
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 75-77. დათარიღება: დროზე მინიშნებულია მეუღლისთვის 22 მაისს გაგზავნილ წერილში. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)
საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 17, 1-2671, 2056. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 319; გაზ. „ივერია“, 1886, 21 მაისი, № 108, გვ. 1; ი.
ჭავჭავაძე, თსკ (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ.IV, 1955; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
8, თბილისი, 2007, გვ. 38. გაზ. „ივერია“, 1887, 21 მაისი, № 99, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9,
თბ., 2006, გვ. 330. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 834-844; გაზ. „ივერია“, 1888, 21 მაისი, № 105, გვ. 1-2 (ცენზურის
ნებართვა 1888, 20/ V); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 424. გაზ. „ ივერია“, 1888, 1 ივნ., № 114, გვ. 2. გაზ. „ივერია“ № 111, 112. გაზ. „ივერია“, 1891, 23 მაისი, № 105, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თხზულებანი (ხუთ
ტომად), V, 1962, გვ. 764; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 148, 440. გაზ. „ივერია“, 1894, 21 მაისი, № 106, გვ. 1. პირთა ანოტაციები: ყიფიანი ვასილ როსტომის ძე (1855-1936) ცნობილი პედაგოგი, მათემატიკოსი, პიესების ავტორი, თბილისის საქალაქო საბჭოს
ხმოსანი. ილია ჭავჭავაძის მოწვევით მუშაობდა თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში. გაზ. „ივერია“, 1894, 23 მაისი, № 108, გვ. 2. გაზ. „ივერია“, 1894, 23 მაისი, № 108, გვ. 2. პირთა ანოტაციები: აფხაზი-მაყაშვილისა მარიამ (მაკო) ნიკოლოზის ასული (გარდ. 1894) ილია ჭავჭავაძის დისწული, დიმიტრი სოლომონის ძე მაყაშვილის მეუღლე. ა. თელია, „ქართული სათავადაზნაურო ბანკი და ილია ჭავჭავაძე“, თბ., 1989, გვ.
204. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო
ბანკის დირექტორი. გაზ. „ივერია“, 1904, № 121; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1904, № 2501. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 689.
პირთა ანოტაციები: ბოდაველი თომა დამატებითი ცნობები პიროვნებისა შესახებ არ მოგვეპოვება. ბოდაველი ეფემია დამატებითი ცნობები პიროვნებისა შესახებ არ მოგვეპოვება.
1864
21 მაისი
ქუთაისში იღებს მეუღლის მიერ თბილისიდან გაგზავნილ ბარათს. ისევ სწერს, რომ
უმისოდ მოწყენილია.
წყარო:
1884
21 მაისი
თბილისის გუბერნატორის კანცელარიაში იხსნება საიდუმლო საქმე და 1884 წლის
14 ივლისიდან 1885 წლის 9 ივლისამდე ილია ჭავჭავაძეზე წესდება პოლიციის
ზედამხედველობა.
წყარო:
1886
21 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
20 მაისს“ („კარგი გზების უქონლობა შესამჩნევი ნაკლულევანებაა...“).
მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ჩვენი ეკონომიური
საჭიროებანი და გზების საკითხი“.
წყარო:
1887
21 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
20 მაისი“ („უახლოესი მიზეზი გობლეს სამინისტროს სამსახურიდამ გადადგომისა...“).
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საფრანგეთის პოლიტიკა
გერმანიისკენ გადაიხარა“.
წყარო:
1888
21 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 20 მაისი“ („ჩვენ, ვგონებთ, საერთოდ ნათლად
ვუჩვენეთ მკითხველს...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით
„თერგ–დალეულნი“ და „ახალი თაობა“.
წყარო:
21 მაისი
მონაწილეობს ქშწ-კგ საზოგადოების კრებაში, რომელზეც ერთხმად ირჩევენ
გამგეობის თავმჯდომარედ.
წყარო:
21 მაისი
მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებაში, რომელიც განიხილავს
კახეთის რკინიგზის, სათავადაზნაურო სკოლისთვის ფულის გაწერისა და სხვა
საკითხებს.
წყარო:
1891
21 მაისი
გაზეთის საშუალებით მადლობას უცხადებს ყველას, ვინც საქართველოს სხვადასხვა
კუთხეებიდან დეპეშებით მიულოცა ბანკის თავმჯდომარედ არჩევა.
წყარო:
1894
21 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ „ქუთათური დამსწრის“ ფსევდონიმით იბეჭდება ვასილ ყიფიანის
სტატია, რომელშიც საუბარია ოპოზიციის მიერ ქართლელთა და კახელთა
დაპირისპირების პროვოცირებაზე თსს ბანკის კრებებზე ხმათა უმრავლესობის
მოსაპოვებლად. ავტორი შეაგონებს მათ, რომ ეს უკეთური ხერხია, რომელიც ძირს
უთხრის საზოგადო საქმეს.
წყარო:
21 მაისი
ესწრება თსს ბანკის სხდომას და თავის გამოსვლაში დივიდენდებთან
დაკავშირებით, აღნიშნავს მათი განახევრების საჭიროებას (20-დან 10
პროცენტამდე) და იმ 10 პროცენტის გამოყენებას სამეურნეო კაპიტალის
შესადგენად, მაგ. სასოფლო კრედიტის დასაარსებლად და სხვ.
წყარო:
21 მაისი
გარდაეცვალა დისწული მარიამ (მაკო) ნიკოლოზის ასული აფხაზი– მაყაშვილისა. _
1894 22 მაისი დისწულის გარდაცვალების გამო ვერ ესწრება თსს ბანკის კრებას.
წყარო:
1896
21 მაისი
ილია ჭავჭავაძე, ბანკის მეორე დირექტორი და ზედამხედველი კომიტეტის წევრები
უარს აცხადებენ ივანე მაჩაბელთან ერთად მუშაობაზე.
წყარო:
1904
21 მაისი
თსს ბანკის რწმუნებულთა წლიურ კრებაზე გამოდის სიტყვით და სხვადასხვა
ბანკის მაგალითების მოხმობით ამტკიცებს, რომ ზედამხედველი კომიტეტის
რეორგანიზაცია მუშაობის გაუმჯობესების გარანტია არ არის.
წყარო:
1905
21 მაისი
ჯამაგირს უხდის თომა და ეფემია ბოდაველებს.
წყარო: