. „კვალი“, 1894, № 1, გვ. 10-14.
1894 5 თებერვალი
საღოლაშენის მკვიდრი ანდრია ნადირაძე ზაქარია ყიფშიძეს
მოსკოვში უგზავნის წერილს და აღწერს ილია ჭავჭავაძის ქართლში მოგზაურობას.
ამონაწერები ზაქარია ყიფშიძის კერძო წერილებიდან, ლიტერატურის
მატიანე,1940, წ. 1-2, გვ. 185-190 პირთა ანოტაციები: ნადირაძე ანდრია
გრიგოლის ძე
ვეტექიმი, ილია ჭავჭავაძის დროს სწავლობდა პეტერბურგის
უნივერსიტეტში, წერდა მოთხრობებს.
ყიფშიძე ზაქარია (შაქრო) თევდორეს ძე (1873-1938) გენერალი, გრიგოლ,
ალექსანდრე და ილია ყიფშიძეების ძმა.
1894 6 თებერვალი
გაზ. „კვალში“ „მაზაკვალის“ ფსევდონიმით იბეჭდება გიორგი
წერეთლის რეცენზია ჟურნალ „მოამბის“ პირველ ნომერში გამოქვეყნებულ პროზაულ
ნაწარმოებებზე და უარყოფითად არის შეფასებული ილია ჭავჭავაძის ეტიუდი
„უცნაური ამბავი“. გაზ. „კვალი“, 1894, № 6. პირთა ანოტაციები:
წერეთელი გიორგი
ექვთიმეს ძე (1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ
,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის
ერთ-ერთი ლიდერი.
1894 10 თებერვალი
ჟურნალ „მოამბეში“ იბეჭდება ილია ჭავჭავაძის ლექსი
„კითხვა-პასუხი“. ჟურნ. „მოამბე“, 1894, № 2, გვ. 145; გაზ. „ივერია“,
1894, 9 თებ. № 30, გვ. 2. დათარიღება: დროზე მინიშნებულია 9 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“.
1894 10 თებერვალი
ქართული თეატრის ყოფილი მოლარე სონა ედილაშვილი წერილს
უგზავნის მოსკოვში ზაქარია ყიფშიძეს, უყვება იანვარში ილია ჭავჭავაძის
ქართლში სტუმრობის ამბავს და დასძენს, რომ მისი თანმხლები პირები თავიანთ
თავს ხუმრობით „პევჩებს“ (მგალობლებს) ეძახდნენ და ამბობდნენ, ილია ჩვენი
მღვდელთმთავარიაო. ამონაწერები ზაქარია ყიფშიძის კერძო წერილებიდან, ლიტერატურის
მატიანე,1940, წ. 1-2, გვ. 185-190
პირთა ანოტაციები:
ყიფშიძე ზაქარია (შაქრო) თევდორეს ძე (1873-1938) გენერალი, გრიგოლ, ალექსანდრე
და ილია ყიფშიძეების ძმა.
ედილაშვილი სონა
დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება.
1894 14 თებერვალი
იღებს წერილს მოსე თოიძისგან, რომელიც სთხოვს ფულად
დახმარებას, რათა გამოსცეს ლითოგრაფიულად ქართველ ისტორიულ პირთა: თამარ
მეფის, ერეკლე მეორის, დავით აღმაშენებლის, შოთა რუსთაველისა და ქეთევან
დედოფლის პორტრეტები. ეს გამოცემა ხორციელდება ქშწ-კგ საზოგადოების
მხარდაჭერით. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის
არქივი № 518. პირთა იდენტიფიკაცია: წერილში მოსე თოიძის მხოლოდ სახელია
მოხსენიებული. პირთა ანოტაციები: თოიძე მოსე ივანეს ძე (1871-1953)
ფერმწერი, გრაფიკოსი, მისი ინიციატივით დაარსდა სამხატვრო სტუდია. შექმნა
რუსთაველის, აკაკის, ილიას და სხვათა პორტრეტები.
თამარ მეფე (1160-1213?) საქართველოს მეფე 1184 წლიდან.
ერეკლე მეორე (1720-1798) 1744-1760 წლებში კახეთის და 1862-1898 წლებში
ქართლკახეთის მეფე. სიცოცხლის უმეტესი ნაწილი ბრძოლებში გაატარა. 1883
წელს რუსეთთან გააფორმა მფარველობითი ტრაქტატი. დავით IV აღმაშენებელი (1073-1125) საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში.
რუსთაველი შოთა „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი. ქეთევან დედოფალი (გარდაიცვალა 1624-ში)
კახეთის მეფის დავით I-ის
მეუღლე, თეიმურაზ I-ის დედა. წამებით მოკლა შაჰ-აბას I-მა, რადგან რჯული
ვერ შეაცვლევინა. ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა
1894 19 თებერვალი
იღებს დიმიტრი ჭავჭავაძის წერილს, რომელშიც ადრესანტი
სთხოვს თანხის სესხებას რამდენიმე დღით. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ.
№ 652. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე დიმიტრი (ტიტიკო) იოსების ძე
(დაბ.1849) ილია ჭავჭავაძის შორეული ნათესავი.
1894 28 თებერვალი
ივანე ბარათაშვილისგან იღებს წერილს, რომელშიც ადრესანტი
სთხოვს სათავადაზნაურო ბანკიდან 1500 მანეთის სესხად მიცემას.
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 468.
პირთა ანოტაციები:
ბარათაშვილი ივანე გიორგის ძე (1865-1929)
მეღვინე, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.
1894 2 მარტი
გაზეთ „ივერიაში“ სტეფანე ჭრელაშვილი ბეჭდავს რეცენზიას
ჟურნალ „მოამბის“ 1894 წლის მეორე ნომერზე და, სხვა პუბლიკაციებთან ერთად,
განიხილავს ილია ჭავჭავაძის ლექსს „კითხვა-პასუხი“. სტატიის ავტორი არ
იზიარებს გაზეთ „კვალში“ გიორგი წერეთლის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას,
თითქოს ილია ჭავჭავაძეს აღარ აინტერესებს თავისი ქვეყნის მაჯისცემა და ამის
დასადასტურებლად მთლიანად მოჰყავს მისი ეს ახალი ლექსი.
პირთა ანოტაციები: ჭრელაშვილი სტეფანე თევდორეს ძე (1857-1917)
საზოგადო
მოღვაწე, პუბლიცისტი, რევოლუციონერი. თანამშრომლობდა გაზ. „ივერიასთან“.
იყო ფუნიკულიორის პირველი დირექტორი. წერდა „სანოსა“ და „ტატალას“
ფსევდონიმებით.
წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი,
საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის”
დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი.
1894 28 თებერვალი - 5 მარტი
„ივერიის“ რედაქციის თანამშრომლებთან: დავით მიქელაძესთან,
გრიგოლ და ალექსანდრე ყიფშიძეებთან ერთად სტუმრად არის გორში და ესწრება
შეჯიბრებას კრივში. ლ. ედილაშვილი, „ლიტერატურის მატიანე“, წ. 1-2, 1940, გვ. 187.
დათარიღება: მოგონებაში ნათქვამია, რომ ეს კრივი გაიმართა ყველიერის
კვირაში. პირთა ანოტაციები: მიქელაძე დავით (1843-1918) მწერალი,
დრამატურგი, ჟურნალისტი, მთარგმნელი. განათლება მიიღო პეტერბურგსა და
პარიზში, თანამშრომლობდა „დროებასა“ და „ივერიაში“.
ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921)
მწერალი, პუბლიცისტი,
ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი.
თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან. ყიფშიძე ალექსანდრე თევდორეს ძე (1862-1916)
ისტორიკოსი, პუბლიცისტი,
საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მთარგმნელი. გაზ. „საქართველოს“ ერთ-ერთი
დამაარსებელი. წერდა ფსევდონიმით „ფრონელი”
1894 10 მარტი
პეტერბურგშია და დეპეშით აცნობებს გრიგოლ ყიფშიძეს, რომ
დასაბეჭდად გადასცეს „ივერიის“ მეორე ნომერი. საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 480, საქმე 25, ფ. 12; ა.
იოვიძე, ილია ჭავჭავაძე – დოკუმენტალური მასალები. „საისტორიო მოამბე“, №
3, 1947, გვ. 203; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 167,
449-450. პირთა ანოტაციები: ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921)
მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე,
ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან.
1894 11 მარტი
უბის წიგნაკში იწერს, ვისთვის რა თანხა აქვს მისაცემი და
ვისგან რამდენი – ასაღები. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის
პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 7, ავტოგრაფი № 62, ფ. 4 (წიგნაკის
უკანა მხრიდან).
1894 11 მარტიდან
უბის წიგნაკში მუხლებად იწერს ბანკთან დაკავშირებულ
სხვადასხვა საკითხებს. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის
პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 7, ავტოგრაფი № 62, ფ. 4-6 (წიგნაკის
უკანა მხრიდან).
1894 17 მარტი
თსს ბანკის მმართველობის წევრ ალექსანდრე ვახვახიშვილთან
ერთად წერილს უგზავნის ქრისტეფორე მამაცაშვილს ოთხპროცენტიანი გირავნობის
ფურცლების გამოშვების ნებართვის მისაღებად. „საისტორიო მოამბე’, ტ. 25-26, 1971, გვ. 326. პირთა იდენტიფიკაცია:
წერილში ალექსანდრე ვახვახიშვილის სახელის მხოლოდ ინიციალია მითითებული.
პირთა ანოტაციები: ვახვახიშვილი ალექსანდრე თბილისის საადგილმამულო
ბანკის მმართველობის წევრი.
მამაცაშვილი ქრისტეფორე (1839-1909)
რუსეთის არმიის გენერალი,
რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე, სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი, მხარს
უჭერდა ილია ჭავჭავაძეს გლეხთა მიწიანად გათავისუფლების საქმეში.
1894 თებერვალი-მარტი
ესწრება სახალხო დღესასწაულ „ისპანახობას’’, რომელმაც
ჩაანაცვლა მთავრობის მიერ აკრძალული „ყეენობა“. მედღესასაწაულეებთან ერთად,
რომლებსაც ამ ზეიმის სიმბოლო, ქაღალდის გვირგვინები ახურავთ, თბილისელი
ფოტოგრაფი გრიგოლ ბაბალოვი უღებს ჯგუფურ ფოტოს.
საქართველოს ეროვნული არქივი, ფ1, 32595; გაზ. „კვალი“, 1894, № 4.
გვ. 8.
ილია ჭავჭავაძე ზის პირველი რიგის შუაში, მარცხნიდან მეექვსე. პირთა ანოტაციები: ბაბალოვი (ბაბილოვი) გრიგოლ თბილისელი ფოტოგრაფი. სახელოსნო
ჰქონდა სირაჯხანის აღმართზე.
