გაზ. “დროება“, 1881, 26 სექტემბერი, № 201, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 266, 269. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის
არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15,
2007, გვ. 621, 625-629, 632-633, 679-681. გაზ. „დროება“, 1882, 24 სექტ., № 200, გვ. 1. პირთა ანოტაციები: არწრუნი გრიგოლ იერემიას ძე (1845-1892) სომეხი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი. 1879 წლიდან თავისი ქარვასლის
ერთი ნაწილი თეატრად გადააკეთა და იქ წარმოდგენებს მართავდა ქართული
თეატრის მუდმივი დასი. გაბუნია ნატო (ნატალია) მერაბის ასული (1859-1910) მსახიობი, დრამატურგ ავქსენტი ცაგარლის მეუღლე, მოღვაწეობდა გორსა და
თბილისში. მესხი კოტე (იაკობ) სიმონის ძე (1857-1914) მსახიობი, დრამატურგი და რეჟისორი. 1879 წელს ჩამოყალიბებული მუდმივი
ქართული დასის წევრი, ქუთაისის პროფესიული თეატრის დამაარსებელი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 321; გაზ. „ივერია“, 1886, 26 სექტემბერი,
№ 208, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 669; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 395. პირთა ანოტაციები: ლაბუშერი ჰენრი (1798-1869) ინგლისის პოლიტიკური მოღვაწე და პუბლიცისტი, თემთა პალატის წევრი. გლადსტონი უილიამ (1809-1898) ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე, სხვადასხვა დროს ვაჭრობის, კოლონიების,
ფინანსთა მინისტრი და პრემიერმინისტრი. გაზ. „ივერია“, 1887, 26 სექტემბერი, № 200, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 558. გაზ. „ივერია“, 1892, 26 სექტემბერი, № 206, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 108. გაზ. „ივერია“, 1893, 26 სექტემბერი, № 206, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 211. გაზ. „ივერია“, 1897, 26 სექტემბერი, № 200, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 430. ნ. ნიკოლაძის არქივის კატალოგი. ნაწ. 1, 1954, გვ. 48. პირთა ანოტაციები: მესხი ივანე სიმონის ძე (1849-1931) ექიმი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა
პეტერბურგსა და ციურიხში, მასწავლებლად მუშაობდა ქუთაისში, იყო ქალაქის
თვითმმართველობის წევრი და მდივანი, ასევე ბათუმის თვითმმართველობის
მდივანი. ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე
1881
26 სექტემბერი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოწერით „ქართული თეატრის მოყვარე“
აქვეყნებს სტატიას „თეატრის შესახებ“ („მკითხველს ამ პასუხით თავს არ
შევაწყენ...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში. გაზეთის იმავე გვერდზე ხელმოუწერლად ბეჭდავს წერილს
„თფილისის გიმნაზიის იუბილეი“.
წყარო:
1882
26 სექტემბერი
ქართული დრამატული დასი გრიგოლ არწრუნის თეატრში დგამს მის დრამატულ პოემას.
„დედა და შვილი“. დედის როლს ასრულებს ნატო გაბუნია, შვილისას – კოტე მესხი.
წყარო:
1886
26 სექტემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე
სტატიისა თარიღით „ტფილისი, 25 სექტემბერი“ („ლაბუშერი რადიკალია და დიდი
მომხრე გლადსტონისა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით
„განხეთქილება პარლამენტში საგარეო პოლიტიკის გამო“.
წყარო:
1887
26 სექტემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
25 სექტემბერი“ („ჯანმრთელობა ერისა ერთი უდიდესი..“). მწერლის თხზულებათა
ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ერის ჯანმრთელობა სახელმწიფოს ერთი უდიდესი
საზრუნავია“.
წყარო:
1892
26 სექტემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
25 სექტემბერი“ („ქოლერა განელდა, მხოლოდ ალაგალაგ კიდევ...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ჩვენი დაქვეითება
სწავლა-განათლების საქმეში“.
წყარო:
1893
26 სექტემბერი
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად იბეჭდება მეთაური „დროგადასული სისტემა“.
ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა
ოცტომეულში.
წყარო:
1897
26 სექტემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი
ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 25 სექტემბერი“ („ჩვენებურ თათრებს ზამთრის
საცხოვრებელი ცხელ ადგილებში აქვთ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში
იბეჭდება სათაურით „საზოგადოებრივი ცხოვრების ნაკლნი და მისი ეკონომიური
მიზეზები“.
წყარო:
1898
26 სექტემბერი
ივანე მესხი ბათუმიდან ფოთში ნიკო ნიკოლაძეს წერილით ატყობინებს, რომ
ქალაქის ხმოსანთა არჩევნები 2 ოქტომბრისთვის დაინიშნა და იმ დროისთვის ილია
ჭავჭავაძე და იაკობ გოგებაშვილიც აპირებენ ჩასვლას.
წყარო: