The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


10.02

1867    
    
10 თებერვალი    
    
თბილისის გუბერნიაში გლეხთა რეფორმის გატარების საქმეში აქტიური მონაწილეობისათვის აჯილდოებენ წარჩინების ნიშნით.  წყარო:

 ლიტერატურული მემკვიდრეობა, ტ. 1, 1935, გვ. 571.

    
1874    
    
10 თებერვალი    
    
მოსკოვიდან თბილისში გზავნის დეპეშას, რომლითაც თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლ რევაზ ანდრონიკაშვილს ატყობინებს, რომ წესდების წარდგენა დანიშნულია 18 თებერვლამდე.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი № 394, I, 9; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 58, 390.

პირთა ანოტაციები:

ანდრონიკაშვილი რევაზ ივანეს ძე (1818-1877)

რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, თბილისის გუბერნიის თავად აზნაურთა მარშალი. მან მიართვა ადრესი 1871 წელს თბილისში ჩამოსულ იმპერატორ ალექსანდრე II-ეს, სადაც თერგდალეულთა მიერ მოთხოვნილი უნივერსიტეტის ნაცვლად იმპერატორს კადეტთა კორპუსის გახსნას სთხოვდნენ.

    
1882    
    
10-12 თებერვალი    
    
მისი და ივანე მაჩაბლის ხელმოწერით გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება განცხადება, რომ გამოსულია ჟურნალ „ივერიის“ პირველი ნომერი.   წყარო:

გაზ. „დროება“, 1881, № 28, გვ.4, № 29, გვ. 4, № 30, გვ.4.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

    
1883    
    
10 თებერვალი    
    
გაზეთ დროებაში იბეჭდება ინფორმაცია დავით სარაჯიშვილის სახლში ილია ჭავჭავაძის მიერ წაკითხული ახალი პოემა „განდეგილის“ და იმ შთაბეჭდილების შესახებ, რომელიც მან მოახდინა მსმენელებზე. გამოთქმულია კმაყოფილება, რომ იგი ისევ დაუბრუნდა მწერლობას.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1883, 10 თებ. № 29, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

სარაჯიშვილი დავით ზაქარიას ძე (1848-1911)

და მეცენატი, ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი. განათლება მიიღო პეტერბურგის, მიუნხენისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. 1885 წელს თბილისში ააგო კონიაკის დასაძველებელი საწყობი.

    
1884    
    
10 თებერვალი   
    
სვიმონ ტაბიძე უძღვნის ლექსს (“სათნო საყვარელ ჩვენთა ივერიელთა...“).  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 67.

პირთა ანოტაციები:

ტაბიძე სვიმონ (გარდ. 1880 შემდეგ)

 ცნობილი მესტამბე და კალიგრაფი, მუშაობდა „ვეფხისტყაოსნის“ ჩუბინაშვილისეულ გამოცემაზე.

    
1887    
    
 10 თებერვალი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 9 თებერვალი“ („იმ დღეს კვირის ნომერში წარმოვსთქვით, რომ კრიტიკის...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „რა მიზეზია, რომ კრიტიკა არა გვაქვს“). ამავე ნომერში უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს („თუ ვისმე ოდესმე სწყურებია თვალით ნახვა მწერლობის აპოთეოზისა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ისევ „თამარ ცბიერის“ დადგმის გამო“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 633-636; გაზ. „ივერია“, 1887, 9 თებერვალი, № 30, გვ. 1-2, 2; (ცენზურის ნებართვა 1887, 9/II); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 342, 347.

 
    
1888    
    
10 თებერვალი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 9 თებერვალი“ („ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ინგლისმა ცოტად თუ ბევრად...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის გავლენის შესუსტება ევროპაში“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 10 თებერვალი, № 30 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 79.

    
1889    
    
10 თებერვალი   
    
 გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 9 თებერვალი“ („ბატონ სვიმონ ვეზიროვის წერილი შესახებ ვაზის ავადმყოფობისა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „მცენარეთა შენაცვლების საკითხი მევენახეობაში“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1889, 10 თებერვალი, № 31 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 74.

პირთა ანოტაციები:

ვეზირიშვილი სვიმონ - მევენახეობა-მეღვინეობის სპეციალისტი.

    
1894    
    
10 თებერვალი    
    
ჟურნალ „მოამბეში“ იბეჭდება ილია ჭავჭავაძის ლექსი „კითხვა-პასუხი“.   წყარო:

ჟურნ. „მოამბე“, 1894, № 2, გვ. 145; გაზ. „ივერია“, 1894, 9 თებ. № 30, გვ. 2.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია 9 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“.

    
10 თებერვალი    
    
ქართული თეატრის ყოფილი მოლარე სონა ედილაშვილი წერილს უგზავნის მოსკოვში ზაქარია ყიფშიძეს, უყვება იანვარში ილია ჭავჭავაძის ქართლში სტუმრობის ამბავს და დასძენს, რომ მისი თანმხლები პირები თავიანთ თავს ხუმრობით „პევჩებს“ (მგალობლებს) ეძახდნენ და ამბობდნენ, ილია ჩვენი მღვდელთმთავარიაო.  წყარო:

ამონაწერები ზაქარია ყიფშიძის კერძო წერილებიდან, ლიტერატურის მატიანე,1940, წ. 1-2, გვ. 185-190

პირთა ანოტაციები:

ყიფშიძე ზაქარია (შაქრო) თევდორეს ძე (1873-1938)

გენერალი, გრიგოლ, ალექსანდრე და ილია ყიფშიძეების ძმა. ედილაშვილი სონა - დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება.

    
1895    
    
10 თებერვალი   
    
კავკასიის ოლქის მზრუნველს ქშწკ-გ საზოგადოების სახელით აცნობებს თუ რა ლექსების წაკითხვას აპირებენ 20 თებერვლის კონცერტზე (მათ შორის არის მისი ლექსის „გავსწორდეთ, ბედო...“ ვასილი ველიჩკოსეული თარგმანი) და კითხვით მიმართავს, ხომ არ შეხვდებიან ამის გამო რაიმე წინააღმდეგობას.  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 455, გვ. 4.

პირთა ანოტაციები:

ველიჩკო ვასილ ლვოვის ძე (1860-1903)

პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. რედაქტორი გაზეთებისა „კავკაზ“ (1897-დან), „რუსსკი ვესტნიკ“ (1901-დან).

    
1897    
    
 10 თებერვალი   
    
კავკასიის ოლქის მზრუნველს ქშწკ-გ საზოგადოების სახელით აცნობებს, რა ლექსების წაკითხვას აპირებენ 20 თებერვლის კონცერტზე (მათ შორის არის მისი ლექსის „გავსწორდეთ, ბედო...“ ვასილი ველიჩკოსეული თარგმანი) და ცდილობს გაარკვიოს, ხომ არ შეხვდებიან ამის გამო რაიმე წინააღმდეგობას.  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 455, გვ. 4.

    
1902    
    
10 თებერვალი    
    
გაზეთ „ივერიაში“ „ახალ-მოსულის“ ფსევდონიმით აქვეყნებს სტატიას „პატარა საუბარი“ („ძლიერ საყურადღებო ხანა დაგვიდგაო“, ბძანებს ბ-ნი არჩილ ჯორჯაძე“). ტექსტი პირველი პუბლიკაციის შემდეგ არ გამოქვეყნებულა და დაიბეჭდება მწერლის თხზულებათა ოცტომეულის მეცხრამეტე ტომში.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 10 თებერვალი, № 34, გვ. 3. ატრიბუცია: ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004.

პირთა ანოტაციები:

ჯორჯაძე არჩილ კონსტანტინეს ძე (1872-1913)

პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, სწავლობდა პეტერბგის, ვარშავის, პარიზისა და ლონდონის უნივერსიტეტებში, რედაქტორობდა საფრანგეთში გამომავალ გაზ. „საქართველოს“, საქართველოს ავტონომიის მომხრე სოციალფედერალისტი. წერდა ფსევდონიმით „საბუელი“.

    
1905    
    
10 თებერვალი    
    
იწვევენ ქალაქის საბჭოს ხმოსანთა საგანგებო კრებაზე. განიხილავენ ბაქოში მომხდარ დაპირისპირებას სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის და ირჩევენ მთავარმართებლის მოვალეობის შემსრულებელ იაკობ მალამასთან წარსაგზავნ დეპუტაციაში. ილია ჭავჭავაძე სთავაზობს, რომ კომისიაში გამომძიებელთან ერთად ჩაერთოს სომეხთა და აზერბაიჯანელთა თითო წარმომადგენელი.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1905, 12 თებერვალი, № 22, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

მალამა იაკობ დიმიტრის ძე (1841-19012)

კავალერიის გენერალი, 1904-1905 წლებში კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი, 1905 წლის 24 მარტიდან 1906 წლის ჩათვლით – კავკასიის მეფისნაცვლის თანაშემწე სამხედრო დარგში.