1894 მარტის ბოლო
ოზურგეთში „კ. ოცხანელის“ ხელმოწერით გამოდის კონსტანტინე
თავართქილაძის მიერ შედგენილი კრებული „სოინარი“, რომელშიც ქვეყნდება ილია
ჭავჭავაძის ლექსები: „ელეგია“, „გუთნისდედა“ და „ქართვლის დედას“ .
„სოინარი“, შემდგ. კ. ოცხანელი, ოზურგეთი, 1894. გვ. 30, 40. პირთა ანოტაციები: თავართქილაძე კონსტანტინე (კოწია) ჩითანას ძე (1860-1934 წ.
შემდგ.) წიგნების გამომცემელი, მესტამბე. მოღვაწეობდა ფსევდონიმით „ოცხანელი
კ.“
1894 1 აპრილი
იღებს წერილს პეტრე უმიკაშვილისგან, რომელიც უგზავნის ალექსანდრე
ორბელიანის მეუღლის, ეკატერინე ზაალის ასულ ბარათაშვილ-ორბელიანის
რამდენიმე წერილის ასლს ჟურნალ „მოამბეში“ დასაბეჭდად. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის
არქივი № 593. პირთა ანოტაციები: უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ
გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში.
წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.
ორბელიანი ალექსანდრე ვახტანგის ძე (1802-1869)
პოეტი, პროზაიკოსი,
დრამატურგი, პუბლიცისტი. ქართველ რომანტიკოსთა თაობის უფროსი
წარმომადგენელი, თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი, 1932 წლის
შეთქმულების ერთ-ერთი ხელმძღვნელი. ბარათაშვილი-ორბელიანისა ეკატერინე ზაალის ასული
ერეკლე II-ის
შვილიშვილის, ალექსანდრე ორბელიანის მეუღლე.
1894 1 აპრილიდან
ამზადებს სიტყვას ბანკის კრებაზე გამოსასვლელად. უბის
წიგნაკში იწერს და აანალიზებს საბანკო საქმეებთან დაკავშირებით მისი და
ივანე მაჩაბლის კონკრეტულ ქმედებებს წლების მიხედვით. მოჰყავს ცალკეულ
პირთა მიერ ბანკში ჩადებული და გაყიდული მამულების მაგალითები.
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის
პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 7, ავტოგრაფი № 62, ფ. 3-7.
დათარიღება: ვათარიღებთ მოხმობილი ინფორმაციებიდან ყველაზე გვიანდელის
დროის საფუძველზე. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე
(1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე,
სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.
1894 1 აპრილიდან
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის
პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 7, ავტოგრაფი № 62, ფ. 8.
დათარიღება: ვათარიღებთ წინა ჩანაწერის დროის საფუძველზე. პირთა ანოტაციები:
მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი,
პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის
დირექტორი.
1894 1 აპრილიდან
უბის წიგნაკში იწერს ინფორმაციებს გაზეთ „რუსსკიე
ვედომოსტის“ 1894 წლის იანვარ-აპრილის ნომრებიდან და აკეთებს ჩანაწერებს
ბანკის შესახებ. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის
პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 7, ავტოგრაფი № 62, ფ. 5-6; «Русские
ведомости», 1894.
1894 12 აპრილი
ხელს აწერს თსს გამგეობის სხდომის ოქმს, რომელზეც მიიღეს
დადგენილება გამგეობისთვის მეოთხე წევრის დამატების თაობაზე.
საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 394, საქ. 11817, გვ. 43.
1894 24 აპრილი გაზ. „კვალი“ 1894, № 18, გვ. 7-9; № 19, გვ. 5-7. პირთა ანოტაციები:
ხუნდაძე სილოვან თომას ძე (1860-1928)
მწერალი, ფილოლოგი, პუბლიცისტი,
პედაგოგი. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, მასწავლებლობდა სენაკსა და
ქუთაისში, იყო გიმნაზიის დირექტორი, იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „დროება“,
„კვალი“, „ცნობის ფურცელი“ და სხვ.
დიმიტრი თავდადებული (დემეტრე II) (1259-1289) საქართველოს მეფე 1270-
1289 წლებში. თავი მოჰკვეთეს მონღოლთა ხანის - არღუნის ბრძანებით.
შერაცხილია წმინდანად.
1894 28 აპრილი
იღებს ალექსანდრე ნებიერიძის წერილს, რომელშიც სთხოვს, რომ
ვინმესთან მოაწყოს მოურავად. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ.
№ 557. პირთა ანოტაციები: ნებიერიძე ალექსანდრე (ალექსი) ექვთიმეს ძე მსახიობი, ანტრეპრენიორი, ჟურნალისტი, გაზ. „თეატრის“ რედაქტორ-გამომცემელი
1887-1891 წლებში.
1894 აპრილი
მისი ხელმოწერით ცალკე წიგნად გამოდის თსს ბანკის განვლილი
წლის ანგარიში. „ანგარიში ტფილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის
მოქმედებისა 1893 წ. მეცხრამეტე წელიწადი“, 1894.
1894 1 მაისი
თბილისის ჟანდარმთა სამმართველოს უფროსი პოლიციის
დეპარტამენტს წერილობით ინფორმაციას აწვდის ქართველთა სეპარატიზმის
შესახებ. იგი აღნიშნავს, რომ ამ მოძრაობის ხელმძღვანელი ილია ჭავჭავაძე
განსაკუთრებული ჭკუითა და მდგომარეობთ გამოირჩევა და დიდი ავტორიტეტით
სარგებლობს. ასევე ნათქვამია, რომ მასთან გამართულ საიდუმლო კრებებზე
განიხილავენ სხვადასხვა საზოგადოებრივ და სოციალურ საკითხებს.
რევოლუციის მატიანე, 1925, № 1, გვ. 89); «Тбилисский рабочий»,
1937, № 100.
1894 1 მაისი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც
განიხილავენ მუზეუმის შენობის ასაგებად პროექტის შეკვეთის საკითხს და
ამისათვის გამოყოფენ 150 მანეთს. ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, №
349, გვ. 70.
1894 8 მაისი
სილოვან ხუნდაძე გაზეთ „კვალში“ სათაურით „მკითხველის
შენიშვნები“ აქვეყნებს დასაწყისს რეცენზიისა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა I
ტომზე. გაზ. „კვალი“ 1894, № 20, გვ. 10-12; № 29, გვ. 11-14; № 30, გვ.
10-12; кавказский календарь на 1895, тифлис, 1894, отдел 4, 62, 63.
პირთა ანოტაციები: ხუნდაძე სილოვან თომას ძე (1860-1928)
მწერალი, ფილოლოგი,
პუბლიცისტი, პედაგოგი. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში,
მასწავლებლობდა სენაკსა და ქუთაისში, იყო გიმნაზიის დირექტორი, იბეჭდებოდა
ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „დროება“, „კვალი“, „ცნობის ფურცელი“ და სხვ.
1894 8 მაისი
„ივერიაში“ დასაბეჭდად იღებს გრიგოლ ნიკოგოსოვის წერილს და
მის უკვე გამოქვეყნებულ სტატიებს ქართველ-სომეხთა ურთიერთობის შესახებ.
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის
არქივი № 558. პირთა ანოტაციები: ნიკოგოსოვი (ნიკოგოსიანი) გრიგოლ
ნიკოლოზის ძე სომეხი არტილერიის კაპიტანი, ჟურნალისტი და პუბლიცისტი.
არზრუმის სამხედრო ოლქის უფროსი.
1893 15 აგვისტოდან
1894 12 მაისამდე იღებს ვრცელ
ანონიმურ წერილს ხელმოწერით „ერთი ქართველთგანი“. ადრესანტი თანაუგრძნობს
იმის გამო, რომ ძალიან ბევრი მტერი ჰყავს, რომლებიც საზოგადოებას
არწმუნებენ: ადამიანებს წოდების მიხედვით აფასებს, ნიჭიერებს გზას უღობავს,
მხოლოდ თავისი ჯიბისთვის ზრუნავსო და სხვ. ურჩევს, ღირსეულად დააფასოს
გრიგოლ ყიფშიძე და გაარკვიოს, რაზეა გულნატკენი, რადგან მათი დაშორება
მოწინააღმდეგეებს კიდევ უფრო გაათამამებს. წერს, რომ დავით მიქელაძეს
გაზეთისთვის ზიანის მეტი არაფერი მოუტანია. სთავაზობს „ივერიაში“ დააბრუნოს
ალექსანდრე ნიკიტინი და სხვა ძველი მწერლები. გარდა ამისა, აცნობებს, რომ
მისი მოწინააღმდეგეები საბანკო არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით
ზეწოლას ახდენენ ქართლის მოსახლეობაზე, ყველას არწმუნებენ, უმრავლესობა
ჩვენ გვიჭერს მხარს და თქვენი თითო[1]ოროლა
კენჭი ვერაფერს გადაწყვეტსო. სწერს, რომ ნიკოლოზ დიასამიძე ილიას მომხრეებს
იუდებს და გამყიდველებს უწოდებს. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი № 449.
დათარიღება:
იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების
მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 283. პირთა იდენტიფიკაცია: ნიკოლოზ
დიასამიძე, დავით მიქელაძე და ალექსანდრე ნიკიტინი მხოლოდ გვარებით არიან
მოხსენიებული. პირთა ანოტაციები: ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921)
მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე,
ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან.
მიქელაძე დავით (1843-1918) მწერალი, დრამატურგი, ჟურნალისტი,
მთარგმნელი. განათლება მიიღო პეტერბურგსა და პარიზში, თანამშრომლობდა „დროებასა“
და „ივერიაში“. დიასამიძე ნიკოლოზ დავითის ძე (1845-1897) თეატრალური და საზოგადო
მოღვაწე. გორელი მდიდარი მემამულე. მის სალონში იკრიბებოდნენ: აკაკი და
გიორგი წერეთლები, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი და სხვ. ნიკიტინი ალექსანდრე
პუბლიცისტი, გაზეთ „ივერიის“ თანამშრომელი
1890-იან წლებში.
1894 12 მაისი
ესწრება თსს ბანკის წევრთა საერთო კრებას. სხდომის
თავმჯდომარის არჩევის დროს ოპოზიცია ცდილობს საკუთარი ძალის წარმოჩენას და
ამტკიცებს, თითქოს ზედამხედველი კომიტეტის წევრს არ ჰქონდეს სხდომის
თავმჯდომარეობის უფლება. ირკვევა, რომ წესდებაში ასეთი შეზღუდვა არ არის და
წინა წლებში სხდომის თავმჯდომარეებად იყვნენ ზედამხედველი კომიტეტის არათუ
წევრები, თავმჯდომარეც კი. შესაბამისად, ნიკოლოზ ანდრონიკაშვილს არ
ეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება და ხმათა უმრავლესობით ირჩევენ
კრების თავმჯდომარედ. გაზ. „ივერია“, 1894, № 99, გვ. 2-3. პირთა ანოტაციები:
ანდრონიკაშვილი ნიკოლოზ დავითის ძე (1844-1905) 1861 წელს სწავლობდა
პეტერბურგის კადეტთა კორპუსში.
