The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


30.07

1875    
    
30 ივლისი   
    
გაზეთ „დროებაში“ ქვეყნდება ცნობა იმის შესახებ, რომ იგი წერს ახალ მოთხრობას, რომელიც ოქტომბერში მზად იქნება დასაბეჭდად.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1875, № 85.

    
1876    
     
30 ივლისი   
    
ალექსანდრე ჭყონია „მაჭახელაძის“ ფსევდონიმით გაზეთ „დროებაში“ ბეჭდავს კრიტიკულ წერილს ილია ჭავჭავაძის ახალი გაზეთის გამოსვლასთან დაკავშირებით, სათაურით „დასაბადებელ „დღეურას“.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1876, 30 ივლისი, № 79, გვ. 1-2

პირთა ანოტაციები:

ჭყონია ალექსანდრე მირიანის ძე (1855-1907)

საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის გიმნაზიის შემდეგ სწავლობდა მოსკოვსა და პარიზში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთის, ოზურგეთის, შორაპანის, ქუთაისის სასამართლოებში, იყო „მოამბისა“ და „ცნობის ფურცელის“ რედაქტორი.

    
1886    
    
30 ივლისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 29 ივლისი“ („ჩვენს მკითხველებს უკვე მოეხსენებათ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პოლიტიკური ვითარება ევროპაში და ბისმარკი“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 30 ივლისი, № 164, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 250.

    
1887    
    
30 ივლისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 29 ივლისი“ („მეორე საშუალებად, რომლის ძალითაც...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საგლეხო ბანკის“ გარშემო“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 738-741, გაზ. „ივერია“, 1887, 30 ივლისი, № 156, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 503.

    
1888    
    
30 ივლისი   
    
 გაზეთ „ივერიაში“ მისი ხელმოწერით ქვეყნდება თსს ბანკის ბალანსი 1888 წლის 1 ივლისისთვის.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, № 159.

1890
 .
30 ივლისი
დეპეშას გზავნის ქუთაისში, დავით ჩუბინაშვილის მოღვაწეობის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო წვეულებაზე წასაკითხად წყარო:

გაზ. „ივერია“, 1890, 3 აგვ., № 166, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891)

მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში.

1897    
    
30 ივლისი    
    
გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება მიხეილ ჩოდრიშვილის გამოხმაურება მიხეილ ნასიძის ინიციატივაზე ილია ჭავჭავაძის სახელობის ცენტრალური დეპოს დაარსების შესახებ.  წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, № 269.

პირთა ანოტაციები:

ჩოდრიშვილი მიხა (მიხეილ) იოსების ძე (1853-1929)

რევოლუციონერი, შრომის ხელოსანთა ამხანაგობის, არტელის დამაარსებელი.

ნასიძე მიხეილ ალექსანდრეს ძე (1859-1935)

პედაგოგი, პოეტი, პუბლიცისტი, ვექილი. წლების მანძილზე მსახურობდა სამასწავლებლო ინსტიტუტში.

    
1902    
    
30 ივლისი    
    
გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება ალექსანდრე მდივნის მოწოდება ქართული საზოგადოებისადმი, რომ ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის 45 წლისთავის აღსანიშნავად გამოსცენ მისი თხზულებების საიუბილეო კრებული.  წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1902, № 1882.

პირთა ანოტაციები:

მდივანი ასლან (ალექსანდრე) გიორგის ძე (გარდ. 1920)

სამხედრო პირი, 1898 წელს შეწირულობა გაიღო სათავადაზნაურო სკოლისათვის ადგილის შესაძენად და ასაშენებლად.