The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

განათლება : სამეცნიერო, პედაგოგიური და სალიტერატურო ჟურნალი


განათლება : სამეცნიერო, პედაგოგიური და სალიტერატურო ჟურნალი



რედაქციისაგან:

რედაქციამ საჭიროდ დაინახა ჟურნალის №1-სათვის მიეცა უფრო სპეციალური ხასიათი, ამის გამო ამ ნომერის შინაარსი ვერ შეიცავს ჟურნალის პროგრამოს სავსებით განხორციელებას, რასაც რედაქცია შემდეგში ეცდება.

1 შინაარსი

▲ზევით დაბრუნება


გაბაშვილი ეკატერინე

შინაარსი

1. განათლება ძალაა. — R-სა

2. ილია ჭავჭავაძის ავტობიოგრაფია (დაწერილი ბროკჰაუზის ლექსიკონისათვის 1902 თუ 1903 წ.)

3. ფიქრი და მოგონებანი ილია ჭავჭავაძის შესა-, ხებ. — ეკ. გაბაშვილისა

4. პედაგოგიური აზრები ილია ჭავჭავაძის თხზულებებში. — ივ. გომართელისა

5. მოკლე შენიშვნა სწავლა-განათლების შესახებ საქართველოში. — იდეალისტისა

6. დედა ენა, როგორც საფუძველი სწავლებისა, და  ლ. ბ—ძისა

7. პედაგოგიის ისტორია დ-რ ვაიმერისა (თარგმა5 ნი გერმანულიდან). ნ. ლორთქიფანიძისა.

8. გერმანიის მასწავლებელთა კავშირი. — ა. ყუმისთაველისა

9. ბოლგარია, სახალხო მასწავლებლები და მათი კავშირი. — ლ. ბოცვაძისა.

10. ხმა სოფლის სამრევლო სკოლის მასწავლებლისა. — კოტესი.

11. პოპულარული ლექცია საზოგადო ისტორი)- დან, — კ. სუზდალცევისა, მებრძოლნი მიწისა და თავისუფლებისათვის ძველ რომში (ტიბერი და კაი გრაკხები)

12. შინაური მიმოხილვა. (ი. ჭავჭავაძის ფონდი. —სწავლა-განათლების საქმის მგომარეობა ჩვენში. — პ.-სი.

13. რუსეთის ცხოვრებიდან: I. სტოლიპინის დეკლარაცია. — მესამე დუმა და მისი მოქმედების საზოგადო სასიათი: ახლო მომავალი. — პორტარტურის დამცველ გენერლების საქმე და ვიბორგის მოწოდების პროცესი. — ა. მ. –ისა. — II. არა რუსთა სკოლების საქმე ბალტიის მხარეში. — გამოურკვევლობა სკოლებში. — პოლონეთის « მატიცა » და მისი მედი. — სკრაჟინსკის სიტყვა პოლონეთის « მატიცას » შესახებ.“ უკრაინელების ბრძოლა ეროვნული სკოლისათვის. - ფედერატიული კავშირი მასწავლებლებისა. — რუსეთის მოწინავე საზოგადოების აზრი ნაციონალური სკოლების შესახებ, წინააღმდეგ რუსთა ცრუ პატრიოტებისა. — სტატისტიკური ცნობები რუსეთში სწავლა-განათლებისა.

14. უცხოეთის მიმოხილვა: წერა-კითხვის უმეცარნი ბელგიაში. — მანიფესტაცია სავალდებულო სწავლების შესახებ. — წინაპართა თაყვანისცემა იაპონიაში. — განათლება და ზნეობრივი აღზრდა იაპონიაში. — საფრანგეთის მასწავლებლების მონაწილეობა სკოლების მართვა-გამგეობაში. — სტატისტიკური ცნობები სწავლა-განათლებისა უცხოეთში

15. კრიტიკა და ბიბლიოგრაფია: 1 მოკლე საუბარი გეოგრაფიის სწავლების შესახებ, ალ. ჭიჭინაძისა. — ლას–ბანისა. 2. ნაკადულის პრემია 1907 წლისა ვილჰელმ და იაკობ გრიმების ზღაპრები, თარგმანი ივ. ქავთარაძისა. — ა-რესი. 3. არითმეტიკულ ამოცანათა კრებული ნ. ეგ. ხრამელეშვილისა. — ლას ბანისა. 4. კბილები და მათი მოვლა-შენახვა. — თარგ. კბილის ექ. ი. პ. ახალშენიშვილისა. — ა. ბ–ლისა. 5. Ист. зап. объ упр. Кавквзомъ. ს. ესაძისა. გ. ნ–სა..

16. სამეცნიერო მიმოხილვა. — მიმიკრია მეცნიერების სამსაჯულოს წინაშე. – ჰაერში მავალი ხომალდი. — უმავთულო ტელეგრაფი

17. განცხადებანი.

2 ფიქრი და მოგონებანი ილია ჭავჭავაძის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


გაბაშვილი ეკატერინე

ფიქრი და მოგონებანი ილია ჭავჭავაძის შესახებ

საღამოს რვა საათი იქნებოდა, როდესაც შვიდ ენკენისთვეს ჩვენი ეტლი მიუახლოვდა ილიას სახლს საგურამოში.

გარეშემო ადამიანის ჭაჭანება არა სჩანდა, მხოლოდ ბუნება იყო მეფურად დიდებული და მთვარის მკრთალის შუქით განათებული არე-მარე ზღაპრულის საიდუმლოებით მოცული.

დიდროვანი ხეების ჩრდილები, ახმახი მდევებივით წამომსხდარიყვნენ სახლის გარეშემო და შავ ჩადრებ წამოსხმულნი, შავის ფიქრებით მოცული მტრის ხელით გაგმირულ ილიას ცხედარს სდარაჯობდნენ; აქვე მათ შორს მჩქეფარე წყარო პოეტის დამსხვრეულ ჩანგს დასტიროდა.

ისედაც შავ ფიქრებით გულ დაკოდილნი, ამ ბუნების დიადმა მყუდროებამ მთლად შეგვბოჭა მწუხარებით.

ჩვენ ნელი ნაბიჯით, მოწიწებით, გულის დუღილით მივედით სახლის შესავალთან და გავჩერდით. ვიღამაც, შავით მოსილმა, წმინდა სანთლით ხელში, კარი გაგვიღო და ხმის ამოუღებლივ, თავ-ჩაღუნული სახლში შეგვიძღვა.

სოფლის მოხუცებული მღვდელი პანაშვიდზედ იდგა, მონოზანთა გუნდი წყნარს სამგვლოვიარო საგალობელს ჰგალობდა. ოთახი მხოლოდ წმინდა სანთლით იყო განათებული და მისი მკრთალი შუქი რამდენიმე ადამიანს, შავათ მოსის ანათებდა. შუა ოთახში, თეთრ ზეწარ გადაფარენულ სტოლზედ შავი რკინის კუბო იდგა და ზედ ძველი დიბის გადასახურავი ეფარა... ჩვეულებრივი სიკვდილის თანამგზავრი სურათი, არა ჩვეულებრივის მკვდრის გარეშემო...

წმინდა სანთლის სუნი, საკმევლის მძლავრი სურნელება, მგალობელთა ძარღვების ამშლელი სევდიანი კილო, მგლოვიირეთა გოდება საშინელ შთაბეჭდილებას ახდენდნენ.. გული "შემისუსტდა, გონებამ რყევა დამიწყო, მგზავრობით დაღალულმა მუხლებმა მიღალატეს და ჩავიკეცე ძვირფასის ცხედრის ფერხთან და და კუბოს ფიცარს თავი მივაყრდე.... ფიქრებმა შემიპყრეს და სულ სხვაგან გადმიტაცეს გასაოცარის სინამდვილით, თვალთმაქცურის სისწრაფით ჩემ თვალწინ გაირბინა იმ ორმოცმა წელიწადმა, რომელთა განმავლობაში განუყრელად წინ მიმიძღოდა ერთი ბრწყინვალე ვარსკვლავი და ჩემი ქვეყნის ჩაბნელებულ მიდამოს მინათებდა.

ჯერ ისევ სკოლის სკამზედ მჯდომ მოწაფეს, ქართული ენის მასწავლებლისაგან გივიგონე ეს დიდებული, მაღალი გრძნობით აღსავსე სიტყვები: „როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე? რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე? შევძლებ რომ მას ღვიძლი სიტყვა უთხრა და იმ სიტყვით უნუგეშოს ნუგეში მოვფინო, მტირალს ცრემლი მოვწმინდო, მუშაკს შრომა გაუადვილო? შევძლებ გასაგონის სიტყვის თქმას?...

— გადავწყვიტე რო ჩემი ქვეყანა მიმიღებს და მიმითვისებს კიდეც, იმიტომ რომ იმისი სისხლი და ხორცი ვარ, იმის სიტყვასაც და ენასაც გავიგებ, იმიტომ რომ მამულს შვილი ყურს უგდებს, განა მარტო ყურით, გულითაც, რომლისთვისაც <b>დუმილიც გასაგონია</b>. ჩემ სიტყვასაც გაიგონებს, იმიტომ რომ შვილის სიტყვა მშობელს ყოველთვის ესმის...

ზეციური ზარივით გაიწკრიალეს, ამ მაღალმა; მამულის იმედის შვილის სიტყვებმა, ჩემ ყმაწვილ ნორჩ გულში და სულის სიღრმემდინ ჩაიბეჭდნენ ჩემ არსებაში... „რას ვეტყვი ჩემ ქვეყანას და რას მეტყვის იგი მე?“ ჩემის ცხოვრების ლოზუნგად შეიქმნენ.

მათის მთქმელის ნახვა, იმისი ცოცხალი სიტყვის გაგონება, ჩემ საოცნებო სურვილად გადაიქცა, მაგრამ მე დედა ქალაქიდგან შორს ვცხოვრობდი და ჩემი სურვილი სურვილად რჩებოდა, თუმცა მისი ნაწერებისათვის თვალი და ყური არ მომიშორებია და ამ ნაწარმოების გავლენით, მისი ნახვის სურვილი ერთი ათად გამიძლიერდა.

1869 თუ 70 წელს, საშობაოთ ქალაქში ჩამოველ და უდიდესი სადღესასწაულო საჩუქარი მივიღე. განსვებული გიორგი წერეთელი თავის სახლში იწვევდა თბილისის მცხოვრებ შეგნებულ ქართველობას: „ილია ჭავჭავაძე წაიკითხავსთავის „კაცია ადამიანს“-ო, იწერებოდა მოსაწვევ ბარათში. მეც, თვრამეტი წლის ქალი, ერთი ორი სტრიქონის დამბღაჯი, ქართველ შეგნებულ წრეში მოვექციე. ჩემს აღტაცებას, სიხარულს სამზღვარი არა ჰქონდა, რომ მისრულდებოდა უდიდესი ნატვრა; მგზავრის წერილების ავტორის ნახვა, ჩემის გონე ბის გამოღვიძების და იდიალების ჩამსახველის გაცნობის სურვილი.

„ვინც ლუარსაბის და დარეჯანის სახეში თავის თავს იცნობს, ვინც ლუარსაბზედ დაწერილს თავის თავზედ მიიღებს ის, რასაკვირველია, ლაფის სროლას დაიწყებს და გიჟს დაუძახებს ამ მოთხრობის უხეირო დამწერს. ეს კი კარგად იცოდნენ ყველამ, რომ ჩვენ პიროვნებასთან საქმე არა გვაქვს. ჩვენ საზოგადო ჭირზედ ვწერთ.



სხვამ რაც უნდა სთქვას, მე კი იმ სიტყვების სიმართლით გავამხნევებ ჩემ თავსა: „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“! სადა ხარ ეხლა ამ გონიერი სიტყვების მთქმელო?

— ვიცი სადაც ხარ ! ხალხში ხარ, უხილავო და ხალხისა ხარ. ისიც ვიცი რაცა გვქვიან: შენ ხალხის გენიას გეძახიან, ისიც ვიცი, რა თვისებისაც ხარ: შეუცდომელი და მართალი ხარ. შენ და მხოლოდ შენ უკეთებ გულს იმას „ვისაც სხვისთვის“ გული სტკივა. მაშინაც კი უკეთებ, როცა თვით ის „სხვანივე“ თავიანთ გულ შემატკივარს ცოდვად უთვლიან გულის ტკივილს, რა უყოთ? ზოგი გულის ტკივილს იმითი იჩენს, რომ მოყვარეს ცუდს უქებს და ზოგი ამითი, რომ ცუდს უწუნებს, ამ ორ გვარ ხალხში, რომელს უფრო მეტი და ჭეშმარიტი გულის ტკივილი და სიყვარული აქვს — ეს თითონ მკითხველმა გაიცნოს“.

ასე დაიწყო წინა სიტყვაობა ბრწყინვალე, მშვერიერმა, ყოველის ადამიანის ღირსებით შემკულმა და ღვთისაგან მირონცხებულმა ვაჟკაცმა და მსმენელები მოხიბლა. მე, მე კი ისე დაც ეკსტაზამდინ მისული მისი თაყვანის ცემა, ფანატიკოს თაყვანისმცემელ მონად გადააქცია.

ამ დღიდგან თვალი აღარ მომიშორებია ილიას ტრიუმფით მსვლელობისთვის ქართველთა საზოგადო ცხოვრების სათავეში.

ის გახდა ჩემთვის სინონიმად ჩემი ქვეყნისა, ჩემის ქვეყნის მაჯისცემის მაჩვენებლად, იმის მომაკვდინებელი ძილის გამფთხობად, იმის მომავალის შემოქმედათ და ჩემ კერპად გავიხადე. ჩემ გულში აუგე მას ტაძარი წმინდა დი შიგ ხატათ დავისვენე. და ვინც ჩემი სარწმუნოების მრწმენელი არ იყო, ის მიმაჩნდაქართველობის მგმობელად, ჩემის წმინდათა-წმინდის შეურაცხმყოფელად...

— ნეტა ვინ არის ეს ილია ჭავჭავაძე, რომ ასე მცხარედ იბრძვიან იმის გულისთვის ? მკითხა ერთმა მანდილოსანმა, ბანკის კრებების დამთავრების შემდეგ ჩამოსულმა, მხოლოდ კენჭის ჩასაგდებად მოსულმა სოფლელმა.

— თქვენ არ იცით ვინ არის ილია ჭავჭავაძე?! შევუყვირე მე გულის წყრომით. ეს ისეთივე დანაშაულია ქართველის ქალისათვის, როგორათაც თვითეულის ქრისტიანისათვის იმის არ ცოდნა, თუ ვინ იყო ქრისტე !

— თქვენი რწმენა დიდია, როგორც სჩანს, დაცინვის ღიმილით მითხრა, იქვე ჩვენს ახლოს მჯდომმა მოხუცებულმა თავადმა, — მაგრამ შემცდარი ხართ, ქალბატონო ! ილიაც ისეთივე ცდომილი კაცია, როგორც სხვა ყველა მომკავდავი.

— სხვა ყველა ?! რას ამობთ მაგას ! არ იცით განა რომ ილია მზეა და მხოლოდ შური სჩრდილავს! მაგრამ მზის სხივები მალე გაჰფანტავენ ღრუბლებს და ქვეყანა დაინახავს თავის მაცხოვარს !

— ხა, ხა, ხა! ნაძალადევის სიცილით გადიხარხარა მოხუცმა ეგეც კარგია რომ ერთი მაინც თქვენ გვარი ფანატიკოსი მორწმუნე ჰყავს ილიას ! აბა გადახედეთ ამ გაჭედილ დარბაზს, როგორ გგონიათ ბევრნი არიან აქ თქვენი აზრის მომხრენი?!

— ხალხი, ბრბო თავის წინასწარმეტყველს ხანდისხან სდევნის, მძიმეთ ითვისებს იმის სწავლას, მცნებას, მაგრამ მოვა დრო და ისიც მიხვდება იმის ღვთაებრივ დანიშნულებას და თაყვანსა სცემს, გააღმერთებს....

— გაჩუმდი, დედაკაცო! ბევრს ნუ ჰყბედობ, შეჰყვირა მეორე გვერდზედ მჯდომმა ყმაწვილმა თავადმა და ხმალი მომიღერა...

— გავიდა დრო. ქართველთა მოწინავე, შეგნებულმა ნაწილმა მოინდომა ილიას სალიტერატურო და საზოგადო მოღვაწეობის ორმოცი წლის იუბილეის გადახდა. ოცდა ათი კაცი ადგენდა პროგრამას, ემზადებოდა დიდებული დღესასწაული გადაეხადა თავის ქვეყნის საუკეთესო მამულიშვილისათვის. სხვათა შორის ქართული თეატრის სცენაზედ თითო თითო კუთხეში საქართველოს თითო კუნჭული უნდა ყოფილიყო ამართული და შვიდი მუზა, თავიანთი ალაგობრივის ტანთ ჩაცმულობით, დაფნის გვირგვინებით ხელში უნდა მიჰგებებოდა მგოსანს და შვიდის ნაწილიანის, მაგრამ ერთ სულოვანის საქართველოს სახელით შეემკოთ, თავი თვისის სახელოვანის მესვეურისა.

შემდეგ უნდა წამდგარიყვნენ ყველა წოდების და საზოგადოების წარმომადგენელნი თავთავიანთ სადიდებელის სიტყვით და გვირგვინებით. მეც მხვდა წილად დაფნის გვირგვინით დამედაფნა თავი ჩემის სათაყვანებელის მამულის შვილისა, მეთქვა ორიოდე გულიდგან ამონახეთქი სადიდებელი სიტყვა...

აი გაისმა დიდებული მუსიკის ხმა, შეზავებული ეროვნულ საგალობელთან. ციური შუქი მოეფინა ჩემს გარე შემო და ვარდის ფურცლით მოფენილს სცენაზედ ნელი ნაბიჯით, ფერ მკრთალი, მაგრამ ამაყი დამსახურებულის თაყვანის ცემით, ხალხს წარმოუდგა დიდი ილია, დიდი მგოსანი.

აღტაცებით და ნეტარებით აღვაპყარ ხელები ამ უდიდესის ხვედრის ახსასრულებლად და ილიას ნათელის შუბლის მაგივრად ცივ კუბოს ფაცარს შევახე მთრთოლვარე ხელი...

ილიუზია გაჰქრა... გამოვფხიზლდი... ვიღაცამ ხელი მომკიდა და ამაყენა. ჩემ წინ ესვენა გვამი იმ ძვირფასის საუნჯისა, რომლის თავის შემკობას დაფნის გვირგვინით ასე დიდხანს ველოდი და უგუნურის ხელით ჩახლართული ეკლის გვირგვინი ედგა და წამებულ მშვენიერ სახეზედ სისხლისწვეთები სდიოდა.

— უფალო, უფალო! შევყვირე, ნუ თუ ეს არის ხვედრი ყოვლის დიდებულის ადამიანისა ?!..

პასუხად აღქაფებული ზღვასავით მგმინავი სამგლოვიარო ხმა მომესმა.

ჩემი ივერი, შვიდად დაჭრილი, ერთ დიდ მდინარედ შეერთებულიყო და ერთის აზრით ერთის ფიქრით განდიდებული <b>იმის</b> ცხედარს გარს შემორტყმიჰყო, ვინც თვისი მოწამებრივი სიკვდილით სიკვდილი დასთურგნა და აღდგომა მომავალისა შესაძლებელ ჰყო.