1894 13 მაისი
ესწრება თსს ბანკის წევრთა საერთო კრებას და კითხულობს
საანგარიშო მოხსენებას. ხშირია ოპოზიციის გამოსვლები მის წინააღმდეგ.
მართალია, პრეტენზიებს ვერ ასაბუთებენ, მაგრამ წლიური ანგარიშის დამტკიცება
ჭიანურდება. გაზ. „ივერია“, 1894, № 100, გვ. 1; № 101, გვ. 2.
1894 14 მაისი
ესწრება თსს ბანკის წევრთა საერთო კრებას, რომელზეც
გრძელდება წლიური ანგარიშის განხილვა. ოპოზიციონერები, ილია ჭავჭავაძის
დადანაშაულების მიზნით, მოითხოვენ ბანკის მიერ მიღებული ზარალის ცალკეული
შემთხვევების განხილვას მაგრამ მის მიერ წარმოდგენილი საბუთებით ნათელი
ხდება, რომ დამნაშავეა მიწის დამფასებელი, კერძოდ, ივანე მაჩაბელი.
გაზ. „ივერია“, 1894, 15 მაისი, № 101, გვ. 2. პირთა ანოტაციები:
მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი,
პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის
დირექტორი.
1894 15 მაისი
თსს ბანკის წევრთა საერთო კრებაზე ისევ გრძელდება წლიური
ანგარიშის განხილვა. ბანკის მმართველობის ხარვეზების წარმოჩენის მიზნით
ოპოზიციას საუბარი ისევ გადააქვს კერძო შემთხვევების განხილვაზე, მაგრამ
რეალურად ვერ ასაბუთებს, რაშია დამნაშავე მმართველობა, პირიქით, ივანე
მაჩაბლის ბრალეულობას ამტკიცებს ბანკისთვის ზარალის მომტანი მამულის
მფლობელიც. ივანე მაჩაბელი გამოსვლისას ხშირად იმეორებს ფრაზას, რომ ბევრი
რამ აქვს სათქმელი, მაგრამ ვერცერთ დამაჯერებელ ფაქტს ვერ ასახელებს
მმართველობის წინააღმდეგ. დღის ბოლოს სიტყვით გამოდის ილია ჭავჭავაძე და
თავისი არგუმენტირებული მსჯელობით აღაფრთოვანებს არა მხოლოდ მომხრეებს,
ოპოზიციონერებსაც. გაზ. „ივერია“, 1894, 20 მაისი, № 105, გვ. 1-2. პირთა ანოტაციები:
მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი,
პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის
დირექტორი.
1894 16 მაისი
თსს ბანკის წევრთა საერთო კრებაზე ოპოზიციური დაჯგუფება
უკვე აშკარად აცხადებს, რომ მათი მიზანია დაპირისპირება ილია
ჭავჭავაძესთან, რომელსაც ბანკი არასწორი მიმართულებით მიჰყავს. ვრცელი,
მაგრამ არაარგუმენტირებული სიტყვით გამოდის მიხეილ მაჩაბელი.
ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ მათ გარეშე ბანკი დაიღუპებოდა, მაგრამ ვერ
განმარტავენ, ილია ჭავჭავაძის პრინციპებიდან რა არის ბანკისთვის საზიანო და
რას სთავაზობენ საზოგადოებას მათ ნაცვლად. თავის მხრივ, ილია ჭავჭავაძე
კრებას აცნობს ზუსტ ციფრებს, რა საქმიანობით შემოიფარგლება ივანე მაჩაბლის
დამსახურება ბანკის წინაშე და გამოდის წინადადებით, რომ მისი და ივანე
მაჩაბლის საბანკო საქმიანობა შეისწავლოს საგანგებო კომისიამ და ის, ვისაც
დამნაშავედ სცნობენ, სამუდამოდ ჩამოშორდეს საზოგადოებრივ ასპარეზს. ილია
ჭავჭავაძის ამ ხანგრძლივი გამოსვლის შემდეგ, რომელმაც გააბათილა გამგეობის
წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები, წლიური ანგარიში მტკიცება.
გაზ. „ივერია“, 1894, 17 მაისი, № 102, გვ. 1-2; 19 მაისი, № 104,
გვ. 1.; 20 მაისი, № 105, გვ. 1-3. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი მიხეილ (მიშო)
ვახტანგის ძე (1858-1927)
„ნადვორნი სოვეტნიკი“, ქშწ-კგ საზოგადოების
რწმუნებული ყვირილაში, ივანე მაჩაბლის მეგობარი.
მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი,
პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის
დირექტორი.
1894 18 მაისი
თსს ბანკის წევრთა საერთო კრებაზე გამოდის გამგეობისთვის
მეოთხე წევრის დამატების მოთხოვნით, რადგან ბანკმა უნდა დაიწყოს ქვეყნის
მეურნეობის აღორძინებაზე ზრუნვა და გამგეობას საქმე მოემატება. მის
წინააღმდეგ ისევ აქტიურობს მიხეილ მაჩაბელი. იგი ცდილობს საზოგადოების
დარწმუნებას, რომ გამგეობისთვის ახალი წევრის დამატების არავითარი
საჭიროება არ არსებობს და ამის მოთხოვნა ილია ჭავჭავაძეს მხოლოდ თავისი
მომხრეების რაოდენობის გასაზრდელად დასჭირდა. მისი გამოსვლა მოკლებულია
არგუმენტირებას და საზოგადოებას ვერ არწმუნებს. კენჭისყრის შედეგად იღებენ
გადაწყვეტილებას გამგეობისთვის ერთი წევრის (დირექტორის) დამატების
შესახებ. გაზ. „ივერია“, 1894, 20 მაისი, № 105, გვ. 1-3. პირთა ანოტაციები:
მაჩაბელი მიხეილ (მიშო) ვახტანგის ძე (1858-1927)
„ადვორნი სოვეტნიკი“,
ქშწ-კგ საზოგადოების რწმუნებული ყვირილაში, ივანე მაჩაბლის მეგობარი.
1894 19 მაისი
იღებს ელისაბედ ხათაძის წერილს. ატყობინებს, რომ მისი შვილი
მოეწყო საცხენეთის სასწავლებელში და სთხოვს ფინანსურ შემწეობას გზის ხარჯის
დასაფარად. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ.
№ 555. პირთა ანოტაციები: ხათაძე ელისაბედი
დამატებითი ცნობები
პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება.
1894 19 მაისი
ესწრება თსს ბანკის სხდომას, რომელიც განიხილავს გრიგოლ
არწრუნის სახლისა და ქარვასლის ბანკის ან თავადაზნაურობის მფლობელობაში
გადასვლის საკითხს. ივანე მაჩაბელი და ოპოზიცია მოითხოვენ ამ შენობების
გაყიდვას. სიტყვით გამოდის ეკატერინე გაბაშვილი, რომელიც კრიტიკულად
აფასებს ილია ჭავჭავაძისთვის სახელის გასატეხად ბანკში ჩამოყალიბებული
ოპოზიციის საქმიანობას და გამოხატავს თავის სრულ თანადგომას მისდამი.
ამბობს, რომ ჭავჭავაძის პარტიას არ ეკუთვნის, რადგან მას პარტია არა აქვს
და არც სჭირდება. ყველა გონიერი ქართველი ისედაც უნდა ხვდებოდეს მისი
მოღვაწეობის მნიშვნელობას. გაზ. „ივერია“, 1894, 22 მაისი, № 107, გვ. 2-3. პირთა ანოტაციები:
არწრუნი გრიგოლ იერემიას ძე (1845-1892) სომეხი საზოგადო მოღვაწე და
პუბლიცისტი. 1879 წლიდან თავისი ქარვასლის ერთი ნაწილი თეატრად გადააკეთა
და იქ წარმოდგენებს მართავდა ქართული თეატრის მუდმივი დასი.
მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი,
პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის
დირექტორი. თარხნიშვილი (გაბაშვილისა) ეკატერინე რევაზის ასული (1851-1938)
მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრი.
1894 19 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ „ილ. პონტელის“ ფსევდონიმით იბეჭდება ილია
ჩიქოვანის წერილი „ვისი ბრალია?“ რომელშიც საუბარია ბანკთან დაკავშირებულ
მოვლენებში აკაკი წერეთლის ჩარევის მცდელობაზე თავისი წერილებით „ნოვოე
ობოზრენიესა“ და „კვალში“. ნათქვამია, რომ პუბლიკაციები მოტივირებულია არა
ჭეშმარიტების ძიებით, არამედ ივანე მაჩაბლის პიროვნული მხარდაჭერის
სურვილით. გაზ. „ივერია“, 1894, 19 მაისი, № 104, გვ. 1-2. პირთა ანოტაციები:
წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი,
მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.
მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი,
პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის
დირექტორი. ჩიქოვანი ილია მანუჩარის ძე (დაბ. 1866) ქართველი პუბლიცისტი და
საზოგადო მოღვაწე, წერდა „პონტელის“ ფსევდონიმით.
1894 20 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ „ილ. პონტელის“ ფსევდონიმით იბეჭდება ილია
ჩიქოვანის წერილი ბანკის კრებებთან დაკავშირებით, რომელშიც ნაჩვენებია
ივანე მაჩაბლის მომხრეთა უსუსური ბრალდებები. სტატიაში ნათქვამია, რომ ილია
ჭავჭავაძე არის საბანკო საქმის საუკეთესო მცოდნე, ღრმად განათლებული და
ნიჭიერი ადამიანი და ბანკის მმართველის თანამდებობაზე მას კონკურენციას
ვერავინ გაუწევს. გაზ. „ივერია“, 1894, 20 მაისი, № 105, გვ. 1-2. პირთა ანოტაციები:
მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი,
პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის
დირექტორი.
ჩიქოვანი ილია მანუჩარის ძე (დაბ. 1866) ქართველი პუბლიცისტი და
საზოგადო მოღვაწე, წერდა „პონტელის“ ფსევდონიმით.
1894 20 მაისი
სიტყვით გამოდის თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებლის
შეუძლებელ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების კრებაზე. ვრცლად პასუხობს
შეკითხვას, მართლა აპირებს თუ არა სააზნაურო სკოლის დახურვას. ამ
სკოლისადმი საკუთარი დამოკიდებულების საილუსტრაციოდ კითხულობს ამონარიდებს
ბანკის სხდომათა ოქმებიდან, საიდანაც ჩანს მისი რეგულარული მხარდაჭერა
სკოლისადმი. შემდეგ დამსწრეთ განუმარტავს, რომ ამ სასწავლებლისთვის
აუცილებელია დამოუკიდებლობა, რაც მას ბანკის დახურვის შემთხვევაშიც კი,
შეაძლებინებს არსებობას. დამსწრენი ოვაციებით ხვდებიან მის სიტყვებს. ივანე
მაჩაბელი ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ საზოგადოების განსაწყობად, დამსწრეთ
შეახსენებს, რომ იგი თავისი პამფლეტით „გამოცანები“ დაუპირისპირდა
თავადაზნაურობის თვალსაჩინო წარმომადგენლებს და ისე გამოჰყავს, თითქოს
მასში დიმიტრი ყიფიანიც იყო გაკიცხული. ეს განცხადება დამსწრეთა
საპირისპირო რეაქციას იწვევს, მომხსენებლის საწინააღმდეგოდ.
გაზ. „ივერია“, 1894, 22 მაისი, № 107, გვ. 3. პირთა ანოტაციები:
მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი,
პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის
დირექტორი.
ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი,
პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის
ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების
ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
1894 21 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ „ქუთათური დამსწრის“ ფსევდონიმით იბეჭდება
ვასილ ყიფიანის სტატია, რომელშიც საუბარია ოპოზიციის მიერ ქართლელთა და
კახელთა დაპირისპირების პროვოცირებაზე თსს ბანკის კრებებზე ხმათა
უმრავლესობის მოსაპოვებლად. ავტორი შეაგონებს მათ, რომ ეს უკეთური ხერხია,
რომელიც ძირს უთხრის საზოგადო საქმეს. გაზ. „ივერია“, 1894, 21 მაისი, № 106, გვ. 1. პირთა ანოტაციები:
ყიფიანი ვასილ როსტომის ძე (1855-1936) ცნობილი პედაგოგი, მათემატიკოსი,
პიესების ავტორი, თბილისის საქალაქო საბჭოს ხმოსანი. ილია ჭავჭავაძის
მოწვევით მუშაობდა თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში.
ესწრება თსს ბანკის სხდომას და თავის
გამოსვლაში დივიდენდებთან დაკავშირებით, აღნიშნავს მათი განახევრების
საჭიროებას (20-დან 10 პროცენტამდე) და იმ 10 პროცენტის გამოყენებას
სამეურნეო კაპიტალის შესადგენად, მაგ. სასოფლო კრედიტის დასაარსებლად და
სხვ. გაზ. „ივერია“, 1894, 23 მაისი, № 108, გვ. 2.
1894 21 მაისი
გარდაეცვალა დისწული მარიამ (მაკო) ნიკოლოზის ასული აფხაზი–
მაყაშვილისა. გაზ. „ივერია“, 1894, 23 მაისი, № 108, გვ. 2. პირთა ანოტაციები:
აფხაზი-მაყაშვილისა მარიამ (მაკო) ნიკოლოზის ასული (გარდ. 1894) ილია
ჭავჭავაძის დისწული, დიმიტრი სოლომონის ძე მაყაშვილის მეუღლე.
1894 22 მაისი
დისწულის გარდაცვალების გამო ვერ ესწრება თსს ბანკის
კრებას. გაზ. „ივერია“, 1894, 23 მაისი, № 108, გვ. 2.
1894 22 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ „მეველის“ ფსევდონიმით იბეჭდება დავით
მიქელაძის წერილი თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებლის შეუძლებელ
მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების 20 მაისის კრების შესახებ და ნათქვამია,
რომ ივანე მაჩაბლის მიერ „გამოცანების“ დაწერის ბრალად წაყენება ილია
ჭავჭავაძისთვის ყოვლად სამარცხვინო და უკადრისი ხერხი იყო.
გაზ. „ივერია“, 1894, № 107, გვ. 2-3. პირთა ანოტაციები:
მიქელაძე
დავით (1843-1918) მწერალი, დრამატურგი, ჟურნალისტი, მთარგმნელი.
განათლება მიიღო პეტერბურგსა და პარიზში, თანამშრომლობდა „დროებასა“ და „ივერიაში“.
მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი,
პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის
დირექტორი.
1894 23 მაისი
ესწრება თსს ბანკის სხდომას და
გამოდის ე. წ. „ვექილობების“ წინააღმდეგ. საუბარია საკამათო საკითხებთან
დაკავშირებით ბანკის წევრების მიერ საკუთარი პოზიციის წერილობით
დაფიქსირებაზე. ილია ჭავჭავაძე დამსწრეთ სთხოვს ყურადღება მიაქციონ, რომ
ოპოზიციის მხარდამჭერთა ასობით ასეთი წერილი ერთი და იმავე ხელით არის
დაწერილი. შემდეგ მოჰყავს კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ „ვექილობების“
მეშვეობით როგორ აკარგვინებდნენ ხმებს პირადად მას. აღმოჩნდა, რომ თბილისის
სათავადაზნაურო სკოლის ერთ[1]ერთი
მასწავლებელი აგროვებდა ასეთ წერილებს ვითომდა ილია ჭავჭავაძის
მხარდასაჭერად, მაგრამ ისინი ბანკამდე არ მიდიოდა. ამავე სხდომაზე
შთამბეჭდავი სიტყვით გამოდის პედაგოგი ვასილ ყიფიანი. იგი ამბობს, რომ
თავდაპირველად სიხარულით შეხვდა ბანკში ოპოზიციის გაჩენას, რადგან მიაჩნია,
რომ ჯანსაღი ოპოზიცია საზოგადოების განვითარებას უწყობს ხელს, მაგრამ
როდესაც გაირკვა, რომ არსებულ ოპოზიციას მხოლოდ პირადული მოტივები
ამოძრავებდა, ისიც, ისევე, როგორც ნიკო ნიკოლაძე და ბევრი სხვა, ჩამოშორდა
მათ. გაზ. „ივერია“, 1894, № 110, გვ. 2. პირთა ანოტაციები:
ყიფიანი
ვასილ როსტომის ძე (1855-1936) ცნობილი პედაგოგი, მათემატიკოსი, პიესების
ავტორი, თბილისის საქალაქო საბჭოს ხმოსანი. ილია ჭავჭავაძის მოწვევით
მუშაობდა თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში. ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)
საზოგადო მოღვაწე,
პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა
თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა ინსტიტუტში.
1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი
ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.
1894 23 მაისი
გარდაცვლილი დისწულის მარიამ (მაკო) აფხაზი-მაყაშვილის
მეუღლესთან – დიმიტრი მაყაშვილან, მამასთან – ნიკოლოზ შერმაზანის ძე
აფხაზთან და დეიდასთან – ელისაბედ გრიგოლის ასულ ჭავჭავაძე-საგინაშვილთან
ერთად გაზეთ „ივერიაში“ აქვეყნებს განცხადებას პანაშვიდების შესახებ,
რომლებიც ჩატარდება კუკიაზე მდებარე მის საცხოვრებელ სახლში.
გაზ. „ივერია“, 1894, 23 მაისი, № 108, გვ. 1. პირთა ანოტაციები:
აფხაზი-მაყაშვილისა მარიამ (მაკო) ნიკოლოზის ასული (გარდ. 1894) ილია
ჭავჭავაძის დისწული, დიმიტრი სოლომონის ძე მაყაშვილის მეუღლე. მაყაშვილი დიმიტრი სოლომონის ძე (1840-1906) ილია ჭავჭავაძის დისწულის,
მარიამ (მაკო) აბხაზის ქმარი, სამხედრო პირი, სამსახურიდან გადადგა 1891
წელს გენერალ-მაიორის წოდებით. გარდაიცვალა იალტაში. აფხაზი ნიკოლოზ შერმაზანის ძე (1828-1907) ერეკლე II-ის შთამომავალი,
ილია ჭავჭავაძის დის, ნინოს მეუღლე. ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა)
ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925) ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.
1894 24 მაისი
დილის 9 საათზე მის დისწულ მარიამ აფხაზ-მაყაშვილისას
კუკიიდან მიასვენებენ ქაშვეთის ეკლესიაში და წირვის შემდეგ კრძალავენ ვერის
წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიის გალავანში. გაზ. „ივერია“, 1894, 24 მაისი, № 109, გვ. 1. პირთა ანოტაციები:
აფხაზი-მაყაშვილისა მარიამ (მაკო) ნიკოლოზის ასული (გარდ. 1894) ილია
ჭავჭავაძის დისწული, დიმიტრი სოლომონის ძე მაყაშვილის მეუღლე. იოანე ღვთისმეტყველი
იესო ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი, წმინდა „ახალ
აღთქმაში“ შემავალი ერთ-ერთი სახარების, ეპისტოლეებისა და „გამოცხადების“
ავტორი.
1894 24 მაისი
ესწრება თსს ბანკის სხდომას და გამოდის სათავადაზნაურო
სკოლისთვის სოფელ სკრის მამულის შეძენის წინადადებით. კრება მხარს უჭერს
მის ინიციატივას. გაზ. „ივერია“, 1894, 25 მაისი, № 110, გვ. 2-3.
1894 25 მაისი
დავით გურამიშვილს უგზავნის წერილს და სთხოვს, ნიკო
ნიკოლაძეს აცნობოს, რომ საღამოს 6 საათზე უსათუოდ მივიდეს მასთან
მნიშვნელოვან საქმესთან დაკავშირებით. გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი.
ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 28 048-1; ილია ჭავჭავაძე.
საარქივო გამოცემა. თბილისი: „ლიტერატურის მატიანე“, 2010, გვ. 266-267; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 216, 474. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური
კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ.,
2016, გვ. 213-214. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი დავით ალექსანდრეს ძე
(1857-1926) მხატვარი, კარიკატურისტი, ფოტოგრაფი. თსს ბანკის
ზედამხედველი კომიტეტის წევრი, ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის
თავმჯდომარე, 1917 წელს საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის დელეგატი.
ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი,
კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.
1894 25 მაისი
ესწრება თსს ბანკის სხდომას, რომელზეც განიხილავენ
ოპოზიციის კრიტიკას მის წინააღმდეგ. გამომსვლელთა უმრავლესობა მიიჩნევს,
რომ კამათმა მათი ბრალდებები არ დაადასტურა. კენჭისყრის წინ ნიკო ნიკოლაძე
დამსწრეთ აცნობს ილია ჭავჭავაძის წინადადებას მისი საქმიანობისა და მის
წინააღმდეგ ივანე მაჩაბლის ბრალდებების შესასწავლად კომისიის შექმნის
მოთხოვნით. ამ შეთავაზებას არ ეწინააღმდეგება არც ივანე მაჩაბელი.
თანხმდებიან, რომ ის, ვისაც კომისია დამნაშავედ ცნობს, ჩამოშორდება
საზოგადოებრივ საქმიანობას. ამავე დღის ბოლოს ტარდება არჩევნები. გამგეობის
მეოთხე წევრად ირჩევენ მიხეილ გრუზინსკის, დამფასებელი კომისიის
თავმჯდომარედ კონსტანტინე ფურცელაძეს, ხოლო ბანკის გამგეობის თავმჯდომარედ,
989 ხმით 334-ის წინააღმდეგ - ისევ ილია ჭავჭავაძეს. გაზ. „ივერია“, 1894, 26 მაისი, № 111, გვ. 1-3; 28 მაისი, № 112,
გვ. 2. პირთა ანოტაციები: ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი,
პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის
დირექტორი. ბაგრატიონ-გრუზინსკი მიხეილ ალექსანდრეს ძე (1860-1935) ბაგრატ
ბატონიშვილის შთამომავალი, პეტრე და გიორგი გრუზინსკების ძმა, თბილისის
საგუბერნიო ბანკის ერთ-ერთი დირექტორი. ფურცელაძე კონსტანტინე (შავბალახა) ნიკოლოზის ძე
ანტონ ფურცელაძის ძმა.
1894 26 მაისი
ესწრება თსს ბანკის სხდომას,
რომელზეც ბოდიშს უხდიან იმ უსამართლო ბრალდებებისთვის, რომელთა მოსმენაც
უხდებოდა ორი კვირის განმავლობაში კრების მსვლელობის დროს. სხდომის მიზანია
იმ კომისიის ამორჩევა, რომელმაც უნდა შეისწავლოს ილია ჭავჭავაძის მიმართ
ივანე მაჩაბლის მიერ წაყენებული ბრალდებები და გაარკვიოს, ვინ არის
მართალი. ივანე მაჩაბელი, რომელიც თავდაპირველად დასთანხმდა ბანკის კრების
მიერ კომისიის არჩევას, ამჯერად მოითხოვს სამედიატორო სამართალს, როდესაც
ორივე მხარე ასახელებს სამ[1]სამ
წარმომადგენელს, ისინი ირჩევენ კიდევ ერთს და ყველანი ერთობლივად
განიხილავენ საქმეს, მაგრამ ილია ჭავჭავაძე წინააღმდეგია, რადგან
სამედიატორო დავები უსასრულოდ შეიძლება გადაიდოს და გაჭიანურდეს. ამის
საილუსტრაციოდ მას მოჰყავს გიორგი თარხნიშვილის მაგალითი, რომელსაც ივანე
მაჩაბელმა ერთი წლის წინ საქმის ასეთივე განხილვა შესთავაზა, მაგრამ დღესაც
არ განუხილავთ. გაზ. „ივერია“, 1894, 28 მაისი, № 112, გვ. 2-3. პირთა ანოტაციები:
მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი,
პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის
დირექტორი. თარხნიშვილი ივანე რამაზის ძე (1846-1908) ფიზიოლოგი, პეტერბურგის
სამედიცინოქირურგიული აკადემიის პროფესორი. 1900 წელს პარიზის
საერთაშორისო გამოფენაზე დააჯილდოვეს ,,საპატიო ლეგიონის” ორდენით.
1894 27 მაისი
თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობა ილია ჭავჭავაძის
პატივსაცემად ვერაზე, „კინგრუსტის“ ბაღში მართავს სადილს საადგილმამულო
ბანკის მმართველობის თავმჯდომარედ მისი არჩევის გამო. გაზ. „ივერია“, 1894, 29 მაისი, № 113, გვ. 1-2.
1894 28 მაისი
ივანე მაჩაბელი გაზეთ „კავკაზში“ აქვეყნებს განცხადებას,
რომელშიც ცდილობს ახსნას, რატომ თქვა უარი კომისიის შექმნაზე. მისი აზრით,
ბანკის წევრთა მიერ ამორჩეული კომისია შეიძლებოდა მიკერძოებული ყოფილიყო.
ის ისევ იმეორებს თავის ბრალდებებს ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ,
ადანაშაულებს მას უზრუნველობაში, საბანკო საქმის უცოდინრობასა და
მიკერძოებულობაში. გაზ. „ივერია“, 1894, № 112, გვ. 2. პირთა ანოტაციები:
მაჩაბელი
ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი,
საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.
1894 29 მაისი
„ივერიაში“ იბეჭდება გაზეთ „კავკაზში“ ივანე მაჩაბლის მიერ
გამოქვეყნებული განცხადების თარგმანი. გაზ. „ივერია“, 1894, № 113, გვ. 2-3. პირთა ანოტაციები:
მაჩაბელი
ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი,
საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.
1894 27- 30 მაისი
ესწრება თსს ბანკის კრებას და მხარს უჭერს სათავადაზნაურო
სკოლის მოსწავლეების კოტე ელიოზიშვილისა და ნიკოლოზ ჯანდიერისათვის
სტიპენდიების დანიშვნას სამედიცინო განათლების მისაღებად.
წყარო:
თ. ვაჩნაძე, ნიკოლოზ ჯანდიერი, 1984, გვ. 14.
პირთა ანოტაციები: ელიოზიშვილი კონსტანტინე (კოტე) მალხაზის ძე
(1874-1955)- ექიმი, პუბლიცისტი. წერდა ფსევდონიმით „კოტე“. ჯანდიერი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე (1873-1965) ექიმი, საზოგადო მოღვაწე,
ილია ჭავჭავაძის შესახებ მოგონების ავტორი.
1894 30 მაისი
იღებს ნინო ანდრონიკაშვილის წერილობით მილოცვას თსს ბანკის
თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ.
№ 447. პირთა ანოტაციები: ანდრონიკაშვილი ნინო ზაქარიას ასული (1862-1942) ილია გიორგის ძე ჯორჯაძის მეუღლე.
1894 31 მაისი
გაზეთის საშუალებით მადლობას უხდის ყველას, ვინც თსს ბანკის
გამგეობის თავმჯდომარედ არჩევა დეპეშებითა და წერილებით მიულოცა.
გაზ. „ივერია“, 1894, № 114, გვ. 2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
17, 2012, გვ. 167, 450-451.
1894 3 ივნისი
იღებს ავეტ ავშანოვის წერილს თსს ბანკში სახლის დაგირავების
განზრახვასთან დაკავშირებით. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ.
№ 440. პირთა ანოტაციები: ავშანოვი ავეტ ბოგდანის ძე აპირებდა სახლის
დაგირავებას თსს ბანკში.
1894 3 ივნისი იღებს
ელიზბარ გუგუშვილის წერილს გორის თავადაზნაურობის წინამძღოლ
ივანე სულხანიშვილთან დაკავშირებით. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის
არქივი № 490. პირთა ანოტაციები: გუგუშვილი ელიზბარ ქშწ-კგ საზოგადოების
წევრი ფოთიდან. სულხანიშვილი ივანე დავითის ძე (1836-1904)
მემამულე, მეურნე,
პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, სამოქალაქო მრჩეველი, გორის
მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი.
1894 8 ივნისი იღებს
ეკატერინე ნიკოლაძის წერილს თსს ბანკში სახლის
დაგირავებასთან დაკავშირებით. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ.
№ 559. პირთა ანოტაციები: ნიკოლაძე ეკატერინე იაკობის ასული
(1852/4-1931) პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. მთარგმნელი, ნიკო ნიკოლაძის და.
1894 11 ივნისი
გაზეთ „ივერიის“ „დამაკვირდის“ რუბიკაში აქვეყნებს საკუთარ
სენტენციას: „ანთებული სანთელი ჩაიწვის და ჩაქრება, ხოლო ერთხელ ანთებული
ცოდნა კი თავის დღეში არა: მამიდგან შვილზედ გადადის, შვილიდგან
შვილიშვილზედ უფრო განდიდებული, უფრო გაძლიერებული“. გაზ. „ივერია“, 1894, № 122, გვ. 2.
გიორგი ქართველიშვილი წერილობით სთხოვს
ძმისწულის, მიხეილ ქართველიშვილის ბუღალტრის თანაშემწედ დანიშვნას თსს
ბანკში. აცნობებს, რომ ეს ახალგაზრდა მანამდე მასთან მუშაობდა, არის მშვიდი
ხასიათის და კარგად იცის საბუღალტრო საქმე. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი № 622. პირთა ანოტაციები: ქართველიშვილი გიორგი დავითის ძე (1827-1901)
ქველმოქმედი,
მეცენატი, საზოგადო მოღვაწე, მისი ხარჯით გამოიცა ვახუშტის „საქართველოს
ისტორია“ და „ვეფხისტყაოსანი“, ზიჩის ილუსტრაციებით, 1883-1885 წლებში იყო
გაზეთ „დროების“ გამომცემელი. ქართველიშვილი მიხეილ
ბუღალტერი, ცნობილი მეცენატის - გიორგი დავითის
ძე ქართველიშვილის ძმისწულ
1894 28 ივნისამდე
გამოდის ვახტანგ ორბელიანის ლექსების კრებული, რომელსაც
წამძღვარებული აქვს ილია ჭავჭავაძის მიერ შედგენილი წინასიტყვაობა „მოკლე
ბიოგრაფია ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანისა“. გაზ. „ივერია“, 1894, #136, გვ. 2.
დათარიღება: ინფორმაცია წიგნის
გამოსვლის შესახებ გამოქვეყნდა 28 ივნისს. პირთა ანოტაციები:
ორბელიანი
ვახტანგ ვახტანგის ძე (1812-1890) პოეტი რომანტიკოსი, ერეკლე II ასულის
თეკლა ბატონიშვილის უმცროსი ვაჟი, 1832 წლის შეთქმულების ინიციატორი,
მომრიგებელი მოსამართლე.
1894 6 ივლისი
გაზეთ „ივერიის“ „დამაკვირდის“ რუბიკაში ასტრონიმით (**)
აქვეყნებს ქრისტიანულ სწავლებაზე დამყარებულ და მის მიერ ჩამოყალიბებულ
სენტენციას „ყოველთვის უნდა გახსოვდეთ დღე აღსასრულისა, რათა უფრო გონივრად
იცხოვროთ“. გაზ. „ივერია“, 1894, № 142, გვ. 2
1894 9 ივლისი
გაზეთ „კვალში” იბეჭდება სილოვან ხუნდაძის სტატიის
„მკითხველის შენიშვნები“ გაგრძელება. გაზ. „კვალი“, 1894, № 29; кавказский календарь на
1895, тифлис, 1894, отдел 4, 62, 63. პირთა ანოტაციები: ხუნდაძე სილოვან
თომას ძე (1860-1928)
მწერალი, ფილოლოგი, პუბლიცისტი, პედაგოგი. სწავლობდა
პეტერბურგის უნივერსიტეტში, მასწავლებლობდა სენაკსა და ქუთაისში, იყო
გიმნაზიის დირექტორი, იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „დროება“, „კვალი“,
„ცნობის ფურცელი“ და სხვ.
1894 10 ივლისი
გაზეთ „ივერიის“ „დამაკვირდის“ რუბიკაში ასტრონიმით (**)
აქვეყნებს საკუთარ სენტენციას „მდიდარს უფრო ადვილად აძლევენ საჩუქრად,
ვიდრე ღარიბს სესხად“. გაზ. „ივერია“, 1894, № 146, გვ. 2.
1894 13 ივლისი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც
კმაყოფილდება ბათუმის სკოლის კომიტეტის თხოვნა შენობის დასამთავრებლად
საჭირო თანხის სასწავლებლის წლიური ფინანსებიდან გამოყოფის თაობაზე. ამავე
სკოლის მზრუნველად ირჩევენ ექიმ გრიგოლ ვოლსკის. ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული
არქივი, ფ. 481, № 349, გვ. 89. პირთა ანოტაციები: ვოლსკი გრიგოლი იოსების
ძე (1860-1909) პუბლიცისტი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. თანამშრობლობდა
ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას.
1894 15 ივლისი
მონაწილეობს ქართული დრამატული საზოგადოების კრებაში და,
როგორც ბანკის მმართველობის თავმჯდომარე, დამსწრეთ ჰპირდება, რომ
საზოგადოება თეატრის შემოსავლიდან მიიღებს ათას მანეთს, ხოლო თუ შენობას
მოიჯარადრე გამოუჩნდება, წარმოდგენის დღეებში გადასახდელი ექნებათ მხოლოდ
80 მანეთი. გაზ. „ივერია“, 1894, 17 ივლ., № 152, გვ. 2.
1894 17 ივლისი
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება სილოვან ხუნდაძის სტატიის
„მკითხველის შენიშვნები“ დასასრული. გაზ. „კვალი“, 1894, № 30; „Кавказский календарь“
на 1895, Тифлис, 1894, отдел 4, 62, 63. პირთა ანოტაციები:
ხუნდაძე
სილოვან თომას ძე (1860-1928)
მწერალი, ფილოლოგი, პუბლიცისტი, პედაგოგი.
სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, მასწავლებლობდა სენაკსა და ქუთაისში,
იყო გიმნაზიის დირექტორი, იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „დროება“, „კვალი“,
„ცნობის ფურცელი“ და სხვ.
1894 ჩათვლით 19 ივლისი
საგურამოს ძველ ხის სახლში სტუმრად ჰყავს და, ელისაბედ
საგინაშვილი, თამარ დოდაშვილი, ეკატერინე გაბაშვილი, ანასტასია
თუმანიშვილი, ნიკო ხიზანიშვილი და სხვები. ლიტერატურული მატიანე, 1940, ეკატერინე გაბაშვილი,
მოგონებანი ილია ჭავჭავაძეზე, გვ. 101, 111, 119. პირთა ანოტაციები:
ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა)
ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925) ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.
დოდაშვილი თამარ ილია ჭავჭავაძის დის, ელისაბედის
მეგობარი. თარხნიშვილი (გაბაშვილისა) ეკატერინე რევაზისასული
(1851-1938) მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო
კომიტეტის წევრი. თუმანიშვილი-წერეთლისა ანასტასია მიხეილის ასული
(1849-1932) საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.
ქალთა საზოგადოება „განათლების“ და ჟურნალ „ჯეჯილის“ დამაარსებელი.
ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906)
იურისტი,
ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება
მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში.
ბოლოს იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა
სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან
1894 20 ივლისი
საგურამოში იხდის სახელობის დღესასწაულს.
ლიტერატურული მატიანე, 1940, ეკატერინე გაბაშვილი,
მოგონებანი ილია ჭავჭავაძეზე, გვ. 101, 111, 119.
1894 29 ივლისი
გაზეთის საშუალებით მადლობას უხდის მათ ვინც დეპეშებითა და
წერილებით მიულოცა სახელობის დღე. გაზ. „ივერია“, 1894, № 161, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 168, 451.
1894 25 აგვისტო
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს
მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 24 აგვისტო“ („როგორც წინად, ისე დღეს ეგრედ
წოდებული „სამთა კავშირი“...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა
სათაურით „სამთა კავშირი“. გაზ. „ივერია“, 1894, 25 აგვისტო, № 182, გვ. 1-2;
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 25.
1894 27 აგვისტო
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს
მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 26 აგვისტო“ („ჩვენ გუშინწინ ჩამოვაგდეთ
ლაპარაკი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით
„საფრანგეთს და გერმანიას შორის მშვიდობიანი ურთიერთობის დასაწყისი“.
გაზ. „ივერია“, 1894, 27 აგვისტო, № 183, გვ. 1-2;
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 29.
1894 28 აგვისტომდე
სიტყვებით:
„რითაც ვიყავ მოქადული, / ყველა მე შენ განაცვალე...“, იწყებს ახალი ლექსის
წერას და ქმნის ორ განსხვავებულ ვარიანტს. ტექსტი ავტორის სიცოცხლეში არ
გამოქვეყნებულა. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი.
ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 133. დათარიღება: „ტექსტოლოგიური
კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ.
2016, გვ. 175-177.
1894 28 აგვისტო
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს
მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 28 აგვისტო“ („გაჭივრებულმა მდგომარეობამ
სოფლის მეურნეობისამ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა
სათაურით „სოფლის მეურნეობა რუსეთში“. გაზ. „ივერია“, 1894, 28 აგვისტო, № 184, გვ. 1-2;
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 32.
1894 30 აგვისტო
იღებს აბდულ მიქელაძის წერილს და მის მიერ შეკრებილ
არქეოლოგიურ ნივთებს ქშწ-კგ საზოგადოებისათვის. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია
ჭავჭავაძის არქივი № 546. პირთა ანოტაციები: მიქელაძე აბდულ ხასანის ძე
(1853-1919) მკურნალი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე, ჟურნალ „ივერიის“
კორესპოდენტი აჭარიდან.
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და
ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 2 სექტემბერი“
(„გაზეთები იუწყებიან, რომ სექტემბერში...“). მწერლის თხზულებათა
ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მამულების გამიჯვნის თაობაზედ“.
გაზ. „ივერია“, 1894, 3 სექტემბერი, № 187, გვ. 1-2;
„საისტორიო მოამბე“, 1971, ტ. 25-26; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13,
2007, გვ. 35.
1894 4 სექტემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს
მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 3 სექტემბერი“ („ჩვენმა მკითხველებმა უკვე
იციან, რომ ჩვენში მოდის...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა
სათაურით „მინისტრის მოლოდინში“. გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო
მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 2943; გაზ. „ივერია“,
1894, 4 სექტემბერი, № 188, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13,
2007, გვ. 39.
1894 8 სექტემბრამდე
მარჯორი უორდროპისაგან იღებს წერილს. ადრესანტი სთხოვს
„განდეგილის“ ინგლისურად თარგმნისა და გამოცემის ნებართვას.
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია
ჭავჭავაძის არქივი № 594; გაზ. „ივერია“, 1894, 8 სექტ. № 191, გვ. 1.
დათარიღება: თარგმნაზე თანხმობა ილია ჭავჭავაძემ 8 სექტემბერს გაუგზავნა.
პირთა ანოტაციები: უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909)
ინგლისელი მთარგმნელი,
ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი, ფლობდა 7 ენას.
1894 8 სექტემბერი
საპასუხო ბარათს უგზავნის მარჯორი უორდროპს, სწერს, რომ
ძალზე მოხარულია მისი ყურადღებით, თანხმობას აძლევს პოემა „განდეგილის“
ინგლისური თარგმანის გამოცემაზე და ძმასთან ერთად ეპატიჟება საქართველოში.
გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო
მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17583; ი.
ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 81-83; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 138-139; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 168-169, 451. ივერია 8 სექტემბერი, № 191, გვ. 1.
პირთა ანოტაციები: უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909)
ინგლისელი მთარგმნელი,
ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი, ფლობდა 7 ენას.
1894 10 სექტემბერი
წერილს იღებს ბაზალეთელი ხელმოკლე აზნაურის გაბრიელ
ჩრდილელისგან. სთხოვს მატერიალურად დაეხმაროს მის ვაჟ იოსებს გიმნაზიაში
სწავლის გასაგრძელებლად. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია
ჭავჭავაძის არქ. № 642.
1894 18 სექტემბერი
გაზეთ “ივერიაში” ფსევდონიმით „Wasiani, W.“ იბეჭდება
ვარლამ ჩერქეზიშვილის სტატია, რომელშიც საუბარია მარჯორი უორდროპის მიერ
ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ ინგლისურად თარგმნის განზრახვასა და ამის
შესახებ პროფესორ უილიამ მორფილის აზრის შესახებ. გაზ. „ივერია“, 1894, 18 სექტემბერი, № 198, გვ.
1-2. პირთა ანოტაციები: ჩერქეზიშვილი ვარლამ ნიკოლოზის ძე (1846-1925)
რევოლუციონერი, ანარქისტი, ქართული ანარქისტული გაზეთების “ნობათი” და
“მუშა” ერთ-ერთი დამაარსებელი, იცავდა საქართველოს ავტონომიის იდეას. 1921
წლიდან წავიდა ემიგრაციაში. უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909)
ინგლისელი მთარგმნელი,
ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი, ფლობდა 7 ენას.
მორფილი უილიამ რიჩარდ (1834-1909)
ინგლისელი ფილოლოგი,
ქართველოლოგი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, იკვლევდა სლავურ და
ქართულ ისტორიას, ლიტერატურას.
1894 18 სექტემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს
დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 18 სექტემბერი“ („ბ-ნი
მინისტრი სახელმწიფო ქონებათა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში
იბეჭდება სათაურით „ჩვენი სარჩიელი სოფლის მეურნეობის ძვირფას დარგებზე“.
გაზ. „ივერია“, 1894, 18 სექტემბერი, № 198, გვ.
1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 42.
1894 21 სექტემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს
დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 21 სექტემბერი“ („ჩვენ წინა
წერილში მოვიხსენიეთ, რომ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება
სათაურით „ჩვენი სარჩიელი სოფლის მეურნეობის ძვირფას დარგებზე“.
გაზ. „ივერია“, 1894, 21 სექტემბერი, № 200, გვ. 1;
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 44.
1894 22 სექტემბერი
გაზეთ „ივერიის“ „დამაკვირდის“ რუბიკაში ასტრონიმით (**)
აქვეყნებს მის მიერ ჩამოყალიბებულ სენტენციას „არაფერია ამ ქვეყნად
მუდმივი, ცვლილებების მეტი“. გაზ. „ივერია“, 1894, № 201 გვ. 2.
1894 25 სექტემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს
მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 25 სექტემბერი“ („ჩვენმა მიწათმოქმედებამ რომ
მიმართულება შეიცვალოს...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა
სათაურით „მიწათმოქმედების სწორად წარმართვისათვის“. გაზ. „ივერია“, 1894, 25 სექტემბერი, № 204, გვ.
1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 48.
1894 30 სექტემბერი
გაზეთ „ივერიის“ „დამაკვირდის“ რუბრიკაში ასტრონიმით (**)
აქვეყნებს მის მიერ ჩამოყალიბებულ სენტენციას „მრავალსიტყვაობა,
ამაოსიტყვაობა, ბოროტსიტყვაობა და ცრუსიტყვაობა და-ძმანი არიან“.
გაზ. „ივერია“, 1894, № 207, გვ.
1894 2 ოქტობერი
იღებს დავით ავალიშვილის წერილს ვექსილის ვადის თაობაზე.
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია
ჭავჭავაძის არქ. № 439.
1894 2 ოქტომბერი
იღებს დავით ავალიშვილის წერილს კახეთში რკინიგზის გაყვანის
საჭიროების შესახებ. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია
ჭავჭავაძის არქივი № 437.
თსს ბანკის ზედამხედველი
კომიტეტის კრებაზე საბანკო სისტემაში ახალი კანონების შემოღებასთან
დაკავშირებით ირჩევენ კომისიაში პეტრე გრუზინსკისთან და ალექსანდრე
კობიაშვილთან ერთად. გაზ. „ივერია“, 1894, 14 ოქტ., № 218, გვ. 1. პირთა ანოტაციები: ბაგრატიონ-გრუზინსკი პეტრე ალექსანდრეს ძე (1857-1922)
კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს საგანგებო დავალებათა მოხელე, თსს
ბანკის ზედამხედველი კომიტეტისა და ქართული დრამატული საზოგადოების
კომიტეტის წევრი. კობიაშვილი ალექსანდრე იოსების ძე
1895 წელს თბილისის
სამეურნეო სკოლოს თაობაზე შექმნილი კომისიის წევრი, თსს ბანკის
ზედამხედველი კომიტეტის წევრი.
1894 9 ოქტომბერი
ანტონ ფურცელაძე „ივერიაში“ აქვეყნებს აკაკი წერეთლის
საპასუხო წერილს „ქურდის თავზე ქუდი იწვის!“, რომელშიც, სხვა საკითხებთან
ერთად, საუბრობს ილია ჭავჭავაძესთან თავის საქმიან ურთიერთობაზე. იგი
განმარტავს, რომ მას და ილიას ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჰქონიათ კამათი,
მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა ხელს ბანკში მათ თანამშრომლობას. ილია ჭავჭავაძის
წინააღმდეგ აგორებულ კამპანიასთან დაკავშირებით იგი წერს, რომ ამ უაზრო
დაპირისპირებამ ილია ჭავჭავაძეს ვერაფერი ავნო, საზოგადო საქმე კი
დააზიანა. იგი დასძენს: „მთელი ათი წელიწადი ბრბო მოთარეშეთა მისდგომიხართ
ამ ერთს, ჩვენებრივ ხორცშესხმულს კაცს, რომელსაც, როგორათაც ყველა კაცს,
უეჭველია მრავალი ნაკლი უნდა ჰქონდეს, და ერთი შეცდომა ვერ უპოვნეთ, ერთი
შეცდომა ვერ დაუმტკიცეთ...“. გაზ. „ივერია“, 1894, 9 ოქტომბერი, № 214,გვ. 3.
პირთა ანოტაციები: ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913) მწერალი,
პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ
ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა
ჟურნალებში. წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი,
პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.
1894 11 ოქტომბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც
მტკიცდება წიგნების დასაკაზმი, შესასყიდი და გამსაღებლებისათვის
გადასახდელი თანხები. განიხილავენ უმაღლესი მთავრობის წინაშე ქშწ-კგ
საზოგადოების მიმართვას იმის მოთხოვნით, რომ შეწყდეს ადგილობრივი
სამოსწავლო მთავრობის მიერ საზოგადოების ხელშეშლა უკვე დაარსებულთა მსგავს
საფუძველზე ახალი სკოლების გახსნის საქმეში. კამათის შემდეგ თანხმდებიან,
რომ მოცემულ ეტაპზე მსგავსი მიმართვით მიზანს ვერ მიაღწევენ და უარს
ამბობენ მის გაგზავნაზე. ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული
არქივი, ფ. 481, № 349, გვ. 108.
1894 22 ოქტომბერი
გაზეთ „ივერიაში” უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს
მოწინავეს „ტფილისი, 22 ოქტომბერი“ („მიცვალება აწ ღვთის მიერ
განსვენებულის...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით
„იმპერატორ ალექსანდრე III-ის გარდაცვალების გამო“. გაზ. „ივერია“, 1894, 22 ოქტომბერი, № 224, გვ. 1;
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 52. პირთა ანოტაციები:
ალექსანდრე III (რომანოვი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე) (1845-1894)
რუსეთის იმპერატორი 1881-1894 წლებში.
1894 30-31 ოქტომბერი
მონაწილეობს თსს ბანკის
საგანგებო კრებაში. განიხილავენ გრიგოლ არწრუ[1]ნისეული
ქარვასლის შესყიდვის საკითხს. ებმება კამათში ივანე მაჩაბელთან, რომელიც
ბანკის მიერ ქარვასლის შესყიდვის წინააღმდეგია. გაზ. „კვალი“, 1894, № 46, გვ. 4-6. პირთა ანოტაციები: არწრუნი გრიგოლ იერემიას ძე (1845-1892) სომეხი საზოგადო
მოღვაწე და პუბლიცისტი. 1879 წლიდან თავისი ქარვასლის ერთი ნაწილი თეატრად
გადააკეთა და იქ წარმოდგენებს მართავდა ქართული თეატრის მუდმივი დასი.
მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი,
მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო
ბანკის დირექტორი.
1894 8 ნოემბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ
საზოგადოების სხდომას, რომელზეც კმაყოფილდება ბათუმის სკოლის მასწავლებლის
თხოვნა მაჰმადიანი მოწაფეებისთვის წიგნების „ბუნების კარი“, „დედა ენა“ და
რვეულების მიწოდების შესახებ. სახელმძღვანელოები და სასწავლო ნივთები
ეგზავნება ხეთისა და წინარეხის სკოლებს; წინარეხის სკოლაში საყოფაცხოვრებო
პირობების მოსაგვარებლად საჭირო ზომების მიღებას ავალებენ სკოლის მზრუნველ
იოსებ ცხვედაძეს და სოლომონ მალაქაშვილს. არ კმაყოფილდება ნიკო
მთვარელიშვილის შუამდგომლობა მოთხრობის „სოფლის მოღვაწენი“ დაბეჭდვასთან
დაკავში[1]რებით,
რადგან იგი გამგეობის სხვა წევრებმა არ მოიწონეს.
ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული
არქივი, ფ. 481, № 349, გვ. 119. პირთა ანოტაციები: ცხვედაძე იოსებ ზებედეს
ძე (1855-1934) პედაგოგი, ქშწკ-ის საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი.
მთვარელიშვილი ნიკოლოზ ვასილის ძე (1844-1923)
პედაგოგი, პუბლიცისტი, მკვლევარი. პეტერბურგის სასულიერო აკადემიის
დამთავრების შემდეგ მუშაობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, იყო ქშწ-კგ
საზოგაოდოების მდივანი.
1894 12 ნოემბერი
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ
ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილის“ ინგლისურად მთარგმნელი ქალი - მარჯორი
უორდროპი უკვე გამოემგზავრა საქართველოში და იმჟამად თბილისში მყოფი მისი
ძმა - ოლივერ უორდროპი სტამბულში დახვდება. გაზ. „ივერია“, 1894, 12 ნოემბერი, № 241, გვ. 2.
პირთა ანოტაციები: უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909)
ინგლისელი მთარგმნელი,
ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი, ფლობდა 7 ენას. უორდროპი ჯონ ოლივერ (1864-1848)
ინგლისელი დიპლომატი,
მთარგმნელი, ქართული კულტურის მოამაგე. თარგმნა სულხან-საბას „სიბრძნე
სიცრუისა“, გამოსცა „საქართველოს სამეფო“, „ინგლისურ-სვანური ლექსიკონი“.
კომენტარები დაურთო მისი დის, მარჯორის მიერ თარგმნილ „ვეფხისტყაოსანს“.
1894 12 ნოემბრის შემდეგ
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება კორესპოდენცია, რომელშიც
ვინაობის დაუსახელებლად საუბარია საჩხერელ ფერშალზე, რომლის
უყურადღებობასაც ემსხვერპლა ადამიანი. გაზეთის გაცნობის შემდეგ პიროვნება,
რომლის შესახებაც ყოფილა საუბარი - იოანე მაშკოვი საჩივარს წერს გაზეთ
„ივერიისა“ და მისი რედაქტორის სახელზე და ბრალს სდებს მათ ცილისწამებაში.
გაზ. „ივერია“, 1894, 12 ნოემბერი, № 241, გვ. 2.
დათარიღება: საჩივარი დაწერილია 12 ნოემბრის „ივერიის“ გამოსვლის შემდეგ.
პირთა ანოტაციები: მაშკოვი იოანე არხიპოს ძე საჩხერელი ფერშალი.
დამატებითი ინფორმაციები მის შესახებ არ მოგვეპოვება.
1894 25 ნოემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს
მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 25 ნოემბერი“ („ერთი უდიდესი საქმე სამსოფლიო
პოლიტიკისათვის...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით
„ინგლისმა პირი იბრუნა რუსეთისკენ სამეგობროდ“. გაზ. „ივერია“, 1894, 25 ნოემბერი, № 250, გვ. 1; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 58
1894 26 ნოემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს
მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 26 ნოემბერი“ („მართლმსაჯულება, სამართლის
ქმნა ერთი იმისთანა საჭიროებაა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში
დაიბეჭდა სათაურით „მართლმსაჯულება ქვეყნისა და ერის სამსახურში“.
გაზ. „ივერია“, 1894, 26 ნოემბერი, № 251, გვ. 1-2;
„საისტორიო მოამბე“, 1971, ტ. 25-26; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13,
2007, გვ. 62.
1894 1 დეკემბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც
განიხილავენ ერთი თვის შემოსავალ-გასავალს. იაკობ გოგებაშვილს გამოუყოფენ
რვეულების საფასურს და ამტკიცებენ წვრილმან ხარჯებს. მსჯელობენ კავკავის
სკოლის შენობის აგების საკითხზე და მადლობას უხდიან რუსეთის საიმპერატორო
არქეოლოგიის საზოგადოებას წიგნების მიწოდებისთვის. თანხა გამოიყოფა ასევე
იმ კომისიისთვის, რომელიც 19 დეკემბერს მართავს წარმოდგენას საზოგადოების
სასარგებლოდ. ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული
არქივი, ფ. 481 № 198, გვ. 243. პირთა ანოტაციები: გოგებაშვილი იაკობ
(1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.
1894 2 დეკემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს
მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 2 დეკემბერი“ („ჩვენ ამას წინად დავიწყეთ
საუბარი იმაზედ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით
„ინგლისის პოლიტიკის ახალი მიმართულება“. ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული
არქივი, ფ. 481 № 198, გვ. 243. პირთა ანოტაციები: გოგებაშვილი იაკობ
(1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.
1894 4 დეკემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს
მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 4 დეკემბერი“ („ინგლისი ერთი იმისთანა
ქვეყანაა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ინგლისის
ფლოტის ბატონობა საზღვაო-სავაჭრო საქმიანობაში“. გაზ. „ივერია“, 1894, 4 დეკემბერი, № 257, გვ. 1-2;
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 70, 512-513.
