The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ილია ჭავჭავაძე რევოლუციამდელ ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში


ილია ჭავჭავაძე რევოლუციამდელ ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში



ბოცვაძე იოსებ

ილია ჭავჭავაძე რევოლუციამდელ ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში

თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

თბილისი

1977

შინაარსი

1. წინათქმა

2. 60-იანი წლები)

3. 70-იანი წლები

4. „განდეგილი“

5. „ოთარაანთ ქვრივი"

6. 90-იანი წლები

1 ანოტაცია

▲ზევით დაბრუნება


ანოტაცია

წიგნში მიმოხილულია XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის პირველ ათეულ წლებში ქართული პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებული ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები, რომლებშიც მოცემულია ილია ჭავჭავაძის შემოქმედების შეფასება.

წიგნი განკუთვნილია ფილოლოგებისათვის და მიძღვნი ლია ილია ჭავჭავაძის დაბადების 140 და გარდაცვალების 70 წლისთავისადმი.

2 წინათქმა

▲ზევით დაბრუნება


წინათქმა

შესრულდა 140 წელი დიდი ქართველი მწერლის, მოაზროვნის, საზოგადო მოღვაწისა და გულმხურვალე მამულიშვილის — ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან, 70 წელი გავიდა მისი ვერაგული მკვლელობიდან, ხოლო 120 წელი — სალიტერატურო ასპარეზზე გამოსვლის დღიდან.

ჯერ კიდევ 1857 წელს, როდესაც ილიას პირველი ლექსი დაიბეჭდა „ცისკარში“, ლიტერატურულმა კრიტიკამ და მკითხველმა საზოგადოებამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს მას და ეს დიდი ინტერესი მისი თითოეული ნაწარმოების მიმართ დღემდე არ შენელებულა. ,,ათეული წლების განმავლობაში ჩვენ ისე ვსწავლობდით და ისე ვითეისებდით ილიას მემკვიდრეობას, როგორც არქეოლოგები იკვლევენ გარდასული დროის ძეგლებს. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ თუ ილია ჭავჭავაძე წარსულ ეპოქას ეკუთვნის, როგორც ადამიანი, სამაგიეროდ, როგორც მწერალი, მოაზროვნე, მოღვაწე „ჩვენი წინამორბედია, ჩვენი თანამედროვეა“*

ილიას შემოქმედება მუდამ წარმოადგენდა ცხარე კამათისა და მსჯელობის საგანს. მრავალი ურთიერთსაპირისპირო მოსაზრება გამოითქვა მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის ირგვლივ. ზოგიერთმა ავტორმა სწორად ვერ გაიგო ილიას ესა თუ ის ნაწარმოები თუ პუბიცისტური წერილი, უმრავლესობამ კი მართებულად შეაფასა იგი და ეს უდიდესი შემოქმედი და მოაზროვნე წარმოგვიდგინა, როგორც მესაჭე მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ცხოვრებისა.

ამ ნარკვევის მიზანია ერთგვარი წვლილი შეიტანოს დიდი მწერლის მემკვიდრეობის შესწავლის საქმეში და დაანახვოს მკითხველს, თუ როგორ ესმოდა ილიას შემოქმედება მეცხრამეტე საუკუნის ქართულ ლიტერატურულ კრიტიკას.