The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


15.06

1868
15 ივნისი
 
ბრალდებულებისა და ორი მოწმის გამოუცხადებლობის გამო დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში თედო და რევაზ მარღიშვილების საქმის განხილვა არ ხერხდება. გამოძახებულებს ხელახლა ეგზავნებათ უწყებები და ეკისრებათ ჯარიმა. წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 133, № 70, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

მარღიშვილი თედო

გორის მაზრის სოფელ წოლდას მკვიდრი.

მარღიშვილი რევაზ

გორის მაზრის სოფელ წოლდას მკვიდრი.

1874
15 ივნისი
თბილისიდან პეტერბურგში წერილს უგზავნის ვასილ მაჩაბელს, საყვედურობს, რომ ბანკის წესდების ამბებს მის ნაცვლად სხვებისგან იგებს. სთხოვს, დაუზუსტოს და გარკვევით მისწეროს, წესდება რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ დაამტკიცა, თუ არა. წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17557; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 54-56; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 59-60, 391.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე (1845-1918)

თავადი, ვექილი, საზოგადო მოღვაწე, ივანე მაჩაბლის ძმა.

1878
15 ივნისი
გაზეთ „ივერიის“ რუბრიკაში „საპოლიტიკო მიმოხილვა“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს („კონგრესის სჯა და მოლაპარაკება ღრმა საიდუმლოა...“ ). წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 553-559; გაზ. „ივერია“, 1878, № 23, გვ. 2-13; წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 227.

1885
15 ივნისი
თბილისის პოლიცმაისტერი წერილობით უპატაკებს გუბერნატორს ილია ჭავჭავაძის თბილისიდან საგურამოში გამგზავრების შესახებ. წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, № 231.

1886
15 ივნისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს მოწინავეს „ტფილისი, 14 ივნისს“ („ჩვენს მკითხველებს უკვე მოეხსენებათ ყოვლად სამწუხარო ამბავი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პასუხი „Новое Обозрение“-ს“. გაზეთის ამავე ნომერში გრძელდება ქშწ-კგ საზოგადოების განვლილი წლის ანგარიშის ბეჭდვა. წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 15 ივნისი, № 127, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 117.

15 ივნისი 
    
ქშწ-კგ საზოგადოების სახელით წერილობითი თხოვნით მიმართავს გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის მემკვიდრეებს, რომ ნება დართონ საზოგადოებას, გამოსცეს ამ პოეტთა თხზულებები.  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფ. 481, № 121, გვ. 3.

პირთა ანოტაციები:

ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883)

რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი.

ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845)

პოეტი, რომანტიკოსი.

ჭავჭავაძე ალექსანდრე გარსევანის ძე (1786-1886)

რომანტიკოსი პოეტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, მონაწილეობდა 1804 წლის აჯანყებაში, 1832 წლის შეთქმულებაში, ნაპოლეონისა და თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლებში.

    
1888    
    
15 ივნისი   
    
გაზეთ „ივერიაში იბეჭდება სტეფანე ჭრელაშვილის სტატიის „მცირე შენიშვნა „ოთარაანთ ქვრივის“ გამო“ დასასრული.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, № 123, გვ. 1-3.

პირთა ანოტაციები:

ჭრელაშვილი სტეფანე თევდორეს ძე (1857-1917)

საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, რევოლუციონერი. თანამშრომლობდა გაზ. „ივერიასთან“. იყო ფუნიკულიორის პირველი დირექტორი. წერდა „სანოსა“ და „ტატალას“ ფსევდონიმებით.

    
1898    
    
15 ივნისი   
    
ესწრება ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის სხდომას, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად განიხილავენ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის აღმზრდელ დიმიტრი ლორთქიფანიძის სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში გადაყვანის საკითხს.  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 17510.

პირთა ანოტაციები:

ლორთქიფანიძე დიმიტრი დავითის ძე

ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის აღმზრდელი.

    
1905    
    
14-15 ივნისი   
    
თსს ბანკის რწმუნებულთა კრებაზე მამულების გაუყიდავობით მიღებულ ზარალში ვასილ მაჩაბლის ნათესავი, მიხეილ ვეზირიშვილი გამგეობას და, შესაბამისად, ილია ჭავჭავაძეს ადანაშაულებს, მათ დასაცავად კი გამოდის ანტონ ფურცელაძე.   წყარო:

გაზ. „ივერია“ 1905, 16 ივნისი, № 101, გვ. 4; გაზ. „ივერია“ 1905, 15 ივნისი, № 100, გვ. 3-4. „ცნობის ფურცელი“, 14 ივნისი, 2843, გვ. 3.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე (1845-1918)

თავადი, ვექილი, საზოგადო მოღვაწე, ივანე მაჩაბლის ძმა.

ვეზირიშვილი მიხეილ ნიკოლოზის (იოსების) ძე

პუბლიცისტი, ილია ჭავჭავაძის თანაშემწე სათავადაზნაურო ბანკში.

ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა ჟურნალებში.