1894 4 დეკემბერი
მწერალ ეკატერინე გაბაშვილთან, მეუღლესთან და დასთან,
ელისაბედთან ერთად მცხეთის რკინიგზის სადგურში ხვდება ინგლისელ მწერალ ქალ
მარჯორი უორდროპს, რომელსაც იმ დროს განზრახული ჰქონდა „ვეფხისტყაოსნისა“
და ქართული პოეზიის შედევრების ინგლისურად თარგმნა. გაზ. „ივერია“, 1894, 6 დეკ. № 258, გვ. 1;
საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახლ– მუზეუმის შრომები. წგ 1. 1958, გვ. 37; ლ.
თაქთაქიშვილი–ურუშაძე, მარჯორი უორდროპი. 1965. გვ. 35-36. პირთა ანოტაციები: თარხნიშვილი (გაბაშვილისა) ეკატერინე რევაზის ასული
(1851-1938) მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო
კომიტეტის წევრი. გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული
(1842-1927) მეუღლე, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და
საისტორიოსაეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა,
ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)
ილია ჭავჭავაძის უმცროსი და. უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909)
ინგლისელი მთარგმნელი,
ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი, ფლობდა 7 ენას.
1894 7 დეკემბერი
მონაწილეობს სახელმწიფო ქონებათა სამინისტროს რწმუნებულთა
სამმართველოში გამართულ აგრონომთა თათბირში, რომელზეც იხილავენ ვენახების
მეპატრონეთათვის ბანკიდან სესხის მიცემის საკითხს. გაზ. „ივერია“, 1894, 9 დეკ., № 260, გვ. 1
1894 13 დეკემბერი
მარჯორი უორდროპს წარწერით
უძღვნის საკუთარი თხზულებების ოთხ[1]ტომეულს.
საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, ანაწ. 1,
საქმე 551. პირთა ანოტაციები: უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909)
ინგლისელი
მთარგმნელი, ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი, ფლობდა 7
ენას
1894 15 დეკემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს
მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 15 დეკემბერი“ („ფინანსთა სამინისტროში დღეს
აღძრულია...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „კრედიტი
საქართველოს მევენახეთათვის“. გაზ. „ივერია“, 1894, 15 დეკემბერი, № 265, გვ. 1-2;
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 77.
1894 4-25 დეკემბერი
სამი კვირის მანძილზე მასპინძლობს მარჯორი უორდროპსა და მის
დედას თბილისსა და საგურამოში. გაზ. „ივერია“, 1894, 6 დეკ. № 258, გვ. 1;
საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახლ– მუზეუმის შრომები. წგ 1. 1958, გვ. 37; ლ.
თაქთაქიშვილი-ურუშაძე, მარჯორი უორდროპი, 1965, გვ. 35-36. პირთა ანოტაციები: უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909)
ინგლისელი მთარგმნელი,
ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი, ფლობდა 7 ენას.
1894 დეკემბრის მეორე ნახევარი
ლექსად წერს სატირულ-იუმორისტულ ფელეტონს „ორხმიანი
საახალწლო ოპერეტი“ გაზეთ „კვალსა“ და მის თანამშრომლებზე. პერსონაჟებად
გამოყვანილნი არიან: გიორგი წერეთელი, ზოილი (დავით კეზელი), სილოვან
ხუნდაძე, ილია ხონელი (ბახტაძე), აკაკი წერეთელი, ანტონ ფურცელაძე, მიშო
(მიხეილ მაჩაბელი), გრიგოლ და ალექსანდრე ყიფშიძეები, ივანე მაჩაბელი, ნიკო
ცხვედაძე და იაკობ გოგებაშვილი. ორ-ხმიანი საახალწლო ოპერეტი, „ივერია“,თბ., 1895, 1
იანვარი, № 1, გვ. 1; 4 იანვარი, № 2, გვ. 1; 5 იანვარი. № 3, გვ. 1; 6
იანვარი, № 4, გვ. 1; 8 იანვარი, № 5, გვ. 1. დათარიღება: ტექსტისის ბეჭდვა
1895 წლის პირველი იანვრიდანვე იწყება. შესაბამისად, იგი 1894 წლის ბოლოს
უკვე უნდა ყოფილიყო დაწერილი. პირთა ანოტაციები: წერეთელი
გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”,
შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი.
კეზელი დავით ივანეს ძე (1854-1907)
საზოგადო მოღვაწე,
პუბლიცისტი, დრამატურგი, მთარგმნელი. აქტიურად იბრძოდა ქალთა
ემანსიპაციისათვის. მისი პიესები იდგმებოდა ქართული თეატრის სცენაზე.
ხუნდაძე სილოვან თომას ძე (1860-1928)
მწერალი, ფილოლოგი,
პუბლიცისტი, პედაგოგი. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში,
მასწავლებლობდა სენაკსა და ქუთაისში, იყო გიმნაზიის დირექტორი, იბეჭდებოდა
ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „დროება“, „კვალი“, „ცნობის ფურცელი“ და სხვ.
ბახტაძე ილია ლუკას ძე (1859-1900)
პუბლიცისტი,
ჟურნალისტი, მთარგმნელი. იბეჭდებოდა ფსევდონიმით “ხონელი” წერეთელი აკაკი
როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი,
საზოგადო მოღვაწე. ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913) მწერალი,
პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ
ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა
ჟურნალებში. მაჩაბელი მიხეილ (მიშო) ვახტანგის ძე (1858-1927) „ნადვორნი
სოვეტნიკი“, ქშწ-კგ საზოგადოების რწმუნებული ყვირილაში, ივანე მაჩაბლის
მეგობარი. ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921)
მწერალი,
პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი,
მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან. ყიფშიძე ალექსანდრე თევდორეს ძე (1862-1916) ისტორიკოსი,
პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მთარგმნელი. გაზ. „საქართველოს“
ერთ-ერთი დამაარსებელი. წერდა ფსევდონიმით „ფრონელი”. მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი,
მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო
ბანკის დირექტორი. ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)
საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია.
1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან -
თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის,
სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს. გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და
საზოგადო მოღვაწე.
1894
იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარში“ ქვეყნდება ილია
ჭავჭავაძის ლექსები: „ჩიტი“, „ლოცვა“, და „ნიკოლოზ ბარათაშვილის
სიკვდილზედ“; ნაწყვეტები პოემებიდან: „აჩრდილი“, „განდეგილი“, „გლახის
ნაამბობი“, „კაცია – ადამიანი?!“, „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის
ცხოვრებიდამ“ და „სიტყვა, თქმული სამეურნეო სკოლის გახსნის ჟამს სოფელ
წინამძღვრიანთკარში“. ი. გოგებაშვილი, „ბუნების კარი“, მე-8 გამოცემა,
ტფილისი, 1894. პირთა ანოტაციები:
გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და
საზოგადო მოღვაწე.
1894
მისი ხელმოწერით ცალკე წიგნად გამოდის ქშწ-კგ საზოგადოების
ანგარიში. ანგარიში ტფილისის სათავად-აზნაურო საადგილ-მამულო
ბანკის მოქმედებისა 1893 წ., ტფილისი, 1894.
1894
პროფესორი ალექსანდრე ცაგარელი წარწერით უძღვნის საკუთარ
წიგნს „ცნობები ქართული დამწერლობის შესახებ“. Сведения о памятниках грузинской письменности. Т.
Ι. Вып. ΙΙΙ. СП,. 1894. პირთა ანოტაციები: ცაგარელი ალექსანდრე ანტონის ძე
(1844-1929)
ფილოლოგი, ისტორიკისი, პეტერბურრგის უნივერსიტეტის დამთავრების
შემდეგ სწავლობდა გერმანიასა და ავსტრიაში. 1872 წლიდან პეტერბურგის
უნივერსიტეტში განაგებდა ქართული ენის კათედრას. 1922 წლიდან იყო თბილისის
უნივერსიტეტის პროფესორი.
1894
„საქართველოს კალენდარში“ ფსევდონიმით „ი-ნი ამერი“
იბეჭდება ინფორმაცია ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიისა და მოღვაწეობის შესახებ.
„საქართველოს კალენდარი“ 1894, გვ. 440-447, ალბომის
გვ. 1.
1894
„კავკასიის კალენდარში“ რუსულ ენაზე იბეჭდება ინფორმაცია
იმის შესახებ, რომ 1884 წელს ჟურნალ „ნობათში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის
ლექსზე „ნანა“ შექმნილი მუსიკის ნოტები, ხოლო 1890 წელს ჟურნალ ჯეჯილში
გამოქვეყნდა მისი ლექსი „ბაზალეთის ტბა“. Кавказский календарь на 1895, тифлис, 1894, отдел 4, 75.
1894-დან
ვარშავის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების
შემდეგ სამშობლოში ბრუნდება ალექსანდრე მიქაბერიძე და განზრახული აქვს
სამსახურის დაწყება. იგი გადაწყვეტს, გაეცნოს ილია ჭავჭავაძეს და რჩევა
ჰკითხოს. ილია უხსნის, რომ საქართველოში, პოლონეთისგან განსხვავებით, კერძო
დაწესებულებები ძალიან ცოტაა, მაგრამ დასაწყისისთვის სახელმწიფო
დაწესებულებებშიც შეიძლება გამოცდილების შეძენა და სასარგებლო საქმის
კეთება. ალექსანდრე მიქაბერიძე ითვალისწინებს მის რჩევას და 3-4 წლის
მანძილზე მუშაობს ჯერ ქუთაისის, ხოლო შემდეგ თბილისის გიმნაზიებში.
ალექსანდრე მიქაბერიძის მოგონება, გ. ლეონიძის სახ. ქართული
ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, №
13146, გვ. 2-10. პირთა ანოტაციები: მიქაბერიძე ალექსანდრე გიორგის ძე
(1866-1947)
მწერალი, პუბლიცისტი, მემუარისტი, პედაგოგი. დაამთავრა
ვარშავის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მასწავლებლად მუშაობდა
თბილისსა და ქუთაისში. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის
პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 7, ავტოგრაფი № 62, ფ. 1 (წიგნაკის
უკანა მხრიდან).
1894
გაზეთ „ივერიის“ რედაქციის თანამშრომლებთან ერთად სტუმრად
არის ალექსანდრე და გრიგოლ ყიფშიძეებთან სოფელ საღოლაშენში.
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო: გაზ. ივერია“ 1894, 2 მარტი, № 46. გვ. 3.
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
უბის წიგნაკში აკეთებს ჩანაწერებს
მოხსენებისათვის, რომელშიც აკრიტიკებს ივანე მაჩაბლის გამონათქვამებს.
წყარო:
წყარო:
წყარო:
სილოვან ხუნდაძე გაზეთ „კვალში“ სათაურით
„მკითხველის შენიშვნები“ ბეჭდავს კრიტიკულ რეცენზიას ილია ჭავჭავაძის
პოემაზე „მეფე დიმიტრი თავდადებული“
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
1894 21 მაისი
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
1894 19 ივნისი
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
1894 3 სექტემბერი
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
1894 ოქტომბრის დასაწყისი
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
წყარო:
1894-დან
უბის წიგნაკში იწერს, წიგნების ნუსხას და ფასებს.
წყარო: