The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


22.08

1863    
     
22 აგვისტო    
     
იღებს ცენზურის ნებართვას „საქართველოს მოამბის“ მეშვიდე ნომრის გამოცემაზე.   წყარო:

ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, 1863, № 7.

     
1873    
     
22 აგვისტო    
     
როგორც იქნა, ახერხებს მოსკოვის საკრედიტო საზოგადოებაში შეღწევას საბანკო საქმის შესასწავლად.   წყარო:

ავტოგრაფი, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ილია ჭავჭავაძის საარქივო ფონდი, № 17553; წყარო: ავტოგრაფი, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ილია ჭავჭავაძის საარქივო ფონდი, № 17554.

დათარიღება:

დრო დგინდება ვასილ მაჩაბლისთვის 21 და 25 აგვისტოს გაგზავნილი წერილებიდან.

     
1885    
     
22 აგვისტო    
     
გაზეთ „დროების“ გამომცემელი გიორგი ქართველიშვილი თხოვნით მიმართავს ბეჭდვით საქმეთა და კავკასიის მთავარ სამმართველოებს ივანე მაჩაბლის გადაყენების გამო „დროების“ რედაქტორად ილია ჭავჭავაძის დამტკიცების შესახებ.   წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 9, 1956, გვ. 366-367.

პირთა ანოტაციები:

ქართველიშვილი გიორგი დავითის ძე (1827-1901)

ქველმოქმედი, მეცენატი, საზოგადო მოღვაწე, მისი ხარჯით გამოიცა ვახუშტის „საქართველოს ისტორია“ და „ვეფხისტყაოსანი“, ზიჩის ილუსტრაციებით, 1883-1885 წლებში იყო გაზეთ „დროების“ გამომცემელი.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

     
22 აგვისტო   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 46.

პირთა ანოტაციები:

ჭიჭინაძე ზაქარია ეგნატეს ძე (1834-1931)

საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, ბიბლიოფილი. აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის საკითხებზე.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

     
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ბათუმის სკოლას ეგზავნება შენობის დასაქირავებელი თანხა. იღებენ დადგენილებას ზაქარია ჭიჭინაძისგან წიგნების გარკვეულ ფასად შესყიდვის შესახებ. სოფელ დიდი თონეთის სკოლის ანგარიში განსახილველად გადაეცემა იაკობ გოგებაშვილს. იღებენ დადგენილებას დიდი თონეთისა და ხელთუბნის სკოლებისთვის სასწავლო ნივთებისა და სახელმძღვანელოების გაგზავნის შესახებ.   წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 9, 1959, გვ. 367;

 

     
22 აგვისტო    
     
განცხადება შეაქვს ბეჭდვით საქმეთა მთავარ სამმართველოში გაზეთ „დროების“ რედაქტორად მისი დამტკიცების თხოვნით.   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 480, საქმე 672, ფურ. 9; ა. იოვიძე, ივანე მაჩაბელი და მეფის ცენზურა, „საისტორიო მოამბე“, 1956, № 9, გვ. 367; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 110, 414-415.

     
1886    
     
22 აგვისტო    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 21 აგვისტო“ („ჩვენი ქვეყანა მიწათმომქმედი ქვეყანაა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მამულების გამიჯვნა“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 22 აგვისტო, № 182, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 330.

     
1892    
     
22 აგვისტო    
     
რუსულ გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ ქვეყნდება მისი ლექსის „გავსწორდეთ ბედო“ ვასილი ველიჩკოსეული თარგმანი.   წყარო:

„Давольно, перестань, жестокая судьба...“ გაზ. «Новое обозрение», 1892, № 2978.

პირთა ანოტაციები:

ველიჩკო ვასილ ლვოვის ძე (1860-1903)

პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. რედაქტორი გაზეთებისა „კავკაზ“ (1897-დან), „რუსსკი ვესტნიკ“ (1901-დან).

     
1897    
     
22 აგვისტო    
     
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც მტკიცდება წიგნების ავტორების, გადამწერლების, კორექტორების, გამომცემლების, შემკაზმავების, კლიშეების ამომჭრელების, გამსაღებლებისა და აგენტებისათვის გადახდილი და ბლანკების ბეჭდვაზე, განათებაზე, საფოსტო მომსახურებასა და მივლინებებზე გაწეული ხარჯები. მსჯელობენ სენაკის სათავადაზნაურო სკოლის შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე, რომელიც გამოიწვია ქართული ენის მეგრულით ჩანაცვლების განზრახვამ. სხდომა საყვედურს უცხადებს ინსპექტორ სამსონ ყიფიანს და იღებს გადაწყვეტილებას ორი მასწავლებლის გათავისუფლების შესახებ. კითხულობენ გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორის შუამდგომლობას ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გამგედ ალექსანდრე გარსევანაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით. ისმენენ ნიკო ცხვედაძის მოხსენებას წინარეხის სკოლის შენობის მდგომარეობის შესახებ და იღებენ დადგენილებას პრობლემის მოსაგვარებლად თანხის გამოყოფის თაობაზე.   წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. № 481, აღ. 1, № 518 გვ. 57-59.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი სამსონ გიორგის ძე (1855-1937)

პედაგოგი, მსახიობი, პუბლიცისტი, სენაკის სააზნაურო სკოლის ინსპექტორი.

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

გარსევანაშვილი ალექსანდრე

პედაგოგი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ცხოვრობდა ქუთაისში. 1915 წელს გამოიცა მისი წიგნი „გმირი ქალი, მათე ყაჩაღად წოდებული“.

     
1904    
     
22 აგვისტო    
     
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „ქართლელ-კახელი“ აქვეყნებს დასაწყისს სტატიისა „ძველი და ახალი სამღვდელოება“(„ვინც კი სოფლისა თუ დაბაქალაქების...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1904, 22 აგვისტო, № 179, გვ. 2; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 610.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 732-733.