გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17501 ფ. 5. პირთა ანოტაციები: ჰაინე ჰაინრიხ (1797-1856) გერმანელი პოეტი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი. საქართველოს ეროვნული არქივი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი №
394, I, 3, გვ. 14; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 61, 391. პირთა ანოტაციები: ანდრონიკაშვილი რევაზ ივანეს ძე (1818-1877) რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, თბილისის გუბერნიის თავად აზნაურთა მარშალი. მან
მიართვა ადრესი 1871 წელს თბილისში ჩამოსულ იმპერატორ ალექსანდრე II-ეს, სადაც
თერგდალეულთა მიერ მოთხოვნილი უნივერსიტეტის ნაცვლად იმპერატორს კადეტთა კორპუსის
გახსნას სთხოვდნენ. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 519-521; გაზ.
„ივერია“, 1877, № 43, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ.
164. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი №S-1568-ბ; გაზ. „ივერია“, 1889, 22 დეკემბერი, № 274, გვ. 1; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბ., 2007, გვ. 421. გაზ. „ივერია“, 1891, 22 დეკემბერი, № 273, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 12, 2007, გვ. 63. საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 113, საქმე 1706, ფურ. 19; ვ. ჟვანია, ილია
ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი იურიდიული ხასიათის წერილები და
დოკუმენტები. „საისტორიო მოამბე“, 1971, № 25-26, გვ. 336-337; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 182-183, 459. პირთა ანოტაციები: გურგენიძე იაგორ დავითის ძე წიწამურსა და საგურამოში ილია ჭავჭავაძის მომიჯნავე მამულების მფლობელი. ილია ბახტაძის მიერ ჩაწერილი მოგონება, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულმემორიალური
მუზეუმი, შწ. 911, გვ. 21. პირთა ანოტაციები: ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906) იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება
მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს
იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა
ჟურნალ-გაზეთებთან.
1858
22 დეკემბერი
პეტერბურგში თარგმნის ჰაინრიხ ჰაინეს უსათაურო ლექსს „როცა შევყურებ...
წყარო:
1874
22 დეკემბერი
თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლს – რევაზ ანდრონიკაშვილს
პეტერბურგიდან წერილობით ატყობინებს, რომ შეთანხმება შედგა და ორშაბათს, როგორც
კი დოკუმენტები გაფორმდება, აპირებს გამომგზავრებას. ითხოვს 250 მანეთის
გადარიცხვას პორტრეტების, გაზეთებისა და წიგნების შესაძენად. სთავაზობს, რომ
კრება მოიწვიონ 28 იანვარს.
წყარო:
1877
22 დეკემბერი
გაზეთ „ივერიის“ რუბრიკაში „საპოლიტიკო მიმოხილვა“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად
აქვეყნებს სტატიას („ყველანი მოელოდნენ, რომ პლევნის აღებას“...).
წყარო:
1889
22 დეკემბერი
გაზეთ „ივერიაში“ სფირიდონ ჩიტორელიძის ხელმოწერით აქვეყნებს სტატიას სათაურით
„წიგნი გადაღმიდგან“ („წავიკითხე, ჩემო თადეოზ, „ივერიის“ 265-ე ნუმერში...“).
ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად გამოქვეყნდა მის თხზულებათა
ცხრატომეულში.
წყარო:
1891
22 დეკემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 21 დეკემბერი“ („ამ უკანასკნელ ხანებში ამბავი
მოვიდა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „დღევანდელი
თავადაზნაურობის სატკივარი“.
წყარო:
1897
22 დეკემბერი
იაგორ გურგენიძესთან ერთად საგურამოში მათი მამულების გამიჯვნის თხოვნით
მიმართავს თბილისის სასამართლო პალატას.
წყარო:
1906
22 დეკემბერი
ესწრება მეგობრის - ნიკო ხიზანიშვილის დაკრძალვას.
წყარო: