საქართველოს ეროვნული არქივი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების
ოქმი. ფ. 481, N45, გვ. 171. პირთა ანოტაციები: ჭიჭინაძე ალექსი ბესარიონის ძე (1851-1913) პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე
1880-1886 წლებში, ქშწკგ საზოგადოების გამგეობის წევრი 1888-1893 წლებში. გაზ. „ივერია“, 1886, 25 ოქტომბერი, № 230, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 473.
გურამ შარაძე, ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება -
ფოტომატიანე), ტ. 2, თბ., 1990, გვ. 260.
1883
25 ოქტომბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების
სხდომას. ეცნობიან გორის მაზრის უფროსის წერილს, რომელშიც საზოგადოებას
ატყობინებს გუბერნატორის ბრძანებას წინარეხის სკოლის დახურვასთან
დაკავშირებით. იგებენ, რომ სკოლის ბედს გადაწყვეტს სასწავლო ოლქის
მზრუნველი. ზუგდიდის მაზრის სოფ. კახათის მასწავლებელი მის მიერ დაარსებული
სამრევლო სკოლისთვის ითხოვს შემწეობას წიგნებისა და სასკოლო ნივთების
სახით. ამასთან დაკავშირებით ალექსი ჭიჭინაძეს ავალებენ ინფორმაციის
მოპოვებას სკოლისა და მისი დამაარსებლის შესახებ. ამტკიცებენ კანცელარიის
ავეჯის განახლებაზე დახარჯულ თანხას.
წყარო:
1886
25
ოქტომბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად
აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 24 ოქტომბერი“
(„ჩვენ ამას წინათ ვსთქვით, რომ სახელმწიფო სამინისტროს მიერ
საზღვარგარედ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით
„მეაბრეშუმეობა საქართველოში და საერთოდ კავკასიაში“.
წყარო:
1905
25 ოქტომბერი
ესწრება ქართველ პროგრესისტთა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის
განხილვას.
წყარო: