კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფები, № 108, გვ. 117.
პირთა ანოტაციები: ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845) პოეტი, რომანტიკოსი. ავტოგრაფი, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის
ფონდი, № 775. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი თადეოზ ზაალის ძე (1800-1875) ქართლელი მემამულე, ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალ მარიამ ციციშვილის დედის –
ელენე გიორგის ასულ გურამიშვილის ძმიშვილი, ილია ჭავჭავაძის სიმამრი. „ილია ჭავჭავაძე. საიუბილეო კრებული“, 1957. გვ. 127. პირთა ანოტაციები: ბებუთაშვილი (ბებუთოვი) კონსტანტინე ალექსანდრეს (აშხარბეკის) ძე (1847-1907) საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი, გაზეთ „ტიფლისსკი
ვესტნიკის“ დამაარსებელი და რედაქტორი, თბილისის საკრედიტო საზოგადოების
ზედამხედველი კომიტეტის თავმჯდომარე. ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 116, საქ. 278; ხელნაწერთა ეროვნული არქივი,
ილია ჭავჭავაძის პირადი არქივი № 2. დოკუმენტი კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 525; გაზ. „ივერია“, 1886, 19 ივლისი, № 156, გვ. 1; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ცხრა ტომად (პ. ინგოროყვასა და ალ. აბაშელის რედ.), ტ. 10, 1929, გვ.
257; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 224. პირთა ანოტაციები: სალუსბერი (სალისბერი, სოლსბერი) რობერტ არტურ (1830-1903) ინგლისელი პოლიტიკური მოღვაწე, ლორდთა პალატის წევრი, 1885-1892 და 1895-1902
წლებში ბრიტანეთის პრემიერმინისტრი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 730-732, გაზ. „ივერია“, 1887, 19 ივლისი, № 148, გვ. 1;
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 492. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი №
394. ჟურნ. „მაცნე“, ენისა და ლიტერატურის სერია, 1992, I, გვ. 151; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 221, 375. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების
მატიანისთვის“, თბ., 2016, 270-271. პირთა იდენტიფიკაცია: ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი
ტექსტში მოხსენიებულია „კოკო თადეიჩად“ პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. მაყაშვილი ნიკოლოზ ათანასეს ძე (დაბ. 1843) ცოლად ჰყავდა მარიამ მიხეილის ასული ამილახვარი. სხვა ცნობები მის შესახებ არ
მოგვეპოვება. ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე (1838-1898) საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, პედაგოგი, ქველმოქმედი, აღმოსავლური ენების
სპეციალისტი. ასწავლიდა ქართულს მოსკოვის უნივერსიტეტში. ლიტერატურული მატიანე, 1940, ეკატერინე გაბაშვილი, მოგონებანი ილია
ჭავჭავაძეზე, გვ. 101, 111, 119. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა,
ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925) ილია ჭავჭავაძის უმცროსი და. დოდაშვილი თამარ - ილია ჭავჭავაძის დის,
ელისაბედის მეგობარი. თარხნიშვილი (გაბაშვილისა) ეკატერინე რევაზის ასული (1851-1938) მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის
წევრი. თუმანიშვილი-წერეთლისა ანასტასია მიხეილის ასული (1849-1932) საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ქალთა
საზოგადოება „განათლების“ და ჟურნალ „ჯეჯილის“ დამაარსებელი. ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906) იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი.
განათლება მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს
სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის
მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან. გაზ. „ივერია“, 1902, 19 ივლისი, № 152
1860
19 ივლისი
მუშაობს ლექსის – „თ. ნიკოლოზ ბარათაშვილზედ“ პირველ ვარიანტზე.
წყარო:
1871
19 ივლისი
თადეოზ გურამიშვილი წერილს და ხილს უგზავნის სიძე-ქალიშვილს.
წყარო:
1874
19 ივლისი
კონსტანტინე ბებუთაშვილი წერილს სწერს ნიკო ნიკოლაძეს პარიზში და უყვება „მეფე
ლირის“ საჯარო კითხვის ამბავს, რომელიც მის სახლში გაიმართა. იგი თარგმანს
ბრწყინვალეს უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ ზამთარში სცენაზეც დაიდგმება.
წყარო:
1875
19 ივლისი
იღებს თბილისის საოლქო სასამართლოს პალატაში ნაფიც ვექილად მიღების
დამადასტურებელ მოწმობას, რომელშიც მის საცხოვრებლად მითითებულია თბილისი.
წყარო:
1886
19 ივლისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
18 ივლისი“ („ირლანდიას ნატვრის განხორციელებისათვის ორი სხვადასხვა გზა
აქვს ამორჩეული“). მწერლის თხზულებათა ცხრატომეულში სათაურად აქვს „ინგლის-ირლანდიის
ურთიერობა“, ოცტომეულში – „ირლანდიის საკითხი და სალუსბერის სამინისტრო“.
წყარო:
1887
19 ივლისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი
მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 18 ივლისი“ („გვგონია, ჩვენ საკმაოდ
ვაცოდინეთ მკითხველს...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა
სათაურით „საგლეხო ბანკის“ გარშემო“.
წყარო:
1889
19 ივლისი
მოკლე ბარათს უგზავნის მეუღლეს
თბილისიდან საგურამოში. სთხოვს, მომდევნო დღეს ეკიპაჟი დაახვედროს მცხეთაში
დილის მატარებლის ჩამოდგომის დროისთვის. ატყობინებს, რომ სტუმრად ეყოლებათ
ნიკოლოზ მაყაშვილი თავისი ოჯახით, ილია ოქრომჭედლიშვილი ცოლ-შვილით და
სხვები.
წყარო:
1894
ჩათვლით 19 ივლისი
საგურამოს ძველ ხის სახლში სტუმრად ჰყავს და, ელისაბედ საგინაშვილი, თამარ
დოდაშვილი, ეკატერინე გაბაშვილი, ანასტასია თუმანიშვილი, ნიკო ხიზანიშვილი
და სხვები.
წყარო:
1902
19 ივლისი
იბეჭდება გაზეთ „ივერიის“ ბოლო ნომერი ილია ჭავჭავაძის გამომცემლობით.
წყარო: